ვაგრძელებთ ჩვენი ტრადიციული თამაშის ექსპერიმენტული ვერსიების გამოცდას: ათი წიგნი, ამჯერად, ბოლო წინადადებით უნდა გამოიცნოთ.
წესები, გაგიკვირდებათ და ისევ მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)
პასუხები სად ჩამოწეროთ, ჩემზე უკეთ იცით.
ეს არის და ეს.
არც ისე ადვილიაო, სხვათა შორის.
Good luck!
☑ თქვე ბოზებო, მოვდივარ!
☑ ერთი წლისთვის შესანიშნავი შედეგია.
☑ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა.
☑ – ჰოდა, ძალიანაც კარგი! – გაიცინა ბილბომ და ჯადოსანს სათუთუნე მიაწოდა.
☑ ცხრამეტი წელია, ნაიარევის ტკივილს აღარ შეუწუხებია. ყველაფერი კარგად იყო.
☑ იყო გადაღლილი, სულაც არ ნიშნავს, იყო მდიდარი, მაგრამ ძალიან ხშირად შეგრძნება ერთნაირია.
☑ კამერების მოლოდინში პიტას ხელს ვართმევ, მთელი ძალით ვუჭერ და შიშით ველი იმ მომენტს, როცა მისი გაშვება მომიწევს.
☑ წარმოსახული თანამოსაუბრე კი ისე ჩუმად და შეუმჩნევლად გაუჩინარდა, თითქოს ზაფხულის მსუბუქმა სიომ თან გაიყოლაო.
☑ ქარიშხლის შემდეგ კუნძულს ადამიანები მოადგებიან ნავებით და ათ გვამს იპოვიან და კიდევ ინდიელთა კუნძულის ამოუხსნელ საიდუმლოს.
☑ P.S. ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილია. არ გიკვირს, როგორ მოვახერხე?
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
გართულდა საქმე :D პირველი წინადადება მარტივი იყო…
1. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
2.
3.
4. ჰობიტი
5. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
6.
7. შიმშილის თამაშები
8.
9. ათი პატარა ზანგი (და აღარავინ დარჩა)
10.
LikeLike
1.ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები ?
2.ბრიჯიტ ჯონსის დღიური
3.მარსელი
4.ჰობიტი .
5. ჰარი პოტერი
6. ეს არ მახსენდება :(
7.შიმშილის თამაშები (ოღონდ რომელი ნაწილი არ ვიცი. “პიტა” რომ დავინახე მაგით მივხვდი )
8.-
9. აგატას “და აღარავინ დარჩა”.
10. :(
LikeLike
უი, ეს უფრო რთულია :))
აბა, შენ გამოიცანი:
“უტი ბოსე, კაპუტ ბასე,
ვიხმაუროთ მუდამ ასე!”
LikeLiked by 1 person
ფუნთუშებს თუ მოგვიტანენ, შევეცდები გამოცნობას ^^
LikeLiked by 1 person
ჰობიტი, შიმშილის თამაშები, კალე და საუკეთესო აგათა ვიცანი <3
LikeLike
და მართლა: გენიალური ჰედერი გაქვს!!!
LikeLike
ბლოგის? ფერადია, კი ** გენიალური ფეიჯის ქავერია, ირინას დახატული <3
LikeLike
მართლა უფრო რთულია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოც :)
* მარსელი? ალბათ არა :D
*
*
* ჰობიტი
* ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
*
* შიმშილის თამაშები
*
* და აღარავინ დარჩა / 10 პატარა ინდიელი (ზანგი)
*
LikeLike
ხომ ვამბობდი, შედარებით რთულია-მეთქი :)
ესეც სწორი პასუხები:
აკა მორჩილაძე. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”;
ელენ ფილდინგი. “ბრიჯიტ ჯონსის დღიური”;
ენდი უირი. “მარსელი”;
ჯ.რ.რ. ტოლკინი. “ჰობიტი”;
ჯ.კ. როულინგი. “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები”;
ჩაკ პალანიკი. “მებრძოლთა კლუბი”;
სიუზენ კოლინზი. “შიმშილის თამაშები”;
ასტრიდ ლინდგრენი. “დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის”;
აგათა კრისტი. “და აღარავინ დარჩა”;
ჯინ ვებსტერი. “გრძელფეხება მამილო”.
სულ ეს იყო :)
მადლობა, რომ მოიცალეთ :)
LikeLiked by 1 person