ჩვენი არც ისე ახალი თამაშის მეხუთე ნაწილი ისევ თემატურია, დელფინიან წიგნებს ეძღვნება, ღრმად პოპულარულ გამომცემლობას “წიგნები ბათუმში“.
წესები, ტრადიციულად, მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ დასაწყისს, ვიცნობთ და გვიხარია :)
მოდერაცია ჩართულია. პასუხებს კომენტარებში ველოდები.
ეს არის და ეს.
Good luck!
☑ უკვე ერთი კვირა იყო, მისტერ რ. ჩილდენი მოუსვენრად ამოწმებდა ფოსტას, მაგრამ კლდოვანი მთების შტატებიდან მისაღები ძვირფასი ამანათი არ ჩამოსულიყო. პარასკევს დილითაც, როდესაც მაღაზიის კარი გააღო და იატაკზე ფოსტის ჩასაგდებად განკუთვნილი ჭრილიდან ჩამოყრილი მხოლოდ რამდენიმე კონვერტი დაინახა, მაშინვე გაიფიქრა, კლიენტი განრისხდებაო.
☑ ერთხელ სკოლიდან დაბრუნებული ბრუნო ძალიან გააკვირვა თავის საძინებელში მოახლის, მარიას აღმოჩენამ. ქალს, რომელიც მუდამ თავდახრილი დააბიჯებდა და მზერას არასოდეს აშორებდა ხალიჩას, გარდერობიდან მთელი მისი ნივთები, თვით გარდერობის უკან გადამალულებიც კი, გამოჰქონდა და ხის ოთხ უზარმაზარ ყუთში ალაგებდა. არადა, ეს სამალავი ბრუნოს ეკუთვნოდა და იქ არავის არაფერი ესაქმებოდა.
☑ დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი. ჩემ ირგვლივ პირდაპირ გზას ეკვროდა ამწვანებული ტყე, რომელიც ალაგ-ალაგ ადგილს უთმობდა ყვითელი ისლით დაფარულ მდელოს. მზეს, აი, უკვე მერამდენე საათი იყო, ჩასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა და ჰორიზონტთან ეკიდა. მანქანა მოხრეშილ ვიწრო გზაზე მიქროდა. ბორბლებს დიდ ქვებზე ვატარებდი და საბარგულში ცარიელ კანისტრებს ყოველ წამს რახარუხი გაჰქონდათ.
☑ გვალვამ ათ მილიონ წელიწადს გასტანა და საზარელი დინოზავრების ბატონობა დიდი ხნის წინათ დასრულდა. აქ, ეკვატორის მახლობლად, კონტინენტზე, რომელსაც ერთ დღესაც აფრიკას უწოდებენ, სასტიკმა ბრძოლამ არსებობისთვის კულმინაციას მიაღწია და ჯერ კიდევ არავინ იცოდა, ვინ გამოვიდოდა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული. ამ უნაყოფო, გვალვებისგან გადამხმარ მიწაზე მშვიდად ცხოვრება ანდა, უბრალოდ, გაძლება შეეძლოთ მხოლოდ პატარებს, ან იმათ, ვინც მარჯვე იყო და დაუნდობელი.
☑ საწოლის გვერდით მოთავსებულმა “განწყობის მოდულატორმა” მსუბუქი ელექტრონული ხმა გამოსცა, რომელმაც ავტომატური ელექტრომაღვიძარა გაააქტიურა და რიკ დეკარდი სუსტი, სასიამოვნო ელექტროიმპულსით გააღვიძა. რიკი საწოლიდან გაკვირვებული წამოდგა – მოულოდნელად გაღვიძებისას ყოველთვის ასე სჩვეოდა – და თავის ფერად პიჟამაში გამოწყობილი, გაიზმორა. იმავე წამს მისმა ცოლმა აირენმა თავისი ნაცრისფერი, სევდიანი თვალები დააჭყიტა. ერთხანს ახამხამა, მერე ამოიკვნესა და სასწრაფოდ დახუჭა.
☑ ჩემი მოხსენება თხრობითი ხასიათისა იქნება, რადგან ჯერ კიდევ ბავშვობისას მშობლიურ პლანეტაზე მასწავლეს, რომ ჭეშმარიტება წარმოსახვის საკითხია. ყველაზე უდავო ფაქტის დამაჯერებლობა ან დაუჯერებლობაც კი თხრობის სტილზეა დამოკიდებული. ფაქტები რაღაცით ჩვენი, დედამიწის, ზღვების მარგალიტებს ჰგავს, რომლებიც, შეიძლება, ერთი ქალის ყელზე გაცოცხლდნენ და ძალიან გაბრწყინდნენ, მეორისაზე კი – გამკრთალდნენ და ჩაქრნენ. ფაქტები მარგალიტებზე მყარი, თანამიმდევრული ან ნამდვილი როდია, მაგრამ ორივე ფაქიზი და დელიკატური რამაა.
☑ ზამთარში, ვიდრე ექვსკვირიანი ომი დაიწყებოდა, მე და ჩემი მამალი კატა, პეტრონიუს არბიტერი, კონექტიკუტში, ძველ ფერმაში ვცხოვრობდით. ალბათ, ეს ადგილი ახლა აღარ არსებობს, რადგან აფეთქების ზონასთან, მანჰეტენი რომ ძლივს გადაურჩა, ახლოს იყო. ძველი ნაგებობები კი ქაღალდის ხელსახოცებივით იწვიან. თუმცა, რომც არ განადგურებულიყო, რადიაციის გამო იქ ცხოვრებას აღარავინ მოისურვებდა. მე და პიტს კი იქაურობა მოგვწონდა. წყალგაყვანილობა გაუმართავი იყო, ამიტომ საცხოვრებელი იაფად გვქონდა დაქირავებული. სასადილო ოთახს სინათლე ჩრდილოეთიდან ეცემოდა, რაც ჩემი სახაზავი დაფისთვის ზედგამოჭრილი იყო.
1. ფილიპ დიკი – კაცი მაღალ კოშკში
3. სტრუგაცკების – სტრუგაცკები. ორშაბათი იწყება შაბათს.
4. კლარკი – ოდისეა 2001
5. დიკის – ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?
6. ლე გუინი – წყვდიადის მარცხენა ხელი.
7. ჰაინლაინი – კარი ზაფხულში.
LikeLike
1. ადამიანი მაღალ კოშკში
2. ბიჭი ზოლიან პიჟამაში
3. ორშაბათი იწყება შაბათს.
4.
5. ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?
6.
7. კარი ზაფულში.
მე-6 მეცნობა -_-
LikeLike
წყვდიადის მარცხენა ხელი როგორ ვერ ვიცანი :(
LikeLike
1. კაცი მაღალ კოშკში
2. ბიჭი ზოლიან პიჟამაში
3. ორშაბათი იწყება შაბათს… ალბათ :))
4. კოსმოსური ოდისეა 2001
5. ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?
6. წყვდიადის მარცხენა ხელი… ალბათ :))
7. კარი ზაფხულში
LikeLike
ბევრი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც მაქვს :)))
1. “კაცი მაღალ კოშკში”
2. “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”
დანარჩენი არ ვიცი, ჰაინლაინის, კასანდრა კლერის და ართურ კლარკის სუნი მცემს :)))
წიგნები ბათუმში <3
LikeLike
ფილიპ კ. დიკი. “კაცი მაღალ კოშკში”
ჯონ ბოინი. “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”
არკადი და ბორის სტრუგაცკები. “ორშაბათი იწყება შაბათს”
ართურ კლარკი. “კოსმოსური ოდისეა 2001”
ფილიპ კ. დიკი. “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”
ურსულა ლე გუინი. “წყვდიადის მარცხენა ხელი”
რობერტ ჰაინლაინი. “კარი ზაფხულში”
სულ ეს იყო :) მადლობა, რომ მოიცალეთ :)
LikeLiked by 1 person