დღეს ისევ ვთამაშობთ. შარშან, დეკემბერში, პრემიერა რომ გვქონდა, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ვაგრძელებთ.
წესები ისევ მარტივზე მარტივია. ვკითხულობთ დასაწყისს, ვიცნობთ და გვიხარია :)
პირველ ნაწილში, ნაწყვეტების ქვეშ, ავტორი და სათაური ეწერა უფერული შრიფტით და მისაყვედურეს, ასე თამაშს რა აზრი აქვს, მთელი ეშხი და მუღამი იკარგებაო. ამჯერად, პასუხის ნაცვლად, მოკლე მინიშნება დაგხვდებათ. თითს ან კურსორს გააყოლებთ და გამოჩნდება. თქვენი ვარიანტები კომენტარებში ჩამოწერეთ, მოდერაციას მე მივხედავ.
ეს არის და ეს.
Good luck!
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
☑ ეს ამბავი 1932 წელს მოხდა, როცა შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულება ჯერაც “ქოულდ მაუნთინში” იყო და, რასაკვირველია, ელექტროსკამიც იქ იდგა.
1932, შტატები, “ქოულდ მაუნთინი”, ციხე… სხვათა შორის, (მწვანე) ყდასაც ელექტროსკამი ახატია :)
☑ 1815 წლის 27 თებერვალს ნოტრ-დამ დე ლა გარის მეთვალყურემ ნიშანი მისცა, რომ ნაპირს უახლოვდებოდა სმირნიდან, ტრიესტიდან და ნეაპოლიდან მომავალი სამანძიანი გემი “ფარაონი”.
“ფარაონი” თუ არ გეცნოთ, ის საპორტო ქალაქი მარსელია და იქვე ერთი პირქუში ციხეც დგას.
☑ პირდაპირ გეტყვით: იდიოტობა კანფეტივით ტკბილი როდია! ხალხი დაგცინის, მოთმინებას კარგავს, უდიერად გეპყრობა. კი ამბობენ, სულით ავადმყოფის მიმართ სიკეთე უნდა გამოიჩინოო, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, სულ ასეც არ ხდება. თუმცა, მაინც არ ვწუწუნებ, ასე ვთქვათ, მიმაჩნია, რო საინტერესოდ ვიცხოვრე.
არც ელჯერნონია, არც თამაში ჭვავის ყანაში და არც დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი”. რაღა დარჩა.
☑ სახლს, რომელიც გორაზე იდგა და სოფელ ლიტლ-ჰენგლტონს გადაჰყურებდა, “რიდლების სახლს” ეძახდნენ. თუმცა, უკვე დიდი ხანი იყო, რაც რიდლების ოჯახი იქ აღარ ცხოვრობდა. სახლის ფანჯრები აქა-იქ ფიცრებით აეჭედათ, სახურავს კრამიტი აკლდა, ხოლო ფასადს მთლიანად მოსდებოდა სურო. ერთ დროს მშვენიერი მამული და რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუცხოო შენობა ახლა ნესტიანი, მიტოვებული და უკაცრიელი იყო.
“რიდლების სახლი” სხვაგან სად იქნება, იმ ლეგენდარული შვიდტომეულიდანაა. რომელი ტომია, ამაშია საქმე.
☑ პოლონეთში შემოდგომა იწურებოდა. კრაკოვის შუაგულში, ძველ ქალაქში, სტრაშევსკის ქუჩაზე მდებარე მდიდრული მრავალბინიანი სახლიდან ტანმაღალი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. მას ძვირადღირებული პალტო ეცვა, პალტოს ქვეშ – ორბორტიანი სმოკინგი, ხოლო სმოკინგის ლაცკანზე მოოქროული და შავად მომინანქრებული ჰაკენკროიცი (სვასტიკა) მიემაგრებინა. მძღოლი ვეებერთელა და თვით ამ დაბნელებულ სამყაროში მოლაპლაპე ლიმუზინ “ადლერის” გამოღებულ კართან იდგა და პირიდან ორთქლი ამოსდიოდა.
თეორიულად შესაძლებელია, რომელიმე უცნობი ჯაშუშური რომანი იყოს ომისდროინდელ პოლონეთზე, მაგრამ ჩვენ ასეთი უწესო წესებით არ ვთამაშობთ :)
☑ ლურჯ მყინვარებს შორის მოქცეული ტბის სილაჟვარდე მეწამული ფერით შეიცვალა. ეს კარგის ნიშანი იყო. ტბა ცოცხალი იყო და სიდირია კორუნდიის მონაგლეჯი – უკიდურესი სამხრეთის კუნძული – დრაკონებს თავის სისხლს უწინდებურად უზიარებდა. ბოლო ასი წლის მანძილზე პირველად გაჟღალდა ტბა, პირველად დაემსგავსა მზეგადაყლაპულს. თანდათან მყინვარებიდან მოწანწკარე წყალმაც იცვალა ფერი და წითელ მდინარეებად დასერა დიდი კორუნდიის მონარჩენი მიწა. მეწამული წყალი პირველად ანგარმა შესვა – ერთმა ოცდაათთაგანმა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიწების, შუა არქიპელაგისა და შორეული უკანა მიწების უდიდესმა წითელმა დრაკონმა. ეამა. მეწამული წყლის გემო მივიწყებული ჰქონდა, როგორც უცხოს, ისე დაეწაფა. პირველივე ყლუპმა სისხლი აუდუღა, ფრთები შეუთამაშა და გული ისე აუძგერა, ცეცხლის დაოკება ვეღარ შეძლო, დაუკითხავად ამოფრქვეულმა ალმა ტბას გადაუქროლა. უფროსს დანარჩენმა დრაკონებმაც ცეცხლით უპასუხეს და წყლის თავზე ლალისფერი თაღი შეკრეს.
პასუხი (და ყოვლად გადასარევი წიგნიც) სამამულო ფენტეზის სათავეებთან და დელფინებთან უნდა ეძებოთ.
☑- გამარჯობა, ზაზა!
– როსტომს გაუმარჯოს! – როსტომმა ჯერ მაგრად ჩამომართვა ხელი, მერე ის ხელი ლოყაზე მომითათუნა.
– როგორ ხარ?
– ისე რა, შენ როგორ ხარ? – ვკითხე მე და საათზე დავიხედე.
– გეჩქარება?
– კიროვის ბაღში “სიცილიის ცის ქვეშ” გადის, ხომ არ წამოხვალ, კარგი ფილმია. – ვუთხარი მე და ისევ საათზე დავიხედე.
– კარგი, თუ ძმა ხარ, ერთი წელია, არ მინახიხარ! წამო, თითო დავლიოთ. – მთხოვა როსტომმა.
– არა, ფილმი უნდა ვნახო!
– ხომ ვიცი, მეასედ ნახულობ, წამო!
როსტომი ამილახვარია და ზაზას გვარიც თუ დავწერე, ბარემ ფილმის ბმულსაც დავდებ და წიგნის ყდასაც.
სტივენ კინგი – მწვანე გზა
დიუმა – გრაფი მონტე კრისტო
უინსტონ გრუმი – ფორესტ გამპი ?
პოტერიადადანაა ასიანი. ცეცხლოვანი თასი?
აშკარად არ წამიკითხავს, მაგრამ შინდლერის სია იყოს
ნამდვილად ნატო დავითაშვილია. წიგნი არ ვიცი. ლურჯი სუფრის მოცეკვავე იყოს.
მმმ, თეთრი ბაირაღები?
LikeLike
პოლონური შემოდგომა ვერ ვიცანი
LikeLike
რაკი კომენტარები დამალულია:
მწვანე მილი;
გრაფი მონტე კრისტო;
როგორ გავხდი იდიოტი (ალბათ);
ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი;
–
ლურჯი სუფრის მოცეკვავე;
თეთრი ბაირაღები.
LikeLike
ასე უფრო საინტერესოა :)
1. “მწვანე გზა”
2. “გრაფი მონტე-კრისტო”
3. “ფორესტ გამპი”
4. “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი”
5. “შინდლერის სია”
6. “ლურჯი სუფრის მოცეკვავე”
7. “თეთრი ბაირაღები”
LikeLike
მიყვარს ლიტერატურული თამაშები და გამოცანები, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად ვაწყდები ხოლმე. მადლობა.
“რიდლების სახლი” და გემი “ფარაონი” ჩემთვის თვალში საცემი იყო, მაგრამ “ქოულდ მოუნთინი” და სახრჩობელის მინიშნებას ვერ მივხდი. “მწვანე გზა” არის? ასევე, ვერმივხდი პოლონურ ამბებს, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად იდიოტის ამბავმა დამაინტერესა, ნუთუ ეს “ხმაური და მძვინვარებაა”?
LikeLike
მადლობა ყველას, ვინც მოიცალეთ :) აქაც და ფეიჯზეც :)
ახლა სწორ პასუხებს დავწერ.
სტივერ კინგი. “მწვანე გზა”
ალექსანდრე დიუმა. “გრაფი მონტე-კრისტო”
უინსტონ გრუმი. “ფორესტ გამპი”
ჯ. კ. როულინგი. “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი”
თომას კენილი. “შინდლერის სია”
ნატო დავითაშვილი. “ლურჯი სუფრის მოცეკვავე”
ნოდარ დუმბაძე. “თეთრი ბაირაღები”.
იმედია, იხალისეთ.
LikeLiked by 1 person
უი :( გუშინ ვერ მოვახერხე თამაში, არადა, როგორ მინდოდა :(
LikeLike
აფსუს (
LikeLike
[…] მესამე ნაწილს გთავაზობთ. პირველიც და მეორეც, თუ ახლახანს შემოგვიერთდით და […]
LikeLike