აღარ:
- დავლევ კვირის განმავლობაში თოთხმეტ ერთეულ ალკოჰოლზე მეტს.
- მოვწევ.
- მოვიქცევი ბოზივით სახლში ყოფნისას, ამის გადასაჩვევად წარმოვიდგენ, რომ ვიღაცები მითვალთვალებენ.
- მივცემ თავს უფლებას, გამიტაცოს ალკოჰოლმა, სამუშაოზე გადამკვდარმა ხალხმა, ვალდებულების შიშით შეპყრობილმა ადამიანებმა, ცოლიანმა ან საყვარლიანმა მამაკაცებმა, ქალთმოძულეებმა, შოვინისტებმა, ტვინის მტყვნელებმა, მუქთამჭამელებმა, გარყვნილებმა.
- დავუწყებ კუდში დევნას დანიელ კლივერს, რადგან საცოდაობაა ბოსის შეყვარება მის მანიპენივით.
- დავიბოღმები, რომ არ მყავს მეგობარი მამაკაცი.
მოკლედ, ჩამონათვალია იმისთანა, გული გაგისკდება. თანაც შობაა კარზე მომდგარი. არადა, მშვენიერი გოგოა ამის დამწერი, უბრალოდ, ტკბილეული უყვარს და ძალიან მარტოსულია. რა ქნას – სამ ათეულ წელს რომ გადააბიჯებ და ახალ წელს ისევ მშობლების სახლში, ერთკაციან საწოლში გაახელ თვალს, ძალაუნებურად შეგაშინებს მარტოობა. ოღონდ ეს წიგნი, ერთი შეხედვით, ქარაფშუტულ, მსუბუქ საკითხავად რომ მოგეჩვენება, მხოლოდ გულუბრყვილო ახალგაზრდა ქალზე არ არის, ეულად დარჩენის შიშს რომ შეუპყრია. ელენ ფილდინგის “ბრიჯიტ ჯონსის დღიურში“ ბევრ ისეთ რამეს იპოვით, არცერთი ჩვენგანისთვის რომ არ არის უცხო – ადამიანური ურთიერთობებიც აქ არის, სამსახურებრივი ალიაქოთი და პრობლემებიც, ახირებული მშობლებიც, აწეწილ-დაწეწილი სასიყვარულო ამბებიც და სწორედ ამიტომ ეს პუტკუნა ბრიჯიტი თავისი განცდებითა და გაუთავებელი ფორიაქით ბევრისთვის ახლობელია, ისეთი, ხან ღიმილს რომ მოგგვრის და ხანაც – დაგასევდიანებს.
დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მოიძებნებიან კრიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ მის ჯონსი ერთი უნებისყოფო, წუწუნა, ჭამისა და ალკოჰოლის მოყვარული ქათმისტვინა ვინმეა, მსგავსი წიგნები კი მაკულატურაა, დროის დაკარგვად რომ არ ღირს. გულზე ხელი დაიდეთ და გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ უარი ნამცხვრის მესამე ნაჭერზე ან საყვარელი კოქტეილის მორიგ ულუფაზე? რამდენჯერ გადაგილახავთ სტრესი ტკბილეულის ან სიგარეტის დახმარებით? ასე რომ, უცოდველმა ჩაგვქოლოს მეც და ბრიჯიტიც, დანარჩენებმა კი ქვები შორს მოისროლეთ, გეთაყვა. სხვა რომ არაფერი, იმდენი სარკაზმი და თვითირონიაა ამ ფურცლებზე, მხოლოდ კარგი იუმორის გრძნობის მქონე მწერალს რომ ახასიათებს. ეს ძალიან ხალისიანი, მსუბუქი წიგნია, ისეთი, საახალწლო დღეებში რომ უნდა იკითხოს კაცმა. ყველას გვყავს მომაბეზრებელი, ექსცენტრული ნათესავები, ყველას გვიოცნებია მიუწვდომელზე და ცოტაოდენი ბრიჯიტი – თავისი ზედმეტი წონით, მარტოობით, ღორმუცელობით, შიშებით, კომპლექსებით, ხანდახან მოსულელო, ხანდახან ისტერიული, ხანდახან ფეთხუმი, ხანდახან სასაცილო და მთლიანობაში ძალიან მომხიბლავი – აბსოლუტურად ყველა ქალში იმალება.
ყველა ნამდვილ ქალში.
და თუ მამაკაცებს სურთ, იცოდნენ, რა სურთ ქალებს, მიახლოებით მაინც, “ბრიჯიტ ჯონსის დღიურს“ უნდა გადაავლონ თვალი.
წიგნი ძალიან მიყვარს, აი ფილმი კი საშინლად არ მომეწონა. ახლახანს ვნახე პირველად, სხვათაშორის :))
LikeLike
ფილმი რატომ? მე ძალიან მომწონს პირველიც და მეორეც. მესამე ჯერ არ მინახავს. ვერ მოვიცალე. გემრიელ ლუკმად ვინახავ.
LikeLiked by 1 person
რავიცი აბა, დიდად არ მომხიბლა რომ ვუყურე :) მეორე და მესამე არ მინახავს, მაგრამ, მესამეზე მეუბნებიან ძალიან კარგიაო.
LikeLike
მესამე მეც ძალიან მიქეს. ჰოდა, ველოდები, როდის მოვიცლი(თ).
LikeLiked by 1 person
ჩემი ბრიჯიტი….ქალი რომელიც ყველაზე მეტად მამხიარულებს 😃😃❤❤❤
LikeLike
უსაყვარლესია )
LikeLike
მართალი ხარ მოლი, ყველა ქალში იმალება მის ჯონსის რაღაც მაინც :) ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა წიგნი, სასიამოვნოდ იკითხება..
LikeLike
ბრიჯიტზე ვგიჟდები, ოღონდ მხოლოდ ფილმის ბრიჯიტს “ვიცნობ”.
რაღაცნაირად შორიდან ვუვლი წიგნს. ვერ გადავწყვიტო წავიკითხო თუ ფილმს დავჯერდე.
ფილმი სამივე ნაწილი ძალიან კარგია.
LikeLiked by 1 person
თარგმანი არ მინახავს, ამ ლამაზ ყდას მოვკარი თვალი და გული გამინათდა. ადრე წავიკითხე ორიგინალში, მეგობარმა მაჩუქა.
მე ძალიან მომწონს ბრიჯიტის პერსონაჟი, მთელი მისი თვითირონიით. ძალიან კარგადაა შეზავებული პრუტუნა ხასიათი სხვა მოწესრიგებულობასთან. ბრიტანელების თითქმის ყველაფერი მომწონს :) ფეისის ეპოქამდე სადაც ვრეგისტრირდებოდი, სულ ბრიჯიტ ჯოუნსს ვირქმევდი :)
უცოდველებმა ჩაგვქოლონ, კი, კი :))) ეგაა, სიგარეტი არასდროს გამისინჯავს. ტკბელეულე და სისულელეების ჩადენა – კეეეეე :))))))
ისე, კიდევ კარგი, რომ ქალები ასეთები ვართ, – მოსულელო და ისტერიული და სხვაგვარი, რაც ასე კარგად დაწერე, თორემ კაცები ხომ დაიხოცებოდნენ მოწყენილობით?!
http://kokinia.blogspot.com/2012/07/onze-lieve-vrouwe-basiliek.html მთლად ბრიჯიტზე არაა ეს პოსტი ;)))
LikeLike
ცოტა ხნის წინ ვუყურე ფილმის მესამე ნაწილს და მივხვდი, რომ ბრიჯიტი ზუსტად ისევე მახალისებს, როგორც წლების წინ. მარკიც ისეთივე საშინლად მოსაწყენი და საშინლად მიმზიდველია… როგორც ყველა დარსი :)))
LikeLiked by 1 person
იმედი გამიცრუა ამ წიგნმა. ერთადერთია ფილმი რომ ვამჯობინე.წიგნი საშინლად არ მომეწონა
LikeLike
მშვენიერი ისტორიაა, რეალური, ამქვეყნიური და ბევრი ქალისთვის ახლობელი:) მიკვირს და ვბრაზდები, როცა სისულელეს უწოდებენ…..
LikeLike
კარგი გოგოა ბრიჯიტი.
LikeLike
პირველად რომ ვუყურე ფილმს, მაშინ ასეთი ახლობელი არ იყო ეს პერსონაჟი. ახლა კი როცა ასაკი 3-იანით იწყება და სხვა ბევრი საერთოც მომეძებნება მის ჯონსთან, ლამისაა, ვიფიქრო რომ ჩემზეა :) ამ შაბათ-კვირას უფრო სიღრმისეულად უნდა გავიცნო მის ჯონსი წიგნის საშუალებით (იმედია მატარებელში მომეცემა ამის საშუალება) :)
LikeLike
მატარებელში კითხვას რა ჯობია, ფინიკი ) ახლა თბილისი-ბათუმში რომ ვიჯდე და საკითხავი მქონდეს ასარჩევი ))) ლამის შემშურდა )
ბრიჯიტი ძალიან მომწონს. ძალიან )
LikeLiked by 1 person