საუკუნეა, Molly Bloom’s Day-ზე არაფერი გვითამაშია. ბლოგი, მართალია, პოსტების წერა-კითხვისთვის არსებობს, მაგრამ დროდადრო თუ გავერთობით, არაფერი დაშავდება. ჰოდა, დღეს ახალ თამაშს გთავაზობთ – წიგნები დასაწყისით უნდა გამოიცნოთ.
ასეთი გასართობი ძალიან უყვარს AdMe-ს, თითქმის ყოველდღე რაღაც ამგვარს მაჩეჩებს ხოლმე და მინდა, გითხრათ, გვარიანი თავშესაქცევია. წესები მარტივზე მარტივია. ვკითხულობთ ნაწყვეტს, გამოვიცნობთ და გვიხარია :) პასუხი იქვე წერია უფერული შრიფტით. თითს ან კურსორს გააყოლებთ და გამოჩნდება. ეს არის და ეს.
თქვენს აზრებს ექსპერიმენტზე – მოგეწონათ, არ მოგეწონათ, როგორ გავაგრძელოთ, რა ჯობია, რა არ ჯობია, კომენტარებში ველოდები.
Good luck!
☑ თებერვლის ბოლოს დაიწყო ყველაფერი.
აქ ომი იყო თუ რაღაც, რაც ჰქვია – აი, ის რომ გაიქცა და მერე რომ… მოკლედ, ეს ამბები საერთოდ არ მიზიდავდა აქამდე, ახლა – მით უმეტეს. თებერვლის ბოლო იყო და გოგლიკო შემომიჩნდა, წავიდეთ, წავიდეთ, აჩიკო ყიფიანის ფული წავიღოთ, წავიდეთო… მეზარებოდა. თან, ამ ზამთარში, გადადი-გადმოდი. თან, რატომ უნდა წავსულიყავი. ბენზინიც არ იყო. მაინც არ მომეშვა, კარგი ფეხი გაქვს, წავიდეთ, ჩამოვიტანთ და შემოდგომამდე უფასო კაიფში ვიქნებითო.
აკა მორჩილაძე. “მოგზაურობა ყარაბაღში”
☑ – უდავოდ სისხლია! – წამოიძახა, წითელი ლაქა ყურადღებით დაათვალიერა ლუპით, პირში გაჩრილი ჩიბუხი მოქაჩა და ამოიოხრა.
რა თქმა უნდა, სისხლია. აბა, გაჭრილი ცერიდან სხვა რა გამოვა? წითელი ლაქა შეიძლებოდა ნამდვილი დამამტკიცებელი საბუთი ყოფილიყო იმისა, რომ სერ ჰენრიმ ცოლის თავიდან მოსაშორებლად ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული, როგორიც კი პოლიციის დეტექტივს ოდესმე შეხვედრია. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე როდი იყო. უბრალოდ, დეტექტივი ფანქარს თლიდა და უცაბედად თითი გაიჭრა, – ეს იყო და ეს.
ასტრიდ ლინდგრენი. “დეტექტივი კალე ბლუმკვისტი”
☑ ყოველი თვის პირველი ოთხშაბათი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ასეთი ოთხშაბათის გათენებას გულის ხეთქვით მოელოდნენ, ვაჟკაცურად უძლებდნენ და მერე უმალვე წარსულს მიაბარებდნენ ხოლმე. ვაი, იმის ბრალი, ვისაც იატაკზე სადმე ლაქა გამოეპარებოდა, ან სკამებს გულმოდგინედ არ გაწმენდდა, ანდა საწოლებზე ოდნავ ნაოჭი დარჩებოდა. ოთხმოცდაჩვიდმეტი რეტდასხმული პაწია ობოლი გულიანად უნდა გაეხეხათ, ლამაზად დაევარცხნათ და ახლად გახამებულ კუბოკრულ კაბებში კოხტად გამოეწყოთ. ოთხმოცდაჩვიდმეტივეს გული ჰქონდა გაწვრილებული ყოფაქცევის წესებით, უფროსები რომ ჩასჩიჩინებდნენ, ათიათასჯერ მაინც უნდა შეეხსენებინათ ამ უბედურებისთვის, არ დავიწყებოდათ, მეურვისათვის – როცა ის რამეს შეეკითხებოდა – რიგიანი პასუხი გაეცათ: ,,დიახ, სერ!” ,,არა, სერ!”
ჯინ ვებსტერი. “გრძელფეხება მამილო”
☑ რვა მეყურადე ერთდროულად მიადგა სანეს მთაზე სანე-ღელეს ხატ-სალოცავისაკენ მიმავალ ბილიკს. რვავეს სახეზე დაღლის, შეშფოთების, ტკივილისა და შიშის კვალი აჩნდა. ხოლო როცა ერთმანეთი შეათვალიერეს, მიხვდნენ, ბერ ბუქნაი ბაადურთან კარგი ამბით არც ერთი არ დაბრუნებულიყო.
ნატო დავითაშვილი. “ამბავი ლილე იროელისა”
☑ ეს ყოველ წელს მეორდებოდა, რიტუალივით. დღეს ამ კაცს დაბადების დღე ჰქონდა, ოთხმოცდაორი წლისა შესრულდა. როგორც ყოველთვის, ახლაც საჩუქრად მიღებულ ყვავილს ბრჭყვიალა ქაღალდი შემოახია და დაურეკა პოლიციის ინსპექტორ მორელს, რომელიც პენსიაში გასვლის შემდეგ დალარნაში, სილიაენის ტბის პირას ცხოვრობდა. ის და ინსპექტორი მორელი არა მხოლოდ თანატოლები, ერთ დღეს დაბადებულებიც იყვნენ, რაც ამ ვითარებას ცოტათი ირონიულ ელფერს სძენდა. სავარძელში მყუდროდ მოკალათებული მოხუცი პოლიციელი ყავას სვამდა და ზარს ელოდა.
სტიგ ლარსონი. “გოგონა დრაკონის ტატუთი”
☑ საახალწლო გეგმები
აღარ:
- დავლევ კვირის განმავლობაში თოთხმეტ ერთეულ ალკოჰოლზე მეტს.
- მოვწევ.
- გავფლანგავ ფულს: მაკარონისა თუ ნაყინის დამამზადებელ მანქანებზე ან ისეთ კულინარიულ ხელსაწყოებზე, რომლებსაც არასოდეს გამოვიყენებ; უინტერესო ავტორების წიგნებზე, რომლებითაც გადატენილი მაქვს თაროები შთაბეჭდილების მოსახდენად; ეგზოტიკურ საცვლებზე – რა აზრი აქვს, მეგობარი მამაკაცი მაინც არ მყავს.
- მოვიქცევი ბოზივით სახლში ყოფნისას, ამის გადასაჩვევად წარმოვიდგენ, რომ ვიღაცები მითვალთვალებენ.
ელენ ფილდინგი. “ბრიჯიტ ჯონსის დღიური”
☑ ომი ათი დღის დამთავრებული იყო, როცა ჩემი და, ლორა, მანქანით ხიდიდან ხევში გადაიჩეხა. ხიდზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მან კი პირდაპირ გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნისკენ აიღო გეზი. მანქანამ ასი ფუტი იფრინა, ახლად აბიბინებულ ხეებს კენწეროები წააცალა, ალმოდებული რამდენჯერმე ამოტრიალდა, მდინარის თავთხელში ჩავარდა და ხიდის ნანგრევებით დაიფარა. ჩემი დისგან დანახშირებული ძვლების გროვაღა დარჩა.
მარგარეტ ეტვუდი. “ბრმა მკვლელი”
ძალიან კარგი იდეაა,მე მომწონს <3
LikeLiked by 1 person
გადასარევი )
LikeLike
1. “მოგზაურობა ყარაბაღში”;
2. “კალე ბლუმკვისტი”;
3. “გრძელფეხება მამილო”;
4. “ამბავი ლილე იროელისა”;
5. “გოგონა დრაკონის ტატუთი”;
6. “ბრიჯიტ ჯონსის დღიური”;
7. ეს აშკარად არ წამიკითხავს :(
P.S. მართლაც რამდენი ხანია, აქ არაფერი გვითამაშია, მოლი :) მშვენიერი იყო <3
LikeLike
1. მოგზაურობა ყარაბაღში
2. კალე
3. გრძელფეხება მამილო
4. …
5. გოგონა დრაკონის ტატუთი
6. ….
7. …. :(
LikeLike
1. მოგზაურობა ყარაბაღში
2. კალე ბლუმკვისტი
3. გრძელფეხება მამილო
4. ლილე იროელი (ეს გადავამოწმე, ჩემდა სამარცხვინოდ)
5. გოგონა დრაკონის ტატუთი
6. ბრიჯიტ ჯონსის დღიური
7. ბრმა მკვლელი (ჩემი გოგოა ეს <3 )
LikeLike
კარგია კარგი <3
LikeLiked by 1 person
ნაის )
LikeLike
კალე ბლუმკვისტი გამოვიცანი ადვილად ^^ ჩემი ბავშვობის წიგნებიდან ერთ-ერთი საყვარელი მოგონებაა.
თამაშები კი კარგი იდეაა.
LikeLiked by 1 person
გადასარევი იდეაა :)
ერთი ჯეოპარდიც რომ ჩაატარო, მოლი?
მომენატრა
LikeLike
ბარემ მეც მომენატრა, მაგრამ მკითხველი რომ არ ჰყავდა და უფრო აქტუალური თემების ადგილს იკავებდა, იმიტომაც მივხურეთ.
რაღაც სიახლეები მაქვს მოფიქრებული. თამაშების გარეშე არ დავრჩებით )
LikeLiked by 1 person
მეშვიდე ვერ გამოვიცანი. რას გამოვიცნობდი, წაკითხული არ მაქვს და… :)
LikeLike
მეშვიდე ღრმად გადასარევია. ისე, ყველა წიგნს ვერ გამოიყენებ ამ თამაშისთვის, ზოგჯერ პირველ აბზაცშია მთელი ინფო და აზრს კარგავს. ჰოდა, ბევრი გადასარევი წიგნი გვერდზე მომრჩა.
LikeLike
მშვენიერი იდეაა 😃 სხვათაშორის, იმ დღეს გადავავლე თვალი ჯეოპარდებს და კი ვინატრე ისევ მსგავსი თამაში.
P.S. ‘გრძელფეხება მამილოს’ სახელი ვერაფრით გავიხსენე
LikeLike
მე ავტორი ვერ გავიხსენე ერთხელ )
LikeLike
მშვენიერი იდეაა :) ბრიჯიტ ჯონსი არ წამიკითხავს, მაგრამ რატომღაც დასაწყისით მაშინვე მივხვდი – რენე ზელვეგერი დამიდგა თვალწინ :D
LikeLike
რენეს ჰგავს ძალიან და იმიტომ )) ან რენე ჰგავს საკუთარ პერსონაჟს ))
LikeLike
ჩემი ბრიჯიტ ჯონსი…. მიყვარს უზომოდ 😁😁😍😍
LikeLike
მეც ) თან ძალიან )
LikeLike
გრძელფეხება მამილო❤️❤️❤️❤️❤️❤️
LikeLiked by 1 person
1. მოგზაურობა ყარაბაღში
2. კალე ბლუმკვისტი
3.
4.
5. გოგონა დრაკონის ტატუთი
6. ბრიჯიტ ჯონსის დღიური <3
7. ეს არ მაქვს წაკითხული სამწუხაროდ
LikeLike
[…] პირველ ნაწილში, ნაწყვეტების ქვეშ, ავტორი და სათაური ეწერა უფერული შრიფტით და მისაყვედურეს, ასე თამაშს რა აზრი აქვს, მთელი ეშხი და მუღამი იკარგებაო. ამჯერად, პასუხის ნაცვლად, მოკლე მინიშნება დაგხვდებათ. თითს ან კურსორს გააყოლებთ და გამოჩნდება. თქვენი ვარიანტები კომენტარებში ჩამოწერეთ, მოდერაციას მე მივხედავ. […]
LikeLike
[…] თამაშის მესამე ნაწილს გთავაზობთ. პირველიც და მეორეც, თუ ახლახანს შემოგვიერთდით […]
LikeLike