სულ რამდენიმე წუთით შემოვიხედე. რაღაცები მაქვს თქვენთვის სათქმელი.
ბოლო, უსინდისოდ ხანგრძლივი შვებულების წინ კი დავიბარე, სექტემბერში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ სექტემბერიც გავიდა, ლამის უკვე ოქტომბერიც, მოთოვა, აქ ისევ ძველი ტექსტები დევს.
რა გეჩქარებოდა, ცოტაც მოგეცადა და პირდაპირ საახალწლო პოსტი დაგეწერაო, აუცილებლად მეტყვის ვინმე.
რა ვქნა, ჰობი, ბლოგინგი, თქვენთან ქაქანი და ახალი წიგნების განხილვა გადასარევი რამეა, მაგრამ ნეტარ უსაქმურობას მაინც ვერ შეედრება. კარგა ხანს ვფიქრობდი, სულ ხომ არ გამოვკეტო აქაურობა-მეთქი.
ოღონდ, გაგიკვირდებათ და სინდისი მეც მაქვს და დროდადრო მაწუხებს კიდეც. ბლოგერული დრაივიც მომენატრა.
ერთი სიტყვით, Molly Bloom’s Day-ზე მეშვიდე სეზონს ვიწყებთ.
20 ნოემბერს, კვირას, საღამოს ათ საათზე.
დავიწყებთ და ზაფხულამდე არ გავჩერდებით.
მანამდე აქაურობას გავალამაზებ. რემონტის ამბავი ხომ იცით, ერთი ოთახი რომ გგონია ხელშესავლები, რა უნდა მაგას, წუთში მოვერევიო. ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე, შეყვები, შეყვები, მერე გამოფხიზლდები, მიიხედ-მოიხედავ და მთელი ბინა ანგრეულია.
ანგრეულის რა გითხრათ, ბლოგი სტაბილურად მუშაობს, ერთგული მკითხველის წყალობით პატრონის ურცხვი სიზარმაცე არც დატყობია, მაგრამ იმდენი შეუმჩნეველი დეტალია შესაცვლელი, ნახევარს ვერ დათვლი. სხვა რა გზაა, დავიკაპიწებ ხელებს და გავალ ხარაჩოზე.
ჰო, ფეისბუქზე ბლოგის გვერდი ავამუშავე. ირინა ცინცაძის, irina tsintsadze (illustrations)-ის ავტორისა და John Wrap-ის ყველაზე მაგარი ილუსტრატორის მოხატულია. ვისაც გაგიხარდებათ და გესიამოვნებათ – Welcome :)
ხვალიდან საქმეს მივხედავ.
ოცამდე რაღა დარჩა. არც არაფერი.
<3 როგორ მომნატრებია შენი პოსტები
LikeLike
მეც მომენატრა აქ წერა, გაბ )
LikeLike
სულმოუთქმელად გელოდები ^^
სხვების არ ვიცი და მე საშინლად მომენატრა შენი პოსტები .
ლიტერატურაზე ( და არა მარტო) წერა შენსავით ცოტას გამოსდის.
LikeLiked by 2 people
მადლობა, პატ, რახან შენ აქაურობისთვის იცლი, უბრალოდ, ვერ გაგაწბილებ. მართლა.
LikeLike
რა გეჩქარებოდა, ცოტაც მოგეცადა და პირდაპირ საახალწლო პოსტი დაგეწერა ^^
LikeLiked by 1 person
რას ვამბობდი, აუცილებლად მეტყვიან-მეთქი ^^
LikeLike
❤❤
LikeLike
ვწვალობ და კომენტარი ვერ დამიტოვებია, ვერ შევლოგინდი ვორდპრესზე :))
დაბრუნებას გილოცავ :))
LikeLiked by 1 person
ბლოგი ჭირვეულობს. მართლა სერიოზულად მაქვს სეთინგები გასარკვევი.
მადლობა :)
LikeLike
კი, მასეა, მონატრება იცის ბლოგმა. წარმატებულ დაბრუნებას გისურვებ.
LikeLiked by 1 person
ასეა ) მადლობა, კატერინა )
LikeLike
მეილბოქსში მოლის ბლოგზე ახალი პოსტივით რა გამახარებდა <3
კეთილი იყოს შენი დაბრუნება! სულმოუთქმელად ველოდები ახალ პოსტებს.
LikeLike
ამჰეფი ^^ მადლობა, ტაბუ ^^
LikeLike
ველი 20–ს და დარწმუნებული ვარ რომ ზაფხულამდე ვერ მოგვიშორებ ერთგულ თუ შემთხვევით მკითხველებს, ჰო კარგი, ზაფხულში დაგასვენებთ მოლი :)
რა მაგარია :) ჩემი პირველად აღმოჩენილი და საყვარელზე საყვარელი, მრავლის მომცემი ბლოგი ისევ ცოცხლდებაა!!!
<3
LikeLike
ერთგულ და შემთხვევით მკითხველს თუ არ მოვწყინდი ზაფხულამდე ))
LikeLike
იმედები მქონდა უკვე გადაწურული, მაგრამ ვიცოდი, ჩვენი მოლი აუცილებლად რომ დაბრუნდებოდა! ^^ კეთილი იყოს შენი ფეხი უკან, შენს ბლოგერულ სამყაროში.
LikeLike
აი, ნელნელა ვხვდები, რა მაგრობაა თურმე დაბრუნება :) მადლობა, ეკა :)
LikeLiked by 1 person
როგორ მიხარია, შენც კარგად გეხსომება ჩემი რეაქცია შენს დაბრუნებაზე! <3
LikeLike
მახსოვს, რა თქმა უნდა :)
LikeLike
მოლი <3 როგორ გამიხარდა შენი დაბრუნების ამბავი <3
LikeLike
ფინიკი ^^ ნელ-ნელა ვიკრიბებით )
LikeLiked by 1 person
20 ნოემბერს ველოდებით, ესე იგი :)
LikeLike
კი, ოჩო, მეც ველოდები, ფორმიდან ვარ, ცოტა არ იყოს, ამოვარდნილი და ამდენი უსაქმურობაც არ ვარგა ) დავიწყებთ ოცში )
LikeLike
გამარჯობათ,ანუ ახალი დამატებული ვარ ამ საიტზე და თუ შეგიძლიათ ამიხსნათ 20 ნოემბერს რა ხდება?ისე ძალიან საინეტრესო ჩანს და ვნახოთ რა იქნება.
LikeLike
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალ, მეშვიდე სეზონს ვიწყებთ ბლოგზე :)
ველქამ. იმედია, მოგეწონებათ :)
LikeLike
სხვა რომ არაფერი, მარტო სწორი პუნქტუაციით ვტკბები ტექსტების გაცნობისას. :) კარგია, რომ დაბრუნდი.
LikeLike
მე ვიყავ, უცნობად დამიპოსტა :)
LikeLike
მადლობა, ძალიან გამახარე ჯერ იმ უცნობი კომენტარით და მერე იმით, ავტორი შენ რომ აღმოჩნდი :)
LikeLiked by 1 person
<3 <3
LikeLike
ე.ი 20 :)
LikeLike
დიახ )
LikeLike
მმ… ))) ამ ბლოგის არომატები მაკლდა და მოლიც დაბრუნებულა…
LikeLike
)) ველქამ )
LikeLike
Nice drawing by Irina. And about the header, a very tempting collection of books you’ve got up there. :)
LikeLiked by 1 person
thanks ))
LikeLike
მოლ შენ ისე წერ შვებულებებს საერთოდ არ უნდა იღებდე… და საერთოდ, სულ აქ უნდა იყო 😊😊❤❤❤
LikeLike
რას ამბობ, ანთეა ) ცოდო ვარ )) ისე, როგორც ვატყობ, ზაფხულამდე მაინც არ მომიწევს შვებულება ))
LikeLike
შენს მკითხველებზეც იფიქრე…😃 ისეთი შგრძნება მქონდა,რომ რაღაც მაკლდა და თურმე შენი პოსტები ყოფილა 😊❤❤❤
LikeLiked by 1 person
მადლობა დიდი ^^ ასეთ რაღაცებს რომ ვკითხულობ, შვებულება და დასვენება აღარ მახსოვს ^^
LikeLike
😊😊😊❤❤❤❤
LikeLike
[…] ბლოგერული შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის […]
LikeLike