პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის
დანიელ დეფოს უთქვამს – სიღატაკეზე მწარე მხოლოდ მეგობრების გარეშე დარჩენააო. ჰოდა, სადაც ეს, ათასგვარ ჭირვარამში გამობრძმედილი, ქარტეხილგამოვლილი კაცი ასე ფიქრობდა, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვეულებრივი მოზარდი გოგო, ახალ სკოლაში გასვლისთანავე ჭორებისა და უღირსი ხრიკების მსხვერპლი რომ აღმოჩნდა?
ჯეი აშერის “ცამეტი მიზეზი“ მტკივნეული წიგნია. აი, კითხულობ და გტკივა… გული ხან გეკუმშება, ხან კი ისე გაწვება ყელში, გეშინია, არ გასკდეს. მოზარდებისთვის წერსო, მაგრამ აქ ვერსად ნახავთ თინეიჯერებისთვის ჩვეულ უწყინარ ოინებს, უზრუნველ სიცილ-კისკისს, ლაღ და უზრუნველ ბავშვობაზეც არავინ გიამბობთ… ეს ჰანა ბეიკერის გზავნილია საიქიოდან, რომელსაც, მისი სიკვდილის შემდეგ, სუნთქვაშეკრული და თავზარდაცემული ადამიანები უსმენენ, ის ცამეტი ადამიანი, ვისაც ჰანას თავზე ზვავივით დატეხილ უბედურებასთან რაიმე კავშირი აქვს. სხვა გზაც რომ არ დარჩენიათ? არ მოუსმენენ, არ გადაუგზავნიან მომდევნო არამზადას და მათი საქმენი საგმირონის შესახებ მთელი ქალაქი შეიტყობს – ჰანამ უკვე იზრუნა ამაზე.
არა, ყველა ერთნაირად დამნაშავე როდია – ზოგი გულმოდგინედ აკეთებდა თოვლის გუნდას, ერთი პატარა გოგო რომ უნდა ჩაეტანა, ზოგი მონდომებით აშველებდა ხელს – ემანდ, მიმართულება არ შეიცვალოს, სწორად დაგორდესო, ზოგი კი უბრალოდ, გულხელდაკრეფილი იდგა განზე და ფიქრობდა, რამე ხომ არ გავაკეთო ამ ზვავის შესაჩერებლადო. ჰოდა, ამ ფიქრში ის პატარა გუნდა, სალახანა ჯასტინ ფოლიმ რომ კოხტად მოამრგვალა, ხელში შეათამაშა და თავდაღმართზე დაუშვა, გაიზარდა, გაიზარდა და იმხელა გახდა, ჰანას კი არა, მასზე ბევრად ყოჩაღებსაც გაუჭირდებოდათ გამკლავება. აკი ვერც გაუმკლავდა და ისეთი რამ ჩაიდინა, ხელაღებით ვერც სიმხდალეს რომ დაარქმევ და ვერც – სიმამაცეს, ბოლომდე არც ერთი არ არის და იმიტომ – ორივე ურევია.
მოზარდების თვითმკვლელობა – ბოლო ხანებში აქტუალური თემაა და იოლი საქმე არაა, რამე განსხვავებული თქვა ამაზე. ჯეი აშერს კი მართლა ლაზათიანად გამოუვიდა, დამაჯერებლად. გულზე რომ მოგხვდება, ისე.
მე კი ყველაზე მეტად რაზე დამწყდა, იცით, გული? ამ პატარა გოგოს გაზრდა და ნამდვილ გასაჭირთან შეჯახება რომ არ დააცადეს თუ თვითონ არ დააცადა საკუთარ თავს… გაზრდილიყო, რა. ცოტა ფესვები მოემაგრებინა და მერე, თავისნაირი სათუთი და სალოლიავებელი ბავშვები რომ ეყოლებოდა შინ, იმათი სადარდელი ნამდვილად არ გამოეპარებოდა, იმ აგორებულ თოვლის გუნდას თვითონ დაუხვდებოდა წინ და სხვა გზით გაუშვებდა.
კარგი გოგო იყო ჰანა.
ოღონდ ძალიან პატარა.
და ძალიან მარტოსული.
მოლი , რა სევდიანი პოსტია , ძალიან , ძალიან მტკივნეული : (
შენი გამოჩენა კიდევ ძალიან გამიხარდა ^^
LikeLike
წიგნია ასეთი და სხვაგვარად როგორ, პატ )
LikeLike
უელქამ ბექ. :)
LikeLiked by 2 people
დანქე, მილორდ )
LikeLike
მოლი <3
LikeLiked by 1 person
შემოვიხედე აქ ))
LikeLiked by 1 person
შენ მითხარი” აუცილებლად იყიდე “13 მიზეზი”” :) ალბათ კი არადა ზუსტად ვიცი ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი
LikeLike
სიმართლე მითქვამს ))
LikeLike
მოლი, როგორი წერა იცი, რა <3
როგორ მომენატრა შენი პოსტები! თითქოს, დიდი ხნით წასული კარგი მეგობარი დაბრუნდა…
LikeLike
მადლობა, ტაბუ ) ასეთი კომენტარები რომ მხვდება, როგორ არ დავბრუნდე )
LikeLiked by 1 person
გამიხარდა რიდერში მოულოდნელად მოლის პოსტის გამოჩენა :)
LikeLike
მე კი გკითხულობ სულ ))
LikeLike
<3 ეს დღეები შენზე ვფიქრობდი და ძალიან გამიხარდო :*
LikeLike
მადლობა ეველინ ^^
LikeLike
შენთვის გამოსაგზავნ მეილს ვწერდი და აგერ, პოსტით დაბრუნდი :)
წარმატებები კონკურსზე! როგორც ყოველთვის, კარგი ნამუშევარია <3
LikeLiked by 1 person
უელქამ ) და მადლობა :) მეილი დამენანა ))
LikeLike
მოლი, როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება <3 ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხნით წასული ოჯახის წევრი ჩამომივიდა
LikeLiked by 1 person
მადლობა, მარი ) ძალიან გამახარე )
LikeLike
მეც როგორი მსგავსი გრძნობა გამიჩნდა :)
LikeLike
მადლობა, ტაბუ ^^
LikeLiked by 1 person
რა კარგია რომ დაბრუნდი :) მართლაც სევდიანი პოსტია, მაგრამ ძალიანაც რომ გინდოდეს სხვაგვარი ვერ იქნება :(
LikeLike
ამ წიგნზე სხვანაირი ვერც დაიწერებდა, კუში
LikeLike
როგორც ყოველთვის მშვენიერია და გამარჯობა, მოლი :) <3
LikeLike
მადლობა, ნინო )
LikeLiked by 1 person
წარმატებები !
LikeLike
Welcome Back :) ფესტივალი ამ ბლოგის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია :))
LikeLiked by 1 person
thanks :) ეს ფესტივალი მაპატიეთ და აწი რაც ჩატარდება, ყველას გავაშუქებ )
LikeLiked by 1 person
შემოვედი, რომ დამეწერა, დაპირებულ სექტემბრამდე ბევრი აღარ დარჩა-მეთქი და ახალი პოსტი დამხვდა ^^
LikeLike
სულ რაღაც სამი თვე, ოჩო ))
LikeLike
გელოდებით ^^
LikeLike
არ დამაგვიანდება ^^
LikeLike