ყოველ ზაფხულს, სიცხე რომ დააჭერს და სრულიად ქართულ ფეისბუქს საკურორტო განწყობა ეძალება, ბლოგერულ შვებულებას ვიღებ – ივნისში, ივლისში და აგვისტოში პოსტების წერა-კითხვაზე ბევრად სასიამოვნო საქმეებიც არსებობს.
წელსაც, სადღაც მაისის ბოლოს უნდა დამეწყო წუწუნი – მეც დავიღალე, თქვენც დაგღალეთ, ნახეთ, გარეთ რა ამინდია, თან ფეხბურთია მალე, ევრო იწყება, დასვენების დროა-მეთქი… წესით. წესი კი იმის წესია, ერთხელ მაინც უნდა დაირღვეს.
ჰოდა, ჩემო კარგებო, ამჯერად შვებულებას შუა იანვრიდან ვიწყებ.
აკადემიური შვებულება გამოდის. ოდნავ ხანგრძლივი. სექტემბრამდე.
არ გეგონოთ, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე და უცბად ვიფიქრე – მოდი, ნახევარი წლით შვებულებაში გავალ-მეთქი. დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და მიზეზებსაც მოგახსენებთ.
არა, დასვენება ყოველთვის კარგია და, გიჟური რეჟიმის გადამკიდე, განსაკუთრებული მიზეზი არც მჭირდება, დასასვენებლად ყოველთვის მზად ვარ და გადასარევადაც შევირგებ, ისე, რომ უსაქმურად კოტრიალზე და პოსტების წერის ნაცვლად აჭარული ხაჭაპურით ან ტირამისუთი პირის ჩაგემრიელებაზე ერთსაც არ დავიწუწუნებ, მაგრამ მთავარი მაინც სხვაა.
ათიოდე დღის წინ ბლოგერობის ხუთი წელიწადი მოვილიე. ხუთი წელი და 552 პოსტი (სინამდვილეში – ცოტა მეტიც). დამეთანხმეთ, დროა, რაღაც შეიცვალოს.
მხოლოდ იერსახეს, ცხადია, არ ვგულისხმობ, თუმცა აქედანვე გეტყვით, სრული რებრენდინგი მაქვს ჩაფიქრებული. ისეთი ოქროს ილუსტრატორი შევიგულე, სექტემბერში აქაურობას ვერ იცნობთ :)
წიგნებს ვერ შეველევი. რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად მაინც წიგნებზე წერა მომწონს და არ მგონია, თუნდაც ნახევარი საუკუნის მერე პრიორიტეტები შემეცვალოს.
უბრალოდ, განახლებაა აუცილებელი. ის, რაც ხუთი წლის წინ საინტერესო იყო, უნდა გადახალისდეს, თორემ მორალურად დაძველდება და დრომოჭმულის მუშტარი არც მე ვარ და არც ჩემს მკითხველებში მეგულება ვინმე.
ახალ თემებზე დავფიქრდები, ახალ სტრატეგიაზე, ახალ აქცენტებზე, ბლოგის ახალ კონცეფციაზე. ჩემთვის წერა უფრო საინტერესო რომ იყოს და თქვენთვის – კითხვა. აქამდე, მგონი, გამომდიოდა და იმედია, არც შემოდგომიდან შევირცხვენ თავს.
ათასჯერ მითქვამს, ბლოგინგი ჩემთვის მხოლოდ გასართობი არ არის, აქ დიდი ხნით ვარ, ძალიან მინდა, mollybloomsday.com კიდევ ხუთი წელი მაინც იყოს საინტერესო ჩემთვის და თქვენთვის და სწორედ ამისთვის მჭირდება შვებულება.
ბლოგს, ცხადია, ღიად ვტოვებ. სარჩევი სად არის, ზამთრის ბაღი, წიგნები სად აწყვია, მგონი, ჩემზე უკეთ იცით.
სექტემბერიც მალე მოვა.
მალე შევხვდებით.
მოლი
გელით <3 წარმატებულ ტაიმ-აუტსა და ახალ სეზონს გისურვებ <3
LikeLiked by 1 person
მადლობა )
LikeLike
სიამოვნებით წავიკითხავდით კიდევ გემრიელ აპეტაიზერებს და სხვა პოსტებს, მაგრამ თუ ასეა საჭირო, სექტემბრამდე :)
LikeLiked by 1 person
სხვანაირად არ გამოდის ) სექტემბრამდე შენს პოსტებს წავიკითხავ )
LikeLiked by 1 person
ძალიან მომენატრები <3 წარმატებები და სექტემბრამდე აბა :))
LikeLiked by 1 person
მადლობა და სექტემბრამდე )
LikeLike
სასწრაფოდ გავხსენი ლინქი – ალბათ რომელიმე ძველი მაისის პოსტია-თქო…
რაღა დაგიმალო და ძალიან არ მიხარია (რბილად რომ ვთქვა), მაგრამ ჩემი საყვარელი მასპინძლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. დაგელოდები სექტემბრამდე და 9 თვეში ისევ ერთგულად გამოგყვები.
LikeLiked by 1 person
ცხრა თვე გამოდის, არა? :) ეჰ ) მადლობა, ტაბუ )
LikeLike
ძალიან დავინტერესდი მოლი, ბევრი წელია ამ ბლოგის სტუმარი ვარ და იმედი მაქვს კიდევ ძალიან ბევრი წელი შემეძლება ვიყო :) წარმატებებს გისურვებ და ველოდები სექტემბერს :)
LikeLiked by 1 person
შენ პირველი წლიდან აქ ხარ. ფინიკი :) მადლობა :) სექტემბერიც მალე მოვა :)
LikeLiked by 1 person
წარმატებები მოლი,ცოტა მომენატრები ^_^ სექტემბრამდე <3
LikeLiked by 1 person
სექტემბრამდე )
LikeLike
რა უგულო ხარ მოლი?სექტემბრამდე როგორ გვტოვებ ^_^ ვხუმრობ რათქმაუნდა…ცოტა მომენატრები..წარმატებებს გისურვებ <3
LikeLike
აქ იმდენი საინტერესო და გემრიელი საკითხავია, სექტემბრამდე გადასაკითხად გამოვიზოგავთ, ამასობაში დაბრუნდები კიდეც :) <3
წარმატებები!
LikeLiked by 1 person
აბა რა :) ნახევარს ვერ მოასწრებ, უკვე აქ ვიქნები )
LikeLike
სექტემბრამდე მოლი :) მანამდე facebook -ზე გავარგრძელოთ მეგობრობა <3 მომენატრები
LikeLiked by 1 person
სექტემბრამდე, თამი )
LikeLike
თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ბიბლიოთეკაში დამტოვეს მარტო, ბევრ წიგნთან ერთად… ❤
LikeLike
მეც მინდა ბიბლიოთეკაში ბევრ წიგნთან )
LikeLike
ვაჰ… სექტემბრამდე კაი დროა…
ისე, საინტერესოა რამდენ წელს ცოცხლობენ ბლოგები. მე ახლახანს 8 წელი მომილოცა ვორდპრესმა და მაშინ ვიფიქრე ეგ. მე რომ ბლოგერობას ვიწყებდი, ვინც დამხვდა, იმათგან მგონი აღარვინ ბლოგავს ერმონიას გარდა.
LikeLike
კაი დროა, კი ) ჯერ ვისვენებ, მონატრებები არ დამწყებია )
შენ ვეტერანი ხარ, მილორდ )
LikeLike
მოგვენატრები! ველით სექტემბერს მოუთმენლად.
LikeLike
მადლობა, ქალბატონო მარინა ) სექტემბერიც მალე მოვა )
LikeLike
მომენატრება შენი პოსტები ..
LikeLike
მეც მომენატრა წერა და კომენტარების კითხვა, პატ ^^
LikeLike
შემოვიხედავ ხოლმე, დაგხედავ და სექტემბრამდე ვიხსენებ რამდენი თვეა :)
LikeLike
ეჰ ) ჯერ მხოლოდ თებერვალია )
LikeLike
შემოვედი, დავხედე აქაურობას, სექტემბრამდე თვეები გადავთვალე :)
LikeLike
მეილი ნახე, ფლიზ!
:)
LikeLike
მოლიიი წერე წერე და წერე <3
LikeLike
შევეცდები :) მადლობა :)
LikeLike
მენატრები, მოლი
LikeLike
მოლიიი, როგორ მომაკლდი და მომენატრეეეე <3
LikeLike
მაკინე ) მეც მომაკლდა აქაურობა და აქაურები ) დავბრუნდები სექტემბრიდან. თან აუცილებლად.
LikeLike
აუფ ამდენი დასვენება რა ამბავია რა :ეგოისტიმე: <3
LikeLike
შვილიშვილებს მოვუყვები, აი, ასე დავისვენე-მეთქი )))
LikeLiked by 1 person
კი გავიდა სექტემბერი
LikeLike
გავიდა ( ტრადიციულად ვაგვიანებთ ( ეგეც არ იყოს, ამ წინასაარჩევნო ორომტრიალში ბლოგისთვის ნაკლებად სცალია მკითხველს.
LikeLike
მოვიდა სექტემბერი,კიარადა გავიდა…
LikeLike