მობრძანდით, გეთაყვა. მობრძანდით, იმედია, კარზე დიდხანს არ მოგიხდათ კაკუნი – ბუხარში ცეცხლს ვანთებდი და, მგონი, ცოტა გალოდინეთ. ეს უზარმაზარი ტორტი, გული მიგრძნობს, ჩემია, ან რა დედუქცია ამას უნდა, როცა ვხედავ, რომ სამყურას ფოთოლიც მიუხატავთ და მოლი ბლუმიც მიუწერიათ კოხტად. მადლობა, ჩემო კარგებო. ვიცოდი, რომ არ დაგავიწყდებოდით, მაგრამ გული მაინც ამიჩუყდა. არა, რა, მიყვარს დაბადების დღე, მითუმეტეს, თქვენისთანა სტუმრებთან ერთად. მართალია, საახალწლო სუფრა, საცივი, გოჭის კნაწუნა ყურები და გოზინაყი უკვე ყველას მოყირჭებული გვაქვს, მაგრამ ბლოგის ხუთი წლის იუბილე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.
ცოტა არ იყოს, შეციებულები მეჩვენებით, თუმცა, რა გასაკვირია – ასეთი ყინვა თბილისში, კარგა ხანია, არ ყოფილა და გადავეჩვიეთ კიდეც. ოღონდ, ხომ იცით, ამაზე დილიდანვე ვიზრუნებდი – რა ხანია, ბუხარი გიზგიზებს და მთელ სახლში შეშის სურნელი ტრიალებს, ასე რომ, აქეთ მობრძანდით. ფუმფულა ბალიშები და უჯრულა პლედებიც მზადაა – ყველას გვეყოფა. სარწეველა სავარძელი მხოლოდ ერთია და მოგეხსენებათ, არავის ვუთმობ ხოლმე, მითუმეტეს, როცა რაიმე ამბის მოყოლას ვაპირებ. მოლისთან სტუმრობა რომ კულინარიული ისტორიის გარეშე არ ჩაივლის, ეგეც მოგეხსენებათ.
ჰოდა, ჩემო კარგებო, მოთავსდით, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში და სტუმრად რომ ხართ, საერთოდ დაივიწყეთ – სუფრის გაწყობაში დახმარება მჭირდება :) თეო სალათებს გამოიტანს, მერი – ტკბილეულს, მე კი მთავარ გემრიელობას შემოვაბრძანებ საზეიმოდ – საშობაო განწყობას, ჩემს ირმებიან სვიტერთან ერთად, ცხელი გლინტვეინი შეგვიქმნის. როცა გარეთ რვა გრადუსი ყინვაა, ამაზე უკეთესი სასმელი ძნელად წარმომიდგენია.
სანამ საგანგებოდ შეძენილ ჭიქებზე ხელებს ითბობთ და ცხელი ღვინის, ხილისა და სანელებლების არომატს ისუნთქავთ, მეც შემოგიერთდებით, ჩემს საყვარელ სავარძელში მოვკლათდები და ორიოდე სიტყვას გეტყვით სასმელზე, რომლის მომზადების იდეა ახალი წლის და უჩვეულო სიცივის წყალობით მომივიდა თავში.
ამბობენ, რომ გლინტვეინის შორეული წინაპრის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე წერდა რომაელი კულინარი აპიციუსი, თუმცა ისტორიამ სხვა ვერსიებიც შემოგვინახა და “ალმოდებული ღვინის” წინაპრად ხან გერმანია მიიჩნეოდა, ხან თოვლიანი სკანდინავია, ხანაც – იტალია. ფაქტია, რომ საუკუნეების მანძილზე გლინტვეინი ცისფერ სისხლს უთბობდა ევროპელ არისტოკრატებს, რადგან შესაზავებლად საჭირო ინგრედიენტები მეტისმეტად ძვირი სიამოვნება გახლდათ უბრალო ადამიანებისთვის. შაქარი და სპეციალური სანელებლები, რომლითაც საჭირო ტემპერატურამდე შემთბარ ღვინოს აზავებდნენ, შუა საუკუნეებში ოქროზე ძვირი ღირდა. მეთორმეტე საუკუნეში მსგავსი რეცეპტით მომზადებულ ღვინოს პიმენი ერქვა და კრეტიენ დე ტრუას სარაინდო რომანის გმირი – სახელგანთქმული პარსიფალი მიირთმევდა; ორიოდე საუკუნის შემდეგ ცნობილი კატალონიელი ექიმი – არნალდო დე ვილანოვა თავის ტრაქტატში სხვადასხვა დაავადების წამლად მოიხსენიებდა; თუმცა, მაშინდელ რეცეპტში მხოლოდ ცხელი ღვინო, შაქარი და სანელებლები შედიოდა, მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ნუშის, ვაშლისა და ფორთოხლის დამატება დაიწყეს და გლინტვეინი საქორწინო სარეცელზე დასაგემოვნებელ სასმელად იქცა.
ქორწინებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ თოვლიან ზამთარს, ბუხარს, შეციებულ სტუმრებსა და თქვენი მასპინძლის დაბადების დღეს ნამდვილად უხდება თაფლით, ანისულით, მიხაკ-დარიჩინით, ხილით, ნუშითა და ქიშმიშით შეზავებული შემთბარი წითელი ღვინო, ცეცხლის მხიარული გიზგიზი, შეჭირხლული ფანჯრები და ის აურზაური, ურომლისოდაც მოლის ბლოგზე სამ იანვარს ჯერ არ ჩაუვლია.
ხუთი პატრა სანთლის ანთების და სურვილის ჩაფიქრების დროა, მეგობრებო!
მოლი, გილოცავ <3
მართალია გლინტვეინი არ გამისინჯავს, მაგრამ სიამოვნებით დაგეწვეოდი ^_^
LikeLike
მადლობა, მეგი :) და ველქამ :)
LikeLike
<3 :)
LikeLike
ხუთი წელი სახუმარო ამბავი არ არის ^_^ <3
LikeLike
აბაა :))
LikeLike
გლინტვეინის სუნიც მომივიდა, ცეცხლის სითბოც და შეშის ტკაცატკუცის ხმაც გავიგე ❤️
LikeLiked by 1 person
კარგი გამოსულა )
LikeLiked by 1 person
ვაჰ რამდენი ხანი გასულა :-) კიდევ გილოცავ ♡☆♡
LikeLike
მადლობა :)
LikeLiked by 1 person
მობიდან დავაკომენტე და ანონიმუსად მაქცია :/
LikeLike
ოჰ, ეს ვორდპრესი )
LikeLike
გილოცავ მოლი , ბევრი კარგი პოსტს და კარგი მკითხველს გისურვებ ^^ თბილი პოსტი იყო <3
LikeLike
ყველა გაგებით თბილი :) მადლობა, თამი :)
LikeLiked by 1 person
მოლი, გილოცავ <3
LikeLike
შენთან ერთად, მერი <3
LikeLike
დიდი მადლობა,მოლი! ❄️💫🍷
LikeLike
ველქამ :)
LikeLike
კიდევ მრააავალჯერ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე :) წელს გლინტვეინზე უკეთესს ვერაფერს დავლევთ და მომავალ წელს იმედია ასე “ხელოვნურად” გათბობა არ დაგვჭირდება :)
LikeLiked by 1 person
იმედია, სასმელის გამეორება არ მომიწევს :)
LikeLike
ისე აღწერე, აბრიალებული შეშის სუნი ვიყნოსე :)
ყოვლად განსაკუთრებულ, გულღია მასპინძელივით სასიამოვნო და ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ბლოგს ვულოცავ ლამაზ თარიღს! კიდევ ბევრი წლის განმავლობაში გაგენებივრებინეთ <3
LikeLike
კარგად დამიწერია :) მადლობა :)
მოლოცვისთვისაც მადლობა დიდი :) ასეთი მკითხველების წყალობით მოვედი აქამდე, თორემ ჩემი ბლოგის ბუნდღა არ იქნებოდა ვორდპრესზე :)
LikeLike
აღარ ვიცი, ეს იუბილე მკითხველს უფრო უნდა მივულოცო თუ მასპინძელს ^_^
LikeLiked by 1 person
მასპინძელს, ოჩო :)
LikeLike
გილოცავ, მოლი :) რამდენი ხანი გასულა და ჩემი “ტანკისტობის” პერიოდის სამეგობრო მკითხველების წრე როგორ შემცირებულა :( თუმცა, კარგი მკითხველი შენ არასდროს მოგაკლდება, იმედი მაქვს :)
LikeLike
მადლობა, რუსა :) სადაა ის მკითხველი, შენ რომ გახსოვს :) კითხვასაც გაეშვნენ და ბლოგერობასაც :)
LikeLike
მეც მომენატრა წერა :/
LikeLiked by 1 person
შენს მკითხველსაც მოენატრა შენი პროზა )
LikeLiked by 1 person
გლინტვეინთან მეც უნდა დავითაგო, ოღონდ მე რომ ვამზადებ, ისე. აი, როგორც აღწერე, პლედებით და ჭიქაზე გათბობილი ხელებით. სარეცელიც თუ დამხვდება მთლად უკეთესი. რამდენი ხანია აღარ წამიკითხიხარ, დღეს შენი კითხვის დღე მაქვს.
LikeLiked by 1 person
მონატრებული ანა ბლუმი :)
LikeLiked by 1 person
აეგრე. წელიწადში ერთხელ თუ შემოიხედავთ :)
LikeLike
ისე მიხარია მეგობარი ბლოგერების ნახვა..
მოლი, მე ხომ ბოლო დროს ისევ სულ ვიჭყიტები შენთან, საყვედურს ვერ მივიღებ :))))
ანნა ბლუმ, ბოლოს როდის ვისაუბრეთ ჭიქა ჩაისთან კი არადა, ღვინოსთან თუ გახსოვს, აბა? :)
LikeLike
არც მისაყვედურია :) შენ სულ აქ ხარ :)
LikeLike
ჰო, მაგრამ მაინც მომხვდა გულზე, შარშან ხომ საკუთარ კარჩაკეტილ ბლოგზეც არ შემოვდიოდი და ვერც შენთან გადმოვრბოდი ფლოსტებით :)))
LikeLike
შარშანაც მახსოვხარ აქ :)
LikeLike
უი, რა კარგი გოგო ვყოფილვარ :D
LikeLike
წერა გააგრძელე და კარგიგოგოობა მერე ნახე )
LikeLiked by 1 person
რუსა..გიხსენებდი ამ დღეებში:>
LikeLike
მოლი <3 კი დამაგვიანდა მოლოცვა, მაგრამ გილოცავ, ბედნიერებას, სიხარულს და წარმატებას გისურვებ <3
LikeLike