Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2016

time-out-banner

ყოველ ზაფხულს, სიცხე რომ დააჭერს და სრულიად ქართულ ფეისბუქს საკურორტო განწყობა ეძალება, ბლოგერულ შვებულებას ვიღებ – ივნისში, ივლისში და აგვისტოში პოსტების წერა-კითხვაზე ბევრად სასიამოვნო საქმეებიც არსებობს.

წელსაც, სადღაც მაისის ბოლოს უნდა დამეწყო წუწუნი  – მეც დავიღალე, თქვენც დაგღალეთ, ნახეთ, გარეთ რა ამინდია, თან ფეხბურთია მალე, ევრო იწყება, დასვენების დროა-მეთქი… წესით. წესი კი იმის წესია, ერთხელ მაინც უნდა დაირღვეს.

ჰოდა, ჩემო კარგებო, ამჯერად შვებულებას შუა იანვრიდან ვიწყებ.

აკადემიური შვებულება გამოდის. ოდნავ ხანგრძლივი. სექტემბრამდე.

არ გეგონოთ, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე და უცბად ვიფიქრე – მოდი, ნახევარი წლით შვებულებაში გავალ-მეთქი. დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და მიზეზებსაც მოგახსენებთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

vote for zaza pachulia image

NBA-ს წლევანდელი “ოლ სტარის”, ზაზა ფაჩულიას და ჰეშთეგის ამბავი ყველას გეცოდინებათ.

უკმაყოფილო სტატუსებსაც შეხვდებოდით, რა ამბავიაო, სპორტული პრინციპის დარღვევააო, NBA თუ იცით, საერთოდ, რა არის და კალათბურთის ბურთი თუ გინახავთ ახლოდან, რა ფერიაო.

არ მიკვირს. პირველად კი არ ხდება. წიგნის ფესტივალია და წიგნების სურათებს რატომ დებენ, თავს იწონებენ, თორემ კითხვით მაინც არ კითხულობენო, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფეხბურთზე რატომ ლაპარაკობენო, გალაკტიონის დაბადების დღეზე გალაკტიონის ლექსებს რატომ აზიარებენო, Ice Bucket Challenge-ზე – რაის ქველმოქმედება, წუწაობა უნდოდათ და მიზეზი გამონახესო… ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. Welcome to the social network.

(more…)

Read Full Post »

დღეისთვის სულ სხვა პოსტი უნდა დამეწერა.

საახალწლო აურზაურის, ნეტარი უსაქმურობისა და გემრიელი ძილის შემდეგ 2015 წლის ბიბლიოამბების ერთიანი მიმოხილვა მქონდა ჩაფიქრებული.

შარშანდელ ამბებს მოვყვებოდი ახალ და დახურულ წიგნის მაღაზიებზე, ახალ გამოცემებზე, შეწყვეტილ სერიებზე,  რედაქტორებზე, ილუსტრატორებზე და იმ გამომცემლობაზეც, შარშან თებერვალში რომ გაჩნდა ჩემს ქალაქში.

ვილაპარაკებდი ათ თვეში გამოცემულ ორმოცდახუთ დელფინიან წიგნზე, მართლაც ფანტასტიკურ “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკაზე”,  ბრედბერის, ჰაინლაინის, სტრუგაცკების, დიკის, კლარკის, ლე გუინის, საპკოვსკის, ლავკრაფტის, გლუხოვსკის ცინცხალ თარგმანებზე, ბილი მილიგანზე და ტისტუზე, სრულად გადმოქართულებულ “ელჯერნონზე”, “მარსელზე”, ნატოს “აიას გზაზე”, “ალდენორზე”, “მხევლის წიგნზე” და კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ათასი მკითხველის ათასჯერ ნათქვამს – “წიგნები ბათუმში” ძალიან მაგარ რაღაცებს ბეჭდავს.

ბიბლიომიმოხილვას აუცილებლად დავწერ, ოღონდ დღეს არა. დღეს ანალიტიკისთვის არ გვცხელა.

(more…)

Read Full Post »

gluhwein mulled wine

მობრძანდით, გეთაყვა. მობრძანდით, იმედია, კარზე დიდხანს არ მოგიხდათ კაკუნი – ბუხარში ცეცხლს ვანთებდი და, მგონი, ცოტა გალოდინეთ. ეს უზარმაზარი ტორტი, გული მიგრძნობს, ჩემია, ან რა დედუქცია ამას უნდა, როცა ვხედავ, რომ სამყურას ფოთოლიც მიუხატავთ და მოლი ბლუმიც მიუწერიათ კოხტად. მადლობა, ჩემო კარგებო. ვიცოდი, რომ არ დაგავიწყდებოდით, მაგრამ გული მაინც ამიჩუყდა. არა, რა, მიყვარს დაბადების დღე, მითუმეტეს, თქვენისთანა სტუმრებთან ერთად. მართალია, საახალწლო სუფრა, საცივი, გოჭის კნაწუნა ყურები და გოზინაყი უკვე ყველას მოყირჭებული გვაქვს, მაგრამ ბლოგის ხუთი წლის იუბილე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.

ცოტა არ იყოს, შეციებულები მეჩვენებით, თუმცა, რა გასაკვირია – ასეთი ყინვა თბილისში, კარგა ხანია, არ ყოფილა და გადავეჩვიეთ კიდეც. ოღონდ, ხომ იცით, ამაზე დილიდანვე ვიზრუნებდი – რა ხანია, ბუხარი გიზგიზებს და მთელ სახლში შეშის სურნელი ტრიალებს, ასე რომ, აქეთ მობრძანდით. ფუმფულა ბალიშები და უჯრულა პლედებიც მზადაა – ყველას გვეყოფა. სარწეველა სავარძელი მხოლოდ ერთია და მოგეხსენებათ, არავის ვუთმობ ხოლმე, მითუმეტეს, როცა რაიმე ამბის მოყოლას ვაპირებ. მოლისთან სტუმრობა რომ კულინარიული ისტორიის გარეშე არ ჩაივლის, ეგეც მოგეხსენებათ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოთავსდით, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში და სტუმრად რომ ხართ, საერთოდ დაივიწყეთ – სუფრის გაწყობაში დახმარება მჭირდება :) თეო სალათებს გამოიტანს, მერი – ტკბილეულს, მე კი მთავარ გემრიელობას შემოვაბრძანებ საზეიმოდ – საშობაო განწყობას, ჩემს ირმებიან სვიტერთან ერთად, ცხელი გლინტვეინი შეგვიქმნის. როცა გარეთ რვა გრადუსი ყინვაა, ამაზე უკეთესი სასმელი ძნელად წარმომიდგენია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: