ახალი წელი, ხომ იცით, როგორი ამბავია, წელიწადი მთავრდება, მთელი სამასსამოცდახუთი დღე. ზიხარ, ელოდები, ემზადები, რაღაცებს იხსენებ. კარგსაც და ცუდსაც. კარგი ყველაზე უიღბლო წელშიც გამოერევა, გამორიცხულია, არ გამოერიოს. ის კარგი გახსენდება, გეღიმება და იმედი გაქვს, რომ ცუდს ძველი წელი წაიღებს.
კიდევ ახალ წლებს იხსენებ. აიმ ჯადოსნურ ღამეებს. ვისაც რამდენი ჰქონია. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ასაკს გააჩნია. მე ოცდაათზე მეტი დამიგროვდა. რაღაცები კარგად მახსოვს. რაღაცები – არც ისე.
პატარაობაში ახალი წელი ჩემთვის ზამთრის არდადეგები იყო, “ცისკარა” დილის თერთმეტ საათზე და ნაძვის ხის ზეიმები. მოსაწვევები მოჰქონდა დედ-მამას და იმ ზეიმებზე დავიარებოდი დიდი მონდომებით. ახალი წლის ღამე – ნაკლებად. მთლად ცხრაზე არ გვაძინებდნენ, მაგრამ არც ღამისთევა გამოდიოდა. ვუყურებდით რაღაცებს, რაც ტელევიზორში საბავშვოდ მიიჩნეოდა, დავიძინებდით, ვიღვიძებდით პირველ იანვარს, ტკბილეული, საჩუქრები, სტუმრები, ზეიმები, მულტფილმები და ასე გრძელდებოდა თოთხმეტამდე.
ახალი წლის ღამეები მერე და მერე უფრო მახსოვს. დიდობაში.
ერთხელ, ოცდათერთმეტში, საღამოს, მეზობელი მოგვადგა დაფეხვილი ვილისით და დიდი ყუთებით. მანდარინი ჩამოგვიტანა ჩაქვიდან. მანდარინი ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ ის სხვანაირად გემრიელი იყო. ყვითელი, ყვითელი, ტკბილი, მზისფერი. ბევრზე ბევრი. ყველგან მანდარინი ელაგა, სასტუმრო ოთახში, ნაძვის ხესთან, სამზარეულოში, საძინებელში, ყველგან. გადამზისფერდა სახლი და იმ მზის შუქი ახლაც მახსოვს.
ერთხელ ახალ წელს მატარებელში შევხვდით. ოცდათერთმეტში წამოვედით თბილისში. წესით, პირველში, დილით, აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ისე მოთოვა, საღამოს ძლივს ჩამოვაღწიეთ. კუპეში არ ციოდა, არც მოგვშიებია, რაღაცები გვქონდა, რაღაცები მეზობელი კუპეებიდან შემოგვაწოდეს, ჩემთვის სახალისო თავგადასავალი უფრო იყო და მაინცდამაინც არც შემშინებია.
უშუქო და უგაზო ახალი წელიც მახსოვს. უტელევიზოროც. ოცდაათ დეკემბერს, ღამით, მოულოდნელად მოვარდნილმა შუქმა გადაწვა. ოცდათერთმეტში ახალ ტელევიზორს რას ვიყიდდით. სხვა დრო იყო. იმ ახალ წელს სასუსნავების ნაკლებობაზე მეტად უტელევიზორობას ვდარდობდი.
ამ რამდენიმე დღის წინ დედასთან ერთად ყავას ვსვამდი სამზარეულოში, საახალწლო სუფრას ვარჩევდით და ძველისძველი ამბავი გაიხსენა. 98 წლის. ისე მოგიყვებით, როგორც მე მომიყვა.
” წავედი სამსახურში. ოცდარვა იყო თუ ოცდაცხრა, აღარ მახსოვს. ბავშვები დათხოვილი გვყავდა. რა უნდათ ბავშვებს ოცდაცხრაში სკოლაში. ხელფასისთვის წავედი. 17 ლარისთვის. სამსახურთან პატარა მოედანია. ვხედავ, ჩურჩხელებს ყიდიან უჩვეულოდ იაფად – თითოს 50 თეთრად. გამიხარდა, მეთქი, ხელფასს ავიღებ, გამოვივლი და ვიყიდი. მივედი სამსახურში, ვზივარ, ხელფასს ველოდები და ვფიქრობ, ოთხი ჩურჩხელა ვიყიდო თუ ხუთი. 50 თეთრია და წინასწარ გადანაწილებული 17 ლარიდან ვერაფერს მოვაკელი ის 50 თეთრი. მერე მოვიდა სასწავლო ნაწილი და თქვა, რომ ხელფასი არ არის, არც არავინ იცის, როდის იქნება, ალბათ, ნაახალწლევს. წამოვედი შინ, რაღას ვიზამდი, ჩურჩხელა არც გამხსენებია.”
არ მინდა, გოგია უიშვილივით გამომივიდეს, გემრიელი ახალი წლებიც ბევრი მახსოვს. ნაშუაღამევს, დაღლილი და კმაყოფილი, ტელევიზორს რომ მიუჯდები, ყველას სძინავს, რაღაცებს უყურებ, ტელეფონი მუშაობს და მილოცვებიც მოგდის, დროდადრო სამზარეულოში გადიხარ და ყავას იხარშავ, მერე იძინებ და გძინავს დიდხანს, დიდხანს, იღვიძებ და ახალი წელია. ყველაფერი ცუდი იმ ძველ წელში გაქვს დატოვებული და ახალ ცხოვრებას იწყებ.
ხვალაც ასე იქნება. არ ყოფილა იოლი წელი. ცუდი უფრო მეტი იყო, კარგი – უფრო მნიშვნელოვანი. შინ ყველა კარგადაა და ჯანმრთელად და ეს მთავარია. დანარჩენს მოვერევით.
მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით.
მე ბედნიერი მექნება აუცილებლად. მთელი დღეები გდებას და დასვენებას ვაპირებ. რა მაგარია არ მჯერა^_^
გილოცავ დამდეგს.დასვენებას , გამოძინებას და კიდევ რაც შენ გინდა იმას გისურვებ.
LikeLiked by 1 person
მადლობა, თამი ^^ მეც დასვენებას ვაპირებ. რამდენად გამოვა, არ ვიცი, ძალიან კი მინდა.
LikeLike
გილოცავ მოლი, მრავალ ბედნიერ და წარმატებულ წელს დაესწარი <3
LikeLike
მადლობა, ფინიკი. მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი ^^
LikeLiked by 1 person
რა კარგი იყო!
ამ დღეებში სულ თვალწინ მიდგას საბჭოთა ტელევიზიის საახალწლო კადრები. ნაძვისხის წვიმა რომ გაიბლარება ახლო კადრში და მის უკან რომ სახლის სიტუაციაა, ისე ვხედავ ამ სურათს. ძველ სახლს, ორთქლის გათბობას, იატაკზე თამაშს და ზეიმში გახვეულობას. :)
ნაძვისხეზე გვირიგებდნენ ხოლმე ჭრიალა პარკით საჩუქრებს. მონეტის ფორმის შოკოლადი იყო, ირისის კამფეტი, მანდარინიც იჭყიტებოდა. ერთი ფოტო გვაქვს იმდროინდელი, ასეთი პარკებით ვდგავართ ნაძვისხის ქვეშ. ჩემი ძმა გაბუსულია, თურმე ორი უნდოდა და არ მისცეს :) :)
LikeLiked by 1 person
ეს გაბლარული წვიმა და ფერადი წრეები იყო ჩემი ბავშვობის ახალი წლის ტელევიზია ) დღემდე მახსოვს )
ჭრიალა პარკებზე არ მითხრა. ექვსი-შვიდი მოსაწვევი მაინც მოჰქონდათ ჩემებს. კინოშიო, ოფიცერთა სახლშიო, ცირკშიო, თოჯინების თეატრშიო… ჰოდა, ყველგან პარკებით გვირიგებდნენ საჩუქრებს )))
LikeLiked by 1 person
მრავალს დავესწროთ სიხარულით :*
LikeLiked by 2 people
აბა რა )
LikeLike
დღეს ვიხსენებდით 90-იანების ახალ წლებს და იმ დასკვნამდე მივედით, რომ, მიუხედავად უშუქობისა და ძლივს ნაშოვნი საჩუქრებისა, მაინც ყველაზე მაგარი ახალი წლები იყო (ერთადერთი თოვლი გვაკლდა და იქნებ 24-ე წელს მაინც მოვიდეს :D ) :) ჩვენ ვიყავით პატარები და იმიტომ… მარტო კარგ რაღაცებს ვუტოვებდით ძველ წელს და წინ რაღაც გრანდიოზულს ველოდით :)
იმედია 2016 “ბავშვურად” კარგი იქნება :)) მრავალ ახალ წელს ^_^
LikeLike
პატარები ვიყავით და ყველაფერი წინ გვქონდა და იმიტომ ) გაიხარე ^^
LikeLike
ასეთი პოსტი კარგა ხანია, არ წამიკითხავს <3
გილოცავ, მოლი, გისურვებ, მომავალ წელს ცუდზე მეტი კარგი გქონოდეს და საყვარელი ადამიანები სულ ჯანმრთელად და კარგ განწყობაზე, საახალწლო სუფრაზე სასუსნავები არ მოგვკლებოდეს, ჭერში – შუქი, გულში – სითბო და ქვეყანაში მშვიდობა. სხვა დანარჩენს მივხედავთ….
LikeLiked by 1 person
გაიხარე, თამაღ ^^ დანარჩენს მართლა მივხედავთ და მოვერევით )
LikeLike
გილოცავ მოლი დამდგეს , მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას ^^
LikeLiked by 1 person
მადლობა, თამი. მრავალ ახალ წელს ^^
LikeLiked by 1 person
გილოცავ მოლი ახალ წელს. ბედნერების, სიხარულის და ბეევრი ღიმილიანი დღის მომტანი ყოფილიყოს. კიდევ ბევრი საინტერესო წიგნის და პატარა პრინცების კოლექციის გამდიდრების :)
და კიდევ ბერვი ბეეევრი ასეთი საინტერესო პოსტების წელი :)
გილოცავთ !!! <3
LikeLike
მადლობა, ნინი ^^ მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი )
LikeLike