შიშებზე, ცრურწმენებსა და აკვიატებებზე მერე ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი კითხვა მაქვს.
გახსოვთ, პირველად როდის წაიკითხეთ?
მე მახსოვს.
თინასთან და გიასთან ვიყავი სტუმრად, სარწეველა სავარძელში ვიჯექი, ქვეყნის ამბებს ვუსმენდი ცალი ყურით და ძველ, წიგნებით გაძეძგილ კარადას მუშტრის თვალით ვზვერავდი. სად იყო მაშინ ქინდლი და კარგი ცხოვრება. კარდაკარ დავწანწალებდი ოლია მათხოვარივით და საკითხავით მეგობრები მამარაგებდნენ.
თინამ, კარადას თავი დაანებე, ჯერ რომ არ წაგიკითხავს, ისეთს მაინც ვერაფერს იპოვი, ჯობია, ეს ნახეო, ფერადი და უცნაურად მოხატული წიგნი მომაწოდა. ცოტა ხანში გიას გასძახა, ნახე, რა სერიოზული სახით კითხულობსო. მოდუნდი, მშვენიერი ფენტეზია, სულ ახალი, მოგეწონებაო.
წამოვიღე ის უცნაური წიგნი. გამიმართლა, წაკითხული ჰქონდა ორივეს, თორემ რას გამომატანდნენ. ჩავყლაპე და გაგრძელებისთვის მივადექი. ჩვენც არ გვაქვს, ველოდებითო.
მერე გია ბეჭდავდა ინტერნეტიდან რუსულ თარგმანს (კარგი პრინტერი ჰქონდა გიას) და ამობეჭდილით ვითხრიდი თვალებს. რუსულ წიგნებსაც შოულობდნენ სადღაც. სადღაც რა, რუსთაველზე ყიდულობდნენ მამასისხლად და რიგში ვიდექი.
შვიდი ინგლისური ტომი ნუკიმ მაჩუქა, “პროსპეროდან” წამოიღო და პირდაპირ შინ მომართვა. სრული ქართული პოტერიადა მაიკომ მომიცუხცუხა საახალწლოდ – “მარკო პოლოში” დამადგა თავზე და მახსოვს, კინაღამ კაპუჩინოს ყლუპი გადამცდა მაგიდაზე აკოკოლავებული წიგნების დანახვისას.
ეს ყველაფერი გადასარევი, მაგრამ არც ის დამვიწყებია, პოპულარული არხის მთავარ საკვირაო თოქ შოუში ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი დიდი მონდომებით რომ ამტკიცებდა, ჰარი პოტერი ეშმაკეულიაო, მერე დაიღალა და ანტირელიგიურ ბუნებაზე ვრცელი გამოკვლევის დაწერას ვაპირებ, მანდ კარგად მოვყვები, მაგალითებითო.
ისიც მახსოვს, ჩემი ყოვლად გადასარევი, უმაღლესადგანათლებული თანამშრომელი რომ მეუბნებოდა, დაწყევლილი წიგნია, უბედურება მოაქვს, შინ როგორ გავაჩერებო.
ისიც გამიგია, როგორ გამოატანეს ჩემს მეგობარს ბავშვებისთვის საჩუქრად მიტანილი ფერადი ტომები. არ გვინდა, მადლობაო.
ისიც მსმენია, ოდესღაც სახელგანთქმულ, ამჟამად კი რეგრესის გზაზე მყარად მდგომი საბავშვო გამოცემის თანამშრომლებს უთქვამთ, ჩვენთან ჰარი პოტერის მსგავსი საძაგლობა არასოდეს დაიბეჭდებაო.
არ მიკვირს. მზიური წილხვედრის ერთ წვიმიან ქალაქში, არც ისე დიდი ხნის წინ, წიგნის მაღაზიის გამყიდველი გოგოები წიგნებს წვავდნენ, უზრდელობები წერიაო და საჩუქრის უკან გამოტანება რა სათქმელია.
ძველ შიშებს არ გავიხსენებდი, წინა კვირას, დედაქალაქის ყველაზე დიდ ბუქსთორში რომ არ მომეკრა ყური, ყდა შეცვალეს, თორემ ისეთივე უღმერთობაა, ბავშვს როგორ გავაკარებთო. მე კი გული იმაზე მწყდება, ბავშვობაში რომ არ მომესწრო და ლინდგრენის, ბისეტის, როდარის, მილნის, ტუვე იანსონის, ანე კატარინე ვესტლის წიგნებთან ერთად ვერ წავიკითხე.
დემენტორები და სიკვდილის მხვრელების ცხოვრებაშიც ბევრია, არც რიტა სკიტერების და გილდეროი ლოკჰარტების ნაკლებობაა, მაგრამ ამათ მომავალი არ აქვთ.
ჩემი ფერადი პოტერები (ქართულიც და ინგლისურიც) საბავშვო ბიბლიოთეკის თაროებზე მიდევს. უკეთესი ადგილი ვერ შევურჩიე და იმიტომ, თორემ ასეთ წიგნებს ნებისმიერ ასაკში დიდი სიამოვნებით კითხულობენ. ჰოდა, დეკემბრის ბოლოს, კარგად რომ მოყინავს და ჰაერში წინასაახალწლო სურნელი დატრიალდება, სათითაოდ ჩავაგდებ ჩანთაში და კიდევ ერთხელ გადავიკითხავ. ახლაც, რამდენიმე წლის შემდეგაც და ღრმა სიბერეშიც. სანამ კითხვას შევძლებ.
ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ბევრი რამის მეშინია ამქვეყნად, მაგრამ ჰარი პოტერის – არა.
აი, ვისაც ეს გაკნაჭული, სათვალიანი ბიჭი აშინებს, იმათი – ნამდვილად.
<3 <3
LikeLike
ჩემი გულის გათბობა ისეთი მარტივია, წამაკითხე ან გამაგონე ჰარი პოტერი და ჩემში განსხვავებას იმ წუთას შეამჩნევ^^
მიყვარს ჩემი ჰერმი ,რონი ,ჰარი სიგიჟემდეეე
LikeLike
kaia <3
LikeLike
უბრალოდ არ მესმის, რატომ უნდა ილაპარაკო ჰარი პოტერზე ასეთი საძაგლობები :( თან როგორი არგუმენტები მოჰყავთ ხოლმე…
LikeLike
ჰარი პოტერის კითხვა 12 წლის ასაკში დავიწყე და როდესაც 7 ნაწილი გამოვიდა უკვე ჰარისა და მისი მეგობრეის მსგავსად გაზრდილი ვიყავი. თუმცა, ასაკს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ნესბიმიერ დროს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა, აღაც 12 წლის ვარ, მაგრამ უკვე დიდიმა ხელმეორედ წავიკითხე. ჩემს კარადაში საპატიო ადგილას მიდევს და ალბათ გვერდიდან არასდროს არ მოვიშორებ.
LikeLiked by 1 person
გავა წლები გავხდები 80 წლის და უკვე შვილიშვილებს ვაიძულებ წამიკითხონ !
LikeLike
ძალიან მაგარია <3
LikeLike
9 -10 წლის ვიყავი , დედაჩემმა მე და ჩემს ძმას რომ გვიყიდა “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ” და გეფიცები , დღემდე ამ წიგნს თვალს რომ მოვკრავ , გული მიფართხალებს . ის ჯადოსნური განცდები მახსოვს რაც მაშინ ბავშვს მომიტანა .დღემდე მიმშვენებს თაროებს პოტერიადა და როცა შვილები მეყოლება , თვითონ წავუკითხავ ,სანამ თავისით შეძლებენ ამ სიამოვნების მიღებას ^^
LikeLike
ერთი კვირაც არაა შვიდვე ტომი მოვათრიე გაბრწყინებული სახით “სანტა ესპერანსადან” 😃 დედამ თავზე ხელი გადამისვა ლამის, 31 წლის ასაკში ჰარი პოტერის პირველად წაკითხვა ძალიან ეუცნაურება 😃 მე კიდევ ერთი სული მაქვს როდის ჩავუჯდები გემრიელად 😊❤️
LikeLike
ჰუჰ ^_^ როგორ მიყვარს, ყველა წინგი ზეპირად ვიცი, არც მახსოვს რამდენჯერ მაქვს წაკითხული :)
პირველად კი რა დამავიწყებს, ჩემს მეგობარს ჰქონდა, ხოდა ორივეს რომ გვინდოდა ხმამაღლა ვკითხულობდით ხოლმე რიგრიგობით ^_^
პ.ს მე ის სისულელეც გამიგია, ერთხელ რომ წაიკითხავ უფრო მეტჯერ გინდება კითხვა, მოჯადოებულიაო, თორემ ამდენჯერ რატომ კითხულობო :) ხოდა მაგაზე ჩემი პასუხი იყო, მაშინ დუმბაძეც მასე ყოფილა და კიდევ სხვა ბერვიც თქო :დ
<3
LikeLike
ერთი კვირაც არა რაც გაბრწყინებულმა მოვათრიე შვიდივე ტომი ” სანტა ესპერანსადან” 😃 31 წლის ვარ და ერთი სული მაქვს როდის ჩავუჯდები გემრიელად 😃❤️ შვილებსაც უდიდესი სიამოვნებით წავუკითხავ და ყველას, ვისაც უღმერთობად მიაჩნია , ვურჩევ ფილმები მაინც ნახონ წაკითხვა თუ დაეზარებათ და როგორღაც მიხვდებიან იმედია, რომ ჰარი პოტერი მარტო ჯოხების ქნევა და ჯადოსნური შელოცვები არაა 😳
LikeLike
ar momcons hari poteri.arapris momcemi cignia
LikeLike
ამ ახალ წლებზე წავიკითხავ უეჭველი, პირობას ვდებ :)
LikeLike
დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ წავიკითხე ჰარის პოტერის ყველა ტომი ერთი ამოსუნთქვით. სკოლის ბიბლიოთეკა იყო ჩემი მომმარაგებელი. და როცა ორი ტომი ერთად გამოვიტანე, ბიბლიოთეკარი შეშინებული და ამავდროულად გაკვირვებული სახით მეკითხებოდა მშობლები როგორ გაძლევენ ამის კითხვის უფლებასო.
LikeLike
იყო დრო, რუსთაველიც აშინებდა წილხვედრს და კოცონზე წვავდნენ…
LikeLike
რეგრესიის გზაზე მდგომი ,რომაა ავტორმა საიდან მოიტანა??? საშუალოდ ყოველ ნახევარ საათსი ახალი ადამიანი იწყებს ჰარი პოტერის კითხვას
LikeLike
თუ გგონიათ, “რეგრესის გზაზე მდგომ საბავშვო გამოცემაში” ჰარი პოტერის სერია ვიგულისხმე, აბზაცი გადაიკითხეთ თავიდან. გულისყურით და დაკვირვებით. და, ზოგადად, პოსტიც :)
LikeLiked by 1 person
ერთხელ ერთი სასულიერო პირის საჯარო ლექციას დავესწარი და იმან თქვა “ჰარი პოტერი რატო გონია ხალხს ეშმაკაეული , რაღა შორს მიდიან წიქარა ნაკლებად ეშმაკეულიაო?” :D
LikeLike
ვისაც ეშინია, ნუ წაიკითხავს… შეუძლიათ ზღაპრებიც “სატანურ” წიგნებად შერაცხონ და სამეცნიერო ფანტასტიკის / ფენტეზის ჟანრის ყველა წიგნიც… მაგრამ ძალიან ცოტა კარგი წიგნიღა დარჩებათ და ეჭვი მაქვს, რომ ვერც იმათ გაუგებენ გემოს :))
LikeLike
ჩემთვის ყველაზე კეთილი წიგნია <3
LikeLike
ახლახანს აღმოვაჩინე ეს ბლოგი და უმეტესობა პოსტების წაკითხვა უკვე მოვასწარი. შემიყვარდა აქაურობა <3
LikeLike
ასე მალე? მადლობა და ველქამ :)
LikeLike
რამოდენიმე დღეა აქ დავბანაკდი :)
ჯერ კიდევ დამრჩა წასაკითხი გემრიელობები.
ჰარი პოტერს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს და ახლა ზუსტად ისეთი ამინდებია, რომ უნდა გადმოვიღო და თავიდან წავიკითხო <3
LikeLike
გემრიელად მიირთვი კიარადა წაიკითხე :)
მე დეკემბრისთვის ვინახავ პოტერებს.
LikeLike