წარმოგიდგენიათ სამყარო მტკნარი წყლის გარეშე? არა, მთლად უწყლოდ კი არა, მაგრამ მოზომილი და გამოლევის პირამდე მისული მარაგით, ანკარა წყაროების და ნაკადულების, ბობოქარი მდინარეების, კლდეებზე ბროლივით გადმომსხვრეული ჩანჩქერების გარეშე? ან იმაზე ფიქრი თუ შეგიძლიათ, რომ ოკეანეში გიგანტური აისბერგების ნაცვლად ყინულის პატარა, თითქმის გამლღვალი ბორცვები დაცურავენ და სულს ღაფავენ? რომ ადამიანებს ოცნებად აქვთ გადაქცეული სუფთა წყლით დაბანა და, სულ მარტივად, წყურვილის მოკვლა? დარწმუნებული ვარ, ამის გაცნობიერება ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდება, იმიტომ, რომ ამგვარ კოშმარზე არასოდეს გვიფიქრია და მინდვრებში, მთებსა თუ ტყეებში მოჩუხჩუხე წყალს ისე დაუნანებლად ვხარჯავთ, აზრადაც არ მოგვდის, რომ ბუნების ეს მადლი და სიკეთე ოდესმე შეიძლება, გამოილიოს.
აი, ფინეთში ერთი ქალი ცხოვრობს, ქართული ყურისათვის უჩვეულო ჟღერადობის გვარ-სახელი აქვს (პრინციპში, ისევე, როგორც მის ყველა თანამემამულეს) – ემი იტერანტა ჰქვია. ჰოდა, ადგა ეს ჩვენი ემი, არც აცია, არც აცხელა, რითიც ზემოთ გაშინებდით ბუასავით, წარმოიდგინა და წიგნიც დაწერა. “წყლის საიდუმლო“ დაარქვა, ერთი საოცრად გამბედავი და უშიშარი გოგო დაასახლა იქ, ნორია და გვიამბო დისტოპიური ისტორია გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის, პოსტაპოკალიპტური სამყაროს, ევროპაზე გაბატონებული ჩინეთის, წელიწადის არეული დროების, უწყლოდ დარჩენილი დედამიწის შესახებ.
უჩვეულო პერსონაჟი გამოუვიდა ფინელ მწერალს ნორიას სახით. ჩვიდმეტი წლის გოგოები იშვიათად არიან ასეთები, რაც არ უნდა ამოყირავდეს ქვეყნიერება, რა განსაცდელიც არ უნდა დაატყდეთ თავს, ჩუმჩუმად მაინც ბიჭებზე ფიქრობენ, კოხტა კაბებზე, ფერად სამკაულებზე… ნორია ჩაის სმის ოსტატობისთვის ემზადება, უძველესი ცერემონიალის წესებს გულმოდგინედ სწავლობს და მთის წყაროს საიდუმლოს ინახავს მამასთან ერთად; ოღონდ რამდენ ხანს დაიტევს ამ საიდუმლოს მისი სიკეთით და თანაგრძნობით სავსე გული, როცა მშობლიურ სოფელში პატარა ბავშვები უწყლოდ იხოცებიან, რამდენ ხანს გაძლებს ისე, რომ დახმარების ხელი არ გაუწოდოს წყურვილისგან დაშაშრულ ახლობლებსა და ნაცნობებს?
დიდხანს ვერა… მერე რა, რომ სოფელში ლურჯმუნდირიანი ჯარისკაცები დადიან და მათ, ვინც სადმე მტკნარი წყლის არსებობას დამალავს, დაუნდობლად ანადგურებენ… ნორია ის გოგო არაა, საფრთხეს რომ შეუშინდება, თან სანიაც ხომ გვერდით ჰყავს, უერთგულესი მეგობარი, მასავით სიფრიფან და გალეული გოგო. ჰოდა, დადის ნორიასთან მთელი სოფელი, დადის მალულად, ფეხაკრეფით, მიიპარებიან ჩაის ქოხთან და უკან კალთაში გამოხვეული, წყლიანი მათარებით ბრუნდებიან.
რა მოჰყვება ამას, როდემდე მოიტანს წყალს კოკა და როგორ დასრულდება ეს სევდიანი ისტორია, ემი იტერანტა გვეტყვის “ლიბერთინსის“ სერიის მორიგი წიგნის – “წყლის საიდუმლოს“ საშუალებით, ჩვენ კი იქამდე ბუნების თითოეული საოცრება დავაფასოთ, ასე დაუნანებლად რომ გვჩუქნის დედამიწა.
rac gamovecit yvelaze metad es wigni momwons ^_^ wignshi agwerili siujetebit cxovrebashi pirvelad visiamovne, yvelaperi tvalwin medga dzalian damenana ase male ro morcha (dasasrulze arapers vityvi ert-erti xibli magisi egaa) dzalian kargi postia moli ^_^
LikeLiked by 1 person
მე ფინურიდან თარგმნის ამბავიც ძალიან მომწონს :) მადლობა, ემილი :)
LikeLike
როგორი გულიანი წერა იცი, მოლი! სულ რომ არ აპირებდეს ადამიანი წიგნის ხელში აღებას, წაკითხვის დაუძლეველ სურვილს გაუჩენ.
LikeLike
მართლაც რომ ეგრეა :)
LikeLiked by 1 person
გულიანი – რა კარგი განსაზღვრება შეარჩიე.
საერთოდ არ ვენდობი ხოლმე სხვის აზრს ნაწარმოებებთან დაკავშირებით, ლიტ.მცოდნეებისას მითუმეტს.
მოლის ვენდობი :)
ერთდროულად ახერხებს, რომ სუბიექტური დამოკიდებულებითაც წეროს და ობიქტურადაც თან.
LikeLiked by 1 person
ანტიგონე გამახსენდა რატომღაც. ან ლოგიკურადაც. რას გამიგებ :) მიყვარს მე ასეთი გოგოები.
ხოდა, მოლი რომ პოსტებს წერს, კაცს მოგინდება, წიგნი იყო და შენზე წერდეს :)
LikeLiked by 1 person
:)
LikeLike
ყდა მშვენიერია, პოსტი – უკეთესი <3
LikeLiked by 1 person
ვიყიდი ამ წიგნს და წავიკითხავ შენი დამსახურებით .
მიყვარს მე ესეთი საოცარი ამბები ^^
ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი იყო .
LikeLiked by 1 person
მოკლედ, საბოლოოდ ჩამოყალიბდი ლიტერატურ ბლოგად
რაც მართალია მართალია წიგნების მიმოხილვებს შენზე კარგად ვერავინ წერს.
LikeLike
მადლობა, მილორდ :) შენი შექება ძვირად ფასობს :)
საქმე რაშია, იცი? მინდა, სხვა რაღაცებზეც ვწერო. ერთფეროვნება არ მომწონს, კვირაში სამი პოსტის პირობებში სხვა რაღაცებზე უფრო მეტს ვწერდი, მაგრამ ორი პოსტი იდება ახლა და ცოტაა, წიგნი კი ბევრი. ჰოდა, ასე გამოდის.
LikeLike
მე სულ ერთი თემის ირგვლივ ვგეგმავდი თავიდან პოსტვას. ბრენდები და სტილი და ბლაბლაბლა, მარა დიდხანს ვერ გავძელი :)
ნუ მე როდის რა გამახსენდება ისე ვწერ. თემები და სიუჟეტები ხასიათის მიხედვით. და შენ მიზანმიმართულად წერ, ჰოდა როცა ერთი თემის ირგვლივ ყველაფრის გადაფარვა გინდა ძალიან ბევრია სათქმელი – ალბათ ყველა წიგნის მიმოხილვას ვერც ასწრებ. ნუ მე აქ რას გამოსცემენ მაინცდამაინც არ ვადევნებ თვალს, მაგრამ ვვარაუდობ რომ ასეა. :)
LikeLike