რა უნდა ქნა, თუ დედა ქრისტიანი გყავს, მამა – ებრაელი, შენ კი სკოლის დამთავრებას ელოდები, რომ რელიგია თავად აირჩიო? გვარიანი თავსატეხია, მე თუ მკითხავ. ჰო, კიდევ ისიც შეგიძლია, სულ არ აირჩიო და ეს ცოტა ამარტივებს საქმეს; მაგრამ ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადაბარგება რომ მოგიწევს, ახალ სკოლასთან შეგუება და საყვარელ ბებიასთან განშორება, ამას რა ვუყოთ? და თუ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სულ თორმეტიოდე წლის გაკნაჭული გოგო ხარ, მკერდი არაფრისდიდებით არ გეზრდება და ეს ოხერი მენსტრუაციაც არ ჩქარობს გამოჩენას, საერთოდ გაუსაძლისია ცხოვრება. რაღა დაგრჩენია ამდენი სადარდებელის გადამკიდეს, გარდა იმისა, რომ ღამღამობით, ოთახში ჩაკეტილი ღმერთს ელაპარაკო და ისეთი საჭირბოროტო საკითხი მაინც შეახსენო, მენსტრუაცია რომ არის. აბა, ნენსის და გრეჩენს უკვე დაეწყოთ და… გრეჩენს საერთოდაც ნული ზომის ლიფი აცვია, შეიძლება ითქვას, შესაშური მკერდის პატრონია.
ჰოდა, მარგარეტმაც რა ქნას – ელაპარაკება ღმერთს და დახმარებას სთხოვს ხოლმე; ხანდახან შეიძლება, საყვედურიც კი შეაპაროს: “მე შენ გეძებდი, ღმერთო. სინაგოგაშიც, ეკლესიაშიც და დღესაც, – აღსარების სათქმელად გეძებდი, მაგრამ შენ იქ არ იყავი. მითხარი, მაშინ რატომ არ მოდიხარ, როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ხოლმე?“
ეს საიდუმლო წრეც, დიდი ამბით რომ ჩამოაყალიბა ნენსიმ, ცარიელი თავსატეხია – ბიჭების წიგნაკში ყოველკვირა ახალი სახელები საიდან უნდა მოიტანოს? მკერდი არა აქვს და არაფერი… ფილიპ ლეროი მაინც არასოდეს მიაქცევს ყურადღებას, რამდენჯერაც უნდა ჩაწეროს მისი სახელი სიის თავში და რამდენჯერაც უნდა შეახსენოს ღმერთს, ამ ბედნავს მენსტრუაციას მეტისმეტად შეაგვიანდაო. თხოვნის შესრულებას ვინ ჩივის, ნეტავ დედამისის მშობლები არ გამოჩენილიყვნენ და ბებიასთან ფლორიდაში გამგზავრება არ ჩაეშალათ.
მოკლედ, დარდით და პრობლემებით არის სავსე ეს პატარა გოგო. სხვას რომ ვერაფერს იღონებს, ღმერთთან გაბუტვასაც კი გადაწყვეტს – აღარ დაველაპარაკებიო. მაგრამ მარგარეტი რის მარგარეტი იქნება, დიდხანს გაძლოს უბრად, მითუმეტეს, რომ დიდი ხნის ლოდინს, როგორც იქნა, ბოლო მოეღო. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ასე ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისთვის? და იმედით აღსავსე მარგარეტიც სწორედ იმ სიტყვებს ჩურჩულებს, ყოველდღე რომ იმეორებდა, სანამ გაიბუტებოდა. აი, იმ სიტყვებს, ჯუდი ბლუმის წიგნის გარეკანზე რომ აწერია:
“აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“.
მოსალოდნელზე მეტადაც კი მომეწონა მარგარეტი. ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და დავიწყებას რომ არ ეძლევა, ისეთი წიგნი გამოუვიდა ჯუდი ბლუმს :)
LikeLiked by 1 person
ზუსტად :)
LikeLike
დილით ტრანსპორტში დავიწყე კითხვა და სამსახურში მისულმაც ვერაფრით ვერ გავუშვი ხელი, არადა, საქმე მეყარა თავზე :)
LikeLike
მე ღამე ვკითხულობდი, დაღლილი და მითიშური და და დედამ სამჯერ შემომხედა, არ იძინებ, რომელი საათია, ხვალ სამსახურში არ მიდიხარო :)
მაიკო <3
LikeLike
წიგნის გარეკანი მომწონს ძალიან .
სამწუხაროდ ჯერ ვერ წავიკითხე , მაგრამ პოსტიდან გამომდინარე მგონია რომ 12-13 წლის ასაკში განსაკუთრებით მომეწონებოდა . საერთო თავსატეხები გვაქვს ხოლმე მაგ პერიოდში გოგოებს ^^
გავუგებდით მე და მარგარეტი ^^
LikeLike
მე თუ მკითხავ, პირველ რიგში უფროსებმა უნდა წაიკითხონ. დედება და მამებმა. მასწავლებლებმა. თინეიჯერებმაც, ცხადია :)
LikeLike
მოლი, შენი ბლოგის “გადამკიდე”, უკვე ბეეევრი კარგი წიგნი წავიკითხე. ჟანრთა მრავალფეროვნებაზე აღარაფერს ვიტყვი :) ბევრი პოსტის კომენტარებში იწერება რო ეს წიგნი პირველ რიგში მშობლებმა და მომავალმა მშობლებმა უნდა წაიკითხონ. არ გინდა ოდესმე ერთ პოსტში მოუყარო თავი იმ წიგნებს რომლებსაც კარგი იქნება თუ მშობლები წაიკითხავენ? გინდოდეს რაა :))
LikeLike
დავწერ, ნინო :) აუცილებლად :)
LikeLike
მშობლები და მასწავლებლები თუ წაიკითხავენ , მთლად უკეთესი ამბავი !
უკეთ გაიგებენ შვილების / მოსწავლეების თავისტკივილებს .
აი , ხო არ წამიკითხავს და უკვე მიყვარს ეს წიგნი .
LikeLike
როგორ მომენატრა აქაურობა <3 ახლა მივხვდი რატომ მიწევს ბოლო პერიოდში თავის მტვრევა იმის თაობაზე თუ რა წავიკითხო, რა განწყობაზე <3
LikeLike
ფესტივალიდან წამოვაცუქცუქე. ხოდა, ჯერ ვერ მივედი მაქამდე. მოლი, როგორ ახერხებ დედამიწაზე არსებული ლამის ყველა წიგნი წაიკითხო? საიდან გამოძებნი ხოლმე ამდენ დროს? სხვა განზომილებაში ხარ კითხვისას, ალბათ, სადაც, დროს დრო არა აქვს :)))))))))))
LikeLike
ძილის ხარჯზე :))
LikeLike
“დროის მდევარი” აქვს მოლის და არ გვიმხელს :)
LikeLike
მაინც გაიგეთ და… :))))))
LikeLike
როგორ მენანება, რომ ეს წიგნი აქამდე არ მქონდა წაკითხული, ეს და ტისტუ… რამდენ ნაცრისფერ დღეს გამიფერადებდნენ ბნელ 90-ანებში…
LikeLike
ამ წიგნის ნაგდ ვერსიას ვერ დამიგდებთ?
LikeLike
არ მაქვს. გამომცემლობაში მოიკითხეთ.
LikeLike