ამ წიგნზე წერა შეუძლებელია.
ეს წიგნი უნდა წაიკითხო, მერე გადაიკითხო, მერე – კიდევ და ასე…
ან რა უნდა თქვა ჩარლი გორდონზე, რომელიც გადის გზას ჯერ წყვდიადიდან სინათლისკენ და მერე პირუკუ, თუ ჯერ სინათლიდან წყვდიადისკენ, კაცმა არ იცის…
ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვები ვერ მიპოვია იმის სათქმელად, რომ დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის“ გენიალური წიგნია, ყველაზე ემოციური და დაუნდობელი, რაც კი ბოლო ხანს ხელში ჩამვარდნია. ხანდახან მეჩვენება, რომ ასოებიც მერევა ერთმანეთში, სწორედ ისე, როგორც ჩარლის, და ელჯერნონივით ვაწყდები ლაბირინთის კედლებს, რომლის გასასვლელთან ყველის ნაჭერი მელოდება.
ნებისმიერ ჩვენგანს, ვისაც საკუთარი თავი იმ ხალხზე უკეთესი ჰგონია, ვისი IQ-ც რამდენიმე ათეულით ნაკლებია, ეს წიგნი დაუვიწყარ გაკვეთილს ჩაუტარებს – მათრახივით მოხვდება სახეში. არა მგონია, ვინმემ მშვიდად წაიკითხოს გონებრივად ჩამორჩენილი ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც სარისკო ექსპერიმენტის წყალობით ჯერ გენიოსი ხდება, მერე კი საკუთარი პიროვნების რეგრესის შეუქცევად პროცესს ადევნებს თვალს და დანამდვილებით იცის, რა ელოდება – თაგუნა ელჯერნონი, ვისთან ერთადაც სამეცნიერო კონფერენციიდან გამოიქცა, ისეთივე საცდელი ბოცვერია, როგორიც თვითონ და მალე ჩარლიც მის ბედს გაიზიარებს. მის არსებაში ძველი ჩარლი გორდონი განაბულა, კუთხეში მიყუჟულა და თავის დროს ელის. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ კითხულობ და ვერ გაგირკვევია, სად უფრო მეტი სიბნელეა – აქეთ თუ იქით, და მერე საკუთარი თავის გეშინია.
მგონი, პირველი შემთხვევაა, რომ პოსტის წერას ვცდილობ და არ გამომდის – მინდა, რაღაც ჭკვიანური და დალაგებული გითხრათ, ამის ნაცვლად კი ჩარლის განწირული მუდარა მიტრიალებს თავში: “გევედრები, გევედრები შერაკითხვას ნუ დამავიწყეფ…“
ვინ თქვა, რომ ემოციები მაინცდამაინც სიტყვებით უნდა გადაიტანო ფურცელზე?! რატომ არ შეიძლება, ამ ყველაფრის ნაცვლად, უბრალოდ, ცრემლის კვალი, გაოფლიანებული ხელისგულის ანაბეჭდი და კარდიოგრამა დავდო ბლოგზე? – ამაზე უკეთ ვერაფრით აგიხსნიდით იმას, რასაც კითხვის დროს განვიცდიდი.
ნეტავი ვიცოდე, სად არის ელჯერნონის საფლავი…
მოსწავლეებსა და სტუდენტებს წავაკითხე, შემდეგ ორი ფილმი ვაჩვენე: “ყვავილები ელჯერნონისათვის” და “გამოღვიძება”, დასასრულს ბიჭების თვალებში ცრემლი რომ დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი <3
LikeLiked by 4 people
მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ზინა. ეს წიგნი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ასე, მეექვსე-მეშვიდე კლასებიდან. ან უფრო ადრეც.
LikeLiked by 1 person
“გევედრები, გევედრები შერაკითხვას ნუ დამავიწყეფ…“ აი , ეს რომ წავიკითხე წიგნში , ზუსტად აქ დავინახე ჩარლის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი , ამ ერთ წინადადებაში . იმხელა შთაბეჭდილებების ქვეშ ვერ დღესაც , რომ სიმბოლურად პლასტმასის საყვავილე გავაკეთე , ზედ წავაწერე ”Flowers for Algernon ” და ნარცისები ჩავაწყვე . და ყოველთვის , როცა ახალ ყვავილებს მოვიტან ხოლმე , სულ ჩარლი და მისი ელჯერნონი გამახსენდება ….
LikeLiked by 5 people
პატ <3 ამ კომენტარისთვის ღირდა პოსტის დაწერა.
LikeLike
მადლობა , მოლი .
LikeLike
საოცარი წიგნია ნამდვილად… ისე მეტკინა ყველაფერი რომ ვერ გამოვთქვამ… ეს ნამდვილად უნდა ისწავლებოდეს სკოლებში… და ბავშვებს ნამდვილად უნდა უფლიანდებოდეთ ხელისგულები და გული გამალები უნდა ყცემდეთ ჩარლი გორსონის გაცნობის შემდეგ… იქნებ ასე უფრო წინ წავიდეთ …
LikeLiked by 1 person
ამრევია სიტყვები მაგრამ… მაინც…
LikeLike
გეთანხმები მოლი. მართლაც გენიალური წიგნია.
ჩემს ბლოგშიც დავწერე მაშინ ჩემი ემოციები. პირველად მოკლე ვარიანტი წავიკითხე და იმდენად იმოქმედა, რომ… სიტყვები არ მყოფნის დღემდე.
გიზიარებ ჩემს ემოციას https://cisiqitelis.wordpress.com/2015/03/04/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98/
LikeLike
მოთხრობა დღემდე არ მავიწყდება… დარწმუნებული ვარ, რომანი ორმაგად ემოციური იქნება…
LikeLike
აუცილებლად წავიკითხავ ^_^ :3
LikeLike
ვკითხულობ და ემოციები მხუთავენ..
LikeLike
ჩარლი გორდონმა ,,ჩამიტარა”…
LikeLike