კარგად მახსოვს, როდის წავიკითხე ეს წიგნი პირველად – გაგანია ზამთარი იყო, ისეთი კი არა, ახლა რომ იცის თბილისში – უფერული და უთოვლო – ნამდვილი ზამთარი, მსხვილი ფანტელებით, ნაცრისფრად შებურული ცით, გადათეთრებული ნაძვებით და მოყინული ცხვირებით.
მაშინ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა – კითხვაში ხელს არაფერი მიშლიდა და იმიტომ. ვიწექი სიცხით გათანგული და მაინც კმაყოფილი, გარშემო ნაირ-ნაირი წიგნები მქონდა შემოწყობილი, ხან რომელს დავავლებდი ხელს, ხან – რომელს, ვაყოლებდი ცხელ, მურაბიან ჩაის და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლად…
ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს, კბენია შარფით ყელშეფუთნილი და ცხვირგაწითლებული რომ ვიჯექი საწოლში, დედამ ახალი წიგნი მომიტანა. სიცხისგან აწითლებულ ლოყაზე მაკოცა, თმა მომიჩეჩა და მოგეწონებაო, მითხრა.
არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა სია, სახელწოდებით – ყველაზე კეთილი წიგნები. აი, მოვჩხრეკ და თუ აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, აუცილებლად დავწერ ასეთ პოსტს. დამერწმუნეთ, “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება. არა მგონია, ვინმე შემომედავოს – წიგნი, სადაც ჭყიტა, ჯემი, დილი, ატიკუსი და რედლი-ბუა ცხოვრობენ, ამას ნამდვილად იმსახურებს.
სიუჟეტის გარჩევას აქ არ მოვყვები; ან რა აზრი აქვს – ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს. მარტო იმის თქმა მინდა, როგორი მადლობელი ვარ ამ ქალის, ერთ მშვენიერ დილას თუ საღამოს მაგიდას რომ მიუჯდა და წერა დაიწყო. ალბათ, დიდხანს წერდა, შუბლშეჭმუხნილი ფიქრობდა, კალმის ბოლოსაც ღრღნიდა, შლიდა, ხევდა, ასწორებდა და ბოლოს ყველაზე თბილი, ყველაზე ნათელი წიგნი დაწერა, რაც კი აქამდე კაცობრიობას ღირსებია. ბოროტებასა და ძალადობაზეც ბევრი რამ გვიამბო, იმ სამარცხვინო რამეზეც, რასიზმი რომ ჰქვია და, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენოს, სიმძაფრე დღემდე არ დაუკარგავს… სამაგიეროდ, გაგვაცნო პრინციპული და სამართლიანი ატიკუსი, “ნაცადი ჩუბინი“; ისიც ძალიან მარტივად აგვიხსნა, რატომ არ უნდა მოვკლათ ჯაფარა – “ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს… ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს.“
ჰო, კიდევ ჯემი და დილი დაგვიმეგობრა, ბრაზიანი, მაგრამ კეთილი კელპურნია, ყასიდად რომ იმუქრება ხოლმე – “თუ მისტერ ფინჩმა არ გაგალახათ, მე მაინც ვერ გადამირჩებით“-ო; და, რაც მთავარია, მწერალმა ჩაასახლა ამ წიგნში პატარა და სასაცილო ჭყიტა, დაგვანახა სამყარო მისი თვალით და გადო ხიდი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია, დავბრუნდეთ ბავშვობაში და სულში ძალიან ბევრი სინათლე და სითბო შემოვუშვათ.
ბევრი როდია ამქვეყნად ასეთი წიგნი და ყველას სათითაოდ უნდა გავუფრთხილდეთ, მარცვალ-მარცვალ უნდა ვაგროვოთ მათში დაბუდებული სიკეთე, გული ავივსოთ და სხვებსაც გავუნაწილოთ.
დამიჯერეთ, ჩვენც უკეთესები გავხდებით და სამყაროც.
“ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს”
ჩემით გავალ :)
LikeLike
დიდი სიამოვნება გელის წინ ^_^
LikeLiked by 1 person
ჰარპერ ლი ერთი, მაგრამ სხვების ტომეულებს რომ არ ჩამოუვარდება, ისეთი წიგნის ავტორი მეგონა… არადა თურმე სიურპრიზს გვიმზადებს :)
LikeLiked by 1 person
“ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს”
ჩემით გავალ 2 :))
LikeLike
მე გავიდე, ის დროა :ფიქრ:
LikeLike
შენ დარჩი და გვიდესპანე სიკეთისკენ მიმავალ გზაზე :))
LikeLiked by 2 people
ოლ რაიტ, ბოს ) დავრჩეთ ყველა )
LikeLike
ასეთი მკვეთრი განცხადებების შემდეგ შეთანხმება მაინც მიღწეულია ! :)
LikeLike
მთავარი ეს არის )
LikeLiked by 1 person
არც მე წამიკითხავს :/
LikeLike
ძედა :) მოკლედ, მოსალოცი ხალხი შეიყარა აქ. როგორ მშურს თქვენი, არ იცით :)
LikeLiked by 1 person
უელქამ )
LikeLike
არც მე წამიკითხავს :/
პ.ს. ძლივს დავაკომენტარე :)
LikeLiked by 1 person
” ყველაზე კეთილი წიგნები… “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება” – ჩემი ყველაზე კეთლი წიგნების სიასაც უთუოდ სათავეში ექცევა. წიგნი სიკეთეზე, მიტევებაზე, ჰუმანურობაზე, თანასწორობაზე, კათარზისზე და კიდევ ბევრ კარგ რამეზე. ადამიანს რომ შეგაყვარებს, რწმენას რომ გაგიმყარებს და სიცოცხლე რომ გაგიხარდება, ის წიგნია! <3
LikeLike
P.S. მეც დამიგვიანდა – წელიწადი და 2 თვის წინ წავიკითე :p
LikeLike
“ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს”
ჩემით გავალ 5 თუ 6 :)))))
სამაგიეროდ პირველად წაკითხვის ბედნიერება მელოდება წინ . სულაკაურის ეს გამოცემაც ნაყიდი მაქვს და რიგს ველოდები , მთელი ოჯახი კითხულობს ))
LikeLike
ვუერთდები მისალოცების სიას ;)))
LikeLike
ეს არ დამეწერა და… :))))))))
LikeLike
მოლი სად იყავი აქამდე :დ
ლი რომ ახალ რომანს ამზადებს გაიგე?
LikeLiked by 1 person
აქ ვარ, როდე :) ვიცი, ველოდები :) და ფბ-ზეც მიწერია ამ პოსტის ბმულზე. შენ არ ხარ ფბ-ზე და იმიტომ ვერ ხედავ :)
LikeLike
ჩემთვისაც ზუსტად ასეთია, ყველაზე კეთილი და განსაკუთრებული წიგნი ♡
რომ წავიკითხე, ბლოგზე დავწერე – ღმერთმა სამყაროს შექმნისას ერთი შეცდომა დაუშვა ადამი და ევას მაგივრად ჭყიტა და ჯემი რომ არ შექმნა მეთქი.:)
LikeLike
მე ხმას არ ამოვიღებ , არ შევიმჩნევ ისე ვიყიდი და წავიკითხავ)))) არსადაც არ გავალ))))
LikeLike
უი არც მე წამიკითხავს! :)))) ჰაჰაჰა, ამ შაბათ-კვირას ვიყიდი და ჩავუჯდები ^_^
LikeLike
ორჯერ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ცხოვრების ფილმი (წიგნი) ვნახე (წავიკითხე). როდესაც პირველად ვნახე “დიდი თევზი” (Big Fish) და წავიკითხე “ნუ მოკლავ ჯაფარას”. როგორც კი ახალი გამოცემა გამოვიდა, წამოვიღე სახლში და სამუშაო მაგიდაზე დევს.
LikeLike
“ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მოლის ბლოგს რომ სტუმრობს და ჰარპერ ლი არ წაუკითხავს”
ვუერთდები “ჩემით გავალ”ების სიას.
არაუშავს! წინ დროა, წავიკითხავ ^_^
LikeLike
უპს, არც მე წამიკითხავს და ეს კარგია. ვბედნიერდები, პირველად წაკითხვის სიამოვნება რომ წინ მელის ხოლმე..
LikeLike
ამწუთას დავასრულე აუდიო წიგნის მოსმენა და ძალიან ვისიამოვნე. ნამდვილად ღირდა დახარჯულ დროდ.
LikeLike
[…] ჯაფარას“. ატიკუსზე, ჯემსა და ჭყიტაზე სულ ახლახან მოგიყევით, ამიტომ სიტყვას აღარ […]
LikeLike
ეს წიგნი რომ წავიკითხე 14 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს ბაკურიანში ვისვენებდი და ერთ სუსხიან და ცივ დღეს ბუხრის წინ რომ დავიწყე კითხვა და ლამის გამთენიისას, ერთი ამოსუნთქვით რომ გავათავე. არა იმიტომ რომ “ჩქარა ვკითხულობდი”, არამედ ის იმდენად საინტერესო იყო, რომ რთული იყო მიგენებებინა თავი კითხვისთვის და სხვა საქმით დაკავებულიყავი. როცა მეკითხებოდნენ თუ რომელი წიგნი მომოწნდა ყველაზე მეტად, უპასუხოდ ვრჩებოდი. ვთვლიდი რომ არ მქონდა იმდენი წიგნი წაკითხული რომ გამორჩევა შემძლებოდა
LikeLike