დენიელ კიზი
ყვავილები ელჯერნონისთვის
სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
ბათუმი
2015
მთარგმნელი – თინათინ ხომერიკი.
რედაქტორი – თეა ქიტოშვილი.
ყდის დიზაინი – ია ნინოშვილი.
სერიის დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი.
ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია
“ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა მიზეზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა, პირიქით, სიბნელიდან – სინათლეში. იგივე ითქმის სულზედაც: დავუკვირდეთ შემცბარსა და დაბნეულ სულს, საგანთა გარჩევის უნარი რომ დაჰკარგვია, მაგრამ ბრიყვულად ნუკი დავუწყებთ დაცინვას, არამედ დავუფიქრდეთ – უფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ, პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასევე უჩვევმა ბრწყინვალებამ? ამ შემთხვევაში შეიძლება ნეტარებად დავსახოთ მისი ყოფა, პირველ შემთხვევაში კი მისდამი თანაგრძნობა გვმართებს. მაგრამ თუ ვინმე მაინც ვერ იკავებს სიცილს, ეს დაცინვა ნაკლებად ბრიყვული იქნება, თუკი მისი საგანია სული, რომელმაც სინათლის საუფლოდან სიბნელეში ამოყო თავი”.
- პლატონი, „სახელმწიფო“[1]
ვუძღვნი დედაჩემს
და მამაჩემის ხსოვნას
მიხშეული წედეგების ანგარიწი #1
3 მრტი
ექიმმა სტრაუსმა ესე მითხრა დღეიდან ყველაფერი დაშერე რასაც ფიქროფ და გახსოვს და რაც გემართებაო. აზზე არ ვარ რატო მარა იმან თქვა ეგ ძაან მნიწნელოვანიაო რო გავიგოთ გამოდგები თუ არაო. იმედია გამოვდგები იმიტორო მის კინიანმა თქვა რო შეილება ჭკვიანი გავხდე. მინდა რო ჭკვიანი ვიყო. მე ჩარლი გორდონი მქვია დონერის საცხობში ვმუწაობ იქ მისტერ დონერი 11 დოლერს მაძლევს კვირაში და კიდე პურს და ნამცხვარს თუ მინდა. 32 შლის ვარ და იმ თვეში ჩემი დაბადებისდღეა. ექიმ სტრაუს და პერფესორ ნიმურს უთხარი კარგათ ვერ ვშერმეთქი მარა იმან თქვა არაუწავსო ისე დაშერე როგორც ლაპარაკობ და კომპუზიციებს როგორც შერ მის კინიანის გაკვეთილებზეო ბეკმენის ჩამორჩენილ მოზდილთა სასშავლო ცენტრში. იქ კვირაში სამჯერ დავდივარ რო ვისშავლო როცა მცალია. ექიმა სტრაუსმა ბევრი დაშერე ყველაფერი რასაც ფიქროფ და ხდებაო მარა მეტი ვეღარ ვფიქროფ იმიტორო აღარ ვიცი რა დავშერო ასერო დღეს მოვჩი… გულითადათ თქვენი ჩარლი გორდონი.
მიხშეული წედეგების ანგარიწი #2
4 მრტი
დღეს გამოცდა მქონდა. მემგონი ჩავიჭერი და ეხლა წეილება აღარ გამომიყენონ. რა მოხდა და პერფესორ ნიმურის კაბინეტში მივედი სადილის დროს როგორც იმათ მითხრეს და იმისმა დივანმა სადღაც მიმიყვანა კარზე ფსიქ გაყოფილება ეწერა დიდი დერეფანი და ბევრი პატარა ოთახი და მარტო მაგიდა და სკამები იყო. ერთ ოთახში კარგი კაცი იყო და თეთრი ფურცლები ქონდა და მელანი ქონდა გადასხმული. იმან მითხრა დაჯექი ჩარლიო და მოდუნდი და კონფორტულათ მოეწყეო. თეთრი რაღაცა ეცვა ექიმივით მარა მემგონი ექიმი არ იყო იმიტორო არ მითხრა პირი გააღე და ა თქვიო. მარტო ის თეთრი ფურცლები ქონდა და ეგ იყო. ბერტი ერქვა. გვარი დამავიწყდა ცუდათ მახსოვს ხოლმე რაღაცეები და იმიტო. არ ვიცოდი რა უნა ექნა და სკამს მაგრა ჩავაფრინდი სტუმატოლოგთან რო ვარ ხოლმე ხანდახან ეგრე ბერტი არც სტუმატოლოგი არარი მარა მეუბნებოდა მოდუნდი მოდუნდიო და მაგრა შემეშინდა იმიტორო ეგრე რო მეუბნებიან მერე მტკენენ ხოლმე.
ბერტმა მითხრა ჩარლი აბა რას ხედავ ამ ქაღალდზეო. ზედ მელანი იყო დაღვრილი და ჩემი კურდღლის ფეხი კი ჯიბეში მქონდა მარა მაინც მაგრა წემეწინდა იმიტორო პატარა რო ვიყავი სკოლაში გამოცდებში სუ ვიჭრებოდი და მელანსაც ვღვრიდი ხოლმე.
ბერტს უთხარი თეთრ ქაღალდზე მელანი ასხია მეთქი. ბერტმა თქვა ჰო და გაიღიმა და კარგათ გავხდი. დანარჩენი ქაღალდების ამოტრიალება გააგრძელა და მე უთხარი რო ვიღაცამ შითელი და წავი მელანი გადაასხა ფურცლებზე მეთქი. მე ვიფიქრე რა ადვილი გამოცდა იყო მეთქი და ავდექი წასასვლელათ მარა ბერტმა გამაჩერა მითხრა დაჯექი ეხლავე ჩარლი ჯერ არ დაგვიმთავრებიაო. კიდე რაღაცეები უნა გავაკეთოთ ამ ქაღალდებითო. ეგ ვერ გავიგე მარა მახსოვდა რო ექიმმა სტრაუსმა მითხრა ყველაფერი გააკეთე რასაც გამომცდელი გეტყვის უაზროც რო იყოს იმიტორო გამოცდააო.
კარგათ არ მახსოვს ბერტმა რა თქვა მარა მახსოვს რო უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა იყო. მელანში ვერაფერს ვერ ვხედავდი მარა ბერტმა თქვა მანდ ნახატიაო. ნახატს ვერ ვხედავდი. ძაან ვცადე დანახვა. ჯერ ახლოს დავიჭირე ქაღალდი მერე შორს. მერე ვთქვი სათვალე რო მქონდეს დავინახავ მეთქი სათვალე კინოწი მიკეთია და ტელევიზორს რო უყურეფ ხოლმე მაშინ მარა მე ვთქვი იქნებ ნახატი ესე უფრო დავინახო მეთქი. გავიკეთე და აბა კიდე მანახეთ ფურცელი ეხლა კი ნაღდათ დავინახავ მეთქი.
მაგრა ვეცადე მარა ნახატებს ისევ ვერ ვხედავდი მარტო მელანს. ბერტს უთხარი იქნებ ახალი სათვალე მჭირდება მეთქი. ქაღალდზე რაღაცა დაშერა და წემეწინდა გამოცდაწი ჩავიჭერი მეთქი. ჰოდა უთხარი ძაან ლამაზი მელნის ნახატია და გარშემო მაგარი შინშკლები აქვ მეთქი მარა თავი გაიქნია და ესეიგი არც ეგ არ იყო სშორი. მე ვკითხე სხვები ხედავენ რამეს მელანწიმეთქი იმან კიო მელნის ლაქაში ნახატებს შარმოიდგენენო. ქაღალდზე რო მელანია მაგას მელნის ლაქა ქვიაო.
ბერტი ძაან კეთილია და ნელა ლაპარაკოფს როგორც მის კინიანი თავის კითხვის გაკვეთილებზე წენელებული განვითარების ზდასრულებისთვის სადაც კითხვის სასწავლად დავდივარ. ამიხსნა, ეს რორ შაჰის ტესტიაო. ხალხი მელანში რაღაცეებს ხედავსო. მე უთხარი აბა სადამეთქი. არ მანახა მეუბნებოდა იფიქრე წარმოიდგინე რო რაღაცაა ფურცელზეო. მე უთხარი მელნის ლაქა შარმოვიდგინე მეთქი. იმან თავი გაიქნია ესეიგი არც ეგ არ იყო სშორი. მითხრა რას გაგონებსო შარმოიდგინე ვითომ რაღაცააო. თვალები დავხუჭე დიდიხანი რო შარმომედგინა და მერე უთხარი რო შარმოვიდგინე მელნიანი ბოთლი თეთრქაღალდზე მოაპირქვავეს მეთქი. ეს რო უთხარი იმას ფანქრის წვერი მოუტყდა და ავდექით და გამოვედით.
მემგონი იმ ვიღაც შაჰის ტესტი ვერ ჩავაბარე.
მე3ე მიხწეული წედეგების ანგარიში
5 მრატი – ექიმა სტრაუსმა და პეროფესორმა ნიმურმა თქვეს არაუშავს მელნიან ქახალდებზე რო ეგრე გამოვიდა. მე უთხარი მე არ დამიღვრია ზეთ მელანი და ვერაფერს ვერ ვხედავ მელანწი. იმათ თქვეს რო ჩარლი წეილება მაინც გამოგვადგე. ექიმსტრაუს უთხარი მის კინიანი ეგეთ ტესტებს არ მაძლევს ეგ მარტო შერაკითხვას მასშავლის. იმან თქვა მის კინიანმა თქვა რო მაგისი ყველაზე საუკეთესო მოსშავლე ვიყავი ბიკმანის ჩამორჩენილ მოზდილთა სკოლაწი და ყველაზე ბეჯითათ ვმუწაობდი იმიტორო ძალიან მინდოდა სშავლა ჩემზე უფრო ჭკვიან ხალხზეც კი უფრო ძალიან.
ექიმა სტრაუსმა მითხრა შენით როგორ მიხვედი ბიკმინის სკოლაში ჩარლი როგორ მიაგენი. მე უთხარი არ მახსოვს.
პეროფესორმა ნიმურმა თქვა საერთოთ რათ გინდოდა შერაკითხვა რო გესშავლა. მე უთხარი იმიტორო მთელი ცხოვრება სუ მინდოდა რო ჭკვიანი ვიყო სულელი არ ვიყო და დედა სუ მეუბნებოდა რო ეცადე სშავლასო როგორც მის კინიანი მეუბნება მარა ძაან ძნელია რო ჭკვიანი იყო და მის კინიანის გაკვეთილებზეც რო ვსწავლობ რაღაცეებს სკოლაში მერე სუ მავიშყდება.
ექიმა სტრაუსმა რაღაცეები დაშერა ფურცელზე და პეროფესორი ნიმური ძაან სერიოზულათ დამელაპარაკა. იმან თქვა იცირა ჩარლი ჩვენ არვიცით ეს ექსპედიმენტი ადამიანებზე როგორ იმოქმედებს იმიტორო აქამდე მარტო ცხოველებზე გვაქ ჩატარებული. მე უთხარი მის კინიანმაც ეგრე თქვა მარა არაუშავს თუ მეტკინება ან რაღაცა იმიტორო ძლიერი ვარ და მაგრათ ვიმუწავებ.
მინდა რო ჭკვიანი გავხდე თუ ნებას დამთავენ. იმათ თქვეს ოჯახის ნებადართვა გვჭირდება მარა ძია ჰერმანი ვინც მე მივლიდა მოკვტა და ჩემი ოჯახის ამბავი არვიცი. დედაჩემი და მამაჩემი და ჩემი პატარა და ნორმა დიდი დიდი ხანია არ მინახია. შეიძლება ეგენიც მოკვტენ. ექიმა სტრაუსმა თქვა არ იცი სად ცხოვრობენო. მემგონი ბრუკლინში. იმან მითხრა ვნახოთ ვცედებით და იქნებ ვიპოვოთ.
ნეტა ბევრი არიყოს ხოლმე დასაშერი ეს მიხწეული წედეგების ანგარიწები იმიტორო ბევრი დრო უნდა და ძაან გვიან ვწვები და დილით სამსახურწი სუ დაღლილი ვარ. გიმპიმ დამიყვირა იმიტორო ღუმელში შესაცხობათ რო ფუნთუწებიანი ლანგარი მიმქონდა ხელიდან გამივარდა და ფუნთუშები დაისვარა და გიმპის გასაშმენდი გაუხდა რო მერე ღუმელში შეედო. გიმპი სუ მიყვირის ხოლმე რამეს რო ვაშავებ მარა ძაან მოვშონვარ იმიტორო ჩემი მეგობარია. აუ როგორ გაუკვირდება მე თუ ჭკვიანი გავხდები.
მიხწეული წედეგების ანგარიწი #4
6 მრტი – დღეს კიდე ჩამიტარეს უცნაური ტესტები რო გაიგონ გამოვადგები თუარა. ისევ იმ ადგილას ოღონთ სხვა გამოსაცდელი ოთახი იყო. კეთილმა ქალმა ჩამიტარა და იმან მითხრა რა ქვია. მე უთხარი როგორ იწერება რო მიხწეული წედეგების ანგარიწწი ჩავშერო. თემატური აპერცეპციის ტესტი. პირველი ორი სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს მარა ტესტი ვიცი რა არი. ტესტი უნა ჩააბარო თორე ცუდი ნიშნები გექნება.
ტესტი ადვილი ჩანდა იმიტორო სურათებს ვხედავდი. ოღონთ ეხლა არ უნდოდა რო მეთქვა რა ჩანდა. მე უთხარი გუშინ ბერტს უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა არი. იმან მითხრა ეგ არაფერი ეს ტესტი სხვა რამეზეა. ეხა ამბები უნა მოიგონო სურათებზე რო ხალხია იმათზე.
მე უთხარი იმათი ამბები როგორ უნა მოვყვე ვისაც არ ვიცნობ. იმან თქვა შარმოიდგინე მარა მე უთხარი ეგ ხო ტყუილის თქმა გამოვა. ტყუილებს აღარასოდეს აღარ ვიტყვი იმიტორო პატარა რო ვიყავი ვიტყუებოდი ხოლმე და მერე სუ მცემდენ. საფულეში ჩემი და ნორმას და ძია ჰერმანის სურათი მაქ იმან სამსახური მიშოვა დონერის საცხობში დამლაგებლათ სანამ მოკვტებოდა.
მე უთხარი თუგინდა მაგათზე მოგიყვები ამბებს იმიტორო ძია ჰერმანთან ერთად დითხან ვცხოვრობდი მარა იმ ქალს მაგათი ამბები არ უნდოდა. იმან თქვა რო ეს ტესტი და ის მეორე შაჰის ტესტი პიროვნების გასაგებათ არი. მე გავიცინე. უთხარი ეგ როგორ უნა გაიგო ქაღალდებზე დაღვრილი მელანით და იმ ხალხის ფოტოებით ვისაც არ იცნობ. ის კიდე გაბრაზდა და სურათები წაიღო. არ მენაღვლება.
მემგონი ეგ ტესტიც ვერ ჩავაბარე.
მერე ნახატები დაუხატე მარა ხატვა დიდათ არ მეხერხება. მერე მეორე გამომცდელი ბერტი მოვიდა. თეთრები ეცვა. მაგას ბერტ სელდენი ქვია და ბიკმანის უნივერსტეტის მეოთხე სართულზე სხვა ოთახში წამიყვანა კარზე რო ფსიქოლოგიის ლაბორატორია აშერია. ბერტმა თქვა ფსიქოლოგია გონებას ნიწნავს და ლაბორატორია ის ადგილია სადაც ექსპეარმინტებს აკეთებენ. მემეგონა იქ საღეჭ რეზინებს აკეთებდენ[2] მარა მემგონი თავსატეხებს და თამაწებს აკეთებენ იმიტორო ეგენი გავაკეთეთ.
თავსატეხი კარქათ არ გამომივიდა იმიტორო სუ დამტვრეული იყო და ნატეხები ერთმანეთწი ვერ ჯდებოდა. ერთი თამაში იყო ქაღალდი ზედ იყო ბევრი ხაზი და უჯრები და ერთ მხარეს „წესასვლელი“ ეწერა მეორე მხარეს „გასასვლელი“. იმან თქვა ეს ლაბრინთია და ფანქარი უნდა აიღო და წესასვლელი რო შერია გასასვლელი რო შერია იქამდე ისე უნდა იარო რო ხაზები არ გადაკვეთო.
ლაბრინთი ვერ გავიგე და ბევრი ქაღალდი გავაფუჭეთ. მერე ბერტმა თქვა მოიცა ახლა რაღაცას გაჩვენებ წამო ექსპეარმინტულ ლაბორატორიაში იქნებ გაიგო. მე5ე სართულზე ავედით სხვა ოთახი იყო შიგნით იყო ბევრი გალიები და ბევრი ცხოველები მაიმუნები და თაგვები. ძველი ნაგვის სუნი ქონდა. სხვა ხალხიც იყო თეთრები ეცვათ ცხოველებს ეთამაშებოდენ და ვიფიქრე ცხოველების მაღაზიაათქო მარა მყიდველები არ ყავდათ. ბერტმა თეთრითაგვი გალიიდან ამოიყვანა და მაჩვენა. იმან თქვა ეს არი ელჯერნონი და ამას ლაბრინთი ძაან კარქათ გამოსდის. მე უთხარი აბა მანახე როგორ შვება.
იმან ელჯერნონი დიდი მაგიდასავით ყუთში ჩასვა სუ წესახვევები და გამოსახვევები და კედლები ქონდა და იმ ქაღალდივით „შესასვლელი“ და „გასასვლელი“ ეშერა. მარა მაგიდას წუწა ეხურა და ბერტმა საათი ამოიღო და გასაშევი კარი გაშია და თქვა ელჯერნონ წავიდა და თაგვმა ორსამჯერ მიყნოსმოყნოსა და გაიქცა. ჯერ პირ და პირ მირბოდა მერე წინ რო ვეღარ მიდიოდა იქ დაბრუნდა საიდანაც დაიშყო და ერთიწუთი ეგრე იდგა და ულვაშებს აცმაცუნებდა მერე სხვაგან გაუხვია და გაიქცა.
იმას გავდა რაც ბერტს უნდოდა მე რო გამეკეთებინა ოღონდ ქაღალდზე დამეხაზა. მე ვიცინოდი იმიტორო მეგონა რო თაგვისთვის ეგ ძნელი რაღაცა იყო. მარა ელჯერნონმა გააგრძელა სირბილი და სუ სწორ ადგილებში უხვევდა მერე იქ გამოვიდა სადაც გასასვლელი ეშერა და დაიშრიპინა. ბერტმა თქვა რო ესეიგი უხაროდა რო სწორათ გააკეთა.
მე ვთქვი ბიჭოს ეს რა ჭკვიანი თაგვია. ბერტმა მითხრა შეეჯიბრები ელჯერნონს. მე უთხარი კი და იმან თქვა სხვანაირი ლაბრინთიც მაქ დაფაზე დახაზული და ელეკტრო ჯოხი ფანქრის მაგივრათ. იმან თქვა ელჯერნონის ლაბრინთს გადავაკეთებ ისე რო ერთნაერი იყოს ერთიდაიგივე რო აკეთოთ.
ფიცრები სუ გაწიგამოწია ელჯერნონის მაგიდაწი იმიტორო მოძრაობენ და სუ სხვანაირად შეგიძლია გადააკეთო. მერე შუშა დაახურა რო ელჯერნონი ვერ გადაახტებოდა კედლებს რო გამოსასვლელთან მისულიყო. მერე მე მომცა ელეკტრო ჯოხი და მანახა როგორ უნა დამედო და გამეყოლებინა ხაზებისთვის და არშეილებოდა რო ხაზისთვის მომეწორებინა უნა მივყოლოდი ხაზებს თორე დენი დამარტყავდა.
საათი ამოიღო და დამალვას ცთილობდა ამიტო ვეცადე რო არ შემეხედა იმისთვის და ვნერვიულობდი.
რო თქვა შავიდა ვეცადე წავსულიყავი მარა არ ვიცოდი საით უნა წავსულიყავი. გზა არვიცოდი. მერე მაგიდის ყუთიდან ელჯერნონის შრიპინი და ფხაკუნი გავიგე ალბად უკვე დარბოდა. დავიწყე მოძრაობა მარა არასშორად მივდიოდი გავიჭედე და ცოტა დენმა დამარტყა თითებზე და წესასვლელთან დავბრუნდი მარა სხვა მხარეს რო მივდიოდი სუ ვიჭედებოდი და დენი მარტყავდა. არ მტკენია და არაფერი უბრალოთ ცოტა შევხტი და ბერტმა თქვა ეს იმისთვის რო ნახო რო არასწორეთ მიდიხარ. დაფის შუაში ვიყავი რო გავიგე რო ელჯერნონმა ისევ ბედნიერათ დაიწრიპინა და ესეიგი იმან მოიგო შეჯიბრი.
მერე კიდე ათ ჯერ რო შევეჯიბრეთ სუ ელჯერნონი იგებდა იმიტორო მე არ ვიცოდი სწორი ხაზები რო სადაც გასასვლელი ეწერა მივსულიყავი. არ მწყენია იმიტორო ელჯერნონს უყურე და ვისწავლე როგორ უნა გამოვიდე ლაბრინთიდან დიდი ხანიც რო დამჭირდეს.
მერავიცოდი თაგვები რო ეგეთი ჭკვიანები არიან.
მიღშეული შედეგების ანგარიწი #5 6 მარტი
ჩემიდა ნორმა იპოვეს დედაჩემთან ერთად ცხოვრობს ბრუკლინში და იმან მიცა ოპერაცის ნებადართვა. ასერო გამომიყენებენ. ისეთი გახარებული ვარ რო ძლივს ვშერ. მარა პეროფესორმა ნიმურმა და ექიმა სტრაუსმა ჯერ იჩხუბეს. პეროფესორ ნიმურის კაბინეტში ვიჯექი ექიმი სტრაუსი და ბერტ სელდენი წემოვიდენ. პეროფესორი ნიმური ნერვიულობდა ჩემ გამოყენებაზე მარა ექიმა სტრაუსმა უთხრა რო აქამდე ვინც გამოუცდიათ ჯერ ჯერობით საუკეთესო ვარ. ბერტმა უთხრა რო მის კინიანმა ყველაზე მეტი რეკუმენდაცია გამიშია მათშორის ვისაც ჩამორჩენილი მოზდილების ცენტში ასშავლიდა. მე რო დავდივარ იქ.
ექიმა სტრაუსმა თქვა რო ჩემწი არი რაღაც ძალიან კარგი. ძალიან მოდი ვირებულიაო. არც ვიცოდი რო ეგეთი რამე მჭირს. კარგათ გავხდი რო თქვა სამოზდარვიანი აიქუს მქონე ყველა პაციენტს კი არააქ ეგო. არვიცი ეგ რაარი და საიდან მაქ მარა ელჯერნონსაც ქონია. ელჯერნონი ყველის ნაჭრით არი მოდი ვირებული ყუთწი რო უდებენ ხოლმე. მარა მარტო ეგ არუნა იყოს იმიტორო ამკვირაში ყველი საერთოთ არ მიჭამია.
პეროფესორი ნიმური ღელავდა რო ჩემი აიქუ ძაან მაღლა აიშევდა იმ ძაან დაბლიდან ეხა რო მაქ და ცუდათ გავხდებოდი. მერე ექიმა სტრაუსმა პეროფესორ ნიმურს რაღაცა ისეთი უთხრა რო ვერ გავიგე ამიტო ავდექი და სანამ ლაპარაკობდენ რვეულში რაღაცეები ჩავიშერე ჩემი მიხწეული შედეგების ანგარიწისთვის.
იმან თქვა ჰაროლდ პეროფესორ ნიმურს ჰაროლდი ქვია ვიცი რომ შენი პირველი ახალი ყაიდის ინტელექ***სიტყვა ვერგავიგე*** სუპერმენის როლში ჩარლი არწამოგედგინა მაგრამ ასეთი დაბალი მენტ*** მქონე პაციენტები უმეტესად კონფლ*** და არაკოლაბორ*** არიან როგორცწესი უხალისოები და აპათიუ*** და მათთან კავშირის დამყარება ძნელია. ჩარლის კარგი ხასიათი აქ ინტერესიანი და ხათრიანია.
მერე პეროფესორმა ნიმურმა თქვა გახსოვდეთ ესიქნება პირველი ადამიანი რომლის ინტელ*** მაჩვენებელი ქირურგირული ჩარევის შედეგათ გაუმჯობესდება. ექიმა სტრაუსმა თქვა მეც მაგას ვამბოფ. სად ვიპოვით მეორე ესეთ ჩამორჩენილ მოზდილს ასეთი მოდი ვირებული რო იქნება რო ისწავლოს. ხანეთ რა კარგათ ისწავლა წერაკითხვა თავისი დაბალი გონებრივი ასაკის კვალობაზე. ეს გრანდიოზ*** მიხწევაა.
ყველა სიტყვა ვეგავიგე თან ძაან ჩქარა ლაპარაკობდენ მარა მემგონი ექიმი სტრაუსი და ბერტი ჩემ მხარეზე იყვნენ და პეროფესორი ნიმური არა.
ბერტი იმეორებდა ალის კინიანი თვლის რომ მას სწავლის უკიდეგ*** წყურვილი აქვს. პირდაპირ იხვეშებოდა გამომიყენეთო. მართლა ეგრე იყო იმიტორო მინდოდა რო ჭკვიანი გამვხთარიყავი. ექიმი სტრაუსი ადგა გაიარგამოიარა დათქვა ჩემიაზრით ჩარლი უნა გამოვიყენოთ. ბერტმა თავიდაუქნია. პეროფესორმა ნიმურმა თავი მოიფხანა და ცერათითი ცხვირზე მოისვა და თქვა ალბათ მართალიხარ. კარგი გამოვიყენოთ ჩარლი. მაგრამ უნა აუხსნათ რომ ექსპეარმინტს შეილება უამრავი გაუთვალისშინებელი რამე მოყვეს.
ესრო თქვა ისე გამიხარდადა ისეთი ბედნიერი ვიყავი რო წამოვხტი და ხელი ჩამოვართვი იმიტორო ესე კარგათ მექცეოდა. მემგონი შეეშინდა.
იმან თქვა ჩარლი ამას დიდიხანია ვცდით მაგრამ მხოლოთ ელჯერნონის ნაირ ცხოველებზე. დარწმუნებული ვართ არავითარი ფისიკური საფთხე არ გემურქება მაგრამ სხვა საკიხთებია რომლებზეც ექსპეარმინტამდე ვერაფერს გეტყვით. მინდა რო გესმოდეს ექსპეარმინტი შეილება ჩავარდეს და არცარაფერი წეიცვალოს. ან შეილება დროებით გამართლოს და მერე უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩდე ვიდრე ახლახარ. გესმის ეს რასნიწნავს. ასერო მოხდეს შენი უკან გაგზავნა მოგვიშევს უორენის სახემწიფო თავშესაფარში.
მე უთხარი ეგ არ მანაღვლებს იმიტორო არაფრისაც არმეშინია. ღონიერი ვარ და სუ კარქათ ვიქცევი კიდე კურდღლის ფეხი თილისმა მაქ და სარკე არასოდეს არ გამიტეხია. ერთხელ თეფშები დამივარდა მარა ეგ არითვლება. ეგ ცუდის ნიწანი არარი.
მერე ექიმა სტრაუსმა თქვა ჩარლი ეს ექსპეარმინტი რო ჩაფლავდეს მეცენიერებაში მაინც უდიდეს შვლილს წეიტან. ამ ექსპეარმინტმა ცხოველებზე გამართლა მაგრამ ადამიანებზე ჯერარავის გამოუცდია. პირველი შენიქნები.
მე უთხარი მადლობა ექიმო როგორც მის კინიანი ამბოფს არ ინანებთ რო მეორე ჩანსი მომეცით. მართლა ეგრე ვფიქროფ. ოპერაცის მერე ვეცდები რო ჭკვიანი გავხდე. ძაან მაგრათ ვეცდები.
[1] პლატონი, “სახელმწიფო“; მთარგმნელი – ბაჩანა ბრეგვაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013.
[2] სიტყვების თამაშია – ‘’Spearmint’’ – საღეჭი რეზინი, რომელსაც ამერიკული კომპანია „რიგლი“ 1893 წლიდან დღემდე აწარმოებს.
ის პატარა მოთხრობა მაქვს წაკითხული ბრედბერის “ცელთან” და კიდევ ერთ მოთხრობასთან ერთად რომ არის გამოცემული.
LikeLiked by 1 person
როგორ ველოდები რომანის ფორმატში :) მოთხრობას დიდხანს ვყავდი გავლენის ქვეშ.
LikeLiked by 1 person
ჩემს ფავორიტ სამ სერიას მეოთხე ემატება :) თან რა დასაწყისია – ელჯერნონი, რომლის მოკლე ვერსიასაც დღემდე ვერ ვივწყებ, უკვე საყვარელი სტრუგაცკები და დიდი ხნის განმავლობაში სასურველი, მაგრამ “თავმოუბმელი” დიკის ალტერნატიული ისტორია :)
LikeLiked by 1 person
რიგითი მკითხველის სტატუსით მეც დავწერ ორ სიტყვას:
ქავერი გადასარევია. გამომცემლობის ლოგო მომწონს ძალიან. განსაკუთრებით, ღია ვარიანტი. სერიის ლოგი – ატომის მოდელი და წიგნი – ძალიან უხდება ფანტასტიკას. თავად სერიას რომ კბილაკაწკაწებული ველოდები, ამას თქმაც არ უნდა.
თარგმანს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა. მე ცოტა მეტი მაქვს წაკითხული, ვიდრე აქ დევს და ყოჩაღ თინათინს )
LikeLiked by 1 person
მოვიხიბლე <3
როგორც აქედან მრჩება შთაბეჭდილება, ამაზე მეტად ორიგინალთან მიახლოებული თარგმანის შესრულება, უბრალოდ, არარეალურია. მოთხრობა კი სულ ახლახანს ჩამივარდა ხელში და ძალიან კარგი, რომ რომანიც შთაბეჭდილებების გამონელებამდე მომისწრებს.
როგორც ფეისბუქზეც დავწერე, ძალიან კარგი წამოწყებაა და არაჩვეულებრივი პროექტი დაიქოქა <3
LikeLiked by 1 person
აქაც გილოცავ რუბრიკის პირველ პოსტს :) დაე, მკითხველი არასოდეს მოკლებოდეს შენს სრულიად გენიალურ ბლოგს <3
მეც რიგითი მკითხველის პოზიციიდან ვიტყვი, რომ თიკომ, ჩემი აზრით, იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული თარგმანი დადო. და კიდევ, დიდი ხანი არ არის დარჩენილი იმ დრომდე, როცა თიკო ქართველ ტოპ-მთარგმნელებში საპატიო ადგილს დაიკავებს, ასე მიგრძნობს გული :) ^_^
LikeLiked by 1 person
<3 დამაინტერესა :) ანუ ადრე მოტხრობის სახით იყო (სადმე ) და ეხლა მთლიანად გამოდის ?
LikeLike
ანი, არსებობს მოთხრობაც (თარგმნილია ორჯერ) და რომანიც, რომელიც პირველად თარგმნეს. ეს რომანია.
LikeLike
ძალიან დამაინტერესა, მოთხრობა არ მაქვს წაკითხული და რომანს აუცილებლად წავიკითხავ. დიზაინი მეც ძალიან მომეწონა
LikeLike
ვაიმე, ვაიმე, ვაიმე….რა საინტერესო დასაშყისია. საქართველოწი რო ჩამვლ, აუცილებლად ვიყიდი, აუცილებლად.
LikeLiked by 1 person
ამ სერიისთვის აშკარად დამატებითი ოთახი დამჭირდება :)
LikeLiked by 1 person
წიგნი სამი რამის – ავტორის , შინაარსის და ყდის გამო შეიძლება შემიყვარდეს . ხშირად ყოფილა , წიგნი მხოლოდ შთამბეჭდავი ყდის გამო შემიძენია და არც წაკითხვის შემდეგ მინანია . უმთავრესი მიზეზი , რის გამოც ახალი გამომცემლობის წიგნებს კბილების კაწკაწით ველოდები , ის არის , რომ ყველაფერს ერთად აქცევენ ყურადღებას : ყდის დიზაინს , ავტორს , ტექსტს , თარგმანს . ამიტომაც მგონია რომ ჩემი სახით ერთგულ მკითხველს შეიძენენ და მეც მალე მომიწევს ახალი თაროების მოძიება სპეციალურად ”წიგნები ბათუმში” -სთვის ^_^ და კიდევ , ფანტასტიკის სერია მიხარია საშინლად .
LikeLike
[…] იმის სათქმელად, რომ დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის“ გენიალური წიგნია, ყველაზე ემოციური […]
LikeLike
[…] ისედაც პოპულარულ სტრუგაცკებსა და დენიელ კიზზე რომ არაფერი ვთქვათ, მკითხველი და […]
LikeLike
შავიკითხე მოლიიი.. რას მერჩოდი მოლი..
LikeLike
ეგ არის, ირმა. პირველად ხომ გავსკდი ტირილით. რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენი მეტირება ახლაც.
LikeLike
კარგა ხანია ერთი ამოსუნთქვით წიგნი არ წამიკითხავს. მადლობა იდიალური თარგმისთვის.
LikeLike