ერთი პატარა წიგნი მივაყოლე დღეს დილის ყავასა და სიგარეტს.
ფერფლი ლამბაქის კიდეზე რომ დამიცვივდა, მერეღა მივხვდი – დიდხანს ვმჯდარვარ გარინდებული, ოთხმოცდაათიანებისკენ პირმიქცეული და გურიის სუნში გახვეული, ბავშვობიდან ნაცნობ, დედულეთის სუნში.
ასე მარტო გურულები წერენ – ცალი თვალით რომ გეტირება და ცალით გეცინება. ალბათ იმიტომ, რომ მათი ყოფაც ასეთივეა და ისინიც ჟონგლიორისთვის შესაშური სიმარჯვით ბალანსირებენ სიცილ-ტირილის სახიფათო ზღვარზე; ერთი ზედმეტი მოძრაობა და ან იქით გადაიჩეხებიან, ან აქეთ. არადა, სწორედ ამ ბალანსმა მოიყვანა გურულები დღემდე, საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე ელვისებური გადასვლის ხელოვნებამ, ავტორმა “გურული პარადოქსი“ რომ უწოდა.
პატარა წიგნი-მეთქი, ვთქვი წეღან. პატარა კი არა, პაწაწუნაა, სულ ერთი ციცქნა, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” და მაინც მთელ გურიას იტევს. აქედან შეიტყობთ, რომ გურულად სექსს აჯიბაკური რქმევია, ლობიოს ელვა რა არის, იმასაც გაიგებთ, გურული “ხარჯი ნაქნარიას” ლოგიკასაც ჩასწვდებით და სხაპასხუპით მოყრილი “რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?” რას ნიშნავს, ამის ამოხსნაც თქვენზე იყოს.
ნათელა შეგიყვარდებათ აუცილებლად. არ შეიძლება, არ შეგიყვარდეთ ქალი, რომლისთვისაც ქვეყანა დაიქცეოდა თურმე, შვილიშვილს ძილის წინ ერთი ლექსი მაინც რომ არ ესწავლა.
ალისტრახოვიჩი ჩაგწყდებათ გულში, იმ კუნჭულში, სადაც ყველაზე სათუთი სიმებია გაბმული; ერთით ნაკლები სიმი დაგრჩებათ უეჭველად.
დათიკო ჟღენტის ამბავს მისი ბადიში გიმბერგი გიამბობთ და ამასაც დააყოლებს: “ქარიც მოტანილც ქარი წეიღეფსო, ხომაა ნათქუამი, – იგია ნაარმევი. სხვისი წანაგლეჯაი არკაც არ შიერგება!”
კიდევ რა მგონია, იცით? უთუოდ მიუბრუნდებით ერთ ეპიზოდს და გადაიკითხავთ, როგორ თოხნიდა სასიკვდილო სარეცელზე არონ ჩხარტიშვილი. ჩვენთვის, ვისაც თოხი და ბარი არასოდეს აგვიღია ხელში, არის ამაში რაღაცა მისტიკური, ბანალურად რომანტიკულ-ბუკოლიკური კი არა, ისეთი, სულს რომ შეგიგუბებს და ძლივსღა ამოგასუნთქებს.
კიდევ რა… არც არაფერი, გარდა იმისა, რომ მთელი დღეა, იქაურ განწყობაზე ვარ და მომპალი მანდარინის სუნი მიღიტინებს ცხვირში… გურულების განთქმული სტუმართმოყვარეობა, გამაოგნებელი იუმორი და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ხიბლი სიცოცხლეში ერთხელ ალბათ ყველა თქვენგანს გამოუცდია საკუთარ თავზე და თუ არა, ნება მიბოძეთ, ეს უდიდესი დანაკარგი გურულად და ხმამაღლა შევიცხადო, რადგან “მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი”.
არავინ შემომედავოთ!
ბებიაჩემმა ნათელამ კი დაიწუნა – აია სულ გურიაო, მაგრამ მაინც კარგი იყო :D ზედმეტად ცოტა, მაგრამ მაგარი :D
LikeLike
დედას მოეწონა ძალიან ) ჩიბათურ სისხლს მაინც თავისი გააქვს )
მეც მეცოტავა, ისე. სამჯერ მეტსაც სიამოვნებით წავიკითხავდი )
LikeLiked by 1 person
გურული ქმარ-შვილის პატრონი, მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნი ნეტა? ;)
წიგნი არაჩვეულებრივია, პოსტი- “თლათ გადასარევი” ♡
LikeLiked by 1 person
ქმარ-შვილი ძალიან ბევრს ნიშნავს ) სულ მცირე, ლეგიონერი გამოდიხარ )))
მადლობა )
LikeLike
ეს რომ არ წავიკითხო ამ საგამოცდო პერიოდში, რა მოასვენებს ჩემ გურულ სულს ^_^
LikeLike
გაქვს უკვე წიგნი? მეც ძალიან, ძალიან მაინტერესებს^^ და კიდევ ბებია მელოდება როდის ჩავუტან ლანჩხუთში “გურულ დღიურებს”
LikeLike
ნათელა ბებია <3
LikeLike
გურული ვარ , გურული ხასიათიც მომდევს მემკვიდრეობით და საერთოდაც , ვგიჟდები ამ ხალხზე : ) წიგნი ვერ ჩავიგდე ჯერ ხელში .
LikeLike
ერთადერთი სხვაობა გურულსა და გიჟს შორის ისაა, რომ გურული გიჟი არაა.
LikeLike
[…] « “მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულე… […]
LikeLike
მიყვარს გიო და ერთი ვერ დავაყენე იმ პოსტს საშველი, მისმა “თავისუფლების დღიურმა” რომ მიკარნახა თემა.
ერთი მეგობარი კი მეკამათებოდა, არ მიყვარს მისი ლექსები, ბუნებრივი ნიჭი არა არისო, ნაწვალები და ნაჯახირებიაო, მაგრამ არ დავეთანხმე სასტიკად :) მარტო იმ ნაწილში ვეთანხმები, რომ მართლა ძალიან ბევრი მეტაფორაა, საკუთარი თავი მაინც როგორ არ გეცოდება, გამოიზოგე სამომავლო ლექსებისთვის-მეთქი,. ვუთხარი ერთხელ, მაგრამ დაგიჯერებს ჯიუტი გურული ვითომ? :)
LikeLiked by 1 person
ანონიმს რომ იცნობ, ის ამბავი :)
მეტაფორები ბევრი აქვს (ძალიან კარგი მეტაფორები, სხვათა შორის) მაგრამ პროზა არანაკლებ გემრიელია. ბელეტრისტიკაც და პუბლიცისტიკაც.
LikeLiked by 1 person
ჰო, მისი მინიატურები მომწონს ძალიან.
LikeLiked by 1 person
ქინდლზე აქვს ერთი სვეტი დაწერილი “ტაბულასთვის”. “ქინდლის სუნი”.
შედევრია.
http://www.tabula.ge/ge/blog/55440-qindlis-suni
LikeLike
ჰო, მახსოვს ეგ სვეტი. გურულებზეც მანდ დაიწყო, როგორც მახსოვს.
LikeLiked by 1 person
მანდ დაიწყო კი :) მეორე ნაწილი იგეგმებაო, გავიგე.
LikeLike
ეე, ანონიმიო. მე ვარ, მე :))
LikeLiked by 1 person
ჰაჰა, შენ კი მიცნობდი :)))
LikeLiked by 1 person
პირველივე წინადადებით გიცანი :) ტალანტ ნე პრაპიოშ-ო, ხომ გაგიგონია :)
LikeLike
მომნატრებია შენი ბლოგი, დავუარე ახლა :)
LikeLiked by 1 person
უელქამ ბექ :) მე შენი ბლოგი მომენატრა და იქნებ აგეხსნა ურდული?
LikeLiked by 1 person
არ ღირს, მგონი :)
LikeLike
მკითხველი გეძებს უკვე. როგორ არ ღირს (
LikeLike