სათაურმა თუ გაგაკვირვათ და ეს დაბეგვილი სნიკერსი რაღა ჯანდაბააო, იფიქრეთ, ნუ აჩქარდებით – პოსტის ბოლოს ყველაფერს აგიხსნით.
მანამდე შოკოლადზე ვილაპარაკოთ.
ერთხელ უკვე დავწერე შოკოლადზე, მაგრამ, უკბილო ხუმრობისა არ იყოს, ჩემი ბლოგია და მოტოციკლს იქ დავკიდებ, სადაც მინდა. თემის გამეორება არავის აუკრძალავს.
ესეც არ იყოს, შოკოლადია, სამარხვო წვნიანი ხომ არა – ნამდვილად იმსახურებს მეორე პოსტს.
კოლეგა ბლოგერს ეწერა ერთგან, შოკოლადი იმასაც კი უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარსო.
მე ასეთ ფილოსოფიურ სიღრმეებს ვერ ვწვდები. სამაგიეროდ, მგონია კი არა, ზუსტად ვიცი, რომ შოკოლადი ღრმა ბავშვობიდან მიყვარს.
ჯერ კიდევ იმ დროიდან, მამას მოსკოვიდან და ლენინგრადიდან რომ ჩამოჰქონდა და საბავშვო ბაღში ჯიბეებგამოტენილი დავდიოდი – სხვებისთვისაც ხომ უნდა მეწილადებინა. სკოლაშიც რომ მატანდა ბებია თითო ფილას – გონებას ხსნისო. წიგნი დამრჩენია შინ, რვეული, ჩანთაც კი. შოკოლადი – არასოდეს.
საჭადრაკო ტურნირების დროს ხომ გამოწერილი მქონდა შოკოლადის დიეტა – სავალდებულო წესით მაჭმევდნენ დილაობით ფინჯან ყავასთან ერთად: ტონუსიო, ესაო, ისაო… ტონუსისა რა მოგახსენოთ, ყავა კი შოკოლადთან ერთად სამუდამოდ შემაყვარეს.
ჩვეულებრივ დღეებში მირთმეულ შოკოლადზე არაფერს ვამბობ – კილოგრამობით მიგროვდება. შავი, თეთრი, ხრაშუნა, რძიანი, თხილიანი, ლიქიორით, კონიაკით, ტკბილი, მწარე და ვინ მოთვლის, როგორი აღარ.
უცნაური ის არის, რომ შოკოლადის ნაყინის მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი და არც ახლა მიყვარს. ვანილისარომატიანი მირჩევნია. აი, შოკოლადის ტორტი… ბელას კი არა, ლიას ტორტი. დედაჩემის საფირმო ტორტი… არა, ამის მოყოლას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ. და ჩასუსნოთ. ორი ნაჭერი. ან სამი. ოთხი უკეთესია.
შოკოლადს ჩემს გასტუდენტებაშიც უდევს წილი. მისაღებ გამოცდებს მე და “სნიკერსი” ერთად ვაბარებდით. ოთხი გამოცდა – ოთხი ბატონი. როგორც რეკლამა გვაგულიანებდა, არ შევჩერდი და წასნიკერსება-წასნიკერსებაში კი ამოვყავი თავი უნივერსიტეტში.
დღეს იმდენნაირი შოკოლადი იყიდება, მოსკოვი და ლენინგრადი ვიღას ახსოვს. ჩადი ნებისმიერ მარკეტში და თუნდაც მთელი კვირის მარაგი მოზიდე. “როზალი” – ბელგიური სასუსნავის სამოთხე, წინათ რომ მელიქიშვილზე იყო და ახლა ფალიაშვილზეა, “შოკოლადის სახლი”, “შოკოლადის სახელოსნოც” გადასარევად მახსენდება… მთავარია, სასწორზე დახედვისა არ შეგეშინდეს.
ჰო. დაბეგვილი “სნიკერსი”. კინაღამ არ დამავიწყდა?!
ჩემი ნოუ ჰაუა. მოლის ექსკლუზივი. ოღონდ რამე განსაკუთრებული ხერხით მომზადებული ნუგბარი არ გეგონოთ – ჩვეულებრივი “სნიკერსის” ბატონია. სავაჭრო ავტომატში რომ დევს. ოღონდ, როგორც წესი, ყველაზე მაღლაა შემოსკუპებული და მონეტებს რომ ჩაყრი, იმ სიმაღლიდან ვარდება.
ჰოდა, უკვე დაბეგვილი გამოგაქვს.
რაო? მაინც რისი თქმა მინდოდა ამ დაუვარცხნელი პოსტით?
განსაკუთრებულის არაფრის. შოკოლადს სიყვარული ავუხსენი, ეს არის და ეს.
ხვალ ან ზეგ სავაჭრო ავტომატიდან დაბეგვილ “სნიკერსს” რომ ამოიღებთ კრუსუნ-კრუსუნით, მოლიც გაიხსენეთ და ერთი ბატონი მის ნაცვლადაც ჩასუსნეთ.
როგორც ვატყობ მოლი, ჩემი არ იყოს, დიდი მსუნაგი ვინმე ყოფილა :)
LikeLiked by 1 person
შენ ვერანდაზე არ ყოფილხარ, ჩემო რეი )
https://mollybloomsday.com/mollys-verandah/
LikeLike
“ქებათა ქება შოკოლადს” უნდა რქმეოდა ამ პოსტს :)
LikeLiked by 1 person
რაღაც ამდაგვარი )
“მე და შოკოლადი – სიყვარულის (თითქმის) 40 წელი”
LikeLike
Everlasting love :) :)
LikeLike
ჩემი ტკბილ-მწარე საყვარელი )
LikeLike
Sweet Evil :)
LikeLiked by 1 person
შენი ბლოგი ისევ ცარიელია (
LikeLike
არ გამახსენო :|
ერთ იდეას ვუტრიალებ დიდი ხანია და ალბათ ამ დღეებში მოვაბამ თავს
LikeLike
სანამ არ მოაბამ, გაგახსენებ )
LikeLike
ოღონდ, ვშიშობ, რომ შენი შოკოლადივით გემრიელი ვერ იქნება :) :)
LikeLike
ამას მკითხველი გადაწყვეტს )
LikeLike
სად არის მკითხველი :) :)
ვინმე გზააბნეული თუ შემოეხეტა :)
LikeLike
თუ არ დაწერ, არც იქნება )
LikeLike
ამ დღეებშიო )
LikeLike
შემახსენა :) :)
LikeLike
მოლი ელ დორადოში შოკოლადის ფანტანი არ გიყვარს?))) შესასვლელიდანვე შოკოლადის სურნელს მიყავხარ დანიშნულების ადგილამდე)))
შოკოლადს ჩემს დიეტაშიც კი უკავია საპატიო ადგილი, ვერავინ ერევა)))
LikeLike
დიეტა რა სახსენებელია, როცა შოკოლადი არსებობს )
LikeLike
მოლი, რა მაგის პასუხია და გუშინ ბარამბოს ახალი შოკოლადი გავსინჯე, ტირამისუს არომატით, მართლა მომეწონა.
LikeLike
რაკი შენ მოგეწონა, მეც გავსინჯავ, მერი )
LikeLike
შოკოლადი ისეთი რამაა, დაბეგვილი, დაუბეგვავი, თხილით, ნაყინის ან ტორტის სახით – ნებისმიერ “მდგომარეობაში” გენიალური “გამოგონებაა” :)))
LikeLike
ფხვნილიც კი )
LikeLike
უჰუჰუუ სნიკერსი ^_^ ბავშვობიდან ჩემი N1 შოკოლადია ^_^
LikeLike
ძალიან მიყვარს ^_^
LikeLike
შოკოლადი ჩემი სიცოცხლეა *^* როგორ მიყვაააარს <3 ამ პოსტის კითხვის დროს ჩემი თავი მახსენდებოდა :DD
LikeLike
მშვენიერია )
LikeLiked by 1 person
აი, ზუსტად ისეთი პოსტია მსგავსის დაწერაზე რომ ვიოცნებებდი :) მოლი, თქვენი აქტიური მკითხველი ვხდები :)
LikeLike
მადლობა დიდი და ველქამ მოლის ბლოგზე ^_^
LikeLiked by 1 person
უკვე გავრბივარ აპარატთან :) დაბეგვილს გაყინულსაც დავამატებდი, მეშინია ხოლმე კბილები არ შემრჩეს ზედ, მაააგრამ ყველაზე გემრიელია :)
LikeLiked by 1 person
გაყინული )) როგორ გამომრჩა ) ჩემთანაც საშინლად გაყინულია ))
LikeLike