წელიწადზე მეტია, ჩემს ქალაქში “წიგნები ბათუმში” არსებობს და, მგონი, იქაურობის ისეთივე სავიზიტო ბარათად იქცა როგორიც, მაგალითად, პიაცა, ბულვარი ან აჭარული ხაჭაპურია.
წელიწადზე მეტია, თბილისელები (და არამხოლოდ თბილისელები) შორიდან უყურებენ ამ საყვარლობას და გულზე სკდებიან – ერთი ასეთი ბუქსთორი არც ჩვენ გვაწყენდაო.
მერე რა, რომ თბილისს წიგნის მაღაზიები არ აკლია… მერე რა, რომ ასარჩევად გვაქვს, ლიტერატურული სასუსნავი სად შევიძინოთ; მე მაინც ძალიან მინდა ისეთი მაღაზია, სადაც ძველი მეგობარივით შემხვდებიან, დროდადრო დამირეკავენ, საინტერესო სიახლეები გვაქვს, შემოიარეო და კვირის ბოლოს ყველა ახალ წიგნს დამახვედრებენ, სადაც სამსახურიდან წამოსული, გვიან საღამოს, კონსულტანტებს ვეჭორავები და ახალჩამოფქულ-მოხარშულ შავ ყავას დავლევ, სადაც მსუყე, ექსკლუზიური ფასდაკლება მექნება, რომლითაც თითქმის არასოდეს ვისარგებლებ, იმიტომ რომ წიგნის მაღაზია ბიზნესია, მოგებაზე გათვლილი, მე კი კარგი წიგნისთვის ფული არ მენანება. ჰო, კიდევ, წამოსვლისას საყვარელ საფირმო ჩანთაში ჩამიწყობენ შენაძენს და ისე გამომატანენ.
წელიწადზე მეტია, ირაკლის და მარის გული შევუღონე – სულ დედაქალაქური ფილიალის ამბებს ვეკითხები.
ჰოდა, ორიოდე კვირის წინ, აღმაშენებლის “ლუკა პოლარეში“, ჩემს საყვარელ მაგიდასთან რომ მოვკალათდით, ლეას ამბების მერე პირველად ისევ ეს ვკითხე: რამე ახალი ხომ არ არის-მეთქი.
მარის გაეცინა და – არ გადმოვდივართ, გადავიფიქრეთო.
საოცრად იმედგაცრუებული სახე მქონდა ალბათ და მაშინვე ერთხმად დაამატეს – გამომცემლობას ვხსნითო.
თქვენ იცით, რა არის გამომცემლობა? არა, გამომცემლობა როგორ არ გეცოდინებათ. ის თუ იცით, რამხელა შრომა სჭირდება წიგნების გამოცემას? წიგნები შეარჩიე, საავტორო უფლებები იყიდე, მთარგმნელები შეიგულე, რედაქტორები, დიზაინი შეარჩიე, სტამბას შეუთანხმდი, ტირაჟზე იფიქრე, საბაჟოს ელაპარაკე, მაღაზიებს გაურიგდი, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მეკობრეებთან ბრძოლა, ისევ წიგნების შერჩევა, ისევ საავტორო უფლებები, მთარგმნელები, რედაქტორები და გაყიდვების ანალიზი… ბევრი უძილო ღამე და სიახლის მუდმივი ძიება. წიგნის მაღაზია გამომცემლობასთან შედარებით საზაფხულო აგარაკია.
ჰოდა, ამას ეჭიდებიან ბავშვები – ორი დიდი და ერთი პატარა ) აბა, ლეას გარეშე არაფერი გამოვა – ციცქნა აქტიურად არის ჩართული საოჯახო ბიზნესში.
სამაგიეროდ, ახალი წიგნები და მერე რა წიგნები… სულ ნარჩევ-ნარჩევი! ყველა გამოცემა რომ მოვლენა იქნება და წესისთვის ერთსაც არ დაბეჭდავენ, აი, აქედანვე გეუბნებით. რა აკლია თანამედროვე ქართულ ბიბლიობაზარს, ყველაზე უკეთ ამათ იციან და არც არაფერი შეეშლებათ. უკვე თქვეს, თანამედროვე ტექსტებსა და საყმაწვილო ლიტერატურასთან ერთად საი-ფაისაც მივხედავთო და ქართული გამომცემლობების მიერ თითქმის სრულიად იგნორირებული ფანტასტიკის აღორძინება იმხელა მადლია, შეფასებაც კი გამიჭირდება.
პირველი წიგნებიც ვიცი, რაღაცები გამიმხილეს, მაგრამ ისეთი თავხედიც არ ვარ, თქმა დავასწრო. ცოტა ხანში თავადაც იტყვიან საქვეყნოდ და მერე ნახეთ თქვენ გულებისა და ლაიქების წვიმა და აღფრთოვანებული შეძახილები.
მანამდე კი, მგონი, ახალი თარო უნდა შევუკვეთო. საგანგებოდ ბათუმური წიგნებისთვის.
ორი მაინც. ერთი არ მეყოფა.
უფ როგორი კარგი ამბავია, უფ უფ იფ იფ…ძალიან მიხარია <3
LikeLike
გადასარევზე გადასარევი )
LikeLike
ფანტასტიკაზე ფანტასტიური ახალი ამბავი შევიტყვე, მიხარია :)
LikeLike
ოჰ, რეი, შენ კი უნდა გიხაროდეს )) ველქამ )
LikeLike
გადასარევი ამბავია მართლა ^_^ განსაკუთრების სქაი ფაის ამბავი გამიხარდა ^_^ მართლა აკლია საქართველოს. ფენტეზის ჟანრში იგრძნობა წინსვლა და ფანტასტიკა სულ არა . ხოდა ამ ამბავმა ფრიად გამახარა ^_^
LikeLiked by 1 person
ფენტეზიმ უფრო იოლად იშოვა გასაქანი და ოქროს ფანტასტიკა – კლასიკა და თანამედროვე ავტორები – მივიწყებულია. არა უშავს, მგონი უკვე ამასაც ეშველა )
LikeLiked by 1 person
‘მესამე შვილის’ – გამომცემლობის ამბავი რომ შევიტყვე მარის ფბ-დან, ვიფიქრე, ესენი მაინც არ დაივიწყებენ საი-ფაის-თქო. მიხარია, რომ არ შევცდი <3
LikeLike
აბა მე როგორ მიხარია, მკითხე, ტაბუ )
LikeLiked by 1 person
“წიგნები ბათუმში” <3 უფ, მშვენიერი ორშაბათი დილა გამოვიდა, სულ ასეთი პოზიტიური ამბებით უნდა იწყებოდეს კვირა <3 რა მაგარია ^^
LikeLike
შენ ეგა თქვი, ფინიკი ) სუპერპოზიტივია )
LikeLike
მშვენიერი სიახლეა :) “დიოგენეს”, “სულაკაურს” და სხვებს არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ ბოლო დროს იმდენ სიახლეს გვთავაზობენ, რომ ქინდლისთვის თითქმის ვერ ვიცლი და საი-ფაისა და ფენტეზიშიც წინ ვერ მივიწევ :) თან სანდო გამომცმელობის გამოჩენა ზოგადადც კარგია – ფასებსა და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს :)
LikeLike
ყველაფერზე დადებითად იმოქმედებს ) კარგი კონკურენტით ყველა მოიგებს. პირველ რიგში – ჩვენ, მკითხველები.
LikeLike
წარმომიდგენია,რა წიგნები იქნება!მგონი ის დროა,ყველა გამომცემლობა დაიხუროს :) :)….წარმატებები !
LikeLike
ამათ საკუთარი ნიშა ექნებათ, ამშუა.
LikeLike
მოლი, შენ ხარ ჩვენი მფარველი ანგელოზი. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ შენ და შენი ბლოგი არსებობთ <3
დიდი მადლობა ყველას, ძალიან დიდი მადლობა. ისეთ მძიმე საქმეს შევეჭიდეთ, ნებისმიერ გამამხნევებელ სიტყვას ოქროს ფასი აქვს ჩვენთვის, ძალა და რწმენა გვემატება :)
LikeLike
სულ პირიქით ) თქვენ დიდზე დიდი მადლობა და გაძლება მოგცეთ ღმერთმა )
LikeLike