მოლის დასვენების დროც მოვიდა.
სექტემბრამდე ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ.
ოღონდ არ მითხრათ ახლა, რა დროს არდადეგებიაო, კითხვა ახლა დავიწყეთო, ორი თვე ნამეტანიაო და, საერთოდ, ისედაც ცოტას წერდი და სულაც არ დაღლილხარო…
ჰო, მართალია, წელს უფრო ადამიანურ ფორმატზე გადავედი და ამოვისუნთქე, მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს?!
თან ფეხბურთია, ეს ოხერი… ჭეშმარიტი სნობები ამტკიცებენ, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყებაო. ჩემი ფავორიტები კი გაიკრიფნენ ბრაზილიიდან, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია და ვერაფრით გამოვტოვებ. ხომ ხედავთ, რა მერვედფინალებია, წყვეტა-გლეჯაა სტადიონებზე; ხმა მომივიდა, მეოთხედფინალები კიდევ უფრო მაგარი იქნებაო და მინდა, მშვიდად ვუყურო, ყავის, სიგარეტისა და ალუბლის ტორტის თანხლებით, ისე, რომ წამდაუწუმ საათისკენ არ გამირბოდეს თვალი – ემანდ პოსტის გამოქვყნების დრო არ გამომეპაროს-მეთქი და მერე გულგახეთქილს არ მიწევდეს წამოვარდნა – ვაიმე, ხუთი წუთიღა დარჩენილა-მეთქი; სულო ცოდვილო, კი დამემართა ერთხელ.
გგონიათ, ეს ორი თვე გულხელდაკრეფილი ვიჯდები? ნეტავ ასე იყოს… ათასი საქმეა ბლოგზე. ეს – შესარემონტებელი, ის – გადასაღები, იქით -თარო მისაჭედებელი, აქეთ – აბლაბუდა ჩამოსაწმენდი… ახალ სეზონს განახლებულ-გაწიკწიკებული უნდა შეხვდეო, ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ და მე რა მომასვენებს… ერთ მასშტაბურ, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებულ პროექტსაც უნდა მოვაბა თავი და თუ ყველაფერი გამოვიდა, შემოდგომაზე ნახავთ და შეგეცოდებით – რამდენი უმუშავია, საწყალს, სული მაინც მოეთქვაო. ეგებ, რომელიმე თქვენგანმა ტკბილეულიც კი მომიკითხოს – ენერგიის აღსადგენად დაგჭირდებაო.
მოკლედ, მივდივარ მე და აქაურობას თქვენ გიტოვებთ. გალერეაში რამდენიმე ახალი ნახატია, ვერანდაზე – ახალი სასუსნავი, გაბრაზებული პოსტები აქაა, წიგნები სადაც აწყვია, კი იცით. დამწყებმა (და არამხოლოდ) ქინდლომანებმა აქ შემოიხედეთ. ამაზონი მალე ახალ რიდერსაც მოაბამს თავს და განვაახლებთ…
ეს ორი თვეც მალე გაივლის. 13 ივლისამდე მოლის ბლოგი ისედაც არ გაგახსენდებათ, I’m sure, თან გამოცდებია, ზოგი აბარებს, ზოგი იბარებს, ზოგიც გულშემატკივრობს… მერე თქვენი შვებულების დროც მოვა, ზღვაზე გაცვივდებით, ან მთაში, ევროპას მოედებით, ჩამოხვალთ დასვენებულები, გამოფენთ ფეისბუქზე ფოტოსამხილებს, მოჰყვებით ათას ტყუილს და მართალს და წიგნებისთვის რომ მოიცლით და ბუქსთორებში რა ხდება ახალი და კარგიო, რომ იკითხავთ, ცინცხალ პოსტსაც შემოგაშველებთ.
კაცმა რომ თქვას, რაღა დროს ჩვენი სკოლა და ასეთი ამბებია, მაგრამ წელს ემთხვევა და რატომაც არა… ყველას ბედნიერ საზაფხულო არდადეგებს გისურვებთ და პირველ სექტემბერს ჩემს ვერანდაზე გელოდებით.
გკოცნით,
თქვენი მოლი
ჩემი ყველაზე მაგარი მოლი ! <3 მომენატრება შენი გემრიელი და ტკბილი პოსტები . მეტისმეტად ხანგრძლივი ბლოგერული დასვენება გამოგივა , ამიტომ უფრო მეტი ჩასატკბარუნებელი უნდა დაგვახვედრო სასექტემბროდ <3 მაგარ დასვენებას და ბევრი წიგნის წაკითხვას გისურვებ . <3 შენი მარი მეტრაიე
LikeLiked by 1 person
მადლობა, მარი <3
LikeLike
გვემშვიდობება და თან ინტრიგასაც რომ გვიტოვებს – გვიორმაგებს მონატრების ჟინს: (
წუწუნი მაინც არაფერს შეცვლის, შვებულებას ყველა იმსახურებს და მოლი განსაკუთრებით, ამიტომ ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებ ^_^
მოგვენატრები.
მართლა <3
LikeLiked by 1 person
მადლობა მადლობა :)
აი, ასეთი კეთილი მკითხველი მყავს მე :ამაყიმოლი:
LikeLike
კარგად დაისვენე მოლი :*
LikeLike
შევეცდები :)
LikeLike
მოღი, ასე რომ მიდიხარ გასაღები მაინც დაგვიტოვე.
სანამ შენ პლიაჟზე გემრიელად ინებივრებ, ჩვენ შემოვიპარებით – ბლოგს მივალაგებთ, მტვერს გადავწმენდთ, მავივრიდან ალუბლის ტორტს მოვიპარავთ, ვერანდაზე ვიცელქებთ, პოსტებს დავწერთ და დავდრაფტავთ. მოკლედ უამარავი გასართობია :)))
LikeLiked by 3 people
თუ ამას აპირებთ არ წავალ არსად, დავრჩები და ბარემ ერთად მოვიპაროთ და ერთად ვიცელქოთ :))
LikeLike
ღმერთმანი, რაღაცის კითხვა მინდა . . გარეგნულად მაინტერესებ როგორი ხარ . ფოტოები არ გაქვს სადმე ? :)
LikeLike
არა, ანი :) არ მაქვს :)
LikeLike
დაახლოებით ხომ წარმოგიდგენია, როგორიც იქნება?! :* <3
LikeLike
კი და იმიტომაც ვრჩები, რომ ვნახო :)))
LikeLike
უი, ეს ანის ვუპასუხე, მოლი ;)
თუმცა მოლის ვერანდაზე ცელქობაც კარგი სანახავი იქნება, ნამდვილად :)
LikeLike
უპს :)))))
LikeLike
კარგ დასვენებას გისურვებ ასევე :)
LikeLike
მადლობა, როდე ^_^
LikeLike
ხელი მიკანკალებდა, ლაიქს რომ ვუსვამდი ამ პოსტს!
LikeLike
:))))))))))) ორმაგი მადლობა, მაშინ :)
LikeLike
“მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს” – არ შემიძლია, არ დაგეთანხმო, მოლი: შენი პოსტები არასოდესაა საშუალო ან კარგი. ისინი ყოველთვის სრულყოფილი და ძალიან კარგია!
ერთცაა – მალე ისევ მეცადინეობა უნდა დავიწყო და შენმა ტაიმ-აუტმა სულზე მომისწრო: ახლა შენ რომ ისევ წიგნის რევიუების წერო, მე რაღა გადამრთავს ფინანსურ ლიტერატურაზე…
LikeLiked by 2 people
კარგ დროს ამიღია შვებულება :) სად მყავს მე დასაკარგი მკითხველი :) სექტემბრიდან შენც მოიცლი და მეც, ტაბუ :)
LikeLike
მაგნუმიდან ხომ არსად მიდიხარ, მოლი :) იმედია, შენთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვექნება ერთგულ მკითხველებს :*
LikeLike
მაგნუმიდან რა წამიყვანს, რას ამბობ :))
LikeLike
გემრიელ დასვენებას გისურვებ,ისეთივეს,როგორც, მსუყე პოსტებით გვამარაგებ…<3
LikeLike
უჰ :) მსუყედ დამისვენია აბა :)
მადლობა, ნატალია :)
LikeLike
კარგად დაისვენე, მოლი :)
LikeLike
არის, უფროსო :)
LikeLike
ისეთ დასვენებას გისურვებ მოლი, რომ ვერც ამჩნევდე ისე იღიმებოდე))) :* მე მგონი შენ მოგზაურობა რომ დაიწყო და მერე მიმოხილვა ფანტასტიური იქნება)))))
LikeLike
“ვერც ამჩნევდე, ისე იღიმებოდე” მომეწონა ძალიან :))
მოგზაურობა და რევიუ კარგია, შარშან ვცადე ბათუმური ამბების პოსტად ქცევა და არ გამოვიდა ურიგო, მაგრამ მე საშინელი ზარმაცი ვარ და მოგზაურობას ჩართულ ტელევიზორთან ძილი მირჩევნია :) და ერთი ნიუანსიცაა :) კარგ მოგზაურობაზე კი დაწერ, მაგრამ ძალიან კარგზე – ვერა :))) მაინც ღია ბლოგია და ბავშვებიც დაიარებიან :))
LikeLike
შენი დაწერილი ყველაფერი გემრიელად იკითხება))) უნდა შევკრიბო ბლოგის მკითხველები და შენთვის დავაწესოთ ნობელის პრემიასთან გათანაბრებული ჯილდო)))))
LikeLike
დამსახურებული შვებულებაა! კარგად დაისვენე, წიგნებს და სასუსნავს, რომ არ მოიკლებ ეჭვი არ მეპარება, ცოტა ფილმებსაც შეავლე თვალი და მერე სექტემბერში ერთად ჩამოვჯდეთ შენს კომფორტულ ვერანდაზე <3
LikeLike
დამთავრდეს ჩემპიონატი და ყოველ საღამოს ერთ ფილმს მაინც უნდა ვუყურო :) გარღვევა მაქვს მაგ მხრივ და ამოსაქაჩია :)
LikeLike
უკვე ივლისიც მოსულა… ფრედის და ჰალკის ლანძღვაში დრო გამეპარა :))) Happy Holidays :) ველოდებით სიახლეს :)
LikeLike
შენ თუ ფრედს და ჰალკს ლანძღავ, მე რა უნდა ვთქვა :((( ჩემი იკი არც ერთ ბარსელონელში არ გამომერჩევა და ეს რა მოგვივიდა :( ენივეი, ცუდი მაინც არ დამცდება. ჭირშიც და ლხინშიც ჩემი გუნდია და იმიტომ.
სიახლე მეც ძალიან მაინტერესებს :) სერიოზული გამოწვევაა, ახალი და აბსოლუტურად უცნობი ჟანრი და არ ვიცი, როგორი გამოვა :)
LikeLike
მოლი, ბედნიერ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებ :) თანაც, აღდგენილი ენერგიით და სიახლეებით დაგვიბრუნედები სექტემბერში ^_^
LikeLiked by 1 person
მადლობა, ფინიკი :)
LikeLike
ეს ის პროექტი ხომ არ არის, მოლი, მე და შენ რომ მთელი წელია განვიხილავთ? :)
ბედნიერად დაისვენე.
LikeLike
ის პროექტია და როგორმე უნდა მოვაბათ თავი, თორემ უხერხულია უკვე.
მადლობა, რუ ^_^
LikeLike
დავგეგმოთ შენს ნაქებ პოლარულ იოგურტთან.
LikeLiked by 1 person
ოკ. მოვიფიქროთ.
LikeLike
მომენატრე:-)
LikeLike
მალე მოვა პირველი )
LikeLike
ხვალ არის პირველი:-)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
LikeLike
დღეს გამოდის პირველი )
LikeLike
მოლის დაბრუნების მოლოდინში ბლოგის გახსნის სიხშირე მატულობს)))) მალე დაგვიბრუნდი :*
LikeLike
დღეს ვბრუნდებით, ანო ) 10 საათზე )
LikeLike