პირველად დაიბეჭდა თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში.
მოგზაურობა გიყვართ? ოღონდ ცივილიზებულ ქვეყნებში კომფორტულ გადაადგილებას არ ვგულისხმობ, ბოინგით რომ ჩაფრინდები რომელიმე თანამედროვე აეროპორტში, სასტუმროში მისრიალდები, ცხელ შხაპს მიიღებ და ქალაქის ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად გასწევ კოხტად გამოწყობილი, ასფალტ-ასფალტ. საღამოს კი რესტორანში გაიჯგიმები ოფიციანტის მოლოდინში, მუხლზე ქათქათა ხელსახოცგადაფენილი.
მე სხვა სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ხმაურიან, ფერად, ათასი ჯურის მაწანწალით, სიქჰებით, სიფაიებით, რიქშებით დასახლებულ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ქუჩები სავსეა ხმამაღალი გადაძახილით, ბაზარში ტროპიკული ხილის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს და ვიწრო შუკაში მოულოდნელი ხიფათია ჩასაფრებული; აქ ვერავის ენდობი, რადგან ვერასოდეს გაიგებ, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, ვინ ინგლისის ჯაშუშია და ვინ – რუსეთის… ეს ინგლისელი ნობელიანტის – რედიარდ კიპლინგის ინდოეთია.
აქ, ქალაქ ლაჰორში, პატარა ობოლი ცხოვრობს, კიმბოლ ო’ჰარა, ინდოელი ქალისა და ირლანდიელი მედროშის პირმშო, გონიერი და გამჭრიახი ბიჭი, ზამ-ზამაჰის დიდი ქვემეხის ლულაზე დიდკაცურად ჯდომა რომ უყვარს – აკი ამბობენ, ვინც ამ “ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპს” დაეპატრონება, ჩათვალოს, მთელი პანჯაბი მისიაო. ჰოდა, ისიც ზის არხეინად, ელოდება მწვანე მდელოზე წითელი ხარის გამოჩენას, ოღონდ ჯერ არ იცის, ბედი ტიბეტელ ლამასთან შეხვედრას რომ უმზადებს; არც ის იცის, იმ დღიდან ყველაფერი რომ შეიცვლება და მისი ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა.
კიმი მაუგლია, ეული და მიუსაფარი, ოღონდ მგლების ნაცვლად უცხო ადამიანების ხელში მოხვედრილი და თავისი გონიერების წყალობით პოლიტიკურ შპიონაჟში ჩაბმული, ათას ფათერაკს გადაყრილი და გადარჩენილი…. არადა, ყველაფერი სულ უბრალოდ იწყება – ერთი თეთრი ბედაურის გენეალოგიით, საიდუმლოებით მოცულ ავღანელ ჩოდარს, მაჰბუბ ალის, პოლკოვნიკ კრეიტონისთვის რომ შეუგულებია.
და იწყება “დიდ თამაშად” წოდებული ხიფათიანი გზა, საიდანაც უკან ვერ დაიხევ – ერთი თუ დაადექი, ბოლომდე უნდა გაიარო. კიმს კი სხვაზე მეტად გაუმართლა ამ გზაზე – მოხუცი მოძღვარი ახლავს და თუ ბიჭი სხეულის საყრდენად გამოსდგომია ლამას, თავად სულიერი საყრდენია, საიმედო და უღალატო.
ჰოდა, ჩვენც მივყვებით ამ უცნაურ წყვილს, მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ვისუნთქავთ უჩვეულო არომატებით გაჯერებულ ჰაერს, სმენაგაფაციცებულნი ვუსმენთ მასონთა და მსტოვართა ღამეულ ჩურჩულს და ნელ-ნელა ვეზიარებით იმ მომნუსხველ სამყაროს, კიპლინგის ინდოეთი რომ ჰქვია.
დაბეჭდავდნენ კატალოგში , აბა რას იზამდნენ : ) კარგი იყო : )
ნაყიდი მაქვს ეს წიგნი და ჯერ არ გადამიშლია , არდადეგებისთვის მაქვს გადანახული <3
LikeLiked by 1 person
მშვენივრად გაერთობი :)
LikeLike
”გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა ” !!!! <3 <3
LikeLiked by 1 person
უკეთესს რას დაბეჭდავდნენ კატალოგში – პოსტია ურიგო, წიგნი თუ სერია :)
LikeLiked by 2 people
მეც დავბეჭდავი :)
წიგნი უკვე შემიძენია, მაგრამ ასეთ რევიუს ველოდებოდი, წაკითხვა რომ მომდომებოდა :)
LikeLike
ახლა გადავხედე შენს პოსტებს ახლიდან ძველებისკენ:
“კორალინა” შევიძინე და შემდეგ წიგნად ვკითულობ (ბავშის ძიძა დაამთავრებს ამასობაში და “გამოთავისუფლდება” :) ); “პრაღს სასაფლაოს” ახლა ვითვისებ; იმის წინ ფესტივალზე შეძენილი “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭს ამბავი წავიკითხე”; წიგნის ფესტივალზე ასევე სულაკაურის კინობიბლიოთეკა შევიძინე; ცოტათი ადრე “ბნელი კოშკის” პირველი წიგნი ვშთანთქე და ახლა შემდეგ წიგნს ვარ ჩასაფრებული; “TIME”-ის პუბლიკაციების გამოცემა გამოვიწერე; ვუსტერებ-ჯივზიადის ქართულად თარგმნილი სამივე წიგნი მაქვს და წასაკითხი მხოლოდ მესამე დამრჩა; “ვინი ფუუჰის” ახალი გამოცემაც თაროზე მიდევს და “წიგნები ბათუმშის” უკვე ორჯერ ვეწვიე…
აი, ასეთ რევიუებს წერს მოლი!
LikeLiked by 1 person
რა მაგრობაა <3 მე <3 შენი ბიბლიოთეკა, ტაბუ ^_^
LikeLike
ეს კატალოგი ვერ ჩავიგდე ხელში. არადა როგორ მინდოდა მოლის პოსტი, სადაც ორი ჭილაძეა <3
LikeLike
ერთი მთარგმნელებში, ერთიც – სათაურში )
LikeLike
წაკითხვა მომინდა))) შევიძენ აუცილებლად.
სამსახურში რომ მოვდივარ პირველი რასაც ვაკეთებ ბლოგს ვხსნი და ყავას ვიკეთებ))) მერე შესაძენი/წასაკითხი წიგნების სიას მივამატებ რამეს და ეგ არის))))
LikeLiked by 1 person
ამჰეფი <3 რა მაგრობაა :) არ იცი, როგორ გამახარე :)
LikeLike
:* <3
LikeLike
ერთადერთი ეგეთი ადგილი, სადაც ვოცნებობ რომ წავიდე, აფრიკაა.
დანარჩენი ასფალტი სადაც არაა, იქ ჩემთვის არაა საინტერესო. :)
LikeLike
მეც ასეთი ურბანული ვარ, მაგრამ დროდადრო უასფალტობაც კარგია )
LikeLike
[…] თუთიყუშით” და რედიარდ კიპლინგის “კიმით“ არის წარმოდგენილი, […]
LikeLike