Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივნისი 18th, 2014

books in batumi - 3

ბათუმის სიყვარულისთვის მუდამ ათასი მიზეზი მქონდა და კიდევ ერთის დამატება არც მიფიქრია – თავისთავად მოხდა ასე, შარშან, ქალაქის მთავარ ქუჩაზე “წიგნები ბათუმში“ რომ გაიხსნა.

ბუქსთორი, მადლობა ღმერთს, იშვიათობა აღარ არის ჩვენში, აღარც ახალი წიგნებია სანთლით საძებარი და ტალონებზე საყიდელი; მაგრამ აქ, ამ მაღაზიაში, ყველაფერი სხვანაირი და განსაკუთრებულია.

საღამო ხანს განსაკუთრებით მიყვარს იქ მისვლა… მიუახლოვდები და უცებ დაინახავ გარეთ, ყვავილის ქოთნებთან, ჩამომჯდარ ირაკლის, ზამთარ-ზაფხულ უსინდისოდ გარუჯულს; მარტო არასოდეს არის – აუცილებლად აქვეა მისი რომელიმე მეგობარიც და თუ ბედმა გაგიღიმა და ვერ შეგამჩნიეს, უნდა იდგე და უსმინო – როგორც წესი, წიგნებზე ლაპარაკობენ.

აი, თუ იმ დროს მიხვედი, როცა დაბნეული მყიდველია შემოსული და არ იცის, რა აარჩიოს, როგორმე უნდა მოახერხო და შეუმჩნეველი დარჩე – ამას სხვაგან ვერსად ნახავ; მხოლოდ ირაკლის შეუძლია, ისე ილაპარაკოს თითოეულ წიგნზე, თვალებანთებულმა, ისე გაგიზიაროს საკუთარი იმპრესიები, რომ არათუ წაუკითხავი, უკვე წაკითხული წიგნების თაროდან მოხვეტა და სახლში წაღებაც კი მოგანდომოს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: