ნეტავ, ვინმემ თუ იცის, როდის მთავრდება ბავშვობა?! მე მგონია, რომ ეს დრო ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა; ზოგისთვის ადრე დგება, ზოგისთვის – გვიან; ვიღაცები პირდაპირ მოხუცებად იბადებიან, ვიღაცები – მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან, მავანისთვის კი მუდამ არსებობს კარი, რომელსაც შეაღებ და მაშინვე შორეულ სიყრმეში ამოჰყოფ თავს…
ჰოდა, ნილ გეიმანის “კორალაინი“ ზუსტად ის კარია, რომლის მიღმა შენი ბავშვობა გელოდება, ოღონდ, სანამ შეხვიდოდე, ფანრის მომარჯვება არ უნდა დაგავიწყდეს – ცოტა შეგეშინდება და იმიტომ.
თავად კორალაინსაც ეშინია, გგონია, არა? თან სულ პატარა, გაკნაჭული გოგოა და იმხელა ხიფათში გაეხვევა – კუდიანთან უწევს ბრძოლა; თან ეს ტრადიციული კუდიანი არ გეგონოთ, სიბერისგან წელში მოხრილი, თმაჭაღარა, ცოცხით ხელში – არა, ჩვეულებრივი ქალია, ერთი ეგაა, თვალები ღილისა აქვს და კორალაინს ეუბნება, შენი დედა ვარო; თან ცუდი დედაც არაა, ეფერება, ეალერსება და გემრიელი შემწვარი ქათმის უზარმაზარი ულუფებით უმასპინძლდება… ნამდვილ დედას კი სადილის მოსამზადებლად არასოდეს სცალია, ძირითადად, მამა მზარეულობს ხოლმე და პიცა სანახევროდ უმი გამოსდის, სანახევროდ – დამწვარი; თანაც ორივე ისეთი დაკავებულია, ისეთი… იმიტომაცაა, ეს ჩვენი გოგო აქეთ-იქით რომ დაბოდიალობს და იმ ბედნავსი გაუქმებული კარის მიღმა შერგავს ცნობისმოყვარე ცხვირს.
აი, სწორედ მაშინ იწყება, რაც იწყება – ერთგული მეგობარი კატა რომ არა, როგორ დაიხსნის პატარა კორალაინი შუშის ბურთებში მომწყვდეულ სულებს, როგორ გადაარჩენს დატყვევებულს დედ-მამას და როგორ გაუმკლავდება ალისფერფრჩხილებიან ხელს, კაცმა არ იცის… სიუჟეტი ცოტათი წააგავს კოშმარულ სიზმარს, ოღონდ შუა გზაზე არ გამოგეღვიძება – ბნელი ლაბირინთი ბოლომდე უნდა გაიარო და წინასწარ ვერავინ გეტყვის, გამოაღწევ თუ არა.
ნუ იფიქრებთ, რომ ავტორი რამე ორიგინალურს ამბობს – უსიყვარულოდ ადამიანი ურჩხულად რომ იქცევა, ამაში ახალი არაფერია; ყველას თავისი წილი სიყვარული სჭირდება ამ მზისქვეშეთში სულის გადასარჩენად.
ეს ნარნია არ გეგონოთ, არც, მითუმეტეს, ალისას მიწისქვეშეთი – ეს უჩვეულო ზღაპარია, ერთდროულად სახიფათო, საშიში, მიმზიდველი და თავბრუდამხვევი; დაიწყებ და რომ დაასრულებ, მერეღა მიხვდები, რამდენ ხანს მჯდარხარ სუნთქვაშეკრული; აქ ნილ გეიმანის სამყაროა, ალაგ-ალაგ ყოვლად არაბავშვურად გროტესკული და, ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, რაღაცნაირი სევდით გაჯერებული; დიდი, შავი გასაღები კი, რომელსაც კორალაინი კისერზე შებმულს დაატარებს, ამ სამყაროსკენ მიმავალ კარს აღებს.
რამდენი რამ არ ვიცი :((((
LikeLike
და რამდენი წიგნის წაკითხვის სიამოვნება გაქვს წინ :)
LikeLike
ეჰ, ბავშვობა არ წამიკითხავს მაგრამ,ახლა წავიკითხავ :))
LikeLike
უჰ, ბავშვობაში კაცო :D
LikeLike
მშვენიერი დროა ახლაც, სანდრო :)
LikeLike
რომ დაწერე , ზოგი მთელი ცხოვრება ბავშვად რჩებაო , ამაზე სულ ასტრიდ ლინდგრენი მახსენდება . თვალები რომ ცელქი ბავშვივით ეშმაკურად უციმციმებდა .
LikeLike
ან ვივიენ ვესტვუდი :)
LikeLike
ასაკოვანი პეპი :)
LikeLike
ისეთი წიგნი ჩანს, მე რომ მიყვარს :) ფეხბურთი კი “წაართმევს” დროს წიგნებს, მაგრამ მაქსიმალურად უახლოეს მომავალში წავიკითხავ :)
LikeLiked by 1 person
ფეხბურთი <3 ერთი თვე ღამეები უნდა ვტეხო :)
LikeLiked by 1 person
ჰორორია ისე :) და გეიმანი ძალიან მაგარი კაცია, დიდი იმედი მაქვს სხვა წიგნებსაც თარგმნიან მისას :)
LikeLike
ჰორორია, კი. და გეიმანსაც გააგრძელებენ, იმედია.
LikeLike
მოლი ამ თემასთან კავშირში არ არის მაგრამ სხვაგან ვერ ვიპოვე სად დამეპოსტა. ჰენრიხ ბოილის “კატარინა ბლუმის შესახული ღირსება” და ორხან ფამუქის “თეთრი ციხე სიმაგრე” როგორი წიგნებია?
LikeLike
კარგი წიგნებია :) და ამ პოსტს მართლა არ ეხება :)
LikeLike
უკვე ვიცი როდის და რა გარემოში უნდა წავიკითხო <3
LikeLike
მე ძილის წინ წავიკითხე :))
LikeLike
აუ, რა მაგარია ძილის წინ ^_^ სიზმრის განცდა ჯერ კიდევ დაძინებამდე და მერე მეორედ დაძინება :)))
LikeLike
იქზეთლი ^_^
LikeLike
ჩავინიშნე.
ისე, მე რაც ამ წიგნის ფესტივალებზე წიგნებს ვყიდულობ, ნახევრისგან მაინც გერგება წილი – ისეთ რეკომენდაციებს გასცემ და ისე მადგება :)
მოლი, მულტფილმიც ნანახი გაქვს? თუ კი, მაშინ რამდენად კარგი ეკრანიზაციაა?
LikeLike
ურიგო არ იქნებოდა წილი :)))
მულტფილმი არ მინახავს, ტაბუ. ხომ იცი, მთლად სამაგალითო სინემანიაკი ვერ ვარ. მულტფილმზე თეოს ვკითხოთ. თეოს უეჭველი ეცოდინება :)
LikeLike
ერთი სული მაქვს როდის მოვითავებ ამ გამოცდებს და მაშინვე ვიწყებ საფესტივალო ნადავლის დაგემოვნებას: რიგში პირველი სწორედ კოროლაინია^_^
LikeLike
ძალიან მიყვარს წიგნიც, მულტფილმიც და მოლიც <3
LikeLike
horroria imena, me shemashina
LikeLike
დარწმუნებული ვარ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია ღილების დანახვაზე ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ღილებია და მეტი არაფერი. :))))
LikeLike
[…] გეიმანის “კორალაინი” ხომ გახსოვთ? გეიმანი, თუ არაფერი […]
LikeLike