ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.
* * *
თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.
ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.
“სულაკაურს” იმდენი სიახლე აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ორი ახალი აკა – “ჩრდილი გზაზე” და “ქემერა“. ერთი დოკუმენტური პროზაა, უახლესი ისტორიის აკას გემრიელი ენით დაწერილი ანალიზი; მეორე – მონატრებული ურბანული პროზა. გურამ ფანჯიკიძის “ეშმაკის ბორბალი”, თავის დროზე ფრიად შეზღუდული ტირაჟით რომ დაუბეჭდავთ კომუნისტებს და ბევრს ეგებ არც კი წაეკითხოს. მურაკამის “კაფკა პლაჟზე”, სალმან რუშდის ,,ფლორენციელი ჯადოქარი“, “საბას” ორგზის ლაურეატის, თეონა დოლენჯაშვილის, “რეალური არსებები” და, ტრადიციისამებრ, 2014 წლის 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებული.
კინობიბლიოთეკას სტანისლავ ლემის “სოლარისი” ემატება – Sci Fi-ს ლეგენდა, საკულტო წიგნი და საკულტო ფილმის ლიტერატურული პირველწყარო. პოლონელ ლემს საბჭოთა გამომცემლობები ხშირად და დიდი მონდომებით თარგმნიდნენ, ძველი ქართული თარგმანიც არსებობს, მაგრამ ისეთი რარიტეტია, ბუკინისტებთანაც კი გაგიჭირდებათ მიგნება. ჰოდა, ახალი “სოლარისი” ორმაგად სასიამოვნოა და საინტერესო.
ჟანრული პროზის მოყვარულებს კიდევ ორი დიდი სიურპრიზი ელით – რიკ რიორდანის “მეხის ქურდი” (“პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები”) და გადმოქართულებული ნილ გეიმანი – “კორალაინმა” ფესტივალს ფეხად ჩამოუსწრო. პატარებს კი (თუმცა, რატომ მხოლოდ მათ?) – ასტრიდ ლინდგრენის სერია, პეპისა და ემილის ამბები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანით და სალომე ბენიძის გადმოქართულებული ლექსებით.
“დიოგენეს” საფესტივალო კალათა, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და ათასგვარი სასუსნავით სავსე. მარკ ბელასენის და ოლგა შავერნეს “აუტისტი ბავშვები (სახელმძღვანელო მშობლებისთვის)“, დამეთანხმეთ, საჭირო და აქტუალური გამოცემაა. მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დაწერილი წიგნი მშობლებსაც გამოადგებათ, პედაგოგებსაც და ამ თემატიკის თითქმის სრული ვაკუუმის შევსების მისასალმებელი მცდელობაა.
კიდევ – “ეგრე გააგრძელე, ჯივზ!” პელემ გრენვილ ვუდჰაუსის უზომოდ პოპულარული ციკლის მორიგი ნუგბარი. ათი იუმორისტული მოთხრობა, რომელთაგან ერთს განუმეორებელი ჯივზი ჰყვება :) რუსულად უკვე წაკითხული მაქვს და დამიჯერეთ, არ გამოტოვოთ, თორემ ინანებთ. ჰო, კიდევ ახალი ფამუქი – “სხვა ფერები” – ორჰან ბეის ჩანაწერების კრებული. ესეები, სტატიები, ინტერვიუები, საჯარო გამოსვლები რადიკალურად განსხვავებულ, გლობალურ თუ ყოფით თემებზე. Non Fiction როგორ მიყვარს, კი იცით და ფამუქის პუბლიცისტიკა ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.
“ამერიკელების” ფერადი სერია ერთდროულად ორი ტომით შეივსება. ერთი ჯოის კეროლ ოუტსის “შავი წყალია” – მცირე რომანი “ჩაპაკვიდიკის ინციდენტზე” , – 1969 წლის ტრაგედიაზე, როდესაც კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანმხლები გოგონა კი დაიღუპა… დამაინტრიგებელი ისტორიაა და წიგნიც არ უნდა იყოს ურიგო. მეორე ტომი სინემანიაკებს აღაფრთოვანებს: “თანამდევი მოვლენები” – თვით ვუდი ალენის პროზა, მაესტროს საფირმო იუმორით გაჯერებული ჩვიდმეტი ტექსტი. მოდი და თქვი, უინტერესოაო…
“დიოგენეს ბიბლიოთეკა” ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ისევ ექსკლუზიურ თარგმანს გვთავაზობს, ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. არ მეცნო, მაგრამ ანოტაცია ფრიად მაცდურია და საფირმო ბიბლიოსერიაში მხოლოდ ხარისხიანი პროზა რომ ხვდება, ამას უკვე მივეჩვიეთ.
“დიოგენეს” ბოლო საფესტივალო სიახლეზე კი, ალბათ, მხოლოდ ძახილის ნიშნებით უნდა ვილაპარაკო. როგორც იქნა, გვეღირსა ‘პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის თარგმანი. არა, რუსული გამოცემაც მიდევს თაროზე და ქინდლშიც მაქვს საიმედოდ დაბინავებული, მაგრამ გადმოქართულებული, ხომ იცით, მაინც სხვაა… თან ხათუნა ცხადაძის თარგმანია და, დამეთანხმებით, მარტო ეს ღირს ერთ წიგნად.
“სიესტას” ძველ, ჰიტებად ქცეულ გამოცემებთან ერთად ერთი ისეთი სიახლეც აქვს, ასს რომ აიწონის – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ლეგენდარული ანტიუტოპია. შარშან დაუბეჭდავთ უმცირესი ტირაჟით, მაშინვე დაუტაცია მკითხველს და მთელი წელი მოთქვამენ ბიბლიოფილები, ეს რა იყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე გააქრეთო… ჰოდა, ცინცხალი ტირაჟია, მშვენიერი ქავერით და, რაც მთავარია, ყველას შეგვხვდება.
ოჩოპინტრეს ფერად, უგემრიელესად გამოცემულ პოკეთბუქებს საფესტივალოდ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები შეემატება. ავტორზე საუბარი ზედმეტიც კი მგონია – თუ ისტორია გაინტერესებთ და მემუარების კითხვაც გიყვართ, სათქვენო წიგნი ყოფილა. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყებასაც” ვამზადებთ გამოსაცემად, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით იქნებაო… არა უშავს, კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეც.
ჰო, მოლი გირჩევთ, ოჩობუქების სტენდთან “ახალი ბერძნული ბიბლიოთეკის” პირველი ორი ტომი იკითხოთ – იაკოვოს კაბანელისის პიესებისა და ანდონის სამარაკისის მოთხრობების კრებული. სამამულო გამოცემებს, მგონი, კარგად ვიცნობ, მაგრამ არ მახსენდება, ახალ და უახლეს ბერძნულ ლიტერატურას ვინმე თარგმნიდეს. აკადემიური გამოცემაა – თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროექტი. სერიის რედაქტორი სოფიო შამანიდია, რედაქტორი – ლაშა ბუღაძე. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე საშინლად მაინტერესებს.
“ელფი” ბიბლიოფილებს ორი კლასიკური თარგმანით გაახარებს. ერთი ჟან ჟიონოს “ჰუსარი სახურავზეა”, მეორე – აჰმედ ჰამბი ტამპინარის “დროის ინსტიტუტი”. ყველაზე მეტად კი “ბურატინოს თავგადასავლის” და “ექიმი აიბოლიტის” ახალგადმოქართულებული სრული ვერსია მაინტერესებს. ესენი რომ გამოვტოვო, ჩემი საბავშვო ბიბლიოთეკა არ მაპატიებს.
ქარჩხაძის გამომცემლობის “საბავშვო კლასიკა” ხომ იცით? ჰოდა, გრძელდება საფესტივალოდ და, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც საინტერესოდ… “პიტერ პენს” და კიპლინგის ზღაპრებს ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა” და კენეთ გრემის “ქარი ტირიფებში” მიუმატეს. ეს გემრიელობები, კარგა ხანია, შინ მაქვს – სულმა წამძლია და ფესტივალს არ დაველოდე და, მინდა გითხრათ, ორივე ძალიან კარგია.
კიდევ – სრული სიახლე ქართველი მკითხველისთვის: ნორვეგიელი მწერლის სტიან ჰულეს “გარმანის ზაფხული” და “ანას ზეცა“. საბავშვო კი ჰქვია, მაგრამ ულამაზესი ილუსტრაციებით უფროსებიც ისიამოვნებენ.
“სულაკაურის” “The Beatles” ხომ გახსოვთ? ფანტასტიკური ფოტოალბომი, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და სულაც უნიკალური სურათებით? ჰოდა, “ქარჩხაძეს” კიდევ ერთი სიახლე აქვს ლივერპულელი ბიჭების თაყვანისმცემლებისთვის – ტერი ბაროუზის “ბითლზი დღიდან დღემდე “. ოღონდ, ეს უფრო მინიენციკლოპედიაა. ჯგუფის თავბრუდამხვევი ისტორიის თაიმლაინი, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალური ნუსხა, უხვად დასურათებული, ეპოქის სულს რომ გაგრძნობინებს, ისეთი წიგნი…
“ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია” ჯერ არ მინახავს, არადა, ამბობენ, მართლა აკადემიური გამოცემაა, სრულზე სრული და ყოველისმომცველიო. აუცილებლად მოვიკითხავ საფესტივალო სტენდზე, თუმცა ყველაზე მეტად “უფლისწული და გველეშაპი” მაინტერესებს. სუპერ სიუპრიზი, ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებული. წინათქმა აქვს ისეთი, გული გაგიჩერდება…
“ინტელექტი” გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, სადებიუტო რომანს “ჟუჟას” გამოსცემს. ავტორი თეატრალებს უფრო გეცოდინებათ სამეფო უბნის თეატრის “ლივ შტაინით”, “ჟუჟას” კი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემია მიუღია და 2010 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნების ოცეულშიც შესულა.
პოეზიის მოყვარულთვის “2013 წლის 100 ლექსია” გამზადებული, სერიოზული ანთოლოგია, კარგად შერჩეული ავტორებით და მარკესის ოთხტომეული: “ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი”, “გენერალი თავის ლაბირინთში”, “პოლკოვნიკს არავინ სწერს” და “საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ამბავი”. თეა გვასალიას თარგმანია. ამბობენ, ძალიან კარგიაო და ვნახოთ…
“არტანუჯს” ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი” აქვს. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი, ჯერ თავად რუსეთშიც რომ არ დაბეჭდილა. ამ წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – ავტორის სახელით და სათაურით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გვანცა ჯობავას თარგმნილია და საშინლად მომწონს ეს ახალი ტრენდი – თარგმანს მწერლები რომ ჰკიდებენ ხელს.
“ლოგოს პრესი” პატარა მკითხველს ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის ახლებურად თარგმნილ ეზოპეს იგავებს სთავაზობს, ყველაზე პატარებს კი “ჯადოსნურ მუსიკალურ ჯოხს” – წიგნ-სათამაშოს, რომლითაც, თურმე, ყოვლად სერიოზული და ჭკუადამჯდარი უფროსებიც მშვენივრად ერთობიან…
“პალიტრა L“-ი თავის უკიდეგანო ბიბლიოთეკაზე 75 პროცენტიან სეილს გეგმავს და ექსკლუზიური წიგნის თაროს პრეზენტაციასაც აწყობს. უნდა ვნახო, წიგნის თაროები ჩვენი თანთია :(
ეს – გამომცემლობების სიახლეები. საინტერესო სასუსნავი ბუქსთორებსაც უხვად ექნებათ. “ბიბლუსი” უკრაინელ პარტნიორს მასპინძლობს და სტენდზე ექსკლუზივს გამოფენს – რუსულენოვან კლასიკას, თანამედროვე პროზას, საბავშვო ლიტერატურას, კოხტა წიგნებს და ფერად-ფერად ალბომებს. საოფისე ესპანური ბრენდი “MILAN”-იც “ბიბლუსის” ექსკლუზივია და ამ ყველაფერს ნახევარ ფასად შემოგთავაზებთო… ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაციაც იგეგმება – biblusi.ge უნდა წარადგინონ და ონლაინ შოპინგი რა კომფორტულია, კი იცით…
“ბუქ სითი“, “პარნასი“, “პროსპერო“, წიგნის მაღაზია “დიოგენე”… “წიგნები ბათუმში” არ გამოგრჩეთ – მარის და ირაკლის ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი და საინტერესო. თან ყური მოვკარი, მორიგი ვოიაჟიდან ახლახან დაბრუნდნენო.
* * *
აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ მოგისმენთ, თქვენს საფესტივალო გეგმებზე მომიყევით. ეს პოსტი კი, მგონი, აჯობებს, ამოვბეჭდო და ჩანთაში ჩავაგდო, თორემ რამე აუცილებლად გამომრჩება.
“სოლარისი” და ჯივზი ჩემი გახდება. დანარჩენის რა გითხრა, ერთი უბრალო მასწავლებელი ვარ :D ისე, ეს ბლოგი კი არა გზამკვლევია :)))
LikeLike
რუქა, კონსპექტი და შპარგალკა :)
მშვენიერი არჩევანია, მალი :)
LikeLike
ბედი არ გინდა ხვალ დილაადრიან გავდივარ ქალაქიდან და კვირას გვიან ღამე დავბრუნდები:-(
LikeLike
უიჰ :( იქნებ ბოლოს ჩამოუსწრო :(
LikeLike
პოსტს რომ გადავხედე, 12 წიგნი მომეწონა. თან “სულაკაურს” ისეთი ფასდაკლებები აქვს, კიდევ მომინდება რამე… ისევ კოლექტიურად წასვლა აჯობებს – გადავინაწილებთ :)
LikeLike
“დიოგენეს” ფასდაკლებებიც ხომ იცი? “გინდა გესაუბროთ ჭეშმარიტ სეილზე” რომ ჰქვია :))
LikeLike
“დიოგენე” ჭირშიც მიყვარს და ლხინშიც :D ფასდაკლებების გარეშეც იქნებოდნენ სიაში :))
LikeLike
ცხადია :) თუმცა წელს განსაკუთრებულად მოინდომეს :)
LikeLike
ჯანდაბა, ყველაფერი რომ ვიყიდო რაც მინდა მილიონი არ მეყოფა :
)
LikeLike
არ თქვა :( ფინანსები ჩვენი თანთია.
LikeLike
:) არაუშავს, ჯერ რაც ძალიან მინდა და ჰაერივით მჭირდება, და მერე სხვები! :)
LikeLike
სწორი სტრატეგიაა :)
LikeLike
მე “დიოგენეს” სტენდთან მივვარდები როგორც კი შევალ :)))
LikeLike
თან შესასვლელთან ახლოსაა :)
LikeLike
შენ გაიხარე მოლი <3 დიოგენე მქონდა შერჩეული მარტო, დანარჩენებზე არ ვიცოდი ჯერ რა იქნებოდა ახალი, ახლა ვიცი :) ისე სხვებსაც კატალოგი რომ გამოექვეყნებინათ დიოგენესავით ძალიან კარგი იქნებოდა, შაბათს ვაპირებ იმედია დამხვდება რამე :)
LikeLiked by 1 person
ცხადია, ოღონდ კატალოგის გამოქვეყნება/არგამოქვეყნებასაც თავისი მიზეზები აქვს და შიდა სამზარეულო, რომელიც ჩვენთვის დაფარულია. კორალაინი, მაგალითად, ექვსიოდე საათის წინ ჩამოვიდა. ქარჩხაძის გამომცემლობაში ახლაც ელოდებიან ორ წიგნს… დიოგენეს, არტანუჯს და ინტელექტს დაგეგმილი ჰქონდა, ალბათ. ენივეი, კარგი და კომფორტული იქნებოდა, მაგრამ ფეიჯები არსებობს, საიტებიც და მოლის არაფერი გამოეპარება ^_^ შესაბამისად, არც თქვენ :)
LikeLike
გეიმანის თარგმნას თუ გააგრძელებენ იქნება გადასარევი ^_^
LikeLike
არ თქვა :) გული გამიჩერდა, კორალაინი რომ დავინახე ^_^ იქნებ გააგრძელონ…
ჰო, ხუთშაბათ-პარასკევი სამუშაო დღეებია და შაბათს, დიდი ალბათობით, ყველაფერი არ იქნება გაყიდული :)
LikeLike
ამდენი ხნის ოცნება მისრულდება და ხვალ დილის თერთმეტიდანვე ექსპო ჯორჯიაში ვარ^_^
ჩემი მოკრძალებული საყიდლების სია კი აგერ გვერდით მიდევს და ჯერ კიდევ გულის ფანცქალით შევყურებ წიანასწარ…
LikeLiked by 1 person
ვაჰ :) რა მაგრობაა :)
სია დაიდოს ^_^ მოკრძალებული – მოუკრძალებელი, სია სიაა და, შესაბამისად, საინტერესოც. სხვა ნახავს და იქნებ სხვას დაეხმაროს შენი არჩევანი.
LikeLike
1. ვუდი ალენი – თანამდევი მოვლენები
2. ჯოის კეროლ ოუტსი – შავი წყალი
3. უმბერტო ეკო – ვარდის სახელი
4. უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო
5. სტივენ კინგი – ბნელი კოშკი
6. მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე(ტირაჟი თუ შემორჩათ)
7. ნილ გეიმანი – კოროლაინი
8. მაკიაველი – მთავარი(მასწავლებლისთვის საჩუქრად(საყვარელი მოსწავლე))
9. რიორდანი – მეხის ქურდი
10. მურაკამი – კაფკა პლაჟზე
11. ტრუმენ კეპოტი – საუზმე ტიფანისთან
12. უინტონ გრუმი – ფორესტ გამპი
13. რეზო ჭეიშვილი – ცისფერი მტები
14. სტანისლავ ლემი – სოლარისი
უი, არც ისეთი მოკრძალებული გამოვიდა ასე:დ უბრალოდ კიდევ იმდენზე მწყდება გული რომ:/ რამდენიც საჩუქარდ მინდოდა, მაგრამ ნეტა მე მაჩუქებდეს ვინმე რამეს:დდ : (
LikeLiked by 1 person
ამას ეძახი მოკრძალებულს? :)) გაგიცლია სულაკაური და დიოგენე :) ჩვენც დაგვიტოვე რამე.
მშვენიერი სიაა, ვამპირ. დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. არც ერთი ზედმეტი ან უინტერესო წიგნი. ყოჩაღ ::)
LikeLike
სია იქით იყოს და, მარტო მოლის ეს შეფასება რად ღირს^^ მათი ნაწილი, სწორედ მისივე ანოტაციებითაა შერჩეული: )
მოკლედ, დიიიდი დიდი მადლობა<3
LikeLike
ამჰეფი <3
LikeLike
ხვალე სამსხურიდან გავიპარები შესვენებაზე და შაბათ კვირას სტრატეგიულად მომზადებული ვიქნები)))) ისეთი გასხივოსნებული დავდივარ ხალხს ჰგონია შვებულებაში გავდივარ))))
LikeLike
სრული გასხივოსნება ინ ექშნ.
შაბათ-კვირის გენერალური გეგმა გაწერილი მაქვს უკვე. წუთობრივად :)
LikeLike
ვინი ფუუში მინდოდა დიდი ხანია და დიოგენეს აქვს 50% ფასდაკლება, ჯერ მარტო მაგიტომ ვარ გასხივოსნებული))) ახლა კინგის წიგნებზე ფასდაკლებას მთელი 2 გვერდი აქვს კატალოგში დათმობილი. ესე იგი დღეს შრომისუუნარო ვარ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ))) სულაკაურის კატალოგი უნდა ვნახო ეხლა
LikeLike
პეიჯზე უდევთ. მშვენიერი ფასებია მანდაც.
LikeLike
მე დღეს ვიყავი ფესტივალზე და სავსე ჩანთით და ბედნიერი სახით დავბრუნდი სახლში : ) არაჩვეულებრივი ფასდაკლებებია , ნამდვილი ბიბლიომანებისთვის შესაფერისი გარემო და ბევრი ახალი წიგნი . წელს ძალიან გაგვანებივრეს : )
LikeLike
მეც მოვახერხე დღეს გასხლტომა. ნადავლი ოციოდე წუთის წინ გამოვაქვეყნე ფბ-ზე :) რა გითხრა, მეც კმაყოფილი ვარ :)
LikeLike
აი , დღეს გამეფიქრა რატომღაც , ფესტივალზე მოლის რომ გადავეყარო მეთქი : ) ეხლა გადავხედე შენს წიგნებს და შაბათისთვის მეც დაგეგმილი მაქვს ”პრაღის სასაფლაოს ” , მურაკამის და ვუდი ალენის ყიდვა . დღეს ფინანსურად გავიჭედე : ) თან პალიტრა ლ -ს ჰქონდა ძალიან მაგარი აქცია , 50 წიგნის სერიიდან 2 ლარად ვიყიდე დაზიანებული წიგნები , არადა რა დაზიანებული , მშვენიერ ფორმაშია : )
LikeLike
ჰო, პალიტრასთან ფრიადი ხალხმრავლობა იყო. მანდ სულ ასეთი აქციებია.
მშვენიერი გეგმები გქონია საშაბათოდ ^_^
LikeLike
სულაკაურს არ აქვს დიდი ფასდაკლებები 25% მხოლოდ :( 5 წიგნი შევიძინე და რაც მინდოდა ისინი უკვე აღარ იყო, წიგნები ბათუმში ისეთი საყვარელი ბლოკნოტები ქონდათ სული გავიყიდე იქვე ფული აღარ მქონდა და უნგლისურენოვანი ბესტსელრები
LikeLike
ვაიმეე კორალაინი როგორ გამომრჩენია. არადა ფრიად კმაყოფილი წამოვედი. რაც მინდოდა ყველაფერი ვიყიდე მეთქი
LikeLike
ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოვიდა “კორალაინი” და, ალბათ, იმიტომ :)
დღესაც იქნება, იმედია :)
LikeLike
გაყიდული დამხვდა :( არაუშავს მაგათი ფასდაკლებები მაქვს და მივაკითხავ გამომცემლობის მაღაზიაში ;)
LikeLike
Reblogged this on კრაზანა and commented:
ჰეჰ, გავბედნიერდი <3 ფინანსებიც თუ გამწვდა, ძალიან, ძალიან დატვირთული და გაბრწყინებული დავბრუნდები ^_^
LikeLiked by 1 person
გუდ ლაკ!
LikeLike
დაგიცარიელებია დიოგენე :) მშვენიერი სიაა, მშვიდობაში :)
LikeLike
ესე იგი ჩემს სიასაც გაგიზიარებთ:
“კორალაინი” გაყიდული დამხვდა, ტირაჟი რაც მოვიტანეთ უკვე გაიყიდაო :(
დანარჩენი წიგნების სია ასე გამოიყურება:
1. აკა მორჩილაძე – მორიდებული ზურმუხტი
2. ლევან ბერძენიშვილი – წმინდა წყვდიადი
3. ჩესტერტონი – მოთხრობები მამა ბრაუნზე
4. სალმან რუშდი – ფლორენციელი ჯადოქარი
5. ედით უორტონი – უმანკოების ხანა
6. რომენ გარი – ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება
7. თომას პინჩონი – ლოტ 49-ის გამოცხადება
8. ჯულია დონალდსონი – პრინცესა სარკისანა
9. სიუზენ კოლინზი – შიმშილის თამაშები სამივე ტომი
10. პალიტრას დეტექტივების 2 ტომი და სულაკაურის მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისთვის – 3 ტომი
ბოლო სამი ბავშვებს ვუყიდე და გახარებული ვარ. განსაკუთრებით პრინცესა სარკისანა მიხარია ერთად უნდა წავიკითხოთ :) ზაფხულში საკითხავი მომარაგებული მაქვს :)
LikeLike
დაუხედავად ვყიდულობო წიგნებს. მე კიდევ ვერ ვისწავლე, რომ წიგნის ტანსაცმელივით ოთხჯერ მოზომება/აწონვა არ შეიძლება. ჯერ კიდევ მახსოვს, ორი ხელფასი რომ უნდა გქონდეს შენ, ერთი – წიგნებისთვის.
LikeLike
მეც მახსოვს :)
წიგნის ტანსაცმელივით ოთხჯერ მოზომება/აწონვა არ შეიძლება – ეს მომეწონა ძალიან <3
LikeLike
ჯანდაბა, ახლა, ეს რომ არ დავწერო, იფიქრებენ, რომ სხვა არის ამ ნიკით :)
Graham რომელიც გრინია და ინგლისელია არის გრემი, მაგრამ Graham, რომელიც შოტლანდიელია, თუ არ ვცდები, არის მაინც გრეჰემი.
LikeLike
))) შენი სპეციალიზაცია )
LikeLike
ამ შემთხვევაში ეს უკვე ლინგვიტური კირა პოლიტიკური საკითხიცაა :)
LikeLike
გუშინს მერე – არც ისე ))
LikeLike
პრაღის სასაფლაოს ვკითხულობ, კიარადა ვერ ვკითხულობ, დაძეგლებული ვარ რომელიღაც გვერდზე(
LikeLike