“ჩემს წიგნს” ხომ უყურებთ? BBC-ს ტელეპროექტს, სამი თვის წინ რომ დაიქოქა პირველ არხზე. სრულიად საქართველო საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რომ ირჩევს – დედამიწის ზურგზე ყველაზე სასიამოვნო არჩევნებს?
გემახსოვრებათ, მაგრამ მაინც გავიმეორებ -მკითხველს სამოცი ყველაზე საყვარელი წიგნი უნდა შეერჩია. მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩებოდა და რჩეულთა შორის რჩეულიც მათ შორის უნდა გარკვეულიყო.
ჰოდა, ეს შესანიშნავი თხუთმეტეული უკვე ჩამოაწიკწიკეს.
ორი მარტიდან დღემდე, ყოველ კვირა საღამოს, გაგანია პრაიმტაიმში, წიგნებზე ლაპარაკობდნენ. არც მწვავე განხილვები და დისკუსიები დაჰკლებია, თითოეულ კანდიდატს მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც, მაგრამ თავადაც ნახავდით და ტელეპერიპეტიებზე აღარ შევჩერდები; მოდი, ამ თხუთმეტეულს გადავავლოთ თვალი. მე თუ მკითხავთ, საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
ოფიციალურად გამოაქვეყნეს და აქაც იყოს, თვალსაჩინოებისთვის:
ჯოან როულინგი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”;
მარკ ტვენი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”;
გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”;
ირაკლი ჩარკვიანი – “მშვიდი ცურვა”;
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – “პატარა პრინცი”;
ართურ კონან დოილი – “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”;
ფრედერიკ ბეგბედერი – “99 ფრანკი”;
ჯერომ სელინჯერი – “თამაში ჭვავის ყანაში”;
ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია”;
რობერტ ლუის სტივენსონი – “განძის კუნძული”;
ფიოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი”;
თომას მანი – “ჯადოსნური მთა”;
ერიხ მარია რემარკი – “სამი მეგობარი”;
ალექსანდრე დიუმა – “სამი მუშკეტერი”;
მიხეილ ჯავახიშვილი – “ჯაყოს ხიზნები”.
თავის დროზე ბლოგოსფეროს დიპლომირებული ექსპერტი ლორდ ვეიდერი ერთერთი ასეთი საერთო-სახალხო ძალებით შედგენილი ჩამონათვალის კომენტირებისას წერდა: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ხალხს ბავშვობა არ ჰქონია, პირდაპირ გაზრდილები დაიბადნენო. ფაქტია, საყვარელ წიგნთა შორის საბავშვო გამოცემების დასახელებას რატომღაც ერიდებიან ხოლმე. ამ მხრივ “ჩვენი წიგნი” აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ჰარი პოტერი, ჰეკ ფინი, შერლოკ ჰოლმსი, განძის კუნძული და სამი მუშკეტერი, მთლად საბავშვო თუ არ არის, მოზარდ მკითხველთან მაინც ასოცირდება. თუმცა დასანანია, კარლსონი, პეპი, სალტკროკელები, ვინი ფუუჰი, ალისა, ნილსი, დონალდ ბისეტის პერსონაჟები, მუმინები შესანიშნავი თხუთმეტეულის გარეთ რომ დარჩნენ.
აი, ქართული წიგნების საქმე კი დადად სახარბიელოდ ვერ უნდა იყოს… შორთლისტში ოთხი მოხვდა და, ცოდვა გამხელილი ჯობია, მაინცდამაინც არ აღვფრთოვანებულვარ. არა, ამათ არაფერს ვერჩი, “ჯაყოს ხიზნები” მიყვარს კიდეც, მაგრამ რაღაცნაირად Must Love წიგნებია. Малый джентльменский набор. ყველამ რომ უნდა დაასახელოს “გადაიკითხეთ უბერებელი კლასიკოსები” პათოსით. არადა, არ იქნებოდა ურიგო, რჩეულთა შორის ერთი თანამედროვე ქართველი მწერალიც მოხვედრილიყო. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და აშკარად იმსახურებენ.
ჩემი სამი ფავორიტიდან ნახევარფინალამდე ერთმაც ვერ მიაღწია. დიდი იმედი არც მქონია, ისე… რაკიღა ხმის უფლება ისევ მაქვს, კვლავ მომიწევს არჩევა.ფინალი იწყება, ამ წიგნებს სულ დარჩეული ხალხი წარადგენს, თუმცა, რასაც ვფიქრობ, უკვე გითხარით და არა მგონია, გადავთქვა.
ქართველი მწერლის წიგნია ასარჩევიო, დათქმა რომ იყოს, უპირობოდ “ჯაყოს” ვარჩევდი – მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის საეტაპო რომანს, მაგრამ რაკიღა არავინ გვზღუდავს, ისევ ჩემი ბავშვობის წიგნებს შორის მოვიძიებ.
მიუხედავად იმისა, რომ მარკ ტვენის დილოგიაც ძალიან მიყვარს, “განძის კუნძულიც”, ჰოლმსი სულაც ჩემი ფავორიტია და “სამ მუშკეტერს” დღემდე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, ერთადერთის, რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულს ან სათვალიანი ბიჭის ამბავს მივანიჭებდი, ან “პატარა პრინცს”.
პოტერიადას ფერად-ფერად ტომებზე ჩემ თქვა ამასწინათ, ახალი სიტყვაა მსოფლიო ჰუმანიზმის ისტორიაშიო და, მგონი, იოტისოდენადაც არ გადაუჭარბებია. საგა სიკეთეზე, ერთგულებაზე, მეგობრობაზე, თავგანწირვასა და სიყვარულზე – ბევრი გეგულებათ ასეთი თანამედროვე გამოცემათა შორის? არც მე. მერე რა, რომ ავტორი ცოცხალია…
“პატარა პრინცზე” რა უნდა ვთქვა… ასეთი წიგნები, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იწერება და საუკუნეებს უძლებს. თან ფანტასტიკურად გადმოქართულებული ვერსიაც მოგვეძევება – “აგორას” გამოცემა, ავტორის ილუსტრაციებით და გიორგი ეკიზაშვილის მშვენიერი თარგმანით.
აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. “ჩემი წიგნი” ბიბლიომარათონის ყველაზე გემრიელ ეტაპს უახლოვდება. წინ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გადაცემები გველის და თუ თქვენმა რჩეულმა ვერ გაიმარჯვა, მაინცდამაინც ნუ ინაღვლებთ – გემოვნებაზე, გეცოდინებათ, არ დავობენ.
თუმცა, ისიც გაგიგონიათ ალბათ, როგორ აბოლოებდა ამ ფრაზას მარტ ტვენი – … მის გამო ერთმანეთს სცემენ, აგინებენ და ლანძღავენო :)
პატარა პრინცი :(((
აი, “99 ფრანკი” რატომ არის აქ, ალბათ ვერასოდეს მივხვდები.
ამ სიიდან ჩემი ხმა შერლოკს ;))
LikeLike
პრინცს რას ერჩი?
LikeLike
პირიქით, ვერჩი კი არა, სწორედაც რომ… <3
LikeLike
უი, სმაილი შემშლია, მე მაპატიეთ, პირიქით, გაბადრული სახე უნდა ყოფილიყო :)
LikeLike
მეც არ გამიკვირდა :))
LikeLike
საერთო ჯამში, არ არის ცუდი 15-ეული, მაგრამ ჯერ იყო და ასტრიდმა დამწყვიტა გული, ახლა – ტოლკინმა… სამაგიეროდ ბოლო-ბოლო გადავწყვიტე, რომ ჰარი პოტერსაც მივადგე. რომელი ტომი მაქვს წაკითხული და რომელი ფილმად ნანახი, აღარც კი მახსოვს და ამ ზაფხულს “ჩემი წიგნის” წაქეზებით, საფუძვლიანად მივხედავ ქალბატონ ჯოანს :)))
LikeLike
ტოლკინი ცალკე სატკივარია და მარტინი :( რას ვიზამთ :(
LikeLike
მოლი დავბრუნდი
LikeLike
ველქამ, ლუკა :)
და ბარემ შენი აზრიც გვითხარი ამ თხუთმეტეულზე :)
LikeLike
hari ♥
LikeLike
კეჟერაძე გირჩევ ჩაუჯდე მოგეწონება ჰარი პოტერი
LikeLike
კარგი თხუთმეტეულია მოლი მაგრამ ასტრიდი არააა
LikeLike
ბეჭდების მბრძანებელიც არააა
LikeLike
ბედნიერი ვარ! ყველა მქონია წაკითხული ))
LikeLike
მაგას რა ჯობია :)
LikeLike
მაგრამ აი ბეჭდების მბრძანებლის გამოტოვებას ვერ ვაპატიებ კაცობრიობას
LikeLike
ყველაფრის გათვალისწინებით, თხუთმეტეულით გაკვირვებული არ ვარ. თუმცა მეორეა რას ვისურვებდი მე:/
თავიდანაც და ახლაც, ჩემი ხმა ჰარის <3 (საერთოდ უზომოდ ბედნიერი ვარ ასე რომ დავაფასეთ ეს წიგნი უკვე)
ისე, საინტერესო იქნებოდა მოლი თავის თავდაპირველ რჩეულ სამეულს თუ გაგვიმხელდა )
LikeLike
რაღა მნიშვნელობა აქვს :)
LikeLike
უდაოდ – ,,პატარა პრინცი” ♥♥♥
LikeLike
“მაგრამ რაღაცნაირად Must Love წიგნებია” – ზუსტად, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეხედულებას :)
რაც შეეხება ამ 15 წიგნს, აქედან თითქმის ყველა ძალიან მიყვარს და არჩევაც ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ სელინჯერის მიმართ მაინც სხვანაირი სიყვარული მაქვს. ჰოდა, ჩემი ფავორიტი აქედან სწორედ სელინჯერია :)
LikeLike
ღირსეული ფავორიტია :)
LikeLike
არ არის საკმარისი 15))) დაგვრჩა გარეთ ბევრი. 99 ფრანკი არ მაქვს წაკითხული სამწუხაროდ, დედაჩემის გავლენით, არ მოეწონა და დროის არ დაკარგვის პრინციპით არ წავიკითხე.
LikeLike
არ არის, ცხადია :) თხუთმეტს კი არა, ასორმოცდაათს ჩამოთვლიდა ნებისმიერი ბიბლიოფილი,მაგრამ რა ვქნათ… კონკურსია და სხვაგვარად არ გამოვა.
LikeLike
ძალიან გული მწყდება ტოლკინზე :(
მარტინის იმედი არც მქონდა, არა მგონია იმდენს ჰქონდეს წაკითხული, რომ საკმარისი ხმა დაეგროვებინა.
ჰარი გამიხარდა, პატარა პრინციც <3
LikeLike
წესით, მარტინსაც უნდა ჰქონოდა შანსები. თუნდაც სერიალის ხათრით.
ტოლკინზე არაფერს ვამბობ :(
LikeLike
ჩემი ხმაც ჰარის აქედან :)
LikeLike
მიღებულია :)
LikeLike
მე ”კლოუნის თვალთახედვას ” და ” სამ მეგობარს ” ვგულშემატკივრობდი და ახლაც ამ წიგნების ერთგული ვრჩები .
ძალიან გამიხარდა ” პატარა უფლისწულის ” ამ სიაში ნახვა .
რაც ყველაზე მთავარია , უმაგრესი პროექტია და მომდევნო გადაცემასაც მოუთმენლად ველოდები <3
LikeLike
ახლა იწყება, რაც იწყება :) ფინალები :)
LikeLike
ჰარის ვბალეშიკობდი დაწყების დღიდან, მის გუნდში ვარ და ძალიანაც მიხარია და სამართლიანიცაა, ჰარიმ გაიმარჯვოს <3
LikeLike
კი, ასე ნამდვილად უკეთესია.
პროექტს არ ვუყურებ, მაგრამ იდეას ვეთანხმები :)
LikeLike
იდიოტი, დათა და შერლოკი ამ სამიდან რომელი გამოვყო არ ვიცი. :) ისე მართლა თხუთმეტს კი არა 50 მაინც ჩამოვთვლი გამორჩევა რომ გამიჭირდეს ისეთებს. <3
LikeLike
ამ სამიდან – შერლოკი :)
LikeLike
ჰარიიი
LikeLike
ჰარიი <3
LikeLike