მშვენიერი რამაა ეს “ამაზონი”.
ამერიკა არ აღმომიჩენია, ადრეც მშვენიერი იყო ალბათ, უბრალოდ, მე არ ვიყენებდი. რაც მჭირდებოდა, თბილისშიც მოიძებნებოდა და მერე, ხომ იცით, ლოდინზე უარესი არაფერია. ჰოდა, ლოდინი მეზარებოდა სწორედ. რა ვქნა, სული ცხვირში მაქვს – ახალი სათამაშო მაშინვე უნდა ჩავიხუტო გულში და შინ წამოვაცუხცუხო; ადგილი მოვუძებნო, შემოვასკუპო თაროზე და ხშირ-ხშირად გავხედო – ნამდვილად აქ არის თუ არა.
მოკლედ, ასეთი ნელთბილი დამოკიდებულება მქონდა ონლაინ შოპინგის მიმართ, მაგრამ მერე და მერე რაღაცები შეიცვალა.
“ქინდლს“, მაგალითად, მხოლოდ “ამაზონზე” ვყიდულობ. თბილისში სად იყიდებაო, რომ მკითხოთ, ვერც გიპასუხებთ. მარტივი გზაა, კომფორტული და, რაც მთავარია, მშვიდად არეგისტრირებ, რეგისტრირებულ “ქინდლს” კი უამრავი პატარ-პატარა უპირატესობა აქვს.
კიდევ – მაგნიტები, სუვენირები, წიგნები…. ვინ მოთვლის! “ამაზონს” საყვარლობები არ დაელევა და მოლის – ფანტაზია. საკმარისია, რამე გამახსენდეს, გაგანია მუშაობაშიც რომ ვიყო, მაშინვე ძებნას ვიწყებ, ვპოულობ, ვათვალიერებ, მეგობრებს ვუგზავნი, ვეზუზუნები, საექსპერტო დასკვნას ვითხოვ და ვიწერ.
დღეს კი მართლა დიდი დღეა – განსაკუთრებულ სათამაშოზე უნდა მოგიყვეთ. აბა, სურათს ახედეთ. დიახ, დიახ, სწორედ ის არის – A Game of Thrones: The Board Game Second Edition.
ახლა, ფეისბუქგანხილვებში რომ არ ვმონაწილეობ, იმას ხომ არ ნიშნავს, ბაბუა მარტინის ეპიკური საგა აღარ მაინტერესებდეს. სტარკები ისევ მიყვარს, მარტელები ისევ მესიმპათიურება, ტარგარიენების გოგო-ბიჭებს ისევ ინტერესით ვადევნებ თვალს… კიდევ – იმას, როგორ ანგრევენ ლანისტერები ძლივს აშენებულ სამეფოს და ფრეიები… ამათზე რა უნდა ვთქვა, “ოჰ, ეს ფრეი რა დიდი ფრეიაო”, ხომ გაგიგონიათ.
ჰოდა, არ იქნებოდა სამართლიანი, მოლის ეს სიმპათიური ყუთი არ ჰქონოდა.
კარგა ხანია, თვალი მაქვს დადგმული. სერიოზული ხალხი თამაშობდა, “A Song of Ice and Fire”-ს მძიმეწონიანი და ავტორიტეტული ადეპტები. თვეში ორჯერ მაინც იკრიბებიან, ფრიად ჩამთრევი რამეაო, ამასაც მოვკარი ყური და რა გული მომითმენდა…
ოღონდ ისე გამოვიდა, რომ ცოტა ხანს თამაშებისთვის არ მეცალა, მერე მეორე, სრულ ვერსიას ველოდებოდი, მერე ისევ არ მეცალა, მერე “ამაზონის” აქაუნთს დაემართა ჭირი და დოზანა და, მოკლედ, გამიჯანჯლდა ეს ამბავი.
სამაგიეროდ, ახლა შინ მიდევს. ისე, მძიმე კია, ოხერი, სულ ხვნეშა-ხვნეშით ამომიტანა ნუკიმ. რა გინდა, შვიდი სამეფო ეტევა, იმხელა დაფაა და ოთხი გვარის წილი ქვები, არტეფაქტები, ქარდები, ხმლები, თავის ქალები და ათასი სხვა მაიმუნობა.
კაფეშიც შეიძლება კამათლის გაგორებაო, მცოდნე ხალხი ამტკიცებს, მაგრამ რაღაც მეეჭვება. სტანდარტულ მაგიდაზე არ დაეტევა და არც თბილისური კაფეების ყაყანი მოუხდება. უბრალო ამბავი არ გეგონოთ, სერიოზული სტრატეგიაა, დაფიქრება, გათვლა და ტვინის ჭყლეტა სჭირდება. ასე რომ, ისევ შინ თამაში ჯობია. გემრიელად, მშვიდად, აუჩქარებლად, ახალგამომცხვარი ქათმის შუს, ტორტის ვეებერთელა ნაჭრის ან ათქვეფილი ყავის თანხლებით.
თამაშის წესებს ვაბულბულებ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ – სანამ ის გზაში იყო, სულ ორჯერ თუ სამჯერ ვუყურე ვიდეოს “იუთუბზე”, მაგრამ რაღაცებში უკვე გავერკვიე. ცოტას კიდევ ვისწავლი, წიგნის ფესტივალიც ჩაივლის და უკვე პარტნიორებზე უნდა ვიზრუნო.
ჰო, აქედანვე გაფრთხილებთ – სტარკებით მე ვთამაშობ!
ვაუ :)
მეც მათამაშე და კარსტარკებზეც თანახმა ვარ :)
LikeLike
წესიერი ხალხი :)
LikeLike
წარმატებები! ^_^
LikeLike
vielen dank!
LikeLike
ტარგარიენებით მეეე :)
LikeLike
შენი გოგო დენია :))
LikeLike
ეჰ : (^
LikeLike
:)
LikeLike
მეც მათამაშეთ და ქათმის შუებს გამოგიცხობთ)))) და ხაჭოს ნამცხვარს კიდე))))
LikeLike
ქათმის შუს აქეთ მოგართმევთ და ხაჭოს ნამცხვარი საინტერესოა :)
LikeLike
მაშინ ქათმის შუს თქვენი რეცეპტი გამოუშვით))) ხაჭოს ნამცხვარს კი გემრიელს გპირდებით)))
LikeLike
მოლი შეიძლება გკითხო წონა რამდენი ჰქონდა ამანათს? მეც მინდა გამოწერა))))
LikeLike
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მსუბუქი არ ყოფილა ნამდვილად. წონის არცთუ მცირე გადასახადით ვმსჯელობ. ტექნიკურ დეტალებს ჩემი მეგობარი ნუკი აგვარებდა და მისგან ვიცი.
LikeLike
ხო ამიტომ გკითხე წონა, გადასახადი რომ გამეთვალისწინებინა დაახლოებით რა დაჯდებოდა.
LikeLike
ჯანდაბას, ლანისტერები მე, ოღონდ არ გამომტოვოთ :)
LikeLike
ფრეიები რომ დაამატონ მესამე ვარიანტში რატომღაც :))
LikeLike
სამაგიდო თამაშების დიდი მოყვარული ვარ და მე გირჩევდით Ticket to ride europe, Dixit, Seven wonders :)
Game of thrones კარგია, მაგრამ ისინი უკეთესი ^___^
LikeLike
სამაგიდო თამაშების დიდი მოყვარული ვარ, გირჩევდით Ticket to ride europe, Dixit, Seven wonders გეცადათ :))
Game of thrones კარგია, მაგრამ ისინი რაც ჩამოვთვალე უკეთესი ^____^
LikeLike
მეც მიყვარს :) და პანცერნეგენერალს ვთამაშობ დიდი სიამოვნებით. ოღონდ, კომპიუტერულ ვარიანტს.
LikeLike
მეც კი დავადგი საიტზე თვალი ამ თამაშს, მაგრამ ჯერ ვერ მომიბავს თავი.
LikeLike
გული ამიფართხალდა! რა მაგარი რამე ჩანს <3 აწწ, მეც რომ მინდაა, მე რა ვქნა მე? :/
LikeLike
კომპიუტერული თამაში რომ იყოს, გადმოგიწერდი :)
LikeLike
ჰეჰ:))
LikeLike