ასეთი საჭირო წიგნის გამოცემა კარგა ხანია არ დაანონსებულა.
არა, საინტერესო სიახლეების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით – თვე არ გავა, თითებჩასაკვნეტი ლიტერატურული ნუგბარი არ მოგვიმზადონ გამომცემლობებმა, მაგრამ საინტერესო ერთია და საჭირო – მეორე…
… იმიტომ, რომ “ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა” მხოლოდ ლამაზი მეტაფორაა და ლადო ასათიანის კრებულის გადაშლისას თუ გაგვახსენდება.
“რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო” – ესეც დავივიწყეთ და ამ ჩვენს ტკბილ ქართულს საშინლად ვეპყრობით.
ხომ იცით, პათეტიკა ჩემი საქმე არ არის, იოანე ზოსიმეთი და ქართული ენის საღვთო მისიით თავს არ შეგაწყენთ; ბევრად მიწიერი და პრაგმატული არგუმენტებიც არსებობს – ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტია, მოსავლელი და მოსაფრთხილებელი; ესეც რომ არ იყოს, დამახინჯებული გამოთქმები ყურში ხანჯალივით მესობა. და, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე.
ახლა, მთლად ქართული ენის პალატის წევრივით მეტყველებას არავის ვთხოვ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ გამართული ქართულით მოსაუბრე ადამიანები დინოზავრებივით გადაშენების პირას არიან; სამაგიეროდ, “ვსვავ”, “მასხავს”, “კარგით” ისე გახშირდა, უნებურად დაეჭვდები, გრამატიკის წესები ხომ არ შეცვალესო.
ქართველობა ისევ გვეამაყება, ადათ-წესებს ისევ ხმალამოწვდილი ვიცავთ, მაგრამ გაუკუღმართებული ევროპის შემრისხველი კომენტარები, როგორც წესი, ლათინური შრიფტით და, სულ მცირე, ორი-სამი შეცდომით იწერება.
არადა, რა ადვილია, “აბსოლიტურის” ნაცვლად “აბსოლუტური” დაწერო, “ამინისტიის” ნაცვლად – “ამნისტია”. “შეკლს”, “ბრედბერს” და “მურაკამს” რომ კითხულობ, ასეთი მარტივი რაღაცები არ უნდა გაგიჭირდეს.
“მიხაილოვის საავადმყოფო” და “ალექსანდროვის ბაღი” თვალსა და ყურს ერთად ჭრის. სწორი ფორმა თითქოს ყველამ იცის, მაგრამ რა გინდა…
ამ ტოტალური გრამატიკული ბაკქანალიის დასამარცხებლად მორიგი სახელმძღვანელოს გამოცემას აპირებენო, იფიქრებს ვინმე და… მწარედაც შეცდება.
ამ წიგნის გარეკანს შეხედეთ და მითხარით – ჰგავს ჩვეულებრივ სახელმძღვანელოს? მეც მაგას ვამბობ – არ ჰგავს.
ჯერ ავტორისა ვთქვათ – ზინა გაბიჩვაძე, ბლოგერი, ფილოლოგი და თბილისის ყველაზე მაგარი სკოლის პედაგოგი. ჰოდა, მეტი საქმე არ აქვთ ნიუტონელებს, ჩვეულებრივი წიგნების წერაზე დაკარგონ დრო…
არ ვიცი, იქნებ გახსოვთ კიდეც, ქალბატონ ზინას ბლოგი ჰქონდა; ბლოგოსფეროს (და არამხოლოდ) ქართული ენის გრამატიკის საიდუმლოებებს უზიარებდა, ოღონდ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე, მარტივად, მოსაწყენი წესების და სქემების გარეშე.
ჰოდა, ამ პოსტების კრებულია ეს “ქართული ენა ზარმაცებისათვის”. გრამატიკაზე გეჭორავებითო, ავტორმა, და რა ჯობია, საინტერესო რაღაცებზე იუმორით, ენამოსწრებულად რომ გიყვებიან. თან ხალისობ, თან სწავლობ.
მარტო ბლოგერებისთვისაა ეს წიგნიო, ცხადია, არსად აწერია გარეკანს – ყველას გამოადგება, ვისაც ხეირიანი ქართულით მეტყველება სურს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება. რედაქტორები არ გვყავს, შეცდომებს არავინ გვისწორებს და ვერ წარმოიდგენთ, რა უსიამოვნოა, საინტერესოდ ჩაფიქრებულ პოსტს დასანანი გრამატიკული ლაფსუსი რომ აფუჭებს.
აპრილის ბოლოს იქნებაო, “სიესტაში” ამბობენ. ჯერ ამ ბლოგს გადაავლეთ თვალი – წარმოდგენას შეგიქმნით; მერე წიგნიც მოგვისწრებს, ერთად ვნახოთ და განვსაჯოთ.
ერთი თვეა, მაგიდაზე ფეხმოუცვლელად მიდევს ეს გადასარევი ლექსიკონი. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, ზარმაცების გრამატიკაც გამომადგება.
მენაკის ბლოგი – როგორ არ მახსოვს :)
LikeLike
ძველი სკოლაა :)
LikeLike
ამაყი ვარ, როგორც ფილოლოგი და როგორც ბლოგერი :)
LikeLike
მე მესმის თქვენი :)
LikeLike
მოლი, <3 აბა, მეტი რა გითხრა :) დანარჩენი წიგნს რომ ვნახავთ.
LikeLike
მოლი, <3 აბა, მეტი რა გითხრა :) დანარცენი წიგნს რომ ვნახავთ :)
LikeLike
წიგნს ველოდებით <3
LikeLike
“გვერძე”, “ტიპიური”… პირველი განსაკუთრებით მაღიზიანებს.
ქ-ნი ზინას ბლოგს რაც შეეხება, მოლის ბლოგიდან გავიცანი ისიც და წიგნის შეძენის სურვილსაც, რა გასაკვირია და, მოლის უნდა ვუმადლოდე :)
პ.ს. ნატო ასწავლის თურმე მითოლოგიას ნიუტონის სკოლაში <3 მეც სიამოვნებით ჩამოვუჯდებოდი მოსწავლეებს გვერდით ნატოს მოსასმენად.
LikeLike
დიდი სიამოვნებით დავიკლებდი ასაკს და ნიუტონის პირველკლასელი გავხდებოდი, ტაბუ :)
LikeLike
ვაი, რამდენი უპატიებელი ორთოგრაფიული შეცდომა დავუშვი ამ ერთ კომენტარში :(
LikeLike
კლავიატურის ბრალია :) შესწორებულია :)
LikeLike
მადლობა :)
ასეთ პოსტს ჩემი შეცდომები არ ეკადრებოდა :)
LikeLike
შეკლი? Respect!
LikeLike
შეკლი არა. შეკლ.
შეკლს ვკითხულობთო და ასე გამოდის.
LikeLike
Robert Sheckley არ იგულისხმეთ? უბრალოდ, მესიამოვნა :)
LikeLike
ნამდვილად რობერტ შეკლი ვიგულისხმე :) ფავორიტი მწერალია ჩემთვის :) და არა მხოლოდ ჩემთვის :) განსაკუთრებით იუმორისტული მოთხრობების ციკლი მომწონს.
ოღონდ, ამ პოსტში სხვა კონტექსტით გამოვიყენე. ძალიან ხშირად ეშლებათ მართლწერა და შეკლის ნაცვლად შეკლს წერენ, ბრედბერის ნაცვლად – ბრედბერს და მურაკამის ნაცვლად – მურაკამს.
ეს იყო და ეს.
LikeLike
დიახ :) სწორედ ისე გავიგე, როგორც თქვენ იგულისხმეთ – და იმიტომაც დაგირესფექთეთ :)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
მშვენიერი იდეაა :) აბიტურიენტობის შემდეგ ცოტა გამომისწორდა წერითი უნარები, მაგრამ ხანდახან მაინც არ მაწყენდა გადამოწმება :) ყოველი შემთხვევისთვის დავიდებ მაგიდაზე :)
LikeLike
ძალიან საჭირო წიგნია :)
LikeLike
[…] This Article Share it With Friends 👤by admin 0 Comments mollybloom-ის ბლოგპოსტი […]
LikeLike
[…] https://mollybloomsday.com/2014/04/13/qartuli-ena-zarmacebisatvis/ […]
LikeLike
“ტაქსში” უკვე აღარ გვეხამუშება, ისე დამკვიდრდა.
“ისი პარში” ვიყიდე და “ბერლუსკონმა” მაგიჟებს… და კიდე “ვსვავ” და “ვასხავ”.
LikeLike
შარშან თუ შარშანიწინ დავწერე ერთგან ფბ-ზე მასტროიანიმ ითამაშა-მეთქი და ერთმა ფრენდმა შეცდომაში გამომიჭირა – მასტროიანიმ თუ მასტროიანმაო?
ვგიჟდები ასეთ ადექვატურობებზე.
ეს ბოლო “ვ” მეც მკლავს.
LikeLike
:)))) თან თავდაჯერებულებიც რომ არიან! ამიტომ ვგიჟდები სკოლაზე და იქ საფუძვლიანი განათლების მიღებაზე! ხელად ეტყობა, ვისაც თავის დროზე არ უსწავლია.
LikeLike
თავდაჯერებულობა ამათი საფირმო ნიშანია :))
LikeLike
„ბურთი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში“ – რუსულიდან გადმოიღეს ფეხბურთის კომენტატორებმა. არადა, ფეხბურთელი სათამაშოდ გამოდის მოედან-ზე, ბურთი დაგორავს ასევე მოედან-ზე. რაღა საჯარიმოა მაინცადამაინც მოედან-ში? „დარტყმას ახორციელებს“ არ დაეკარგოთ კიდევ არსად. :D პოლიციელების სამეტყველო ენა საერთოდ კოშმარია! „დაკავებულ იქნა“, „აყვანილ იქნა“ — სულ რუსული ასლებია, როცა ერთ სიტყვაში ითქმის: „დავაკავეთ“, „ავიყვანეთ“ ან „დააკავეს“, „აიყვანეს“… :))
LikeLike
რუსულ კალკებს კარგა ხანს ვერ მოვიშლით, როგორც ვატყობ :((
LikeLike
საინტერესო წიგნი შანს :)) მგონი გამომადგება :D :))
LikeLike
მეც ასე მგონია :)
LikeLike
:)
LikeLike
ვაი ეს რა მაგარი წიგნი დაგვიანონსე მოლი : ) აუცილებლად უნდა ვიყიდო და ჩემს რამდენიმე ნაცნობსაც ვათხოვო . დიდი იმედი მაქვს წაკითხვის შემდეგ აღარ წამოსცდებათ ”თითეული ” , ”თვითვეული ” , ”ვსვავ ” , ”დზალიან ” და კიდე ათასი საშინელება . ამ შეცდომებზე მეტად არაფერი მეზიზღება .
LikeLike
კარგია, ასე იმედიანად რომ ხარ, ლიზბეთ :)
LikeLike
”კიდე ” კი არა , ” კიდევ ” : ))))))))))))))
LikeLike
მე ვფიქროფ რო ზედმეტ ყურადღებას უთმოფთ ამ ყველაფერს.
სინამდვილეში არაფერი მნიშვნელი არ აქვს რას და როგორ დაწერ. უფრო სწორათ აქვს მაგრამ სასწაულებს თუ არ აკრიფავ წვრილი რაღაცები არ არის პრობლემა
ძალიან ვეცადე სასტიკად დამეწერა კომენტარი, თუმცა ეს ხუმრობა არ არის.
მართლა ასე ვფიქრობ.
LikeLike
მარო <3 <3 <3
LikeLike
სულზე მოგვისწრო :D და მენაკის ბლოგი <3
LikeLike
ბლოგოსფეროს კლასიკა <3
LikeLike
უნდა ვიყიდო! წიგნის ყველა მაღაზიაშია? ^_^
LikeLike
ჯერ არ გამოსულა. მალე იქნებაო, ამბობენ და როცა იქნება, წიგნის ყველა მაღაზიაში მიიტანენ, ალბათ. ნუ. მსხვილ ბუქსთორებში – ნამდვილად.
LikeLike
25 არა, 125 ლარი დაადეთ..ჰმ
LikeLike
ბატონო?
LikeLike
25 ლარი ღირს???
LikeLike
არ გამოსულა ჯერ, არ მინახავს და ფასიც არ ვიცი :) თუ 25 ლარი ღირს, ნამეტანი მოსვლიათ :(
LikeLike
ძაან საჭიროა.
ოღონდ ადგილ-ადგილ. ადგილ-ადგილ კი მავნებლურია :))
ჩემს ქართულის მასწავლებელს ვერ გავაგებინე ეგ. და დღემდე ავერ გაუგია, თუ რასაკვირველია ცოცხალია.
კარგად ამყოფოს. შანიძის ასაკსაც გადააბიჯოს. დაე.
LikeLike
ნუ, ახლა, თუ სლენგით საუბრობ, გრამატიკა უნდა დაიკიდო.
LikeLike
მოლი, ეს წიგნი გამოვიდა? მადლობა.
LikeLike
არსად შემხვედრია, თორემ არ გამომეპარებოდა. სავარაუდოდ, გეგმები შეეცვალათ.
LikeLike
მადლობა. საჭირო წიგნი კია.
LikeLike
ძალიან ( სამწუხაროა ფრიად. ველოდებოდი.
LikeLike
[…] https://mollybloomsday.com/2014/04/13/qartuli-ena-zarmacebisatvis/ […]
LikeLike
[…] სანამ იქ მოხვალთ მოლის ბლოგს ესტუმრეთ https://mollybloomsday.com/2014/04/13/qartuli-ena-zarmacebisatvis/ […]
LikeLike
[…] გადასარევი ამბავი: ზინა გაბიჩვაძის “ქართული ენა ზარმაცებისათვის” ხომ გახსოვთ? აი, ის წიგნი, შარშან რომ […]
LikeLike
[…] ყდას მოკლე ანოტაციაც ახლდა და პრევიუ სულ ხელების ფშვნეტით დავწერე – […]
LikeLike