მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?
მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.
ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.
ფლორენციიდან “Zuppa del duca”-დ წოდებულმა ტკბილეულმა ვენეციაში ამოყო თავი და სწორედ იქ გადაარქვეს სახელი ფრიად პიკანტური მიზეზის გამო – ეშხიანმა იტალიელმა კურტიზანებმა ხელად შეამჩნიეს, რომ მათი დიდგვაროვანი მუშტრების პოტენციაზე ეს ჰაეროვანი გემრიელობა ფრიად სასიკეთოდ მოქმედებდა; ჰოდა, უწოდეს კიდეც ტირამისუ – Tira mi sù ანუ ამიტაცე, ამქაჩე ზემოთ.
ისე, კაცმა არ იცის, იქნებ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები სულაც არაფერ შუაში არიან და ტირამისუს სახელი მხოლოდ იმ ღვთაებრივი განცდის გამო შეარქვეს, რომელიც მისი დაგემოვნებისას ეუფლება ყველა მსუნაგსა და ტკბილის მოყვარულს; თუმცა, გამოგიტყდებით და პირველი ვარიანტი უფრო მომწონს… წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ მიიპარებოდნენ ტირამისუთი დანაყრებული ვენეციელი არისტოკრატები ბნელ ღამეში, წამოსასხამებში საგულდაგულოდ გახვეულნი და ხანჯლებით შეიარაღებულნი, მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაცავად; როგორ მარჯვედ მიცოცავდნენ სათაყვანებელი ქალბატონების აივნებზე და როგორ იმედიანად გრძნობდნენ თავს – გენუელი მზარეულების შექმნილი შედევრის წყალობით სირცხვილის ჭამა არ ემუქრებოდათ.
ამ სახალისო ისტორიას, ვფიქრობ, ასე ნაქები დესერტის დაგემოვნება არ აწყენს, ასე რომ, ჰექსე, დატრიალდი, გეთაყვა, ის თეფშები გამოალაგე, შენ რომ მოგწონს; რუსო ჭიქებს მიხედავს, ლორდ ვეიდერი ღვინოს ამოიტანს სარდაფიდან, ტირამისუს ზარზეიმით შემოტანა კი ჩემზე იყოს :) ჰო, ერთი მოხალისე მჭირდება კიდევ სამზარეულოში – ყავის მოსახარშად; რას იზამთ, გეთაყვა, ხომ გაგიგონიათ – ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამსო :)
წიანსწარ გაგეფრთხილებინე და ტირამისუს მომზადებაშ მოგეხმარებოდი, მოლი :) ერთობ გემრიელ ტირამისუს ვაკეთებ ;)
LikeLike
შევთანხმდით, ტაბუ :) შემდეგ ტირამისუს ერთად ვაკეთებთ :)
LikeLike
მე მოვხარშავ ყავას ^_^
LikeLike
შენ ელარჯზე თუ შეგაწუხებ :) ყავას აქეთ მოგიხარშავ :)
LikeLike
კარგი, გებჟალიასაც ვისწავლი :)
LikeLike
მთლად გადასარევი :)
LikeLike
შემდეგ ჯერზე მე დაგპატიჟებთ :)
მართალია, ჩემი ინტერპრეტაციით მომიწევს მომზადება, მაგრამ, როგორც ლორდი იტყოდა, ყველი და შოკოლადი არასოდეს იქნება ცუდი :)
თუ მაინცდამიანც ორიგინალიგინდათ, რომელიმე თქვენგანმა მარსალა წამოიღოს <3
უგემრიელესი დესერტი არასოდესაა ზედმეტი!
LikeLike
ეგ ძუძუებზე გამიგია მე :) ზემდეტი არასოდეს არისო.
შენ ბლოგზე გვიმასპინძლე, თამაღ და ყველზე და პურზეც თანახმა ვარ :)
LikeLike
იყოს ძუძუებიც :)
LikeLike
არც ერთია ზედმეტი და არც მეორე :)
LikeLike
თავს ვერ გამოვიდებ კარგად გამომდის მეთქი, თორე მე შევეჭიდებოდი ყავის მოხარშვას: /
ალბათ, ჯობია ისევ ნერწყვებმომდგარმა ჩემთვის განკუთვნილ ერთ ნაჭერ ტირამისუსს კუთხეში მარტოდ შევექცე.
თან ასეთი საინტერესო გარემოცვით დავტკბე: )
LikeLike
მერე გვითხარი, თუ მოგეწონა, ოღონდ ყალბ კომპლიმენტებს არ ვართ :))
LikeLike
მარტო ჭიქების დალაგება რაა, სულ კაბის ფრიალით ვირბენ აქეთ-იქით :)) მე ამ ბოლო დროს, ძირითადად, ჩემს ჩინურ ტორტზე ვარ – ორ კილო ხილს ვყრი და იმიტომ :)
LikeLike
ფრიალა კაბები <3
მეც მინდა ხილით გაძეძგილი ჩინური ტორტი :) თან, კარგი იყოო, გოგოები აქებდნენ :)
LikeLike
აუცილებლად გაგასინჯებ :)
LikeLike
შენი ჩინური ტორტი <3
LikeLike
როდის გავიმეოროთ? :)
LikeLike
შემდეგ შაბათს. :)
LikeLike
შემდეგ შაბათს არ ვიქნები თბილისში, მაგრამ იმის შემდეგ შაბათს თქვენს განკარგულებაში ვარ :) თქვენი მოტანილი ღვინოც ხელუხლებლად გელოდებათ :)
LikeLike
გემრიელია ყველაფერი, რასაც შოკოლადი აქვს :D …ყავას ვსვამ და ტირამისუსაც მივაყოლებდი სიამოვნებით :)))
LikeLike
უჰ, არ თქვა, იდეალური მიქსია <3
LikeLike
ტკბილის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ტირამისუ მიყვარს :) თან მერე კარგ ჯონჯოლს თუ დამაყოლებინებთ მთლად უკეთესი :D
LikeLike
ჯონჯოლი ისედაც კარგია, ტირამისუს გარეშეც :))
LikeLike
ამნნ, ჰექსეს უკვე თეფშებს ანდობენ <3
მოლიშკა, აგერია, შენს ვერანდაზე მე საყვარელი თეფშები არ მაქვს, თუმცა ყავის ის თეთრი, ფაიფურის ჭიქები მომწონს პომადის კვალი რომ ემჩნევა ხოლმე :))
რაც შემოთავაზებულ დესრტს შეეხება, ყოველთვის ძალიან მიყვარდა და რას ვიფიქრებდი თუ ასეთი პიკანტური და ამაღელევებელი ისტორია ექნებოდა :)
LikeLike
მე თეფშები მახსოვდა :)
აწი ჭიქებსაც განდობ :)
LikeLike
სტეიკების კვალად მინდოდა თბილისურ პიცებზე და ტირამისუების მიმოხილვაც დამეწერა.
აწი აღარ დავწერ :))
LikeLike
ეს მხოლოდ ვერსიაა, მილორდ :))))
LikeLike
არა უშავრს. :)
რაც კვირაში ერთი პოსტის რეჟიმზე გადავედი დასაწერი თემები გაცილებით ბევრია პოსტებზე :) ასე რომ არ დაილევა. სხვა რამეებზე დავპოსტავ.
LikeLike
წიგნებზე დაწერე. კარგ წიგნებს აგნებ შენ. ან მუსიკაზე.
LikeLike
მმმ.. :)) გაისინჯავს და უგემრიელესიაა:))
LikeLike