ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.
რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.
აი, ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…
ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…
აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.
მადლობა ღმერთს, “დიოგენეს ბიბლიოთეკას” გაჭიანურება არ სჩვევია – ოცი წიგნი ისე ჩამოაწიკწიკეს, ერთხელ არ წაბორძიკებულან; სამაგიეროდ, “ამერიკელების” ლოდინმა მოგვკლა და მოგვინელა ბიბლიოგურმანები. ხუთი ტომი მედო თაროზე და რამდენჯერაც შევხედავდი, გული მისკდებოდა, ხომ არ გადაიფიქრეს-მეთქი. არ გადაუფიქრებიათ, გრძელდება და მერე როგორ გრძელდება – სოლ ბელოუ და სილვია პლათი გუშინ წამოვაცუხცუხე მაღაზიიდან.
ახლა, ამსიგრძე შესავალი რატომ გავუკეთე: “დიოგენემ” კიდევ ერთი უმაგრესი პროექტი წამოიწყო – რვატომიანი.
სტივენ კინგის ბუთქუნა წიგნები ხომ იცით? ჰოდა, ამ ფერადი სერიის ფარგლებში “ბნელ კოშკს” გადმოაქართულებენ; პირველ ტომს “მსროლელი” ჰქვია; გუშინწინ გამოჩნდა მაღაზიებში და უკვე აგერ მიდევს, მაგიდაზე.
რა გითხრათ ახლა, “ბნელი კოშკის” შინაარსს მოგიყვეთ? ვისაც კინგი უყვარს, ისედაც ეცოდინება და ვისაც აქამდე არ გაუგონია, ის დროა, ამ პოსტის კითხვას თავს ანებებდეს და უახლოეს ბუქსთორში გარბოდეს – ტირაჟი არ ამოიწუროს, რეპრინტს რა მოუცდისო…
ზოგმა სკეპტიკოსმა იქნებ იკითხოს, ასეთი გადასარევი და დასაფეთებელი ვითომ რითიაო? იმით, რომ “ბნელი კოშკი” ყველა გაგებით უგემრიელესი კოქტეილია – sci fi-ს, ფენტეზის, ვესტერნის და ჰორორის ნაზავი. მოქმედება გადარეულ და რელსებს აცდენილ სამყაროში ვითარდება; გაქანებული ფეოდალიზმია, ამერიკის დასავლეთის ტექნიკური პროგრესისა და მაგიის ელემენტებით. მსროლელთა უძველესი რაინდული ორდენის წევრი როლანდ დისქეინი ქაოსის დასაძლევად ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძს – ბნელ კოშკს დაეძებს…
თან ნიკა სამუშიას თარგმანია, ნიკა სამუშია კი, ერთი ქართული ზღაპრისა არ იყოს, ის კაცია, გამომცემლობებს პირველი რომ ახსენდებათ, თუ ყოველმხრივ გამორჩეული პროდუქტის გამოშვებას აპირებენ და მკითხველიც ყველაზე მეტად ენდობა – “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგია და “ჰობიტი”, “შიმშილის თამაშები”, დრაკონისტატუიანი გოგოს ამბები, “მებრძოლთა კლუბი” და “ჯანქი”… მოკლედ, ჩვენი სტივენი საიმედო ხელშია.
თავად კინგს უთქვამს, “ბნელი კოშკი” ჩემი Magnum Opus-იაო და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, არ დავუჯეროთ. პატარაა ეს პირველი ნაწილი, ერთი უიქენდი მეყო “მსროლელის” ჩასასუსნად და არც თქვენ გაგიჯანჯლდებათ. ჩვენ იმაზე ვიდარდოთ, დანარჩენი ნაწილების გამოცემას რა დაელოდება…
ისევ საყოველთაოდ აღარებული გენიალური კინგი, რომელსაც არ ვიცნობ :)
LikeLike
არც მე ვიცნობ, თამარა (კი ჩამოვიმწკრივე თაროზე დიოგენეს გამოცემული წიგნები, მაგრამ ჯერ ვერ მივადექი), ჰოდა “ბნელი კოშკი” სწორედ შესაფერისი მიზეზი მგონია კინგის გასაცნობად :)
LikeLike
ჰოდა, სანამ მეორე ნაწილი გამოსულა, მიჰყევით ნება-ნება და გაიცანით :)
LikeLike
ამ წიგნის მოლოდინში რევიუები წავიკითე და და როგორც აღმოვაჩნე, არა მხოლოდ თავისი შემოქმედების მწვერვალად, არამედ შედევრადაც მიიჩნევს თავად ავტორი. ხვალ ჩემს თაროზეც გადმოინაცვლებს, მოლის წინა პოსტის წყალობით.
LikeLike
კინგს ძალიან მოსწონს :) არ ინანებ, ტაბუ :)
LikeLike
ასე როგორ შეიძლება მოლი:( ისედაც რამდენი ხანია ველოდებოდი ამ წიგნს და ახლა ხომ სულ მთლად მოვკვდები ინტერესით, სანამ ვიყიდი და წავიკითხავ…(^
LikeLike
შენ დანარჩენი ნაწილების ლოდინი თქვი, თორემ ეს უკვე მაღაზიებშია :)
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეს, ვამპირ :)
LikeLike
კინგის “ბნელი კოშკი” მისი ნაწარმოებების ღერძს წარმოადგენს და მის ყველა ნაწარმოებში შეხვდების კოშკის გამოძახილს ანდა კოშკისკენ მიმავალ ბილიკს.
LikeLike
დიახ :)
LikeLike
მე მგონი ცოტა ადრე მომივიდა წიგნის მაღაზიებში სტუმრობა :) 3 დღის წინ ვიყავი და იმდენი წიგნი წამოვაცუნცულე როდის უნდა წავიკითხო არც კი ვიცი, რაც შენ პოსტში კინგი დაანონსე იმის მერე სუნთქვა მეკვრება, ჰოდა, დღეს საღამოსვე უნდა შევუარო და ხელთ ვიგდო, თორემ რაღა მომასვენებს :) :)
LikeLike
უჰ, უგემრიელესობაა :)
თან, დღეიდან ყველა მაღაზიაში იქნებაო.
LikeLike
ქინდლში როდის გადავწერე მთელი “ბნელი კოშკი”, აღარც მახსოვს, მაგრამ ვერ ჩავუჯექი – ისე მოგვაყარეს სიახლეები (კარგი გაგებით), რომ ყველაფერი არ ესწრება :)) ახლაც იმდენი გამოვიდა ერთად, რომლით დავიწყო, არ ვიცი :D კინგს მაინც ბოლოსთვის მოვიტოვებ – როგორც ყველაზე “გემრიელს” :))
LikeLike
შენ კარგად მოგისწრია გადაწერა :) ფლიბუსტაზე, მაგალითად, “ბნელ კოშკზე” წვდომა შეზღუდულია საავტორო უფლებათა მფლობელის მოთხოვნით.
LikeLike
ფლიბუსტა ისე “ვიწროვდება” ნელ-ნელა, წინასწარ თუ არ დავიჭირე თადარიგი, ერთხელაც აღარაფერი დამხვდება :)
LikeLike
შენ ეგა თქვი :((
LikeLike
სილვია პლათის კონკრეტულად რომელი?
LikeLike
“ზარხუფი”.
არ იდო საიტზე წუხელ და ვერ გავლინკე.
LikeLike
ვააუჰ, კარგია და გამიკვირდა.
თუმცა,ერთხელ უკვე იყო გამოცემული ეს წიგნი ფონდის ტასოს მიერ.
ადრე.
LikeLike
კი :) იგივე თარგმანია. ლელა სამნიაშვილის (სავარაუდოდ, რედაქტირებული და გაუმჯობესებული. ძველი არ მაქვს და ალბათ რაღაცებს ჩაასწორებდნენ). ჰოდა, ფონდ ტასოს გამოცემული რომ იყო და ყველას არ ეყო, იმიტომ გამოსცეს თავიდან :)
LikeLike
არც შემითვალიერებია “ძველი” ვისი თარგმანი იყო. გადაუშლელად ვაჩუქე სხვას. მერე კი ჩემთვის ვერ ვიშოვე.
ხოდა, მაგიტომაცაა კარგი.
პაპამ ^_^
LikeLike
იეს :)
LikeLike
Go then! there are another worlds than these….
LikeLike
ბელოუს გაქართულების ამბავი სასიხარულოა ნამდვილად. დაუმსახურებლად იყო მიგდებული ეს ნობელიანტი კაცი.
მგონი არ ვცდები და ნობელიანტია.
LikeLike
კი, 76 წლის ნობელი აქვს. ანოტაციაც მომეწონა.
LikeLike
რუსულადაც გვიან თარგმნეს ასე ვიცი. ინოსტრანკაში იყო “მოწყვიტე წამი” და იქ ეწერა, რომ პირველად იბეჭდებაო. 90იანებში ალბათ.
კარგი მწერალია.
LikeLike
ინოსტრანკაში ყოველთვის კარგი ავტორები იბეჭდებოდა. რაღაცები მახსოვს, ეს – არა. ახლა სერიაც აქვთ, ბიბლიოტეკა ინოსტრანკი. ერთ-ერთი გამართული და საინტერესო სერიაა.
LikeLike
კი.. ეგრეა. მამაჩემს ძველი ნომრები აქვს დახარისხებული. საინტერესო რამეები რაც იყო ცალკე აკინძული ჰოდა სუსლოვი რომ სუსლივი იყო იმ დროინდელ ჟურნალებშიც კია კაი რამეები, არათუ გლასტნოსტის დროს. :)
LikeLike
ინოსტრანკა, ნოვი მირი, ისკაწელი. ნოვი მირში ბულგაკოვი დაუბეჭდავთ თავის დროზე და ხალხი ბიბლიოთეკიდან იტაცებდა ჟურნალებსო.
სოლჟენიცინიც, ილფი და პეტროვიც. კარგ რაღაცებს ბეჭდავდნენ.
LikeLike
მე რა წიგნებზეც ვწერ სხვა არვინ კითხულობს :))
LikeLike
მე ვკითხულობ :))
LikeLike
ჰო, ორნი. მაგრამ მაინც გამონაკლისი გამოდის :))
LikeLike
ისლანდიური რომანებიც :)
LikeLike
უი, არა. ფაიფურმა წაიკითხა გრანჟე.
LikeLike
მეორე ნაწილი როდის გამოდის, ხომ არ იცით? პირველი თითქმის დავამთავრე და დიდხანს მომიწევს ლოდინი ნეტავ? :/
LikeLike
ჯერ არაფერი უთქვამთ. ალბათ, სექტემბერში. ზაფხული მაინც ინერტული სეზონია. თუმცა გამორიცხული არაფერია. იქნებ აგვისტოშიც მოხერხდეს.
LikeLike