მოხეტიალე წიგნები გავამზადე :) ბედნიერმა უნდა დავიძინო :)
გუშინწინ უგუნებოდ დავბრუნდი შინ.
აი, ხომ ხდება ხოლმე – წვრილმანი მოგიშლის ნერვებს. თან წვრილმანი გადარდებს, თან ის გაწუხებს, უმნიშვნელო რაღაცას რომ აფუჭებინებ ხასიათს.
მოკლედ, ვერ ვიყავი კარგად.
უწადინოდ ჩავათვალიერე ფეისბუქის ფრენდლენტა. განსაკუთებული არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ერთი ახალი გვერდის ბმული გამოეგზავნა მეგობარს.
სასხვათაშორისოდ გადავავლე თვალი. ჯერ გავოცდი, მერე უცებ მივხვდი, რომ ის საძაგელი განწყობა სადღაც ქრებოდა და გამეღიმა კიდეც; ბოლოს ცხვირიც დავაქსუტუნე რამდენჯერმე.
არა, აშკარად ჯადოსნური გვერდი იყო – “მოხეტიალე წიგნები“.
თურმე, ნუ იტყვით და, ჯაბა ზარქუას გადასარევი იდეა მოსვლია თავში – მკითხველები საკუთარი თაროებიდან წიგნებს ათავისუფლებენ და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, ფოთის ქუჩებში სახეტიალოდ უშვებენ.
ეს როგორო, იკითხავთ. როგორ და ასე; შეარჩევ რომელიმე წიგნს, წააწერ ორიოდე სიტყვას და სადმე დატოვებ; მპოვნელი წაიკითხავს, თავადაც მიაწერს რამეს და უკვე სხვაგან ჩამოსვამს.
და ასე მოგზაურობენ წიგნები – ხელიდან ხელში. მკითხველიდან მკითხველამდე.
მერე ვიწექი და სახეტიალოდ გასაშვებ წიგნებს ვარჩევდი.
იოლი იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. ვიფიქრე, ვიფიქრე და სამი მოგზაური გამოვარჩიე.
ერთი “სალტკროკელებია” – დედამიწის ზურგზე ყველაზე ნათელი, ყველაზე თბილი, ყველაზე პოზიტიური წიგნი. იდეალური ანტიდეპრესანტი. არადა, ამ დაუნდობელ დროში სწორედ რომ სითბო და ღიმილი გვაკლია ყველას.
მეორე – სულ ცინცხალი “ფორესტ გამპი“, უინსტონ გრუმის ლეგენდარული რომანი. მეც ასე მომიტანეს კარგა ხნის წინ. დიდი მოინგლისურე არც მაშინ ვყოფილვარ, მაგრამ უცებ ჩამადნა ხელში და იმ ლამაზი მინორის განცდა დღემდე მახსოვს.
მესამე – ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე“, მართალზე მართალი წიგნი, დაუნდობლად პირდაპირი და გულწრფელი. დღესაც რომ აქტუალურია, სამწუხაროდ.
წავიყვან ხვალ ამ ჩემს მოხეტიალე წიგნებს. დავსხდებით მყუდრო კაფეში, დავლევთ ერთად ნაღებიან ყავას, მერე ამოვსვამ რომელიმეს ჩანთიდან, ჩუმად ვაკოცებ და იქვე დავტოვებ.
ახლა ვფიქრობ, ნეტავი ვის ჩაუვარდებიან ხელში.
იქნებ ისეთი მკითხველი შეხვდეთ, ისე გაუხარდეს, შინ გულში ჩახუტებული წააცუხცუხოს, სამჯერ გადაიკითხოს და განშორება გაუძნელდეს. იქნებ ჩემსავით უგუნებოდ მყოფს გადაეყარონ, გააღიმონ და წამით მაინც დაავიწყონ დარდი. იქნებ ვინმეს უშველონ…
ჩემი გულის ნაწილს, სითბოს და სიყვარულს ვატან თან. ხელს მოჰკიდებთ და იგრძნობთ. ჰოდა, გულგრილად ნუ ჩაუვლით :)
კაფეს მისამართი დაიდოს!
LikeLike
მე რომ საჯაროდ გამოვაცხადო, ამა და ამ დროს აქა და აქ ვიქნებიო :)
LikeLike
:)
LikeLike
რა საოცარი იდეაა, რაღაცნაირად ავფორიაქდი, საშინლად მომინდა მეც იმავეს გაკეთება :)))
LikeLike
მერე ამაზე იოლი რა არის :) ფბ-ს გვერდის ბმული კია პოსტში :) აიღე ერთი წიგნი, წააწერე, რაც შენ გაგიხარდება და გაუშვი სახეტიალოდ. თან სურათიც გადაუღე და “მოხეტიალე წიგნებს” გაუგზავნე :) ისტორიას რომ შემოუნახონ :))
LikeLike
ვაპირებ და ვარჩევ რომელი გავუშვა, ფილმ ინტუიციაში , რომ არის ისე უნდა დამიბრუნდეს უკან:)))))))
LikeLike
შენ რა გეგმა გქონია :) ისე, მაგარია, თბილისს რომ მოივლის შენი წიგნი და შენვე რომ იპოვი ბოლოს :)
LikeLike
იფ, იფ :))))))
LikeLike
ბედნიერი ის, ვისაც მოლის ნაქონი წიგნი შეხვდება. მე ისევ გაშვება გამიჭირდებოდა: )
LikeLike
ჰოდა, დაიტოვებდი კიდეც :)
LikeLike
ერთი მანიაკი ვიცი, რომელიც ხვალ ყველა მყუდრო კაფეს შემოირბენდა ამ წიგნების ძებნაში :D
ძალიან მომწონს ეს წამოწყება. მოვიფიქრებ კარგ ადგილს და მეც დავტოვებ ერთ წიგნს სადმე.
LikeLike
რა კარგი მანიაკი ყოფილა ^_^
დატოვე :)
LikeLike
ბუქქროსინგი. ადრე გქვონდა ამის წამოწყების სურვილი. მაგრამ იდეა იდეად დარჩა.
ბევრ ქვეყანაშია ხდება ეგ ამბავი და კარგია საქართველოშიც რომ მოიფიქრა ვიღაცამ ამის წამოწყება.
LikeLike
მომიტევეთ უნებლიე შეცდომები, მძინავს თითქმის :)
LikeLike
კი, ახლა მიყვებიან, ევროპაში კარგა ხანია, ამას აკეთებენო.
ჩვენთან ასეთი ენთუზიაზმით თუ აყვებოდა ხალხი, არ მეგონა :)
LikeLike
ხომ…
თვალს ვერ ვადევნებ, მაგრამ გადმოცემებით ვიცი და მეც გამიკვირდა :)
LikeLike
ამის შესახებ გუშინ გავიგე და ისე ძალიან მომინდა მეც ჩამივარდეს ხელში ერთი მოხეტალე წიგნი ^^ მეც ვუშვებ სახეტიალოდ და ვკვდები ინტერესით ვისთან მოხვდება :) მართლა არაჩვეულებრივი წამოწყებაა, ყველაზე მეტად კი ის მომწონს პატარა წარწერა რომ ექნება ყველა წიგნს, პირველი მესაკუთრის ნაწილი <3
LikeLike
რა მაგრობაა, რომ შემოგვიერთდი :))
გაფაციცებული ვეძებ მოხეტიალე წიგნებს, მაგრამ ჯერ ვერ :( არადა, უკვე პოულობს ხალხი :)
LikeLike
ჰო, მეც ძიებაში ვარ და ჩემი ძმაც რომ მოვაცუნცულოთ ერთი მოხეტიალე ჩვენთან, მაგრამ ჯერ ამაოდ :) თუმცა ალბათ მალე კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და ჩვენც ვიპოვნით :)
ყველაზე მაგარი რა არის იცი, აი ხომ არსებობს შანსი ბევრ მკითხველს და დროებით მფლობელს რომ გამოიცვლის შენი წიგნი და უცებ შენ რომ წააწყდები :)
ძალიან მაგარია, რამდენი ადამიანის ემოცია ექნება ^^
LikeLike
სულ ახალი დაწყებულია :) მე მაქვს იმედი, ერთს მაინც ვიპოვით :)
საკმაოდ მაღალი შანსია, სხვათა შორის :) და ასეთი წიგნი, ალბათ, უნდა დაიტოვო. მთელს თბილისს რომ მოივლის და ისევ შენთან დაბრუნდება, სახეტიალოდ აღარ უნდა გაუშვა :)
LikeLike
აუცილებლად ვიპოვნით :)
ჰო, გეთანხმები, ასეთი წიგნი ნამდვილად უნდა დაიტოვო და სულ სხვანაირი იქნება ხეტიალის შემდეგ :)
LikeLike
უმაგრესი არტეფაქტი :)
LikeLike
Reblogged this on Taboo's iHause.
LikeLike
დამბურძგლა, გავთბი, გამეღიმა, ცრემლიც მომადგა თვალზე. როგორი ამაღელვებელი იდეაა. გავამზადებ მეც მოხეტიალე წიგნებს და დავტოვებ სადმე სკვერში, კაფეში… მოვუფიქრებ ადგილებს :)
დიდი მადლობა ამ ინფორმაციის გაზიარებისათვის.
პ.ს. მოლის წიგნს რა სიამოვნებით ვიქონიებდი <3
LikeLike
რა ხალხი გვიერთდება <3
შენი რებლოგიც ვნახე :) მადლობა, ტაბუ. ძალიან გამახარე :)
LikeLike
ძალიან მომწონს ეს პროექტი და გული მწყდება მანდ რომ არ ვარ… თუმცა არაუშავს, იმედია, გაგრძელდება – ბოლოს და ბოლოს, მოხეტიალე სულები ჰომ ვერასოდეს ჩერდებიან ერთ ადგილზე :)
LikeLike
აუჰ, რას დაამშვენებდი ამ ფლეშმობს…
მანდ სცადე, არ გინდა? დადე სადმე წიგნი და დრაკულა იპოვის :))
LikeLike
ჩემი წიგნი რომ არ გამოჩნდა:(
LikeLike
იქნებ ნეტი აქვს მპოვნელს გათიშული :)
LikeLike
ან საერთოდ არ სარგებლობს ფბ-თი :((
LikeLike
მე უკვე გავუშვი წიგნი.. :))
LikeLike
მე ახლა ვიწყებ :)
LikeLike
რაღაც წელს კარგი წელია ლიტერატურის კუთხით :)) ახალი თაროების დამატებასთან დაკავშირებით “დიდი გადალაგების” პროცესში ვარ და “გასაშვებებს” ცალკე გადავდებ… არც პოვნაზე ვიტყვი უარს. თუნდაც უკვე მქონდეს – ნაპოვნს, წაკითხულს და ისევ გაშვებულს სხვა “მუღამი” ექნება :))
LikeLike
ცხადია, ნაპოვნის გადაკითხვას და გაშვებას სხვა მუღამი აქვს :) ერთი მაპოვნინა, ოღონდ :)
LikeLike
“მოსამსახურე” როგორ გაიმეტე? :D
LikeLike
რაც გიყვარს, ის უნდა გააჩუქოს პრინციპით :))
LikeLike
შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, კარგია ^^
მე ჯერ შინაგანი ბრძოლები მაქვს, ვერაფრით ვიმეტებ “ქუჩებში საბოდიალოდ” წიგნს :) არა დააა, ორი წუთიც, რომ მოვიცალო თვალს ვადევნებ ვინ რა გაგზავნა “სახეტიალოდ” .
LikeLike
მეც საშინელი ეგოისტი და მესაკუთრე მეგონა თავი :) ნუ, ახლაც ასე მგონია :) მაგრამ ამ მოხეტიალე წიგნებმა განსაკუთრებულად იმოქმედა, ალბათ :))
მეც ვადევნებ ფეიჯებს თვალს და ყველაზე მეტად ის მომწონს, წიგნებს რომ პოულობენ :))
LikeLike
მე ვერ დავძლიე ეგოისტობა მაგ კუთხით ჯერ :დ
თუმცა პირობა დავდე, რომ აუცილებლად გავუშვა ერთი წიგნი მაინც, თუ ვიპოვი სადმე “მოხეტიალე” წიგნს :)
LikeLike
როგორ მინდა, ერთი მაინც ვიპოვო და ჯერ ვერ :(
LikeLike
ახლა, ამდენი ხნის მეგობრობას წყალში ხომ არ ჩაყრი და “სალტროკელების” გარეშე დამტოვებ :))))
LikeLike
აჰ, მაგას ვერ ვიზამ ვერანაირად :)
LikeLike
შენში ეჭვი არც მეპარებოდა, მაგრამ დავაგვიანე, არა? :) წაიღებდნენ უკვე :(
LikeLike
შენთვის სპეციალურ ეგზეპლარს დავტოვებ სადმე. უბრალოდ, მითხარი, სად დავტოვო, სხვამ რომ არ წაიღოს :))
LikeLike
აი, მე და შენ ამჯერად იანუსთან ერთად რომ დავლევთ ჩაის… :)))
LikeLike
ოთხნი ვყოფილვართ და ბარემ სახინკლეში წავსულიყავით :))
LikeLike
ორი ლუდი მაგას.
LikeLike
მაგას ლუდი, ჩვენ – ხინკალი.
LikeLike
3 ხინკალი მე – მშია!
LikeLike
ხუმრობენ ხოლმე, რაღა დროს წიგნებია, ქინდლი დატოვეთ ვინმემო.
ხუმრობა იქით და მეწყინება რამე რომ არ ვიპოვნო ())
LikeLike
ვეიდერი აპირებდა ქინდლის დატოვებას :))
LikeLike
კარგი პროექტია.
მართლა.
LikeLike
რაკი შენ მოგეწონა, ე.ი. მართლა კარგი ყოფილა, მილორდ :)
LikeLike
მოსამსახურეს ვუყურე გუშინ, ვუყურე გადმოვიღე კალამი მოვიმარჯვე და შემეცოდა სახლიდან გამეშვა ასე უპატრონოდ, იმაზე ფიქრი დამტანჯავდა მერე ვაი და ვინ წაიყვანათქო, ისე მიყვარს, არადა როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს ^^
LikeLike
მეც დიდხანს ვარჩიე და მაინც “მოსამსახურეს” შეველიე :)
LikeLike
ძალიან საინტერესო პროექტია და მომწონს . მეც ვაპირებ რამდენიმე წიგნის სახეტიალოდ გაშვებას , მაგრამ ჯერ ვერცერთს ვერ ვიმეტებ : ) რაც შეეხება შენს ბლოგს , რამდენიმე თვეა ყოველდღე ვამოწმებ და შენს პოსტებზე ვარ შეყვარებული . მიხარიხარ : ) <3
LikeLike
მადლობა, ლიზბეთ :) და ველქამ :) ეს ბლოგი ასეთი მკითხველებისთვის არსებობს :) ძალიან გამახარე :)
პროექტი მართლა უმაგრესობაა.
LikeLike
მოლი <3 <3 : )
LikeLike
მეც გავუშვი წიგნები სახეტიალოდ:)
მაგარი წამოწყებაა! :-))
LikeLike
უმაგრესი :) ჩემი ერთი მოხეტიალე გუშინ იპოვეს :)
LikeLike
:))))
ნეტა ჩემი ვინ იპოვაა… :)
LikeLike