ბევრჯერ მითქვამს, პროზა ჩემთვის ყოველდღიური საკითხავია, ხოლო პოეზია – დელიკატესი, ერთგვარი ნუგბარი-მეთქი.
ამ ნუგბარიდან კი გამორჩევით სპარსულს და იაპონურს ვეტანები.
რობაიებზე სხვა დროს მოგიყვებით; დღეს ნიპონურ მინიმალისტიკას მივხედოთ, თან მიზეზი გვაქვს ისეთი, შენი მოწონებული…
მიყვარს-მეთქი, ვამბობ და, გასაგებია, მეორე კლასიდან არ მეყვარებოდა – “ვეფხისტყაოსანივით” არ უსწავლებიათ სკოლაში.
რუსულ ინტელექტკლუბში ახსენა ცხონებულმა ვოროშილოვმა – კითხვა გამოეგზავნა მაყურებელს – და მაშინ გავიგე პირველად მაცუო ბაშოს სახელი.
ძველი ამბავია; მოგეხსენებათ, რა სიყმაწვილე მქონდა – იყო ბნელი და უკუნი, ინტერნეტზე ხელი არ მიმიწვდებოდა – ისევ ბიბლიოთეკებს მივადექი; ვქექე, ვქექე და ბაშოს ერთი მომცრო კრებული ვიგდე ხელთ; რუსულად, რასაკვირველია. აბა, იაპონურად წამკითხავი მე არ ვიყავი და ქართულად თუ იყო გამოცემული, ვერსად მოვიხელთე.
ამასობაში ცივილიზაციამ და პროგრესმაც მომისწრო, მერე ინტერნეტშიც გამოჩნდა რესურსები; საჯაროშიც მივაკვლიე ქართულ თარგმანებს… იაპონურ პროზას ვერ დავუდე გული, თორემ პოეზია ზუსტად საჩემოა.
ჰოდა, ახლა ამას იმიტომ გიყვებით, რომ ჩანთაში”ნიოს ტბისაკენ” მიდევს – მაცუო ბაშოს ცინცხალი თარგმანების კრებული.
,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” –
ასეთებს, ალბათ,
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
ჯერ გაფორმებისა ვთქვათ – ისეთია, დაუბანელ ხელს ვერ შეჰკადრებ და იაპონელები ესთეტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას რომ აქცევენ, კი გეცოდინებათ.
მერე მთარგმნელისაც არ დაგვავიწყდეს – ზაალ ჩხეიძეს გადმოუქართულებია. “ლიტერატურულ პალიტრას” ხომ კითხულობთ? ჰოდა, ზაალია მთავარი რედაქტორი. აქაც წერს თითების ჩასაკვნეტ ბლოგებს და ჩემი საყვარელი ბაშოსთვის უკეთეს მთარგმნელს ვერც ვინატრებდი – სადაც ქართული ასე მოუდის, იაპონურსაც არაფერს დააკლებდა.
არც დაუკლია.
,,უკვე ჩამოდგა შემოდგომა” –
მითხრა ჩურჩულით
ჩემს სასთუმალთან მოსულმა ქარმა.
ისეთი ციცქნა წიგნია, ჩანთაში რამე თუ გიდევს, ვერც იგრძნობ და თუ დროზე არ გამოფხიზლდი და ფურცვლას შეჰყევი, ხელში შემოგადნება.
ოღონდ, დეტექტივი ხომ არ არის, ერთხელ წაიკითხო, მკვლელი გამოიჭირო და გვერდზე გადადო – იაპონური პოეზია ყველაზე მეტად მუსიკას ჰგავს და კარგ მუსიკას, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მოუსმენ; მე შენ გეტყვი, დაიღლები.
ბრტყელ-ბრტყელი გამოთქმები არ მიყვარს და არც მეხერხება და, სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება იმის ახსნა, რით მხიბლავს ეს სამტაეპედები.
ალბათ, იმით, რომ ულამაზესია, საოცრად ბუნებრივი, მშვიდი… არც მკვეთრი ინტონაციებია, არც ბევრი მახვილი და ძახილის მიშანი და მაინც სულის სიღრმემდე გძრავს და გატყვევებს; უკიდეგანო სევდა, რაფინირებული სისადავე და ემოციების ნიაღვარი – ესთეტიკა, რომელიც მხოლოდ იაპონურ პოეზიას ახასიათებს.
და მართლა ძალიან ჰგავს მუსიკას და იმპრესიონისტების ტილოებს – მინიმალური ინფორმაცია, მხოლოდ განწყობისთვის, დანარჩენი უკვე შენზე, შენს გრძნობიერებაზეა დამოკიდებული – რამდენად შეიგრძნობ სურნელს და მელოდიას, თითოეული სტრიქონიდან უხვად რომ იღვრება.
ტოტიდან ტოტზე მიიჩქარიან
წვეთები უხმოდ.
მაისის თვეა.
გურმანების პოეზიაა-მეთქი, ტყუილად კი არ მითქვამს…
♥
LikeLike
იეს :)
LikeLike
იაპონურად დახვეწილი და მინიატურული ჩანს <3
რა მაგის პასუხია და ახლა გამახსენდა, ერთი ჩემი კურსელი მეორეს (იაპონელს) მადლობას უხდიდა ტკბილეულისთვის: ისეთი ნაზი, მომცრო, დახვეწილი და გემრიელი იყო, როგორც ყველაფერი იაპონურიო. პატარა საჩუქარზე რომ ასეთ მადლობას იხდი, რაღაცაზე მეტყველებს :) მგონი, ზუსტი შეფასებაა.
ზუსტად ეს გამახსენდა რატომღაც კითხვისას ;)
LikeLike
ჰო, აბსოლუტურად იაპონური წიგნია :) ქართული აქცენტით :)
LikeLike
: )
ცივი თავსხმა წვიმის დროს
მაიმუნსაც კი სურს ლერწმის პატარა მოსასხამი.
LikeLike
^_^
LikeLike
[…] გასეირნება ნიოს ტბისკენ […]
LikeLike
იაპონური პროზაც მიყვარს და პოეზიაც, ერთი სული მაქვს როდის ვიყიდი ^_^
LikeLike
შენი რჩევით წავიკითხე.ნამდვილად ულამაზესი ლექსებია.პოსტიც ისეთია ლექსებივით ლამაზი.კიდევ გადავიკითხავ წიგნს:-)
LikeLike
მეც ისე მიდევს, ხელმისაწყვდომი იყოს :) ათასჯერ გადავიკითხავ, ალბათ.
LikeLike
არ ვიცოდი ამ გამოცემის შესახებ. ინგლისურად მქონდა მხოლოდ წაკითხული. ზუსტად ისაა რაც ყველაზე მეტად მიყვარს – გამშვიდებს, ოღონდ სხვანაირად. <3 თარგმანი როგორც მივხვდი ძალიან კარგია და აუცილებლად უნდა შევიძინო ^^
LikeLike
ინგლისურად არ მიცდია ჯერ. რუსულადაც მშვენიერია და ქართულად ხომ გადასარევი.
გამშვიდებს, ოღონდ სხვანაირად <3
LikeLike
რატომღაც იაპონური და სპარსული პოეზია ქართულად უფრო “მეგემრიელება”. ზოგადად ლექსებს ისედაც იშვიათად ვეტანები და უცხო ენაზე ნათარგმნს მთლად კარგად ვერ მოაქვს ჩემამდე ის უცნაური სიმძიმე და სიმსუბუქე, ერთდროულად რომ ახასიათებს იაპონურ ხელოვნებას…
LikeLike
ქართულად განსაკუთრებით გემრიელია, კი.
იაპონური ტანკა-ჰოკუ რუსულადაც მშვენიერია, მაგრამ რობაიები – მტერს და ავს. ვცადე წაკითხვა და რუსულ ჩასტუშკებს ჰგავს. ქართულად იდეალურია.
LikeLike
რაპონტია იცი… იმ დღეს ვუთხარი ვასასის – ეგეთ ლექსს დავწერ 5 წუთში 10 ცალს :)
კავაბატა ძალიან მიყვარს, მაგრამ ტანკა, მანკა და ძმანი მათნი… რავიცი…. რავიცი
LikeLike
:))
მე პირიქით :) კავაბატას, ოეს, მიშიმას და მურაკამის ტანკები და ჰოკუები მირჩევნია :)
LikeLike