სიმართლე გითხრათ, ამ პოსტის დაწერა გამიჭირდა. საჭირო სიტყვებს, ვერ იქნა და ვერ მივაგენი; ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე, ხელოვნური და ნაძალადევი გამოდიოდა, თითქოს ვიღაცამ ყურით მიმათრია კლავიატურასთან და ოროსან მოსწავლესავით დამაგდო სამეცადინოდ.
არ გეგონოთ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდა, პირიქით – შემეძლო, დაუსრულებლად მესაუბრა უკიო-ე სტილზე, მის ჟანრებზე – ბიძინ-გასა და სიუნგაზე; ქსილოგრაფიის უძველეს ხელოვნებაზე – სურიმონოზე; იაპონელ ილუსტრატორებსა და გრავიორებზე, მაგრამ ვარჩიე, ორიოდე სიტყვა მეთქვა აღმოსავლელ დიდოსტატზე, რომლის ოცდაათამდე ფსევდონიმიდან ყველაზე ცნობილი და განთქმული – კაცუსიკა ჰოკუსაი იყო.
მოკლედ, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა შორეულ მე-18 საუკუნეში სარკეების ოსტატი ნიკაძიმა ისე, რომელსაც ხარჭამ ვაჟი გაუჩინა და ამბობენ, ტოკიტარო დაარქვესო.
მატიანე დუმს იმის შესახებ, როგორი ბავშვი იყო ტოკიტარო – ცელქი თუ მშვიდი; ხშირად აშავებდა თუ არა რამეს; ბედნიერი იყო თუ სევდიანი; რა უყვარდა და რა სძულდა… სამაგიეროდ, იმ მნიშვნელოვანი კვალის შესახებ, რაც მან იაპონური ქსილოგრაფიის ისტორიაში დატოვა, ყურმოკვრით მაინც ყველას სმენია.
ვიცი, მოლის ბევრი სტუმარი იფიქრებს, რომ საუბრის თემა ფუძის განთქმულ ხედებს შეეხება, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ – დღეს ცოტა ნაკლებად ცნობილ გრავიურაზე მინდა, გიამბოთ, რომელსაც “მეთევზის ცოლის სიზმარი“ ჰქვია და გრავიურის ძველთაძველ ჟანრს – ტენტაკლის ეკუთვნის.
არ ვიცი, შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს იმედიც გაუცრუვდეს – რა ნახე ახლა ამ გრავიურაში განსაკუთრებულიო… ზოგმა, იქნებ, ცხვირიც აიბზუოს – შინაარსი მოეჩვენოს მეტისმეტად უხამსი; არადა, საქმე აღმოსავლურ ესთეტიკას ეხება – ევროპაში მსგავსი რამ სკანდალისა და ანათემის მიზეზი გახდებოდა, იაპონიაში კი ეს ხელოვნებაა – ქალისა და ორი რვაფეხას სასიყვარულო აქტი.
სიმართლე გითხრათ, ჩემი ფაქიზი ფსიქიკაც ვერ გადაურჩა თავდაპირველ შოკს ამ გრავიურის ხილვისას; არც ახლა გახლავართ ტენტაკლის ადეპტი და თაყვანისმცემელი, მაგრამ აღმოსავლური მენტალობისა და ესთეტიკის შეცნობაში თუ არა, მასთან მიახლოვებაში ნამდვილად მეხმარება.
თავის დროზე მკვლევარებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია ჰოკუსაის ამ ქმნილებამ – ნაწილი თვლიდა, რომ ხეზე გაუპატიურების სცენა იყო აღბეჭდილი, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ სიზმრის სამივე პერსონაჟი ერთნაირ სიამოვნებას იღებდა; იმაზე კი ყველა შეთანხმდა, რომ ქალი პრინცესა ტამატორი იყო, რომელიც ქმარს ღვთაებრივი დრაკონის მიერ მოპარული მარგალიტის ძებნაში ეხმარებოდა.
ცოტა მოგვიანებით თემა ევროპელი მხატვრების შემოქმედებაშიც აისახა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ შორის ისეთი ხმამაღალი სახელები იყო, როგორიც ოგიუსტ როდენი და პაბლო პიკასო არიან; ესპანელი ფერმწერის ერთი ქმნილება კი იმდენად ახლოსაა ჰოკუსაის გრავიურასთან, რომ გამოფენებზე მათ ხშირად ათავსებდნენ გვერდიგვერდ, რათა დამთვალიერებელს მსგავსება უკეთ შეეგრძნო და დაენახა.
გრავიურის მიმართ, თავადაც მიხვდებით, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – ეს არ არის ხელოვნება ყველასთვის და მათაც კი, ვისაც კარგად ესმის აღმოსავლური ხელოვნება და ჟანრის ისტორია, ხანდახან, შესაძლოა, უსიამო ჟრუანტელმა ჩაურბინოს ტანში; მაგრამ ტენტაკლი არსებობს, ხოლო პოზიცია, რომელზეც მნახველი დადგება, უკვე პრიორიტეტების და შინაგანი თავისუფლების საკითხია.
როგორც “ფეისბუქზეც” დავწერე, ბოლო დღეებია, ანიმეებზე გადავერთე და იაპონური თემატიკა ახლოა, მაგრამ სად ჩემი სახალისო ანიმე და სად ეს <3 მშვენიერი იყო!
ნუ, გრავიურა უდავოდ საინტერესოა და დელიკატური :)
LikeLike
ხენტაიზე რო გადახვალ, არ გამოგვაპარო
LikeLike
ჰენტაიზე მოსაწყენი არაფერი მინახავს.
მაგას ისევ გრავიურების თვალიერება ჯობია
LikeLike
ეგრე ყველაზე საინტერესო ზიჩის მიერ დასურათებული ვეფხისტყაოსანია, ოღონდ პირველი ვარიანტი. :) თავზე რო გადაახიეს ის.
LikeLike
რატომაც არა )
LikeLike
ანიმეე *^* ჩემი სიცოცხლე და სიყვარული :დ არ შემეძლო დამეტოვებინა ეს კომენტარი ^_^ გირჩევ ჰენტაიზე დრო არ დაკარგო საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები ბევრი კარგი და აზრიანი ანიმეა და აი ჰენტაი უბრალოდ რავი
LikeLike
მე ანიმესაც მძიმედ ვეგუები ) უფრო კომიქსების გულშემატკივარი ვარ )
LikeLike
magistvisaa manga ^_^ iaponiis fani var :D <3
LikeLike
იაპონური ლიტერატურისა არ იყოს, გრავიურამაც დამაინტერესა. რაც მთავარია, გამოირჩევა ევროპელი ხელოვანების ნამუშევრებისგან და “იაპონურია” – უცნაური, ძნელად აღსაქმელი, მაგრამ ძალიან “სხვანაირი” და საინტერესო…
LikeLike
საინტერესოა, ავტორს რისი თქმა სურდა ამ გრავიურით?
LikeLike
კუნილინგუსია ჩვეულებრივი.
ბათუმში რომ დგამდნენ იქ დელფინი იყო რვაფეხის ნაცვლად.
LikeLike
დელფინი? რას აპირებდნენ ბათუმში, ეგ ამბავი არ ვიცი )
LikeLike
კუნილინგუსის ძეგლის დადგმას :)
LikeLike
ააა, გასაგებია.
მგონი, მასეთ რამეს ვერ მოვესწრები )
LikeLike
ვერც მე :(
LikeLike
მეორე რვაფეხას ვერ ვხედავ და ლორდს არ ვეთანხმები ბოლომდე, ეს უფრო მაგარი რამე ჩანს :)))
LikeLike
ვერც ჩემი ფაქიზი ფსიქიკა გადაურჩა შოკს :))
LikeLike
ucnauri graviuraa..
LikeLike
ევროპული კულტურის აკვანი რომ საბერძნეთში იწრეოდა, კი იცით, ხოდა ანათემისა რა გითხრათ, მაგრამ მსგავსი სცენა არც ბერძნული კულტურისთვის იყო უცხო და წესით და რიგით რენესანსის პერიოდშიც უნდა შექმნილიყო ამ თემაზე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები.

ელენე ხომ იცით, მშვენიერი ელენე, ტროა რომ მის აქეთ-იქით ბოდიალს გადაყვა?
საქმე მისი დაბადების, უფრო სწორედ კი, მისი ჩასახვის ისტორიას ეხება.
იყო ერთი მშვენიერი ქალი, ლედა, რომელიც ზევსს ძალიან მოეწონა. ზევსის სექსუალურ ფანტაზიას ხომ საზღვარი არ ჰქონდა და გადაიქცა გედად და ისე დაეუფლა ლედას.
არქეოლოგიურ მუზეუმში არის ქანდაკებები, გრავიურები, ბარელიეფები, ამფორებზე გამოსახული სცენები და რამდენადაც აქ ფოტოს მიბმა არ ვიცი, ლინკს მოგიტანთ შესადარებლად
https://encrypted-tbn0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcTg4fgIyyQKh1NIIuCNFg17yLiw0k1Eg5tfiIqnAjUB1sO6IJR2fw
დანარჩენი შეგიძლიათ დაგუგლოთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ :)
LikeLike
დიახ, ლედა ასეა და მინოტავრიც უკუღმართადაა ჩასახული :))
LikeLike
იმ სცენებს ვეძებდი ახლა, ზევსი რომ თეთრ ხარად გადაიქცა და ევროპე მოიტაცა, მაგრამ უშუალოდ სექსუალური სცენა სადმე იყოს ასახული, ვერ ვიპოვე.
ხო, უკუღმართად ჩასახვები და გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობები მანდ იყო, თუ იყო :)
LikeLike
ევროპას მოტაცება პოპულარული სიუჟეტია და მერე რა მოხდა, ყველამ სათავისოდ წარმოიდგინოსო :))
LikeLike
:) მე პავიჩის ვერსია მომწონს
LikeLike
ძალიან საინტერესოა თქვენი ბლოგი. მადლობა.
დიდი ბოდიშის მოხდით-ფუძი არ- ფუჯი.
თვით იაპონელებს ძალიან აღიზიანებთ ეს რუსული წარმოთქმა ფუძი, სუსი, etc..((
LikeLike
დიდი მადლობა, ჩემი რუსული (საბჭოთა) განათლების ამბავია. დავიმახსოვრებ :)
LikeLike