გაცვეთილ თემებზე წერა სარისკო საქმეა. წიგნებისაც და პოსტებისაც – ახალს ვერაფერს იტყვი და იმიტომ.
თუმცა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით და ჩემს გულწრფელ პატივისცემას იმსახურებენ.
სწორედ ამ ავტორთაგანია ფილიპ როთი – როგორღაც მოახერხა და სრულიად ახალი წიგნი დაწერა ისეთ ათასზგის გადაღეჭილ თემაზე, რასიზმი რომ ჰქვია. ოღონდ ისე შეატრიალა, თავისუფლებისკენ სწრაფვად, საკუთარი თავის ძიების პროცესად აქცია.
ჰოდა, ამის წყალობით მოხვდა ჩემი ბლოგის ფურცლებზე მეორედ. რა თქმა უნდა, პულიტცერის პრემიის ლაურეატისა და საპატიო ორდენის ლეგიონის კომანდორისთვის ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც…
სიმართლე გითხრათ, ჩაფიქრებული არაფერი მქონია, მაგრამ წიგნის მესამედიც არ წამეკითხა, რომ უკვე ვიცოდი – “ადამიანურ ლაქას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.
ჰო, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თუ სკანდალური თემები, უხამსი სცენები და გადაჭარბებული გულახდილობა შოკს გგვრით – ფილიპ როთი სათქვენო მწერალი არ ყოფილა. იმიტომ, რომ ზუსტად ასე წერს, თან რაღაცნაირი დაგემოვნებით – თითქოს შაქარყინულს აკნატუნებსო. აშკარად თავის სტიქიაში გრძნობს თავს.
უცნაური მთავარი პერსონაჟი ჰყავს ამ წიგნს – პროფესორი ქოულმენ სილკი, რომელიც თავს ებრაელად ასაღებს, არადა, ზანგია. თუ პოლიტკორექტული უნდა ვიყო და აფროამერიკელი დავწერო? მე მგონი, როთს ასეთი რევერანსები არ მოეწონება. თვითონ შემოლაწუნება იცის ხოლმე, პირდაპირ სახეში, გემრიელად.
გაქცევა საკუთარი თავისგან – ამ სარბენ ბილიკზე მოწინააღმდეგეს ვერ გაუსწრებ და გინდა თუ არა, ღამურას როლში აღმოჩნდები – არც იქით და არც აქეთ. ქოულმენსაც ასე დაემართა. მთელი შეგნებული ცხოვრება თავისივე პიროვნების იდენტიფიკაციას მოანდომა და რა არ დატოვა ამ გზაზე – გაქცეული სატრფო, გარდაცვლილი ცოლი, დაკარგული სამსახური, ორად გახლეჩილი ეგო…
არა, არ მიყვარს ახალ წიგნებზე წერა – სპოილერების შიშით პირში სულ წყალი უნდა გქონდეს ჩაგუბებული. არადა, იტყოდა კაცი კიდევ ორიოდე სიტყვას იმის მიღმაც, რომ “ადამიანური ლაქა” უკანასკნელ გვერდამდე არ გიშვებს მარწუხებში მოქცეულს, ხელჩაჭიდებულს მიგათრევს ამ გაორებული კაცის კვალდაკვალ და რომ დახურავ და ფილტვებიდან შხუილით ამოუშვებ ჰაერს, მერეღა მიხვდები – კარგა ხანია, სუნთქვა შეგკვრია და ისე კითხულობ.
ჰო, მართლა, სტინას ცეკვის სცენა არ გამოგრჩეთ, კარგი? მე სამჯერ წავიკითხე.
ჰააააჰ, რა დამთხვევაა, დღეს დავიწყე მეც ამის წაკითხვა ))
LikeLike
^_^
LikeLike
ვერა და ვერ “ჩავუჯექი” როთის “ამერიკულ ტრილოგიას”… არადა “პორტნოის სინდრომის” მერე სულ მაინტერესებს.
LikeLike
დრო ცოტაა და წასაკითხი წიგნები – ბევრი :(
LikeLike
ძალიან გთხოვთ ვისაც წაკითხული გაქვთ ფიპილიპ როთი
LikeLike
საჩემო მწერალი არ ყოფილა,მაგრამ ეს თემა მაინტერესებს. შენი ბლოგის მერე “თეთრი ძაღლი” ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
LikeLike
ამჰეფი <3 იმედია, ესეც მოგეწონება ^_^
LikeLike
ისე შავკანიანი ებრაელებიც არსებობენ.
მე რამდენიმე გვერდი წავიკითხე წიგნის… ამ ეტაპზე სერიოზულ ლიტერატურასთან მწყრალად ვარ მეთქი,ვჩიოდი. ეტყობა ამდენი ემოციების, გადაღლილობის და უდროობის ბრალია- სააზროვნოდ ნერვები არ მყოფნის, ალბათ არც სურვილი მაქვს სათანადო. ამ წიგნს აუცილებლად დავუბრუნდები.
LikeLike
ცხადია, არსებობენ :)
LikeLike
გამარჯობა, შიგადაშიგ ვკითხულობ ხოლმე შენ პოსტებს და აღფრთოვანებული ვარ შენი წერის სტილით , ლექსიკით, აზრებით , ამბებით.. მოკლედ ერთი სიამოვნებაა შენს გვერდზე სტუმრობა :) სიამოვნებით წავიკითხავდი შენ დაწერილ წიგნს :) ხო მართლა ,,ჰარი პოტერზეც” ხომ არ გაქვს პოსტი ?
LikeLike
მადლობა და ველქამ :)
მგოსან ბიდლის ზღაპრებზე მაქვს, პოტერიადას ყოველ ტომზე ვიქტორინები მაქვს დაწერილი, კიდევ – პოტერის და ლინდგრენის მიოს პარალელებზე. აი. აქ სარჩევია და ყველა პოსტის სათაურია ერთად.
https://mollybloomsday.com/navigator/
LikeLike
მადლობ ☺
LikeLike
პორტნოიმ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, არ შეიძლება ამ წიგნს გვერდი ავუარო: )
LikeLike
ვამპირ, შენ, მგონი, ბლოგი უნდა გახსნა. ნელ-ნელა დაგიგროვდა სათქმელი, ხომ იცი :)
LikeLike
აუჰ:/ უკვე მეორე ძალიან მაგარი და გამოცდილი ბლოგერი მირჩევს იმას, რაზეც თვითონვეც ვიმტრევ თავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი:|
LikeLike
რაკი ორი ბლოგერი გირჩევს, უნდა დაგვიჯერო :))
LikeLike
ვინ გაბედავს შეწინააღმდეგებას: ) დროის ამბავია უბრალოდ.
LikeLike
ჰოდა, გელოდებით ^_^
LikeLike
P.S. ხო, “პორტნოის სინდრომიც” მოლის პოსტის შემდეგ შევიძინე და გული მიგრძნობს, როთის ეს წიგნიც ამ ბედს გაიზიარებს^^
LikeLike
უკვე წიგნის ნახევარი წავიკითხე და “ვერ”.
მეტს ველოდი და არ ვიცი ახლა რა გავაკეთო. მიტოვებაც არ მინდა,ცხადია.
“პორტნოის სინდრომი” მეტად ჩამთრევი იყო ალბათ, უფრო დინამიური.და კიდევ ბევრი “უფრო”.
ეს კი სულ სხვა შემთხვევაა. დავამთავრებ და ვნახოთ, ბოლოსკენ რა შეიცვლება.
LikeLike
ვნახოთ :)
LikeLike
ხუთი წუთის წინ დავასრულე კითხვა,ცოტა ამოვისუნთქე და ეგრევე შენ ბლოგში დავიწყე ძიება,ზუსტად მივხვდი ამ წიგნზე გექნებოდა დაწერილი “რაღაც” :) ასე ნელა წიგნი ჯერ არ წამიკითხავს,არ ვიცი რატო,არ მინდოდა დასრულებულიყო…შთაბეჭდილების ქვეშ ვარ…
LikeLike
მეც ასე ვიყავი ) ერთნაირად უმოქმედია )
LikeLike