ფილმებს მოცალეობის ჟამს თუ ვუყურებ, სერიალებს გულს ვერ ვუდებ, მულტფილმებით უფრო ვიქცევ თავს და ცხადია, კინოთემატიკას ბლოგზეც იშვიათად გადააწყდებით – კაცმა იმაზე უნდა წეროს, რაც უყვარს და იცის.
ოღონდ, წესი რა წესია, გამონაკლისი არ ჰქონდეს და დროდადრო ისეთი ფილმი გამოერევა, ამქვეყნად ლამის ყველა წიგნს რომ მირჩევნია და საღამოსთვის გამზადებულ სქელ-სქელ ტომს გვერდზე გადამადებინებს.
წიგნის გვერდზე გადადებას ვინ ჩივის – წელს, პირველ იანვარს, არც ხაჭაპური გამხსენებია და არც შემწვარი გოჭის ყურები, არც ის, რომ ძილი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია; იმის მაგივრად, საახალწლო სუფრასთან უთანასწორო ჭიდილში მიღებული იარები მომეშუშებინა და გემრიელად გამომეძინა, ღამის პირველ საათზე, რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის საიტზე ერთი ბომბივით გამსკდარი სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდი ჰექსესა და ჭიქა ყავასთან ერთად (ახლა, მთლად ისე ნუ დავწვრილმანდებით, იმაზე ვილაპარაკოთ, სეანსის მერე სამზარეულოში ქარიშხალ “კატრინასავით” რომ შევიჭერი).
პოსტის სათაურიც ჰექსემ მიკარნახა, სხვათა შორის, და მიხვდებოდით კიდეც, შერლოკზე რომ ვწერ.
ჰოლმსის და უოტსონის ფათერაკების ყოველი ახალი ეკრანიზაცია რომ სარისკო საქმეა, მგონი, დამეთანხმებით; ყველას ჩვენი შერლოკი გვყავს და იმიტომ. ზოგს ჯერემი ბრეტისეული ვერსია მიაჩნია იდეალურად, ზოგს – რუსული, მსახიობთა გენიალური თანავარსკვლავედით. ისიც ფაქტია, რომ საყვარელი ყოველთვის საუკეთესოს არ ნიშნავს და გაცხარებული კამათის დროს ეს ყველაზე ხშირად ავიწყდებათ.
ერთი სიტყვით, ვუყურე პირველ ეპიზოდს, დიდი მოლოდინით და ხელების ფშვნეტით და… რაღაცები არ მომეწონა.
არა, თავად სერიალზე აზრი არ შემცვლია; ისევ აღფრთოვანებული ვარ, I’m Sherlocked ძალაში რჩება, თანამედროვე ჰოლმსიადა ფანტასტიკურია და, საერთოდ, ჩემთვის ძველიც და ახალიც, ბრიტანულიც და რუსულიც, აბსოლუტურად თავსებადია; ერთის სიყვარული მეორის დაფასებაში ხელს ნამდვილად არ მიშლის.
ჰოდა, ძალიან რომ მომწონს, იმიტომაც დამაკლდა რაღაცები. წინაწარ გაცხადებული მთავარი თემა – ლონდონზე ტერორისტული შეტევა უსინდისოდ მიაფუჩეჩეს და ისე სასხვათაშორისოდ მოიგერიეს, თითქოს ისტენდელი ხულიგანი ბიჭისთვის ჩაევლოთ ყურებში ხელი. მთავარ დამნაშავესაც გაუმართლებლად ცოტა დრო დაუთმეს; არადა, კონან დოილს თუ დავუჯერებთ, ფრიად ოდიოზური ფიგურა გახლდათ, ყველაზე საშიში ტიპი პროფესორ მორიარტის შემდეგ. ამათ კიდევ, ვითომც არაფერიო…
სხვა მხრივ კი ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე – კოკისპირულად ეგოცენტრული ჰოლმსი, ერთგული და მიამიტი უოტსონი, ქოთქოთა და ენერგიული მისის ჰადსონი, გასაცოდავებული ბრიყვი ანდერსონი (გახსოვთ?), ინსპექტორი ლესტრეიდი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, მგონი, ყველაზე მეტად გაუხარდა შერლოკის საიქიოდან დაბრუნება… მოშავო იუმორი – სერიალის საფირმო ნიშანი – და კოხტა ალუზიები… სერიალის ავტორები, კი გეცოდინებათ, ლიტერატურული პირველწყაროთი მაინცდამაინც არ იბოჭებიან, სულაც არ ადარდებთ, სიუჟეტური ქარგა სერ არტურისას თუ არ დაემთხვევა, მაგრამ აქა-იქ კოხტად ჩასმულ ალუზიებს რომ აღმოაჩენ ანდა სულ სხვანაირ ლორდ მორანს, მაიორ შოლტოს, ბენჯამენ სმოლს და ინსპექტორ ჯონსს გადაეყრები, სახალისოცაა და სასიამოვნოც.
მეორე სერია, ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველს სჯობდა, თუმცა უკმაყოფილო მაყურებელი მაინც გამოუჩნდა – ზედმეტად სანტიმენტალური და ტკბილი გამოდგა და ვერც სათანადოდ ჩახლართული სასპენსით დაიტრაბახებდაო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – ბევრი ვიცინე და ამ მხრივ ეპიზოდს არც არაფერი დაჰკლებია.
მესამე სერია, თუ შემთხვევით გამოგრჩათ და თვალყური ვერ მიადევნეთ, 12 იანვარს გამოჩნდება. სათაურით და ანოტაციით ბევრს ვერაფერს გაარკვევ – “მისი უკანასკნელი ფიცი”, ლოგიკას თუ მოვიშველიებთ, სკანდინავიელი შანტაჟისტის კი არა, გერმანელი ჯაშუშის ამბავს უნდა ყვებოდეს. ჰოდა, სავარაუდოდ, ლოგიკა გვერდზე უნდა გადავდოთ და “შერლოკ ჰოლმსისა და ჯონ უოტსონის თავგადასავლის” მოტივებზე შექმნილ მორიგ ფეიერვერკულ ფანტაზიას დაველოდოთ.
სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნე, არ მაქვს ნანახი. მხოლოდ პირველი სეზონის ბოლო სერიის დასასრული შემომეყურა.
:(
ჰოდა, კი ვვარაუდობდი, რომ გაცოცხლდებოდა :)
LikeLike
ელემენტარულია, უოტსონ :)
LikeLike
ელემენტარულიც რომ არა წინა სეზონის ბოლო სერიის ბოლო კადრში გამოჩნდა კიდეც მგონი და საეჭვო რაღა იყო :) თუმცა სიხარული რისია რომ ნანახიც დაგავიწყოს და ახალდაბადებული ემოციის მთელი ძალა აღფრთოვანების უჯრდებისაკენ არ მიმართოს ტვინში :) :) :)
LikeLike
წინა სეზონის ბოლო სერიის ბოლო კადრამდე ლიტ.პირველწყაროში მოკლა კონან დოილმა და მერე გააცოცხლა :)
LikeLike
;) :) რას ფიქრობდა ნეტა რომ კლავდა :) ისე კარგია “მიზერი”ს სიუჟეტი რომ არ განვითარდა დოილის ცხოვრებაში :)
LikeLike
შენ ეგა თქვი :)
ძველი, საბჭოთა გამოცემის წინასიტყვაობაში ასეთი რამ უწერია ჩუკოვსკის. ლონდონში შეხვედრილა კონან დოილს და თქვენი სხვა წიგნებიც ვიცითო, უთქვამს და მაგრად გაკვირვებია ამას – ყველა მხოლოდ შერლოკ ჰოლმსით მიცნობს და დავიღალეო. იმიტომაც მოკლა, ალბათ, მაგრამ ვინ აცალა.
სრული ჰოლმსი მაინცდამაინც არც ვარგა. ხალტურაც ბლომად აქვს.
LikeLike
ისე რა საინტერესოა საკუთარი გმირი რომ გღლის , ხალხის აზრის მიუხედავად რისი გაკეთება შეგიძლია მისთვის :) ნუ ერთი მხარე კინგმა უკვე წარმოგვიჩინა “მიზერი”ს სახით, მარა რაიმე უფრო ჰუმანური მოსაზრება არ არსებობს ? :) :)
LikeLike
ძალიან მომაჯადოებელია ეგ მამაძაღლი. რა ვქნა.
LikeLike
უღმერთოდ :)
LikeLike
მესამე სერიაში მეს მიკელსენი იქნება მთავარი ვილიანის როლშიო ^–^ ჰოდა ველი
LikeLike
მეც ველოდები ^_^
LikeLike
როდის მეღირსება ნორმალური ინტერნეტი მეც რომ ვუყურო და ასე სულელივით არ მსიამოვნებდეს მხოლოდ სხვისი ემოციები თუ შეფასებები:/
LikeLike
მე როგორ ვიწვალე, ის არ იცი შენ, ვამპირ :)
LikeLike
გენიალურია ვატსონ კი არადა მოლი <3
ჯერჯერობით ეს სეზონო ყველაზე სუსტად მიმაჩნია, თუმცა სლოგანი I'm sherlocked ისევ ძალაში რჩება, ერთი სეზონი ბიბისისაც ჩაუვარდებაო.
თუმცა მე მაინც მჯერა რომ პირველი სერიის იმედგაცურება დიდი ხნის მოლოდინმა გამოიწვია, იმდენ ხანს ველოდეთ რაღაც ძალიან დიდ სასწაულს ველოდით ბედობის ღამეს :)
LikeLike
მეც ამის იმედად ვარ, ჰექს. წინა ორის ფონზე მესამე სეზონი, ცოტა არ იყოს, უღიმღამოდ გამოიყურება, მაგრამ 1 – მხოლოდ წინა ორის ფონზე და 2 – მესამე სერია დარჩა და რეაბილიტაციის შანსიც არსებობს.
LikeLike
სანამ მე3 საერიაც არ გამოვა, არ ვუყურებ :ს სადაც ამდენი ხანი ვიცადე, იქ ცოტას კიდევ მოვიცდი და ბარემ მშვიდი გულით ვუყურებ ყველას ^_^
პ.ს. პოსტი ცალთვალმოჭუტულმა წავიკითხე – რამე ისეთი არ წამოცდეს მოლისთქვა, მარა სულ ტყუილად :) მაგი შეგეშლებოდა მოლის? :დდ
LikeLike
მაქსიმალურად ვეცადე სპოილერების არიდებას :)
სამი სეზონი გაქვს შემონახული? რა მაგრობააა :))
LikeLike
სამი არა, მხოლოდ ბოლო სეზონი მოლი.. ის ორი სეზონი ღმერთმა უწყის რამდენჯერ მაქვს ნანახი :)))
LikeLike
მეოთხე სეზონიც იქნებაო ^_^
LikeLike
გიჟი უნდა იყო, ეს შეწყვიტო ^_^
LikeLike
მოლი ძალიან გამიხარდა ჩემი “შეშლილი გენიოსის” დაბრუნება და იმედებს თუ გამიცრუებს ,როგორც მირიარტი იტყოდა “გულს ამოვუწვავ” :)
LikeLike
ვნახოთ, დღეს არის ბოლო სერია და იქნებ გადარჩეს სეზონი ჩავარდნას :)
LikeLike
გადაიფიქრა რა, გადააფიქრებინეს :)) …პირველ სერიას ვერ გავცდი ჯერჯერობით, არადა რამდენიმე დღეში მე-9 გამოვა… სერიალებში მოვიკოჭლებ აშკარად :))
LikeLike
არ დაგაინტერესა :(
LikeLike
მე ვერ ვნახე ჯერ, იმიტომ რომ სახლში ინტერნეტი კიდევ არა მაქვს და შურით მასივებთ, ვინც ნახეთ :))
LikeLike
სამაგიეროდ, ყველას ერთად ნახავ :)
LikeLike
ჯერ არც ერთი სერია მინახავს, არადა ასე მგონია საუკუნეა ველოდები. სამივეს ერთდროულად ჩავუჯდები. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო ვეღარ ვითმენ :)
LikeLike
შენ და ბიბი ერთ დღეში ხართ :)
LikeLike
სწორედ ის მომენტი, როდსაც ძალიან კონსერვატორი ვარ ტრადიციონალისტი და რეტროგრადი :)
LikeLike
ეგ არაფერი :) ხდება ხოლმე :)
LikeLike
მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეგეთი მაგარი სეზონი არც პირველი ყოფილა და არც მეორე. :) პირიქით, ახლა კი არ იყო რამე ზედმეტი, პირველ ორ სეზონს აკლდა, თურმე რაღაცები. ძალიან მომეწონა ორივე ეპიზოდი და მესამესი, საერთოდ, დიდი მოლოდინი მაქვს და აბა ვნახოთ რა გამოუვიდათ.
LikeLike
მთლად არ ჩავარდნილა სეზონი მაგრამ არც გადასარევი არ ყოფილა… მარტო მორიარტის გამოჩენამ გამახარა და კიდე იმან რომ შერლოკი სადრაც მოუსვლელში არ გაუშვეს :)
LikeLike
საუკეთესო სერია იყო, ჩემი მოკრძალებული აზრით :) სუნთქვისშემკვრელი.
LikeLike
ამ სეზონში კი… ისე ჩემი აზრით სხვა სერიებს შორის “ბასკერვილების ძაღლი” ყველას ჯობია… მართლა სუნთქვისშემკვრელია ;)
LikeLike
ამ პერსონაჟს აქვს თავისი მაგია და ასე ადვილად ვერ მოკლავ. შეუძლია, იქეთ მოგსპოს. :)
დოილს ბევრი კარგი წიგნი აქვს, მაგრამ ჰოლმსის ავტორად დარჩა.
ბეიზელ რეთბორნი – 40-იანების ამერიკულ სერიალში ვინც განასახიერა ჰოლმსი, ასევე ჰოლმსის მსახიობად დარჩა, თუმცა ბევრი როლი აქვს ძალიან ეკრანზეც და თეატრშიც და ძალიან არ მოსწონდა ეს ამბავი.
ჯერემი ბრეთი, რომელიც ინგლისურ სერიალში თამაშობს, ბოლოს ჭკუიდან გადადგა. ვერ გაეგო ბრეთი იყო, რომელიც თამაშობს ჰოლმსს, თუ ჰოლმსია, რომელიც თამაშობს ბრეთს. ფსიქიატრიულში მოხვდა ამ ფონზე.
ამაზე კაი პოსტის დაწერაც შეიძლება, ჰოლმსი და იმ ხალხის ბედი, ვისაც მასთან შეხება ჰქონია. :) საინტერესო ისტორებია ძაან.
LikeLike
მესამე სერიას ვინახავ უკვე რა ხანია ;(
აბებივით მქონდა თითოეული სერია გამოწერილი და ეს ბოლო სერია–ბოლო გაფართხალება დამრჩა :((
LikeLike
მესამე წინა ორს ჯობია :) ასი თავით :)
LikeLike
ყველა მაგას ამბობ და დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ამ სეზონის წინა ორმა სერიამ მგონი იმედი გამიცრუა ))
LikeLike
მეც. წინა სეზონებთან ახლოსაც ვერ მოვა. რეჟისორს უთქვამს, ჩანაფიქრი გვაქვს ასეთიო. ეს არის სერიალი დეტექტივზე და არა დეტექტიური სერიალიო. რას გაუგებ :((
LikeLike
რაღაც ამოსუნთქვასავით იყო იმ დაძაბულობის მერე, რაც წინა სეზონებმა განგვაცდევინა )) ამიტომ შეიძლება მართლაც ჭკვიანური გათვლაა.
LikeLike
მე მაინც წინა მერჩივნა :(
LikeLike
აჰაამ, მაგრამ დაველოდოთ, დაველოდოთ შემდეგ სეზონს… ))
LikeLike