ახალი წიგნის წაკითხვას სულ სხვა ეშხი ჰქონია.
საყვარელი და ძალიან საყვარელი მწერლების ახალ წიგნებს არ ვგულისხმობ – ამათ სხვა მოლოდინით კითხულობ, სხვა განწყობით; სტილი ნაცნობია, თემატიკა, ვორდინგი, რაღაცები… მოკლედ, არც ისე ახალი გამოდის ხოლმე.
ახალბედა მწერლის სადებიუტო რომანი რომ ჩაგივარდება ხელში, ეს არის სხვანაირად საინტერესო.
მწერალი Toresa Mossy-ა. ფსევდონიმით წერს. წიგნს “სიბრძნე სიცრუისა” ჰქვია და ზუსტად ორი დღე მეყო – გზაში ვკითხულობდი, სამსახურში, დროს რომ მოვიხელთებდი, ძილის წინ და მოხედვაც ვერ მოვასწარი, ისე ჩამეყლაპა.
პატარა პროვინციულ ქალაქში თუ გიცხოვრიათ? აი, ისეთში, ყველა ყველას რომ იცნობს, ყველაფერი ხელისგულზეა და ერთი დაკრძალვის ამბებს მთელი თვე არჩევენ? მე მიცხოვრია, ოღონდ ბათუმში, თელავში – არა.
თელავი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟია. ცივი, უსახური, ნაცრისფერი ოთხმოცდაათიანების თელავი. იმ ოთხმოცდაათიანებისა, ძველი რომ დაინგრა და ახლის შენება მაინცდამაინც არავის ეფიქრებოდა, ქუჩა მჩაგვრელებად და ჩაგრულებად რომ იყო გაყოფილი და თვითდამკვიდრების ყველაზე მოკლე და იოლი გზა ძალადობაზე გადიოდა.
ჰოდა, ამ თელავში ცხოვრობენ ადამიანები უცნაური სახელებით: 15 წლის ქვრივი დო, ხელმოცარული მუსიკოსი რე, მხოლოდ იმიტომ რომ შეურაცხავთ გიჟად, უცნაურად აცვია და უცნაურ მუსიკას უსმენსო, კეთილი და სათნო მი, იდუმალი ფა, Femme Fatale სოლ ვერცხლისფერი Range Rover-ით და პატარა, მრგვალი და მიმზიდველი ძუძუებით, მეტროსექსუალი ლა და სი, უბრალოდ, სი.
კიდევ – ძიეზი, პანდა, ლიზბეტი, ვატია – მხატვარი, თავის ქუჩას თვითონვე რომ უწოდა თავისი სახელი… კიდევ ვიღაცები არიან ამ წიგნში; ჰოლმსის და პეპი გრძელიწინდას აჩრდილებსაც კი დალანდავთ…
და ნოტი – მთავარი გმირი, მეცხრე თუ მეათე თაობის თელაველი, ამბებს რომ ჰყვება და ამ ამბებთან ერთად იზრდება. თხუთმეტი წლისა იწყებს და ოცდახუთისა ამთავრებს.
შვიდი სანოტო ნიშანი და შვიდი მოკლე ისტორია, უცნაურად რომ ეჯაჭვება ერთმანეთს – ხომ გითხარით, პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს-მეთქი.
არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ რატომღაც მგონია, ამ სანოტო ნიშნებს პროტოტიპებიც ჰყავთ, თანაც ისეთი პროტოტიპები, თელაველები იოლად რომ ამოიცნობენ. მე ვერ ვიცანი, ცხადია, მე თელავში არ მიცხოვრია, და თუ არც თქვენ გეცნოთ, მაინცდამაინც ნუ იდარდებთ – ასეთი ტიპები თავის დროზე ყველგან იყვნენ, თელავშიც, ბათუმშიც, თბილისშიც. ყველგან.
კიდევ, მგონია, რომ ეს “სიბრძნე სიცრუისა” მხოლოდ მორიგი მოდური ნახევრად კრიმინალური რომანი არ არის – უფრო მეტია და ავტორსაც მეტის თქმა სურდა. რისი, ყველამ სათავისოდ გადაწყვიტოს.
ჰოდა, თუ ჩემსავით დაგიგროვდათ კითხვები, აგერ, ბატონო, “მე ვარ ნოტი” – ინტერაქტიული გვერდი; მთავარ პერსონაჟს შეეხმიანეთ და ჰკითხეთ, რაც გაგიხარდებათ.
უკვე იმდენი გავიგე ამ წიგნზე, ოდესმე აუცილებლად მეც შევიძენ: ) ან მოლი რომ ასეთ რეცენზიას დაუწერს წიგნს, როგორ არ უნდა იყიდო?
LikeLike
wordpress_ი მჩაგრავს:/
LikeLike
უცნაური და საინტერესო ჩანს :)
LikeLike
საინტერესოა, საინტერესო…
წავიკითხავ ძალიან ახლო მომავალში :)
LikeLike
ძააალიან დამაინტერესა, მაგრამ სათაური რამე უფრო ორიგინალური მოეფიქრებინა :(
LikeLike
მიხარია, რომ ტორესამ წიგნი გამოსცა. პროფესიით იურისტია. მუსიკალური ტრეკებიც აქვს, როგორც გავიგე კინოსცენარების ავტორიც არის. მოკლედ, წარმატებები ტორესას და მის წიგნს. წავიკითხავ, როგორც კი ხელში ჩამივარდება.
LikeLike
getanxmebi martlac rom sxva eshxi hqonia :)
me magalitad imdges bibliotekidan gamovitane wigni bidzia tomas qoxi erti suli mqonda rodis mividodi saxlshi da wavikitxavdi radgan dz mainteresebda da sul sxva eshxi hqonda kitxva rom daviwye
LikeLike
welcome :)
LikeLike
thank you :)
LikeLike
პატარა პროვინციულ ქალაქში არა ვცხოვრობთ? ქალაქი რასმიქვია ხა ქვეყანაში.
ყველა ყველას არ იცნობს, მარა ყველა ყველას ნეხვში ყოფს ცხვირს.
LikeLike
ვცხოვრობთ, კი :) პატარა პროვინციულ ქვეყანაზე ცალკე დავწერ, მილორდ :) დავწერ რა, მოქალაქე ბლუმი დაწერს.
LikeLike
[…] და Toresa Mossy-ს ფრიად ორიგინალური “სიბრძნე სიცრუისა“. პირველ “საბას”, როგორც ვატყობ, […]
LikeLike