ლიზა არენს ქარაფიდან
ხელი ჰკრეს და გადაფრინდა.ხალხური
“სატახტოთა თამაშებზე” პირველი პოსტი რვა თვის წინ დავწერე და დავიქადნე, ამ ფანტასტიკურ საგას კიდევ ერთხელ მივუბრუნდები-მეთქი. ნეტავ რაზე ვფიქრობდი?! “კიდევ ერთხელ” კი არა, სათქმელი იმდენია, თავმოყვარე ბლოგსაც ააწყობდა კაცი.
ჯერ მარტო გვარებს რომ ჩამოვყვე, მერე – საყვარელ პერსონაჟებს, მერე – იმათ, მხოლოდ ავტორის ხათრით რომ ვიტან…
ჰო, ავტორზე გამახსენდა – ისე როგორ დავხურავ ბლოგს, ერთი წერილი არ მივწერო და ამდენი ხნის ნაგროვები საყვედური ცხვირ-პირში არ მივახალო! მადლობებთან ერთად, ცხადია. რა უბედურებაა ამდენი ზოზინი, ვინ მუშაობს ასე, ბატონო მარტინ?! ხალხი კონვეიერივით უშვებს წიგნებს, თქვენ რა დაგემართათ?!
მოკლედ, სამომავლო გეგმები გვერდზე გადავდოთ, ახლა კი უნდა გეწუწუნოთ და ვინც მხარი არ ამიბას, ის იყოს უოლდერ ფრეი.
ნაირ-ნაირი სასუსნავით გაძეძგილი ბიბლიოთეკის მიუხედავად, კატასტროფულად მაკლია ეს ოხერი”Ice and Fire”. სანამ ბოლომდე გავიდოდი, ერთი-ორჯერ დავიჩივლე, რამხელაა ეს შეჩვენებული, ცოტა მოკლედ ვერ დაწერს-მეთქი? ჰოდა, ვისჯები და, მე რომ მკითხოთ, სამართლიანადაც. Будьте осторожны со своими желаниями – иногда они сбываются.
ამის ხათრით ჯერ “Tales of Dunk and Egg” გადავიკითხე, მერე მარტინის სხვა რაღაცებსაც მივადექი. ურიგო არ მომჩვენებია, მაგრამ არა. ჩემი საგა მინდა. მეექვსე ნაწილი. და მეშვიდე. სასურველია, ერთად და ახლავე, თორემ ისეთ ჭკუაზე ვარ, მკითხველთა უფლებების დარღვევას ამერიკის საელჩოსთან ფეხების ბაკუნით და ისეთი შეძახილებით გავაპროტესტებ, “დაუნ ვი დიქტეიტე” იავნანად მოეჩვენებათ.
არადა, ჯერ როდის დაწერს, მერე როდის ჩვენი მეზობლები თარგმნიან, როდის წიგნად გამოვა… ჯანდაბას, არ მინდა რუსული თარგმანი, გვეღირსოს და ინგლისურად იყოს.
ქართულად ჯერ მხოლოდ ”A Game of Thrones” თარგმნეს. ორ ნაწილად. ორივე შინ მიდევს არტეფაქტად და მომდევნო დეკემბერში იქნებაო. მალე, ანუ.
ჩემი არია მენატრება, ყველაზე მაგარი გოგო და ყველაზე მაგარი სტარკი. მარტელები მენატრება – არიანა, ნიმერია, ობარა და ტიენა. ტყუილად კი არ ვიმეორებ – სტარკი რომ არა, მარტელი ვიქნებოდი-მეთქი. ვესტეროსის რვა წლის ლორდის და მისი პირმშვენიერი მეუღლის ამბებიც მაინტერესებს; ან ის ჩემი ცოდვით სავსე სანსა რას იზამს, ან ტირიონი რას მოიფიქრებს; დრაკონების დედის ამბავიც და ისიც, როგორ დაუძვრება სერსეი საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგს.
კიდევ – ბრანი და რიკონი, მანსი და ველი, კრაკენები, მირა რიდი, ლორას ტირელი, სტანისი და მელისანდრა, დავოს სივორტი, ნაძირალა პეტირ ბეილიში, ვინტერფელის თვითმარქვია პრინცი, სემი და ლილი, მირცელა, ბრიანა, პოდრიკ პეინი, ჯენდრი, ედრიკ შტორმი – რომელი ერთი გავიხსენო.
და ჯონ სნოუ… იცით, რა დღეშია ჯონ სნოუ? არაფერიც არ იცით. რაო, ყურში გვითხარიო?! რა მკრეხელობისკენ მიბიძგებთ?! დასხედით და წაიკითხეთ.
მე ვიკითხო, ხუთივე წიგნი რომ გადავაბულბულე, თორემ…
ჰოდა, ვითვლი დღეებს მომდევნო ტომის გამოსვლამდე და გული მისკდება – ემანდ, მარტინს არაფერი მოუვიდეს, თორემ დავიღუპეთ და ეგ არის! აივსება ნეტი ალტერნატიული ვერსიებით და იმასაც ვერასოდეს გავიგებთ, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, რას ხლართავდა და ბურდავდა.
თან, ვაღიაროთ, რომ ბებერი აფერისტი და ოღრაში კი არის, მაგრამ ჩვენი ბებერი აფერისტი და ოღრაშია, კალამიც უჭრის, ფანტაზიაც და მასავით სხვა ვერავინ დაწერს.
მეტი რა გზაა – ისევ მარტინს დაველოდები, მანამდე კი ინგლისურად გადავიკითხავ, ან კიდევ რამეს მოვიფიქრებ.
მე მარტინდამოკიდებული ვარ. თქვენ?
უფ, არ მკითხო :)
ამ მართლა ბებერ ოღრაშს იშვიათი ფანტაზია აქვს.
ჯერ იმით დავიწყოთ, რომ სახელებიც კი ლამის არ მეორდება. ბასტარდების გვარიც კი სხვადახვა მოიფიქრა, სახელებზე, გერბებზე, დევიზებზე და მეტსახელებზე რომ არაფერი ვთქვათ.
კაცო, ბუკი და ნაღარაც კი სხვადასხვანაირია. აი, მაგალითად, სტარკების ასეთია: Harooooooooooooooooooooooooo; ლანისტერების – da-DA-da-DA-da-DAAAAAAAA; ეურონ გრეიჯოიმ რომ დააქუხა, ის კიდევ – AaaaaReeeeeeeeeeee…
გაგიჟდება კაცი.
მე ჯერ მეოთხე წიგნის თავში ვარ და ნება-ნება, გამოზოგვით მივყვები.
LikeLike
მეც მეც მეც :(
“და ჯონ სნოუ… იცით, რა დღეშია ჯონ სნოუ? ” –ვაიმე გული მეწურება მასზე, რომ ვფიქრობ :(
LikeLike
აბა, აბა ნუ ახდენთ ხელოვანზე ზეწოლას.. და ნუ აჩქარებთ
ხარისხი არ დავარდეს,,,, :)))
LikeLike
ჰაჰაჰა… მე რაც დაწერა უკვე ყველა წავიკითხე და გეთანხმები, რომ მარტინი ბებერი, ზოზინა, ლიტერატურული ტირანი და აფერისტია :) ბოლო წიგნი ისე მთავრდება, რომ ნამდვილად ვეღარ გაიგებ და ვერც ივარაუდებ, რა მოუვა ჭკუაში შემდეგ წიგნში ავტორს :)
LikeLike
აქამდეც დამიწუწუნია და ისევ გავიმეორებ, რომ ვერ დავიკვეხნი რუსულის ისეთი ცოდნით, წიგნის კითხვა რომ გავბედო… ორიგინალის წაკითხვამდეც ბევრი მიკლია. ასე რომ, მე, უვიცი მკითხველი, მხოლოდ მშობლიური ენის იმედადღა ვარ და წიგნის დიზაინის გამო გაწბილებას აღარ დავეძებ, ისე სულმოუთქმელად ველოდები მეორე ნაწილის^_^ მართალია, თქვენ, მარტინის ერთულ მკითხველთ ვერც გაგეჯიბრებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პირველი წიგნი მაქვს წაკითხული, თამამად ვიტყვი, რომ მეც მარტინდამოკიდებული ვარ!
LikeLike
არც ერთი წიგნი არ წამიკიტხავს სატახტო თამაშების და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ მეც მარტინ დამოკიდებული ვარ, ისეა აღწერილი ყოველი პოსტი ყოველი წიგნი რო აი რავიცი, თან ისე მიტაცებს ასეთი ჟანრი ტოკლინისეული ბეჭდების მბრძანებლის შემდეგ ეს ჩემთვის ნამდვილი საჩუქარია, მოკლედ ერთი სული მაქ როდის ვიყიდი პირველ წიგნს და გადავეშვები მარტინისეულ დახლარტულ და საინტერესო თავგადასავალში, ისე მიდა წაკითხვა რომ სიტყვებიტ ვერ გადმოვცემ, იმედია მალე თარგმნიან თორემ მეც ჭკუა მეკეტება უკვე, მაგარი კაცია მარტინი, იმედია დასრულებას მოასწრებს და მოგვეცემა შანსი მისი ბოლომდე წაკითხვის, მოკლედ ქართველო მკითხველები წინ დიდი აღმოჩენები გველის. :D :* )
LikeLike
ჩემი ორი თეორია:
1. სანსა გაიგებს, პიტერმა ნედს რომ უღალატა და აუჯანყდება, გადაუვლის. ლითელფინგერი უკვე იმდენ შეცდომას უშვებს სტარკთან, ვერ ხვდება, ბოლოს რა ჩიტს დაიჭერს.
2. ჯონი მოკვდება და მელისანდრა გააცოცხლებს. ამით დასრულდება მისი მოვალეობა ნაით ვოჩის წინაშე და უკვე ინდივიდუალურად დაიწყებს რაიმე მიზნისკენ სწრაფვას, იქნება ეს ვაით ვოქერების შეტევა თუ ჩრდილოეთის აღდგენა.
LikeLike
მხოლოდ არია სტარკისთვის ვარ მარტინდამოკიდებული. ტახტზე ველოდები :P
LikeLike
ამიტომ არ ვეკარები ცოცხალი თავით-მეთქი, გითხარი :) მთელი მაგნუმიც მეყოფით მარტინდამოკიდებული.
LikeLike
რა მაგარი იქნება, შენ რომ ამის კითხვა დაიწყო, რუ <3
LikeLike
უუფ, არ იჩქაროს კაცო, ვიდრე დროს არ გამოვნახავ და ამ ჩემს არამშობლიურ ენაზე არ ჩავიკითხავ უკვე გამოსულ 5 ტომს. :) ისე კიდევ, მთავარია ჯონ სნოუ ჯერ კიდევ არის, თორემ როგორ არის ეგ მეორეხარისხოვანია <3
მენატრებიან ტირიელები, სტარკები, მარტელებზე მსმენია ძალიან კარგი გვარიაო და სამწუხაროდ ჯერ არ ვიცნობ..
ეჰმ, მარტინ, მარტინ
LikeLike
8 თვეში წაიკითხე ყველა წიგნი? საღოლ. ნახევარი წელია, პირველი ნაწილი ვერ ჩავამთავრე
LikeLike
ექვსში :) მარტში დავიწყე, აგვისტოში დავამთავრე, შვებულების დროს :)
LikeLike
ვაუუ ყოჩაღ
LikeLike
:)) ვერ მოვწყდი :)
LikeLike
მართალია, რთულია რო ხელიდან გაუშვა.
LikeLike
ქართულად არის ეგ წიგნი? რუსულის ცოდნით ვერ დავიკვეხნი წიგნის წაკითხვაზე, რომ არაფერი ვთქვათ.
LikeLike
მხოლოდ პირველი ნაწილი. ორ ტომად.
LikeLike
ქართულად ვიცი,რომ არის ნათარგმნი და მაინტერესებს კარგი თარგმანია?
LikeLike
მე ინგლისური და რუსული ვარიანტი მირჩევნია.
LikeLike
ინგლისური სად ვიყიდო?
LikeLike
აქაურ მაღაზიებშიც აქვთ ხოლმე. ან ამაზონზე.
LikeLike