გუშინწინ მეგობარმა ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსტენდელი მეოცნებე” მისახსოვრა. კაფეში ვისხედით, პიტნის ჩაის სურნელს ვისუნთქავდით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალნაყიდ წიგნებს ვათვალიერებინებდით ერთმანეთს. არ წამიკითხავს და მაინტერესებს-მეთქი, ვთქვი და ჩემკენ გამოაჩოჩა მაშინვე, გქონდესო. თავპატიჟი არ გამომიდვია – ასეთ ამბებში მოკრძალებით არ გამოვირჩევი.
კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის-მეთქი. რაღაცნაირად ძველმოდური და ჩრჩილშეპარული მომეჩვენა, თითქოს ბებიის სკივრიდან ძველი, მაქმანებიანი კაბა ამოვიღე გასამზეურებლად.
კარგა ხანს გამყვა ეს შეგრძნება. პირველ ნოველაში მაინც ყველაფერი მეტისმეტად ჰგავდა ზღაპარს – იდუმალი პრინცი, ხეიბარი გოგონა, სამახსოვროდ დარჩენილი თეთრი ხელთათმანი… ფინალიც თითქო ისეთი უნდა ყოფილიყო, თხრობის დასაწყისიდან თუ არა, შუაში მაინც აუცილებლად რომ მიხვდება მკითხველი, მაგრამ…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი თავბრუდამხვევი ფინტი ჩამიტარა ავტორმა, კარგა ხანს ვიჯექი პირდაფჩენილი, როგორც მზის წნულში დარტყმის შემდეგ ემართებათ ხოლმე, და სულის მოთქმას ვცდილობდი. ავდექი კიდეც, გავიარ-გამოვიარე და მეორე მოთხრობა უკვე მეტი სიფრთხილით და მოლოდინით გადავფურცლე.
არა, ხომ დადარაჯებული ვიყავი, მაგრამ მაინც დამაბნია ამ კაცმა. აი, ახლა რას იზამს, ამ ბანალური მკვლელობის ამბავს საით შეატრიალებს და რანაირად დამამახსოვრებს, ვნახოთ-მეთქი და… მოახერხა. თან ისე, რომ გულიც ამიჩუყა პატარა ბავშვივით.
მესამეს შორიდან მივეპარე, ნაბულზე შემდგარი მწევარივით. მძიმედ დასახიჩრებული პაციენტისა და უფერული მედდის ამბავში უჩვეულო ვერაფერი დავინახე, მაგრამ ჭკუა უკვე ნასწავლი მქონდა და ბატონ ერიკ-ემანუელს თავი აღარ გავაბრიყვებინე – პროგნოზის გაკეთება აღარ მიცდია, უბრალოდ, ვკითხულობდი და ვგრძნობდი, რომ კარგად ვგრძნობდი თავს, კარგად და ნაღვლიანად.
იმ საღამოსვე ჩავიკითხე დანარჩენებიც. სამაგიდო წიგნად მექცა და ყოველ შაბათს გადაკითხვას ვაპირებ-მეთქი – არც ასეა საქმე, მაგრამ მეგობარს კი დავურეკე და კიდევ ერთხელ ვუთხარი მადლობა. გაიცინა, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდაო. გულის სიღრმეში უიმედო რომანტიკოსი ბრძანდებიო, ისიც დაამატა.
ჰო, ის შეგრძნება, თითქოს ძველთაძველ სკივრს ავხადე თავი, არ გამნელებია. რაღაცნაირი წიგნი გამოდგა, სინათლით გაჯერებული სევდით სავსე, სულის ყველაზე შორეულ, მივიწყებულ კუნჭულში რომ მოგიფათურებს ხელს და ყრუ ტკივილს გაგრძნობინებს. არც ჭკუას გარიგებს, არც რჩევებს იძლევა და არც ცხოვრებისეული სიბრძნეებით განებივრებს; უბრალოა, მარტივი, ყველასათვის გასაგები და ამის გამო კიდევ უფრო ახლობელი, უფრო თბილი და უსაშველოდ ადამიანური.
პირველად წავაწყდი წიგნს, სადაც ამდენი სიკვდილია და, ამავე დროს, ამდენი იმედი. დარდობ, განიცდი და მაინც არ გტოვებს იმის შეგრძნება, რომ “ღრუბლებს მიღმა ყოველთვის ზეცაა”.
მთავარიც ეს მგონია.
ბევრი აქებს ამ ავტორს :)
ახლა შენც შეემატე, ე.ი. მართლა არის რაღაც, რის გამოც უნდა გაიცნოს თავმოყვარე მკითხველმა.
ვაჰ, ბოლოში “related posts” დამატებია <3
LikeLike
ლევან ბერძენიშვილიც აქებს, თამაღ და ლევანს კარგი გემოვნება აქვს. ძალიან კარგი :)
LikeLike
მაგ ადამიანის გემოვნებას ნამდვილად ვენდობი :)
LikeLike
ლიტერატურულს – აშკარად :)
LikeLike
<3 <3 უუუმაგრესი ბლოგერი ხარ,ყველაზე მაგრად და საინტერესოდ წერ.
LikeLike
მადლობა, ნატალია <3
LikeLike
როცა აღმოაჩენ, რომ მეგობარი იმაზე კარგად გიცნობს, ვიდრე აქამდე გეგონა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ხოლმე <3
LikeLike
შემოიხედავს ის მეგობარი და გაუხარდება :))
LikeLike
ჯერ არ შემოგვიტანია მაღაზიაში, არადა შენი პოსტების მერე ძნელია მოთმენა…
ერთი სული მაქვს წავიკითხო,
ბევრი სიკვდილიც არაა ურიგო, თუ ღირსეულად კვდებიან.
LikeLike
მეც ასე მგონია :)
LikeLike
ნოველები მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ “ულისე ბაღდადიდან” და “პილატეს სახარება” ისეთი იყო, შმიტთან ნაცნობობის შეწყვეტა არ ღირს :)
LikeLike
ნუ მანდომებ ამდენი წიგნის წაკითხვას :(
არ მაქვს დრო :(
LikeLike
დრო ჩვენი თანთია :(
LikeLike
მოლის გემრიელი პოსტები <3
LikeLike
^_^
LikeLike
შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ სუ ცოტა 20 წიგნი ვიყიდე და წავიკითხე, რა კარგია რო არსებობ და ასეთი გემრიელი პოსტების წერა არ გეზარება :*
LikeLike
ასეთ კომენტარს რომ წავიკითხავ, მერე რა უნდა დამეზაროს :)
მადლობა, ნინო :)
LikeLike
მაცალე, კაცო, ჯერ შენი რეკომენდირებული “ძარცვა” დავამთავრო :)
LikeLike
დაამთავრე და მერე შემოიარე:) ოსტენდელი აქ დაგვხდება.
LikeLike
ამ წინასაგამოცდო სამზადისს რა ვუთხარი, თორემ შმიტი ერთადერთი მწერალია, რომელის წაკითხვასაც არ უნდა მასწრებდე :) რომ არ მიყვარდეს ეს მწერალი, ამ პოსტით მომინდებოდა წაკითხვა. თუმცა ”ნოეს შვილის”, “ოსკარის და ვარდისფერი ქალბატონის”, “ულისე ბაღდადიდანის”, “ბატონი იბრაჰიმის და ყურანის ყვავილების” და მისი ზოგიერთი ნოველის შემდეგ როგორ არ მიყვარდეს <3 ჩემი მწერალია.
მოკლედ, შევიძენ და თან წავიღებ სტამბულში :)
LikeLike
მე და შენ შმიტზე დისკუსია უნდა გავაჩაღოთ, ტაბუ :) ისეთი მოყვარული, მცოდნე და დამფასებელი ყოფილხარ <3
LikeLike
უჰ, მიყვარს, კი <'3 ყველაზე მეტად კი "ნოეს შვილის" გამო, ალბათ.
ზოგიერთი ნოველა აქვს იმისთანა… ბრრ… "ყველაზე ლამაზი წიგნი მსოფლიოში", განსაკუთრებით – ელვამ დამიარა წაკითხვისას
მარტივად წერს. მარტივად გაწვდის მარტივ ჭშეშმარიტებებს და მომწონს ეს უნარი მასში.
გამიხარდა, მოლისაც რომ მოსწონებია :)
LikeLike
ჰო მართლა – რუსთაველის თეატრის სხვენზე დაიდგა “სტუმარი” მისი ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. ძალიან კარგი სპექტაკლია – ვუწევ რეკომენდაციას.
LikeLike
მე ვნახე და მომეწონა!
LikeLike
“უსაშველოდ ადამიანური” და კეთილი შმიტი…
LikeLike
dzalian kargi texstia
LikeLike
აუ, მოლი მე კიდე იმედები გამიცრუა ამ კრებულმა… ალბათ შმიტისგან რაღაც უფრო გრანდიოზულს ველოდებოდი..მარტივს, მაგრამ გრანდიოზულს! შთაბეჭდილება მასზე ულისედან შემექმნა და უბრალოდ ისეთი შეყვარებული ვარ მასზე, რაც არ უნდა დაწეროს ყველაფერი “ჩემია”, მგონია. (“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” პაწაწინა, მარტივი და გენიალური <3 იმედებით სავსე! <3) ეს ნოველები კიდე არ ვიცი… ცუდიათქო, რასაკვირველია ვერ ვიტყვი, მაგრამ აი სწორედ იმედები გამიცრუა და ეგაა… : )
LikeLike
ულისეს და პილატეს სახარებას თუ შეადარებ, არ არის გასაკვირი, მაკინე :) აშკარად წააგებს :) სულ სხვა მასშტაბის და ტონალობის მგონია ეს ოსტენდელი მეოცნებე და ასეც არის, ალბათ.
LikeLike
არა, რათქმაუნდა იმათ არ ვადარებ, იმიტომ რომ ჩემთვის ცალკე განზომილებაა ულისეც და პილატეც. ბატონი იბრაჰიმი გავიხსენე, რომელიც ჩემთვის მთელ ამ კრებულად ღირს და უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ ყველაზე ნაკლებად მომეწონა, თორე დროს დაკარგულად სულაც არ ვთვლი, პირიქით, როოგრც “მაკულატურაში” თავადვე ამბობს, კარგად გავერთე :)
LikeLike
პრინციპში, დაგეთანხმე კიდეც :) ლოგიკური აზრი იყო და დასაბუთებული :) ნუ, შენ ეს არ შეგეშლებოდა.
LikeLike
4 მაისს დაბადების დღეზე მაჩუქეს და ახლაც კი დატვირთული ვარ ემოციებით. იმდენად მომეწონა ინტერნეტსი რაც კი რამე იყო, ყველაფერი წავიკითხე შმიტზე და ძალიან შემიყვარდა. <3
ბოლოდან მეორე აბზაცი ისე შეესადაგება ჩემს თვალსაზრის, რომ სხვას ვერაფეს ვიტყვი. მართლაც რომ ძალიან მომეწონა და შენიარიყოს სწორედ იმ შორეულ და მივიწყებულ ნაწილს ჩასწვდა ეს ნოველები <3 ნნუ მოკლედ <3 თუ არ წაგიკითხავს გირჩევ "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" წაიკითხო შმიტისია ესეც . <3
LikeLike