ძველი ამბით დავიწყებ.
ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელ მოგონებებს თუ იკითხავთ, ბულვართან, ატრაქციონებსა და პლომბირთან ერთად აუცილებლად დაგისახელებთ კინოთეატრ “პიონერს”, დელფინარიუმს და თოჯინების თეატრს სტალინის ქუჩაზე.
კვირაობით დავყავდით დედას მე და ჩემი და-ძმა, საგანგებოდ გამოწყობილები, თმადავარცხნილები და კმაყოფილებისგან გაბღენძილები. მერე იქვე, პატარა კაფეში, ნება-ნება მივირთმევდით კაკაოს და ნანახს ვიხსენებდით. მაგრამ განსაკუთრებული ეშხი თანაკლასელებთან ერთად წასვლას ჰქონდა. ჩამოდგებოდნენ დიდი, უცნაური ავტობუსები სკოლასთან, წაგვასხამდნენ ყველას ერთად, ავავსებდით პატარა დარბაზს, ჩაქრებოდა შუქი და იწყებოდა საოცრება…
სპექტაკლებს ახლაც ზეპირად მოგიყვებით-მეთქი, ვერ დავიჩემებ. “წითელქუდა“ მახსოვს, “სამი გოჭი“, “კომბლე“ და ქართული ზღაპრები. კიდევ – საახალწლო წარმოდგენები: ფერადი შუქი, სცენას რომ ანათებდა, და დღესასწაულის უკიდეგანო შეგრძნება, აი, ისეთი, ფეიერვერკებიანი დღესასწაულის.
ერთი სიტყვით, ამ სიბერეშიც ტკბილად ვიგონებ თოჯინებს და დღემდე მწყდება გული, ბათუმში მოზარდ მაყურებელთა თეატრი რომ არ იყო – ეგებ ახლა უკეთესი თეატრალი ვყოფილიყავი. ბავშვობის შთაბეჭდილებების ძალა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ…
ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ ფეისბუქზე შეშფოთებულმა სტატუსებმა იმატა, თბილისის თოჯინების თეატრს შენობა თავზე დაენგრა და პატრონი არ ჩანსო.
ერთი ალიაქოთია ატეხილი – წერენ, სიუჟეტებს იღებენ, ვიდეომიმართვებს ავრცელებენ, აქციებს მართავენ, იქნებ რამე გამოვიდეს, იქნებ ვინმემ გაიგონოს.
მოიცა, თუ ძმა ხარ, მეტი სადარდებელი ვერ ნახე, რა დროს თოჯინების თეატრიაო, – ხმამაღლა თუ არ იტყვის, გულში მაინც გაივლებს ვინმე.
საფიქრალი იმდენი გვაქვს, სამ თაობას ეყოფა, მაგრამ ამაზე როგორ არ უნდა ამოიღო ხმა?
თან, გუშინდელი ამბავი კი არ არის – ორი წელია ასეა და არც გზა ჩანს, არც სახიდებელი. ფასადი კი გაარემონტეს მარჯანიშვილზე, მაგრამ რად გინდა – შიგნით არ შეისვლება. რეპეტიციებს სრულიად შეუფერებელ პაწაწკინტელა ოთახებში ატარებენ, წარმოდგენებისთვის დარბაზს ქირაობენ და განა რა შემოსავალი აქვს თოჯინების თეატრს, ეს ზედმეტი ტვირთიც აიტანოს…
იქაურობის მონახულება ნამდვილად არ მიწევს ხშირად, მაგრამ მეგობრებს დაჰყავთ შვილები და თავადაც აღფრთოვანებულები არიან, პატარებზე რომ არაფერი ვთქვათ. ჯერ მარტო რა სპექტაკლებია – კარლსონიო, აიბოლიტიო, ბატის ჭუკიო… აფიშები აქვთ ისეთი, ბილეთების საყიდლად გაქცევას მოგანდომებს.
ჰოდა, ცხრამეტი მზა სპექტაკლიდან მხოლოდ ათის თამაში შეგვიძლიაო, ამბობენ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, იმ ათსაც ვეღარ შეძლებენ და მერე?
დავიჯერო, ჩვენი პატარები საოცრებებით ისე არიან განებივრებულები, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები?
ან რუსთაველის და მარჯანიშვილის მაყურებელი, თოჯინებში თუ არ აიდგა ფეხი, ციდან ხომ არ ჩამოვარდება?
სხვის ჭერს სამადლოდ შეკედლებული სახელმწიფო თეატრი იქით ეხმარება უსახლკაროებს და ლეიკემიით დაავადებულებს, მავთულხლართებით დასერილ დვანში მართავს წარმოდგენებს და მხოლოდ მუშაობის უფლებას და საკუთარ ბუდეს ითხოვს. ბევრია ვითომ?
ჩემი დათუნა დამეჩაგრა,ფაქტიურად თოჯინების თეატრში არც მყოლია,და გული ძალიან მწყდება,ჩემთვისაც დღესასწაული იყო თოჯინების თეატრი, როდესაც ბ0ავშვი ვიყავი, დანისთვისაც.
სამწუხაროა უსახლკაროდ დარჩენილი თეატრი და სპექტაკლების გარეშე გაზრდილი თაობა.
LikeLike
თამი, მიუხედავად იმისა, რომ თოჯინების თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნია, ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია საქმიანობა. დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლების ნახვა შეგიძლიათ კულტურის ცენტრ “მუზაში,” კუს ტბის ქ.#2. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 568 145199
LikeLike
ოჰ, როგორ შეიძლება თოჯინების თეატრზე ფიქრში მოცდეს მთავრობა, მაშინ როდესაც გადასაწყვეტია სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი პარლამენტის გადმოტანის საკითხი – რა მოსატანია თატრის მსახიობების სიდუხჭირე, მაშინ როდესაც ღვაწმოსილ დეპუტატებს ღლით ქუთაისი-თბილისის მარშრუტით მგზავრობა? ესეც რომ არა, ისიც გასარკვეია ხომ, თუ რომელ რეზიდენციაში დაიდებს ბუდეს პრეზიდენტი?: ) თიჯინების თეატრი კი აქამდე თუ ითმენდა, ალბათ კიდევ 2 წელსაც მოითმენს(ო), სანამ, როგორც სხვა დანარჩენს, ამსაც დიდი ბიძინა თავისი კეთილი თვალით არ გადმოხედავას(ოღონდ ამჯერად სამოქალაქო სექტორიდან(ხაზგასმით)).
LikeLike
თოჯინების თეატრი ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს. ფასადი რომ ვნახე, ვიფიქრე კიდეც, რა კარგად გაუკეთებიათ-თქო… კულტურის სამინისტრო გაკეთებულების “გადაკეთებით” რომ არის დაკავებული, გასაკეთებელი ცოტაა?
LikeLike
zalian sainteresoa
LikeLike
გული დამეწვა :(
სამწუხაროდ, მე თვითონ სულ ერთხელ ვარ თოჯინების თეატრში ნამყოფი და აქამდე ვთვლი, რომ დიდი შეცდომა იყო, იქ რომ უფრო ხშირად არ დავყავდით…
მაგრამ ჩემს დროს კიდევ სხვა იყო, ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი პრობლემა გვქონდა და ალბათ, არც ახსოვდათ ჩვენს მშობლებს ბევრი რამ.
მართალია, მაყურებელი პირდაპირ “ჰამლეტით” ვერ დაიწყებ თეატრის გაცნობას… მოკლედ, ძალიან სამწუხარო ფაქტია..
კარგია, რომ გააცოცხლე ეს კატეგორია. ხომ იცი, მოქალაქე ბლუმს რამხელა პატივს ვცემ :)
LikeLike
მეც მახსოვს კლასელებთან ერთად მსვლელობა თოჯინების თეატრში და განსაკუთრებით ეს წინა საახალწლო პერიოდი <3 ძალიან დავითრგუნე, ბოლო პერიოდში ვცდილობ ყველანაირი სახის ინფორმაცია დავბლოკო და სირაქლემას პოზიციით ვიცხოვრო, იმდენად მეშლება ნერვები გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ყველაფრის იგნორირება არ შეიძლება.
LikeLike
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მავანს თოჯინების თეატრის პრობლემა მეორეხარისხოვანი ჰგონია, თორემ შენობას ეშველება როგორმე.
LikeLike
რთული საკითხია…
მეორეხარისხოვანი არ მგონია, მაგრამ თუ მაყურებელი არ დადის ე.ი. მოთხოვნაც არ ყოფილა. და მეათეხარისხოვანი გამოდის.
LikeLike
მაყურებელი ზუსტადაც რომ დადის, მილორდ. საკუთარი შენობის გარემონტებას ითხოვენ, ნაქირავებში რომ არ ატარონ სპექტაკლები.
LikeLike
ჰო რავი… რავი… თოჯინების მულტიკები რომ იყო ადრე ეგენიც არ მევასებოდა :)
LikeLike
და საერთოდაც არ მევასება თეატრი :) არც ოპერა, არც ბალეტი. მე მიყვარს კინო.
და ჰამბურგერი.
LikeLike
მულტფილმები მეც ნახატი მერჩივნა, მილორდ. თუმცა, კოჯრის ტყის სიზმრები თოჯინურია. და კიდევ ბევრი კარგი რამ. და თოჯინების თეატრი აუცილებელია. იმჰო, რა თქმა უნდა.
LikeLike