ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.
გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.
ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.
ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.
დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება, ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…
ჰიჩკოკური დიეტის დროს მოპარული “სნიკერსის” გემოც ვიცი, მგზავრობისას მწვადით და ხაჭაპურით წახემსების მუღამიც და დილაბნელზე მოდუღებული ყავის არომატიც.
ოღონდ ღამით ჭამას სულ სხვა ეშხი აქვს.
დაუგეგმავ სუსნაობას. ექსპრომტს.
ნუ შემეკამათებით – დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რასაც გიყვებით.
აი, ტელევიზორს რომ შემორჩები, ფილმი შეგიქცევს ან ფეხბურთი, დახედავ საათს და უკვე ორი ხდება. ამ დროს, თუ შუბლის ძარღვი არ გაგწყვეტია, წესით, გვერდი უნდა იცვალო და დაიძინო, მაგრამ რაღაც ვერ ისვენებ, სამზარეულოდან გამომავალ შუქს შეამჩნევ და გაგიხარდება, რომ მარტო არ ხარ – ვიღაც კიდევ ფხიზლობს სახლში; გაფრატუნდები სამზარეულოში და – დედა რაღაც გემრიელს აკეთებს სახვალიოდ. უი, არ გძინავს შენო? – ყასიდად შეიცხადებ, სიგარეტს და საფერფლეს მოაცუნცულებ, ჩამოუჯდები იქვე, გააბოლებ და რამე უმნიშვნელო, მაგრამ სასიამოვნოდ განსახილველ თემას წამოიწყებ. მერე კრუსუნ-კრუსუნით გამოაღებ მაცივარს, თეფშს გემრიელობებით აივსებ, კარგი რა, რაის ღამე, გათენდა უკვეო, საფირმო ფრაზით მოიგერიებ აღშფოთებულ რეპლიკას და დანა-ჩანგალს თვალებმინაბული აამუშავებ.
ჰო, ვიცი, რომ არ ვარგა და ჯანმრთელობას ვნებს; ოქროს წესიც გამიგონია – მეფესავით ისაუზმე, უფლისწულივით ისადილე და მათხოვარივით ივახშმეო; კალორიების ამბისთვისაც მომიკრავს ყური და მშვენიერი ელექტროსასწორიც მაქვს შინ. გრამს რომ არ მპატიობს, ისეთი. არამზადა.
ოღონდ ისიც წამიკითხავს სადღაც, ყველაფერი გემრიელი და სასიამოვნო ან დანაშაულია, ან უზნეობა, ან ასუქებსო.
ჰოდა, რა ვქნა ახლა… დანაშაულისგან ღმერთმა დამიფაროს, მეორესა და მესამეზე კი უარი არასოდეს მითქვამს და ისე გავალ მარილზე, არც ვიტყვი.
ჭამა სიამოვნებაა. ღამით ჭამა – ორმაგი სიამოვნება. სხვა ყველაფრისთვის ველოტრენაჟორი არსებობს.
ნამდვილად გეთანხმები ჭამასთან დაკავშირებით :)
ეს კიდევ სადავოა, ჭამა უფრო დიდი სიამოვნებაა თუ სხვა რამე, განსაკუთრებით, თუ ძალიან გშია…
ნუ, პოლემიკისთვის არ მითქვამს, აღვნიშნე :)
ახლახანს მოვედი დაღლილი და მშიერი და მტკიცე ნებისყოფით ვზივარ კომპიუტერთან :)
LikeLike
მაგაზე სხვა პოსტში ვიდავოთ :)))
LikeLike
edonista )
LikeLike
სი სი ^_^
LikeLike
მაგაზე ექსპერიმენტი ჩაატარა ერთმა პროფესორმა. კატების მონაწილეობით.
LikeLike
და რაო, კატებმა, რა აარჩიეს?
LikeLike
და თუ ჩემი ბიჭი მეტყვის, რომ პუტკუნა ვარ, ზუსტად ეგრე ვუპასხებ! დიახ!!
LikeLike
რაკი შენი ბიჭია, გემოვნებაც იშვიათად დახვეწილი ჰქონია. ჰოდა, არ გეტყვის.
LikeLike
მე პირველად გავიგე ეგ “ოქროს წესი” :))
“ჭამა სიამოვნებაა. ღამით ჭამა – ორმაგი სიამოვნება” – მართალია მოლი – ჩაილაპარაკა მალინამ, “ბაუნტი” ჩაკბიჩა და მანდარინს გადახედა.
LikeLike
მანდარინს მოკითხვა. თუ ცოცხალია, რა თქმა უნდა.
LikeLike
:))) მოყვრები დარჩა :)))
LikeLike
ვატყობ, იმათაც არ უწერიათ დიდი დღე ^_^
LikeLike
“მოყვრები დარჩაო”
:))))))))))))))
LikeLike
ცოტა ხნით :))
LikeLike
შუაღამის შემდეგ ჭამას რა ჯობია :)) წავალ, ერთ-ორ ქაბაბს მოვუღებ ბოლოს… მილანელების თამაშის შემდეგ მაცივართან შეხვედრის ხალისი არ მექნება :))
LikeLike
არამზადა სასწორი.
არა, ღამით რომ გავბედო ჭამა, მერე ჩასაფრებული სინდისი წამლეკავს და ჯობია ისევ თავიდანვე ვძლიო საკუთარ თავს:|
თუმცა სასუსნავებზე არასოდეს ამიღია ხელი. ეს მუდამ იყო, არის და იქნება ჩემი აქილევსის ქუსლი: )
LikeLike
ეგრე მოუხდება სასწორს. დიახაც!
LikeLike
ეგრე გეგონოს :პ ყველა ბიჭს შეუძლია ზედმეტი ხუთი კილოს ატანა. ექვსის კი აღარ. ისე კი, ისე წერ, წავედი, მაცივარი გამოვაღე და კიდევ კარგი ყელი მტკივა, მივხვდი, წუხელ შუაღამისას გაკეთებული შოკოლადის ძეხვი მაცდუნებდა, საყინულეში მეფურად დასვენებული. და სასწრაფოდ მივკეტე.
LikeLike
ტკბილს არ გირჩევდი ღამით :) ჩვეულებრივი ძეხვი ჯობია :) ორიოდე კვერცხი მიახალე ტაფას, ყველი ჩამოჭერი სქლად, თონის პურის ნაჭერიც მოიძიე და ეგ არის :)
LikeLike
არამზადა სასწორი.
არა, ღამით რომ გავბედო ჭამა, მერე ჩასაფრებული სინდისი წამლეკავს და ჯობია ისევ თავიდანვე ვძლიო საკუთარ თავს:|
თუმცა სასუსნავებზე არასოდეს ამიღია ხელი. ეს მუდამ დარჩება ჩემს აქილევსის ქუსლად:/
LikeLike
ეს ნახე რა.
და იქვე ნიორი გავარჩიო, პამიდორი ჩავჭრა, ბალზამიკო მოვასხა და კახური ზეთიც ვუთავაზო, სალათის ფურცლები, სად იყო და სად არა ყველი გამოძვრება და ჰაიდაა.
LikeLike
ასე წვრილად იმიტომაც არ დავწერე, რომ ვიცოდი, არც არაფერი გამოგრჩებოდა.
აფსუს, შორს ვარ :((
LikeLike
ვაიმე, ამ ყველაფრისთვის ბაღდადს წავალ ფეხით
თუ ბაღდადიდან მოვალ :|
მოკლედ, არსი ერთია )
LikeLike
აი, იცი როგორ გემრიელ პოსტებს წერ ^_^ რომ კითხულობ და დამთავრება აღარ გინდება :) მადლობა შენ ამისთვის.
LikeLike
მადლობა შენ, ელენე :)
და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
პოსტის წაკითხვის მერე ჭიქა ღვინით წავედი სამზარეულოში სოკოს შესაწვავად ^^
LikeLike
ახლა რაღა დროსია და ამ უიქენდზე პროექტ “სოკოს” განვახორციელებ <3
LikeLike
ბუნების წიაღის სოკო მაინც სულ სხვააა ^
LikeLike
ღამით ჭამა მართლაც კიდევ სულ სხვა ლეველია )))
თან მე ძალიან ვუთამამდები, რადგან არ მაქვს წონის პრობლემა, მაგრამ მამაჩემი მეუბნება ხოლმე, ერთ დღესაც გაიღვიძებ და რაც აქამდე ღამე გისუსნავია, ერთბაშად დაგხვდება მომატებულიო :D
LikeLike
მშვენიერი სიუჟეტია, ისე :))
LikeLike
ჩემთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემს რამდენიმე მეგობარს, რომ ვუსმენ ნამდვილად კარგ ფობიოგრაფიას დაწერდნენ მაგაზე )))) სულ დიეტაზე, ზედმეტ 2 კილოგრამზე და ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკობენ ხოლმე :D :D
LikeLike
აი, უცებ რომ გეღვიძება და რაც გიცუღლუტია, ერთბაშად რომ ხარ მომატებული და არც არავინ გიჯერებს. ჰორორია, აბა, რა.
LikeLike
აუჰ, ძალიან მომეწონა პოსტი, მეგემრიელა :) :)
LikeLike
ზუსტად წუხელ გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და გემრიელად ვისუსნავე :) დილით სასწორზე არ შევდექი გული რომ არ გამსკდომოდა, გაურკვევლობა ჯობია ზოგჯერ :)
LikeLike
ჩემი ტაქტიკა ^_^ ზოგჯერ, ჯობია, რაღაცები არ იცოდე :))))
LikeLike
მოლი, ჩასაყლაპი ხარ შენი პოსტიანად :)
საოცრად საყვარლად და შინაურულად წერ. ასე მეგონა, იმ მაცივართან შენს გვერდით მოკალათებული ვირგებდი სინდისის ქენჯნის გარეშე კალორიულ საკვებს :)
LikeLike
პოსტიან-შუბიან-სტეიკიანად :)))
გემრიელად მიირთვი, ტაბუ :)
LikeLike
ჭამა არის ჩემთვის ერთადერთი აკრძალული და ტაბუდადებული სიამოვნება.
ხანდახან კი არადა ხშირად მშურს ადამიანების , რომლებიც გემრიელად მიირთმევენ და მერე სინდისის ქეჯნა და ზედმეტი კილოგრამები არ აწუხებთ.
კვლავ დიეტაზე მყოფი:(((((((
LikeLike
ისევ დიეტა :(((( როგორ მესმის შენი :(
LikeLike
მშურს შენი, ეგრე ადვილად მისაღწევი სიამოვნებები რომ გაქვს :D
LikeLike
ზოგი ადვილად, ზოგი – ძნელად. სხვადასხვანაირი სიამოვნებები მაქვს :)))
LikeLike
რა გემრიელად აღწერე რა .. უფ გენაცვალე!♥ მე ისიც გამიგია ადამიანები, რომლებსაც ჭამა უყვართ, ცუდი ადამიანები ვერ იქნებიანო:)
LikeLike
მეც გამიგია და სადღაც სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს :))
LikeLike
ძალიან მიხარია, ასეთ საინტერესო ბლოგს რომ წავაწყდი :) მიყვარს ჭკვიანი ადამიანები და ძალიან მიყვარს ისინი ვისაც ჭკუასთან ერთად იუმორის გრძნობაც აქვს :)
LikeLike
მადლობა და ველქამ :)
LikeLike
მიხარია თქვენი ბლოგის გაცნობა :)
LikeLike
აქ ყოფილხართ:) დილა მშვიდობისა და საიტერესო. წარმატებულ და…გემრიელ დღეს გისურვებთ:)
LikeLike
დილა მშვიდობისა და თქვენც გემრიელ დღეს გისურვებთ :)
LikeLike
გამოგიტყდებით და პირველად შემთხვევით წავაწყდი თქვენს ბლოგს. მთელი დღეა ვერ ვეშვები. მიხარია თქვენი გაცნობა…
LikeLike
მადლობა და ველქამ :) კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike