კლუბებში, კავშირებსა და ჯგუფებში გაწევრიანება ძალიან რომ მიყვარს, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია.
მით უფრო – თუ საქმე წიგნებს ეხება.
ადრეც მომიყოლია – იყო დრო, ერთდროულად თორმეტი ბიბლიოთეკის მკითხველი გახლდით. მართალია, დღეს ამდენს ვეღარ ვახერხებ, მაგრამ ის ძველი სიყვარული ოდნავაც არ გამნელებია
“პალიტრა L“-მა “მკითხველთა კლუბის” შექმნა რომ დააანონსა, ყურები ვცქვიტე და გამომცემლობის ფბ-გვერდზე სტუმრობასაც მოვუხშირე, არაფერი გამომეპაროს-მეთქი.
“მკითხველთა კლუბმა” მსურველებს კარი 14 ოქტომბერს გაუღო და – ალბათ, არ გაგიკვირდებათ – წამიც არ დამიხანებია, მაშინვე შიგნით შევრგე თავი, გაწევრიანების ფორმალური პროცედურა ხუთიოდე წუთში მოვილიე, საგანგებო კატალოგიდან რამდენიმე საინტერესო გამოცემაც შევუკვეთე და სიახლეებსაც დაველოდე – არ მოგაკლდებათო, დაგვპირდნენ.
ჰოდა, წინა კვირას ფერადი მოსაწვევიც მოფრიალდა – ფინჯან ჩაიზე გეპატიჟებითო.
დელისთან რომ “ბიბლუსია“, ხომ იცით? იმ “ბიბლუსის” სიღრმეში ციცქნა კაფეა, მშვენიერ კაპუჩინოს ადუღებენ. ზუსტად იმ კაფეში დაიგეგმა კლუბის პრეზენტაციაც და პირველი თავშეყრაც.
ცხადია, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, შაბათის გეგმებს გადავხედე, რაღაცები კვირისთვის გადავდე, რაღაცები – მომავალი უიქენდისთვის და ოთხ საათზე უკვე “ბიბლუსში” დავსუნსულებდი.
პატარა მაღაზიააო, ვერ იტყვი, მაგრამ ადგილი მაინც ჭირდა: აქეთ – კლუბის წევრებიო, იქით – სტუმრებიო, მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტები რესპონდენტებს დაეძებდნენ, სიმებიანი კვარტეტი ჩაიკოვსკის უკრავდა… ერთი სიტყვით, ფრიად სასიამოვნო ატმოსფერო იყო.
ორგანიზატორებმა მადლობა გადაგვიხადეს – კარგები ხართ, რომ მოხვედითო. დღევანდელ ფასდაკლებებს გადახედეთო. თქვენთვის “ლიტერატურული პალიტრის” ნომრები გვაქვს საჩუქრად და ხელს გააყოლეთ, არ დაგავიწყდეთო… მკითხველთა კლუბის პირველ და მეასე წევრებს ის წიგნები უსახსოვრეს, მაღაზიებში მხოლოდ ნოემბერში რომ გამოჩნდება. მერე მასპინძელმა, კოტე თოლორდავამ, ყველა შეხვედრის აკადემიურ ნაწილზე – “იულიუს მაილის” ჩაის დასაგემოვნებლად და ილიას ოლღასთვის მიწერილი წერილების წასაკითხად მიიწვია.
კლუბის პირველმა თავშეყრამ, თავადაც შეატყობდით, სასიამოვნო იმპრესიები დამიტოვა. ცხადია, ფუნდამენტური დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთჯერადი ეფექტის მისაღწევად არ გაკეთებულა. ორგანიზატორებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ნაწილი უკვე გაგვაცნეს, ნაწილსაც სასიამოვნო სიურპრიზად ინახავენ… დარწმუნებული ვარ, სტუმარიც მოიმატებს, ინტერაქციაც გაძლიერდება და კლასიკის ერთობლივ კითხვას ახალ გამოცემებსა და აქტუალურ თარგმანებზე დისკუსიებიც შეენაცვლება. ოღონდ ეს – მერე. ჯერჯერობით კი კლუბის საიტს ესტუმრეთ, კატალოგი დაათვალიერეთ, გაწევრიანდით და მომდევნო შეხვედრას ერთად დავესწროთ )
მეც მინდა გაწევრიანება
LikeLike
ხუთი წუთის ამბავია :)
LikeLike
მოლი თუ დამპირდება, რომ ყოველ შეკრებაზე ივლის, მეც გავწევრიანდები oO
ჯასთ კიდინგ, მოლი ))) :*
LikeLike
შუა კვირაში, დღის სამ საათზე თუ არ დაინიშნა, ვივლი :))
LikeLike
მე პირიქით, როგორც წესი არსად ვწევრიანდები ხოლმე, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ძალიან მომინდა გაწევრიანება :)
LikeLike
სერიოზული კომპლიმენტი “მკითხველთა კლუბს” :))
LikeLike
მოლი, ამ ფოტოზე შენც ხარ აღბეჭდილი? :) თუ მხოლოდ სხვა წევრებს გადაუღე ფოტო?
LikeLike
არა, ტაბუ. სხვები არიან. ეს არც არის ჩემი სურათი. ტელეფონი დამიჯდა და ჩემმა კადრებმა არ ივარგა და პალიტრას ვესესხე :)
LikeLike
მეც მომინდა, ფინიკი. ოღონდ, პირველ რიგში, მოლის ხათრით ;)
LikeLike
ბიბლუსის მიმართ დიდი სიმპათიებით არ ვარ განყობილი, მაგრამ ეს საინტერესოა
LikeLike
“ბიბლუსის” მიმართს დიდი სიმპათიები არ მაქვს, მაგრამ ეს საინტერესოა :)
LikeLike
“” :)
LikeLike
ააა… მეც მიმივიდა ეგ. მაგრამ არ დამილაიქებია :)
LikeLike
ა ზრია :)
LikeLike
ნეტა მეც შემეძლოს დასწრებაა :( მაგრამ არაუშავს მე ჩემი კლუბი მელოდება :)
LikeLike
ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა წიგნის კლუბში გაწევრიანების,მაგრამ ვერ ვახერხებდი ვერასოდეს,როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე მაშინაც ვაპირებდი ჩემი უნივერსიტეტის წიგნის კლუბში გაწევრიანებას,მაგრამ…. სურვილი გამიჩნდა ამ მკითხველთა კლუბში მაინც გავწევრიანდე და ვნახოთ როგორ მოვაბამ თავს…
LikeLike