შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.
ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ. ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.
აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.
ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.
ეკოს “ფუკოს ქანქარის“ რუსულ გამოცემას “დიოგენეში“ დავადგი თვალი; უახლოესი მეგობარი მახლდა თან და სანამ იმას ვფიქრობდი, კიდევ რამე გემრიელობა ხომ არ მრჩება უყურადღებოდ-მეთქი, უკვე ხელში მაჩეჩებდა მაღაზიის საფირმო ჩანთაში კოხტად შეფუთულს.
იდეალური შვილი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა, ეტყობა, მთლად ცუდად არ არის ამ მხრივ საქმე, რადგან დედა ხანდახან მეფერება და ზოგჯერ საჩუქრებსაც კი მჩუქნის; აი, ამას წინათაც მარკ ტვენის დილოგია მომიტანა ინგლისურად და ისე გამახარა, მთელი კვირა ვიქცეოდი სანიმუშოდ – ღამის პირველ საათზე ყავას აღარ ვითხოვდი.
Sci-Fi-ს როგორი მოყვარული ვარ, მგონი, უკვე მოგეხსენებათ და არც იმის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, მოსკოვიდან ჩამოტანილი, სერგეი ლუკიანენკოს “გუშაგები“ როგორ გამახარებდა – შუაღამისას დავადექი მეგობარს თავზე, ხვალამდე ვერ მოვითმენ და ახლავე მომეცი-მეთქი.
ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია; ბოლოს და ბოლოს, ასტრიდ ლინდგრენის რვატომეულზე, ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებით დამშვენებულ “სახურავის ბინადარ კარლსონზე“, “ბითლზისა“ და “ფინქ ფლოიდის“ გასაოცარ ალბომებზე, ფამუქის “წითელზე”, ნაბოკოვის “ლოლიტაზე“, ბრედბერის “მარსის ქრონიკებზე” და კიდევ რაღაც-რაღაცებზე კრინტიც არ დამიძრავს, მაგრამ ჩემი მკითხველის მოთმინებასაც საზღვარი აქვს და ამიტომ პოსტს იმ საჩუქრით დავასრულებ, სულ რამდენიმე დღის წინ რომ მივიღე და განსაკუთრებით რომ მეამაყება – “ინსომნია 2013“ ქარჩხაძის გამომცემლობისაგან – ჟიურის წევრობისთვის მხვდა წილად და ვწერდი კიდეც – ჯერ მარტო ავტოგრაფების გამოა ჩემთვის შეუფასებელი-მეთქი.
აი, ასე, ჩემო კარგებო… რა ბედნიერებაა, რომ წიგნის ქურდების გვერდით ისეთი ხალხიც არსებობს, სანტა-კლაუსივით გაბერილ აბგას რომ დაატარებს შენთვის… ოღონდ სათამაშოებით და სასუნავებით კი არა, ნაირ-ნაირი გამოცემებით სავსეს.
ჩემმა მეგობრებმა რომ იცოდნენ, როგორ მიყვარს ისინი თითოეული ასეთი სიურპრიზის შემდეგ, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ნაზი გრძნობების მოზღვავება, რაც შეიძლება, ხშირად მეგრძნო; არა, კი არაფერს ვუჩივი, მაგრამ მაინც…
მაგაზე კარგი სასუსნავი რა უნდა იყოს ^_^
LikeLike
მაგას სხვა პოსტში ჩამოვთვლი, მარიამ ^_^
LikeLike
: )))) კარგი :)
LikeLike
mshurs sheni :333 mitumetes isee sayvarlad miyurebs is haripoteris wigni mmmm … ^_^
LikeLike
უსაყვარლესი გამოცემაა, კი :)
LikeLike
^_^
LikeLike
ნეტა ყველა მოლისავით ლაქლაქებდეს ხოლმე: ) როგორ მოვიტყუო და ნამდვილად მშურს მოლი შენი, არა მარტო ამ წიგნების გამო, არამედ ასეთი მეგობრები რომ გყავს ირგვლივ<3 არც ჩემებს ვეწუწუნები რამეს, სულ ცოტა ხნის წინ ისე გამახარეს ნანატრი ნაბოკოვისა და ფამუქის ჩუქებით უფერულ 17 წლის იუბილეზე^^
P.S. ორიგინალი პოტერიადის ქონა კი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა, ჯერ-ჯერობით წარმოუდგენლად უპერსპექტივოდ რომ გამოიყურება:(
LikeLike
პატარა ხარ ჯერ, ვამპირ. ყველაფერი წინ გაქვს. შენხელას არ მქონდა მე საკუთარი ბიბლიოთეკა :)
LikeLike
ადამიანს რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდაო: ) ხოდა მეც მაგ სენით ვარ შეპყრობილი ჩვენი მოდგმის მსგავსად ალბათ. თუმცა არა, ასეთი უმადურიც არ ვარ, იმითაც ვკმაყოფილდები რაც მაქვს, მაგრამ ოცნებისგანაც არ ვიზღუდავ თავს…
LikeLike
ასეც უნდა. აბა, რა.
LikeLike
ვამპირ მეც იგივე მემართება ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივარ არ ვიცი რა ვიყიდო და ბოლოს ერთი ან ორი წიგნით ხელში დაღვრემილი გამოვდივარ რომ სხვა წიგნზე ფული არ მეყო. ვერ ვკმაყოფილდები იმით რაც მაქვს. მართლაც რომ მეტი და მეტი მინდა და მოლი რამე კარგ და ძალიან საინტერესო წიგნს ხომ ვერ მიჩევდი? შენს რჩევას გავითვალისწინებ!!
ისეთი წიგნი მინდა, დამაფიქრებელი ცხოვრებაზე და ყველაფერზე საერთოდ. აღმაფრთოვანა გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელი” . და რამე ამის მსგავსს, მართლაც რომ გენიოსის დაწერილ წიგნს ვეძებ. აი რო არ მომინდეს გაჩერება რა… გეცოდინება რამე! შენი იმედი მაქვს :)
LikeLike
მთელი ეს ბლოგი რჩევებით არ არის სავსე? )
გადადი ნავიგატორზე და სულო და გულო. აარჩიე, რაც გინდა :)
LikeLike
ყოვლად გადასარევი საჩუქრებია <3
ჩემს თაროებს ბევრი რამ აკლია და მგონი, დროა, სწორი სტრატეგია შევიმუშავო და შევსებას შევუდგე…
LikeLike
უჰ, მე მქონდეს თავიდან შესავსები თაროები და ცოტაოდენი თავისუფალი დრო… რას გავიხარებდი ^_^
LikeLike
შენ თაროები შეიძინე და შესავსებად კიდევ ბევრი რამ გამოვა დღის სინათლეზე :) მეგობრებიც დაგვეხმარებიან და ასე :)
LikeLike
საჩუქრებიც ამას ჰქვია :)
LikeLike
ამჰეფი ^_^
LikeLike
დრო მოვა, გაჩუქებ ერთ წიგნს :D :D :D ო-დეს-მე :D
LikeLike
ავტორიზებულ ეგზემპლარს. საგანგებო ქავერით და ავტოგრაფით ^_^
LikeLike
ჰო :) ავტოგრაფი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იქნება :))
ახლა მოვა ანა ბლუმი და – როგორ გიყვართ შენ და მოლის ერთმანეთიო – მეტყვის :)))))
LikeLike
ბლუმსაც შეხვდება საჩუქარი, აი სინქ სოუ.
LikeLike
კი, კი, თუ ეგ დრო ოდესმე დადგა :))
LikeLike
ჰო, მე საჩუქრადაც ვიყიდი და დავარიგებ ^_^ და მერე რომელიმე ამგვარ პოსტშიც ამოყვინთავს ^_^
LikeLike
რამდენი ხანია წიგნი აღარ მიმიღია საჩუქრად, ბოლოს ფამუქის “თოვლი” მისახსოვრეს :) არადა როცა წიგნს გჩუქნიან, ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ხვდები ადამიანი როგორ და რამდენად კარგად გიცნობს.
LikeLike
რა კარგია, ეხლა შემშურდება, შემშურდება აბა რა, ჩემთვის წიგნის ჩუქება კიარ მოაფიქრდებათ :) დაბადების დღეზეც კი სულ სამჯერ მაჩუქეს წიგნი :(
ერთმა ჩემმა მეგობარმა წიგნი რა საჩუქარიაო რომ თქვა კი შემომეყარა გულს, მაგრამ მასე ბევრი ფიქრობს ალბათ და ვარ ასე :) :)
ისე კი რამდენიმე შემთხვევა განსაკუთრებით თბილად მახსენდება ^_^ მეხუთე კლასში ვიყავი ალბათ, სკოლის ბიბლიოთეკარს წიგნების დალაგებაში ვეხმარებოდი ხოლმე და რუსული ზღაპრების და მოთხრობების წიგნი მაჩუქა ^_^ ისე მიყვარდა…
და ბავშვობაში ჩემმა ნათლიამ მაჩუქა “იქ სადაც ქარი ქრის”. დღემდე მიყვარს ეს წიგნი :)
LikeLike