ასეთ წიგნებს საწამლავებს ვეძახი.
საწამლავია, აბა, რა არის, როცა ყოველი კაპილარით გრძნობ, როგორ მიჰყვება შენს სისხლს და როგორ იჟღინთები ნელ-ნელა მასში დაბუდებული ტრაგიზმით; როგორ ღრუბელივით იწოვ მრისხანებას და სასოწარკვეთილებას და ფურცელ-ფურცელ კვდები.
აჭარბებო, ვიცი, ბევრი იფიქრებს.
არ ვაჭარბებ, იოტის ოდენადაც კი.
რომენ გარი, იგივე ემილ აჟარი, იგივე ფოსკო სინიბალდი, იგივე შათან ბოგა (ერთი კლასიკად ქცეული რუსული ფილმისა არ იყოს) – რუსეთის იმპერიაში დაბადებული, ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და გონკურების პრემია ორჯერ მიიღო – თეთრი ძაღლის შესახებ გვიამბობს.
არადა, თეთრი სულაც არ ყოფილა – “ნაცრისფერი ძაღლი იყო, ცხვირის მარჯვენა მხარეს დასკუპებული მეჭეჭით, რომელიც თირკმელა სოკოს წააგავდა. დრუნჩი კი მთლიანად ჟღალი ბალნით ჰქონდა დაფარული“.
გერმანული ნაგაზი იყო. შავკანიანებზე დაგეშილი.
გესმით?
ძაღლი – ადამიანის მეგობარი. ოღონდ მარტო თეთრკანიანი ადამიანის და არა შოკოლადისფერი ორფეხა არსებების.
მწერალს ეს საიდან უნდა სცოდნოდა და შეიკედლა. ცხოველები ძალიან უყვარდა და რა ექნა. თან სენდიმ მიაყენა კარზე – საკუთარმა ძაღლმა, დიდმა და ყვითელმა, დანიური დოგის შორეულმა შთამომავალმა. პატრონიც რას იფიქრებდა, სამართებლის პირზე თუ მოუწევდა სიარული. ბატკა დაარქვა და შეიფარა.
იცით, რა არ მინდა? რომ გეგონოთ, თითქოს რასიზმის შესახებ დაწერილ მორიგ წიგნთან გქონდეთ საქმე, სადაც თეთრები ურჩხულები არიან, ხოლო შავკანიანები, უკლებლივ ყველა – წამებული ანგელოზები.
იშვიათად მინახავს ასეთი სამართლიანი მწერალი.
შეულამაზებელი, პირდაპირი და გულწრფელი.
და საერთოდ, არსად წავწყდომივარ იდეის ასეთ მახინჯ, დამთრგუნველ ხორცშესხმას, რომელსაც, ძალიანაც რომ გინდოდეს, უკანასკნელ სტრიქონამდე მაინც ვერ მოსწყვეტ თვალს.
და ყველაზე საბრალო პერსონაჟი აქ ადამიანი როდია – თვითონ ბატკაა, რომელიც ჯერ “თეთრ ძაღლად“ აქციეს, მერე – “შავად“; რასისტიც კი უწოდეს და ბოლოს…
ბოლოს თავადაც ნახავთ.
ეს უფრო მეტია, ვიდრე მათრახი, საზოგადოებისა და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის გადაწნული;
ეს ღირსეული წიგნია უღირს ამბებზე.
ერთი უფსკრულიდან მეორისკენ მიმავალი გზაა – მიუყვები და გეშინია, ფეხი არ დაგიცდეს, თორემ ვეღარაფერი გიშველის.
წაიკითხეთ და მოიწამლეთ. მერე რა, თუ ხანდახან სპაზმი შემოგიტევთ და ტკივილი სულს აღარ მოგათქმევინებთ – არა მგონია, ინანოთ.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, ჩიტი ბდღვნად ღირსო, რომ ამბობენ.
საჭმლის ფულითაც რომ მომიწიოს ყიდვა, უნდა ვიყიდო და ჩემი შემდეგი წიგნი ეს იყოს <3
უმაგრესი რევიუა, მოლ… არც კი ვიცი რა ვთქვა… რომ წავიკითხავ მოვალ მერე ისევ
LikeLike
მოდი ^_^
LikeLike
მართლაც სერიოზული რევიუა…
წარმატებები, მოლი, კონკურსი ფინალს უახლოვდება, მგონი :)
LikeLike
ბოლო პოსტია, თამაღ. დღეს სრულდება.
მადლობა :)
LikeLike
ყოველთვის ვერიდებოდი ამის თქმას, მიკერძოებაში არ ჩამომართვან-მეთქი, მაგრამ მგონი დროა, ყოველგვარი პირობითობა დავიკიდო – თავს დავდებ, რომ ასეთი მდიდარი და დახვეწილი ენა არათუ ბლოგოსფეროში, მთელ ქართულ მედიასივრცეში თითებზე ჩამოსათვლელ ავტორს თუ ექნება.
მოლი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამიტომ ხარ გადასარევი გოგო <3
LikeLike
რა კარგია, რომ დღესაც არ მოერიდე ^_^
LikeLike
რას ამბობ, მოვერიდე კი არა, ვორდპრესის პაროლი დამვიწყებია და ყველა საფოსტო ყუთი გადმოვაბრუნე :|
ერთიც ვნახოთ, ხვალ ვისიმე უზნეო როტვეილერმა ჩამახრამუნოს – ხომ წამყვებოდა ამ პოსტის დარდი იმქვეყნად, ჰოდა, მოჩვენებები და პოლტერგეისტები გინდათ ახლა თქვენ მაგნუმში? :|
LikeLike
მოვკვდი სიცილით ამ სერიოზულზე სერიოზული და ფრიად ტრაგიკული პოსტის ქვეშ ^_^
LikeLike
აჰა :) მეც “მიკერძოებული” ვარ, ტერა :))
LikeLike
რადაც არ უნდა დამიჯდეს ამ კვირაში უნდა წავიკითხო.
ჩემი სტიმული,მოლი♥
LikeLike
იმპრესიების გაზიარება არ დაგავიწყდეს <3
LikeLike
არ დამავიწყდება.,მოვალ დღეისწორამდე
LikeLike
მგონი პირველად მომინდა ასე მძაფრად საწამლავის მიღება..: ) წარმოუდგენელია ასეთი პოსტის შემდეგ ჩემ მწირ ბიბლიოთეკას ეს წიგნი რომ არ შეემატოს. არ ვიცი, ლამის უკვე ვისიამოვნე ამ წიგნით…))
LikeLike
არც ისე მწირია ეს შენი ბიბლიოთეკა, ვამპირ :) რასაც ვუყურებ, კარგად გაზრდილი უნდა იყოს :)
LikeLike
მოლი<3 და მეც უმადური ვიქნები რომ არ ავღნიშნო – ამ ყველაფერში შენი წვლილიც არის… )
LikeLike
პროექტის ბოლო და უდავოდ შესანიშნავი პოსტი. წარმატებებს გისურვებ მოლი :*
LikeLike
მადლობა, სოფი :)
LikeLike
ამ წიგნს ზუსტად ასეთი შეფასება მოუხდებოდა !
მართალია უკვე წაბიკითხე მაგრამ კიდეც ერთხელ მომინდა წაკითხვა :)
LikeLike
მადლობა და ველქამ ^_^
LikeLike
მოლი, თქვენ რომ წიგნის გამოცემას მაძალებთ, შენი რევიუს ხათრით ნამდვილად ეღირება :)
LikeLike
ისეთ რევიუს დავწერ, ცამ ქუხილი დაიწყოს.
წინასიტყვაობასაც ^_^
LikeLike
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. გრძნობით გიწერია, მოლი. თქმაც არ უნდა, ეს წიგნი ჩემს ბიბლიოთეკაში რომ მოიკალათებს.
LikeLike
ასეთ წიგნზე სხვაგვარად ვერ დავწერდი.
გამახარე, ტაბუ :) ხომ იცი, შენს ვერდიქტს განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე :)
LikeLike
წიგნი ხომ ღირსეულია, სერიაც… და პოსტიც :)
LikeLike
იმედი მაქვს :)
LikeLike
რაც არ ვიცი არ ვიცი :)
ყვითელი ძაღლი ვიცი. სიმენონის.
LikeLike
თუმცა, რომენ გარი უნდა წავიკითხო ერტხელაც იქნება. ეს ის შემთხვევა არა, როცა მარტო პოსტით უნდა შემოვიფარგლო :)
LikeLike
[…] რომელზეც გიამბობდით, იმდენადვე დამთრგუნველი იყო, […]
LikeLike