ბიბლიოთეკა რომ ჩემი სიამაყეა, მგონი, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო და დაკვირვებული მეგობრები იმასაც შეამჩნევდით, რომ ფეისბუქ-ალბომები სულ წიგნების სურათებით მაქვს გაძეძგილი.
ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე გეტყვით, უყურადღებოდ არც ერთი კადრი არ დარჩენილა, დაინტერესებული მნახველი არ დაჰკლებია, მაგრამ ამ შაბათს მაინც განსაკუთრებული და არნახული ჟრიამული მქონდა კედელზე. ნაცნობ-უცნობი შეიყარა, სიცილაკების და კომენტარების ცვენა იყო :) ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, სიამოვნებისგან სულ ხელებს ვიფშვნეტდი.
არადა, რომელიმე აქტუალური და მოდური ბიბლიო-სერიის ფოტო კი არ გამომიქვეყნებია, არც მორიგი საამაყო შენაძენი გამომიმზეურებია – ასტრიდ ლინდგრენის ძველთაძველ ტომს გადავუღე სურათი, კარლსონს და პეპის.
ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი. ყველა თავისას იხსენებდა. ლიბიკამ – მეც მაქვს და ჩემს დასაცო; მარიამმა – პირველი წიგნია, ჩემით რომ წავიკითხეო; ლიამ – ჩემი ისეთი გადაქექილია, ნახატი აღარც ეტყობა ყდასო; გოჩამ – უამისოდ არ ვჭამდი და ეტყობა კიდეცო; ნინოს პატარა ანამ – ჩემს წიგნს სურათი ვინ გადაუღოო… ანაზე ზუსტად 30 წლით ვარ უფროსი და რაკი ორივეს ერთი გამოცემა გვაქვს, აშკარაა – კარლსონი და პეპი მართლა გვაერთიანებს; არის ამ გახუნებულ და გაცრეცილ ფურცლებში რაღაც ისეთი, ყველას გულში კვალი რომ დაუტოვებია.
დიდი ამბავი, ერთი ჩვეულებრივი წიგნი და რიგითი თარგმანიაო, იტყვის, ალბათ, ვინმე.
აი, ზუსტადაც რომ არ არის ჩვეულებრივი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების დიდ უმრავლესობას ოდესღაც სასთუმალთან ედო და ახლაც ბევრს მოეძევება შინ. ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართული პროექტია.
თავის დროზე, სავსებით შეგნებულად, მშობლების უზარმაზარ ბიბლიოთეკაზე ვთქვი უარი; იმ ბიბლიოთეკაზე, ორი თაობა რომ აგროვებდა და უკვე დიდი ხანია, სახლში არ გვეტევა – ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მაგრამ თაროებს ჩემით ავავსებ-მეთქი. მგონი, არაფერი წამიგია – ადამიანმა საკითხავი საკუთარი გემოვნებით უნდა შეარჩიოს და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიშვილიც ასე მოიქცევა; მე კი ნამდვილად არ დავრჩები ნაწყენი, თუ ჩემი ნაფერებ-ნალოლიავები კოლექცია აღფრთოვანებაში არ მოიყვანს – იმ დროისთვის იმდენი სიახლე იქნება, ვინ მოთვლის…
წიგნებს, ცხადია, არ ვითვლი. თუმცა, უახლოეს დღეებში ახალი თაროების შეკვეთა მიწევს და კატალოგის შედგენასაც ვაპირებ. იქნებ მოვასწრო, სანამ აღშფოთებული ჩემიანები ბიბლიოთეკასთან ერთად გამსვამენ გარეთ.
ოღონდ, გაწკრიალებულ თანამედროვე ტომეულების გვერდით რამდენიმე ძველი გამოცემაც მიდევს და ნუ იფიქრებთ, რომელიმე ახალ წიგნზე ნაკლებად მიყვარს; რას ამბობთ… “ნაკადულის” ლოგოთი დამშვენებული ჩემი ლინდგრენი, ფერადი კარლსონით და პეპით გარეკანზე, ჯენეტ ბაჯელიძის უგემრიელესი ტექსტით და ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებით, განსაკუთრებულია და ვერაფერი შემიცვლის. ჩემი ნაწილია და იმიტომ. ჩემი სულის ნაწილი.
darwmunebuli var yvela chvengans qonda es wigni romelmac bavshvoba gagvilamaza ^_^
LikeLike
განსაკუთრებით მეძვირფასება ეს წიგნი და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ ამას.
ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ სწორედ კარლსონი და პეპი გავიცანი პირველად დამოუკიდებლად. ლინდგრენის მადლობელი რომ უნდა ვყოფილიყავი ჩემი ბავშვობის გაფერადებისთვის, ამასაც გვიან მივხვდი…
გასაკვირი რა არის–მაშინ ისე ვიყავი შთაბეჭდილებებით ავსებული, რომ აღარც მახსოვს, რამდენჯერ გადავიკითხე წიგნი თავიდან… განა სხვა საკითხავი არ მეგულებოდა, უბრალოდ, ჯერ მინდოდა გამერკვია, რომელი უფრო მომწონდა, სახურავზე მცხოვრები მოწიფული მამაკაცი, თუ წითური გოგონა ზღაპრულად მიმზიდველი ცხოვრებით…
LikeLike
წიგნი, რომელმაც ბავშვობა მაჩუქა<3
LikeLike
ზუსტად :)
LikeLike
ბანალური ვიქნები მაგრამ მაინც ვიტყვი:შენი,ჩემი,ჩვენი ყველასი,ნუ მიისაკუთრე ურცხვად,ეს წიგნი ჩვენი ნაწილია.:-)
LikeLike
არა, თქვენიცაა :)
LikeLike
მეც მაქვს ეს გამოცემა და შარშან წავიკითხე მერამდენედ ღმერთმა იცის )))ისე ახალ წიგნებს ძველი და გაცრეცილი ბევრად მირჩევნია და ბიბლიოთეკის ძველ წიგნებზე ხო საერთოდ ვგიჟდები <3
LikeLike
ისეთი ჩემია ეს წიგნი, რომ ახლა ვიეჭვიანე :)
LikeLike
მეც ვიეჭვიანებდი, შენს ბლოგზე რომ მენახა, მერი :)
LikeLike
მეც მაქვს :) მაგრამ აი ისეთი ჩემი, არასოდეს ყოფილა როგორიც შენი და იმ ადამიანების, რომლებმაც კომენტარები დატოვეს. ახლა ვერ ვხდები რატომ, რაღაცნაირად გულიც კი დამწყდა :) გამიჭირდება იმ წიგნის გამოყოფა რომელიც ამდენად ჩემი იყო, თუმცა სხვადასხვა ასაკში ეს ტიტული ბუნებრივია სხვადასხვა წიგნს ქონდა :)
LikeLike
ჩემი პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნი :) <3 იმდენჯერ მაქვს წაკითხული, რომ მთლად ასე "ჯანმრთელადაც" არ გამოიყურება :))
LikeLike
ძალიან ძვირფასია ეგ წიგნი ჩემთვის,თავისი გაქუცული ყდით და გაყვითლებული ფურცლებითაც:)
LikeLike
კარგი გემოვნება გაქვს, ბლანშე <3
LikeLike
კლასში საპატიო ადგილას დევს ეს გამოცემა და თავისუფალ დროს ხმამაღლა ვკითხულობთ :)
LikeLike
სიყვარულზე რომ არ საუბრობთ, ალბათ, იმ დროს… :))
LikeLike
facebook-ze mec movkari tvali am wignze atexil jriamuls :D
mec aseti dzveli gamocema maqvs, ogond karlsontan ertad araa samwuxarod :(
LikeLike
ეს წიგნი მგონი ველას აქვს :D
LikeLike
არადა, კარლონი გაცილებით მაგარია იმჰო.
LikeLike
კარლსონი მეც მირჩევნია პეპის, მილორდ :) აი, ვინი პუჰთან აგებს :)
LikeLike
შურ.
ათასი კარლსონი ბზუისო, ვინისთან ყველა ტყუისო :)
LikeLike
სადაც ვინის დაიკვეხო, იქ პეპისაც თქვიო :)
LikeLike