ამბობენ, ავტორი სახელის გამჟღავნებას არ აპირებდა, მაგრამ პარიზის რომელიღაც უბადრუკ, საეჭვო რეპუტაციის გამომცემლობაში დაბეჭდილმა წიგნმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მწერალი ჩრდილიდან გამოვიდაო.
გამოიწვევდა, აბა, რა იქნებოდა – მოწიფული მამაკაცის უკიდეგანო გატაცება თორმეტი წლის გოგონათი – 1955 წელს კი არა, ახლაც მოლოტოვის კოქტეილის ეფექტს მოახდენდა ზნეობრივი პრინციპებით დახუნძლულ კეთილშობილ საზოგადოებაში.
თუმცა, მკითხველების სასახელოდ, უნდა ითქვას, რომ სკანდალს ისეთი სახე არ მიუღია, ავტორის შემდგომ კარიერაზე უარყოფითად ემოქმედა – უფრო პირიქით.
კაცმა არ იცის, სიუჟეტმა უფრო დააინტრიგა პუბლიკა თუ მწერლის პიროვნებამ – თავად ვლადიმირ ნაბოკოვი ხომ ასე ახასიათებდა საკუთარ თავს: “მე ამერიკელი მწერალი ვარ, რომელიც რუსეთში დაიბადა, განათლება ინგლისში მიიღო, იქვე შეისწავლა ფრანგული ლიტერატურა და გერმანიაში გადასახლდა… ჩემი გონება ინგლისურად საუბრობს, გული – რუსულად, ყური კი – ფრანგულად“-ო.
აი, ასეთმა უცნაურმა კაცმა, ნევრალგიის გამო საწოლს მიჯაჭვულმა და ტკივილისაგან გატანჯულმა, დაიწყო მეოცე ასწლეულის ერთერთი ყველაზე შოკისმომგვრელი რომანის წერა და ახლა, თითქმის სამოცი წლის შემდეგ, უკვე ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ საქმეს ჩინებულად გაართვა თავი.
ძნელია, რაიმე თქვა იმ წიგნის ღირსებებზე, სადაც ერთმანეთში ჩახლართულა უამრავი ლიტერატურული ალუზია, ბიბლიიდან დაწყებული, ძმები გრიმების ყველასთვის საყვარელი ზღაპრებით დამთავრებული… ედგარ პოს ანაბელ ლისაც აქ შეხვდებით, ჯოისის “ულისეს” აჩრდილსაც შეასწრებთ თვალს და ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ ნაბოკოვი ეშმაკურად იჭყიტება სადღაც კუთხიდან – მორიგ ნართაულს მიმიხვდი თუ საამისოდ ნაკითხობა არ გეყოო…
და კიდევ უფრო ძნელია, დადარაჯებული ფსევდოპურიტანული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ეს წიგნი პორნოგრაფია და ამაზრზენი პედოფილიის პროპაგანდა კი არა, დახვეწილი ფსიქო-სოციალური რომანია, ოსტატური ქარაგმებით სავსე, რომელმაც პოპკულტურა ნიმფეტით – სექსუალურად აქტიური პატარა გოგოს სახით გაამდიდრა.
იმისათვის, რომ ჰუმბერტ ჰუმბერტისა და ლოლიტას ურთიერთობაში ბევრად მნიშვნელოვანი და სერიოზული რამ დაინახო, ვიდრე ზრდასრული მამაკაცისა და ვნებით გაჟღენთილი მოზარდის ისტორია, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ლიტრატურული გემოვნება და სიფაქიზეა საჭირო; რთულია, თეთრკანიანი ქვრივის მიღმა ბებერი, რაფინირებული და ჩარჩოებში გამომწყვდეული ევროპა იგრძნო, რომელსაც სასოწარკვეთილებამდე სწყურია ახალი სისხლი და მძაფრ, აქამდე განუცდელ შეგრძნებებს დაეძებს, კიკინებიან მოზარდში კი ველური, გაუხედნავი ამერიკა, სიცოცხლით სავსე, დაუმორჩილებელი, ხანდახან უხამსი და ვულგარულიც, ოღონდ ცოცხალი და მფეთქავი, როგორც მუსტანგის გული.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ რომანის ლაბირინთში გზის გასაგნებად მხოლოდ ანბანის ცოდნა არ კმარა – ნაპერწკალია საჭირო, რომელიც ავტორის მიერ მარჯვედ დაგებულ მახეებს აგვარიდებს და დაგვანახვებს, როგორ ბოლომდე გამოწურავს თავდაღმართზე მდგარ, პურიტანული მორალით ხელფეხშეკრულ ევროპას თავაწყვეტილი, გაუმაძღარი და საოცრად ცოცხალი ამერიკა, როგორ წაიღებს ყველაფერს, რისი წაღებაც შესაძლებელია და უკანმოუხედავად დაადგება გზას, რომელიც, ალბათ, ადამიანმაც და სამყარომაც უნდა გაიაროს – გზას თავისუფლებისაკენ.
და თუ ეს ნაპერწკალი გულში ჩაგივარდათ, მაშინ “ლოლიტას“ სკანდალური სიუჟეტის მიღმა ვირტუოზულ სიტყვათა თამაშსაც ჩაწვდებით, ავტორის დახვეწილ ლიტერატურულ ტექნიკასაც, პერსონაჟების ღრმა ემოციურ მდგომარეობასაც, მათთან ერთად ივლით გაუვალ ბილიკებზე და წიგნს რომ დახურავთ, სიამაყეს იგრძნობთ იმის გამო, რომ გაცილებით მეტი ხართ, ვიდრე, უბრალოდ, მკითხველი.
ძალიან მინდა ამისი წაკითხვა, თუმცა რატომღაც მითხრეს პატარა ხარ ვერ გაიგებო :)
LikeLike
ახლა ვკითხულობ მეც
LikeLike
წავიკითხავ და შენ დაგაბრალებ მოლი :)
LikeLike
მე კი ავღფრთოვანდი ნობოკოვის ოსტატობით თუმცა სიუჟეტმა ძლიერ დამთრგუნა.
LikeLike
სრული გადამატების გარეშე ჩემი ძალიან დიდი ხნის ნანატრი წიგნია. ისე ძალიან მაინტერესებს, მეტი რომ აღარ შეიძლება, ამ პოსტმა ხომ საერთოდ არ დამინდო. იქნებ, ახლა სულ მალე დაბადების დღეზე ავაგროვე თანხა როგორმე მაგისთვის…
P.S. ნანატრი წიგნი და ნანატრი ეს სერია<3
LikeLike
“პოპკულტურა ნიმფეტით – სექსუალურად აქტიური პატარა გოგოს სახით გაამდიდრა” – აფსუს, რატომ არ აქვს ვორდპრესს Like სიმბოლო…
მოლი, ძალიან მაგარი პოსტია. ბლოგრელიზების წერის დიდოსტატი ხარ! გადაჭარბების გარეშე.
LikeLike
ეს შენი ერთ-ერთი საუკეთესო ანოტაციაა, რაც კი წამიკითხავს <3
LikeLike
გეთანხმები
LikeLike
ლოლიტა ქართულად უკვე საინტერესოა. მადლობა, მოლი!
LikeLike
მე არ მომეწონა. და საერთოდ არ ვარ ნაბოკოვზე მაღალი აზრის :)
ლუჟინის დაცვა მართლა არაა ცუდი. დანარჩენი კიდევ უფრო ნაკლებად მომეწონა.
ისე ლექსი რომ აქვს იცით? ლოლიტაზე. რომანამდეა თუ არ ვცდები დაწერილი.
LikeLike
ნაბოკოვის ერთადერთი ლექსი ვიცი. “დანტისტთან ვიზიტის წინ” ჰქვია თუ რაღაც ამდაგვარი. ლოლიტაზე არა :)
LikeLike
მგონი, “ლილიტი” ჰქვია მაგ ლექსს. ოდესღაც მომხვდა ხელში, მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ. წიგნი კი მართლაც არ არის ურიგო, ანოტაციაზე აღარაფერს ვამბობ :)
LikeLike
კი ეგ ლექსია. :)
ნუ მოლისთან ეგრეა ზოგადად – წიგნის მიმოხილვები გაცილებით ჯობია წიგნებს :))) ამიტომ ვკითხულობ მიმოხილვებს და არა წიგნებს :))
LikeLike
:))))))))))))))))))))))))
LikeLike
ოო ჩავამატე “სასწრაფოდ შესასყიდი წიგნების” სიაში ^_^
LikeLike
ისეთი წიგნია, წაკითხვამდე რომ არ უნდა დაწვან :))) წაკითხვის შემდეგ ეს “გენიალური იდეა” თავისთავად დაავიწყდებათ.
LikeLike
ძველისძველი გამოცემა გვქონდა სახლში და ისე იყო გაცრეცილი ისეეე, მე მგონი გაქრა :))
ხელიუდან ხელში გადადიოდა :))
ერთმა ჩემმა მეგობარმა წიპა კითხვაზე, ვინაა ლოლიტას ავტორი, თამამად უპასუხა “ბაბნიკოვი” :D
LikeLike
“სანტა ესპერანსას” ალბათ, ნამდვილად ურჩევნია ახალბედა ბლოგერების, ნაკლებად ცნობილების მომადლიერება, რადგან შენ ისედაც მათს თემატიკაზე წერ, მაგრამ ასეთი ანოტაციების მერე ამას უბრალოდ ვერ შეძლებენ :)
LikeLike
ჟიური ჟიურია, რუსა :) ეს ხომ განტოლება არ არის, ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდეს. მღვდლის და მისი ცოლის ამბავიც რელევანტურია :)
LikeLike
ამაზე კარგს თუ დაწერს ვინმე, კი ბატონო, ოღონდ ეს ცოტა ძნელი იქნება :)) სხვა შემთხვევაში ნამდვილად მღვდლის და ფოფოდიას ამბავი გამოვა:)))))
LikeLike
ვნახოთ :) შედეგებს დღეს აცხადებენ :)
LikeLike
მდაა :/ ამას უკვე მღვდლის და მისი ცოლის ამბავიც აღარ ჰქვია.
LikeLike
თეიქ ით იზი :) ერთი აბზაცი რომ ბლოგერისაა და 13 კამიუს და “მშვენიერი პოსტი” ჰქვია, იმასთან ეს რა მოსატანია :)
LikeLike
gind puritani miwodet, gind gaunatlebeli, da gind cudi mkitxveli. verafrit ver movishore Humbertisa da Lolitasadmi zizgis grdznoba wignis kitxvisas da ra vqna :\ amazrzeni siujetia.
LikeLike
ეს უკვე დიაგნოზია ))
LikeLike
ძალიან კარგი კუთხით გაგიგია ეგ ნაწარმოები. თუ მაგაზე იყო ეს ყველაფერი იმ დეტალებამდე არ უნდა დასულიყო წიგნი რა დეტალებამდეც დადის. შენი ანალიზი ახლა ას გავს იცი?! ახალი ნახატები რომ იხატება. ორი ფერი არის მისხმული ზოლებად და ბევრი ამაში ხელოვნებას ხედავს, კარგი ორ ფერსაც გააჩნია, მაგრამ უნიჭო ტიპი ადგება და მართლა ორ ფერს გაავლებს და გენიოსად აცხადებენ და აი შენ ვერ ხედავ და ამაში იგულისხმება მზის ჩასვლა ზღვაზე და უსასრულობა და მარადიულობა და ა.შ. არის მართლა წიგნები, რომლებიც სხვანაირად შეიძლება გავიგოთ. წიგნი არა მაგრამ მაგალითად მოთხრობა შტეფან ცვაიგის უცნობი ქალის წერილები. ეს სულ სხვაა და ამას სულ სხვა კუთხით გვანახებს ავტორი, კი ნუ ვიღაცამ გაიგო ფუ რას პოულობთ მაგ მთხრობაში ვიღაცა ბოზზეო, მაგრამ მაინც სულ სხვა. ნაბუკოვი ვერასოდეს მოვა ისეთ ავტორთან როგორიც ცვაიგია. მე ნაბუკოვის მაგ ნაწარმოებში ნამდვილად ვერ ვხედავ ევროპას, ამერიკას და ა.შ. დ მაგ მიზნით დაწერილს. ამ მიზნისთის 700 სხვადასხვა გზით შეიძლებოდა დაეწერა ადამიანს, ეს იყო წიგნი გათვლილი ზუსტად სკანდალურობაზე და მიაღწია კიდეც. ნუ ყველას თავისი აზრი აქვს ალბათ და მე ჩემი აზრი მაქვს და ეს დამრჩება ამ წიგნზე.
LikeLike
პრინციპში, ჰო. ყველას საკუთარი აზრი აქვს.
ოღონდ, ავტორი ნაბოკოვია და არა ნაბუკოვი.
LikeLike
ასეთი დონის ავტორის სახელის ზუსტ დამახსოვრებაზე თავს არ ვიტკივებ.
LikeLike
ჰო, აშკარაა :)) ოღონდ, ეს თქვენზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნაბოკოვზე :)))
LikeLike
არ წამიკითხავს, ფილმად მინახავს და არ გავგიჟებულვარ. სანამ ის ”ნაპერწკალი” არ მექნება, არ წავიკითხავ )
LikeLike
ნაპერწკალი ყოველთვის საჭიროა ^_^
LikeLike
ჰო, მაგრამ აქ რაღაც სხვაა საჭირო :)
LikeLike
ფილმსა და წიგნს იმდენად რადიკალურად განსხვავებული ემოცია მოაქვს, რომ შედარებაც კი არ შემიძლია. ფილმი ჰოლივუდურ, ცოტა ექსტრავაგანტულ მელოდრამას ჰგავს, მაშინ როცა წიგნი არ ვიცი რამდენშრიანია, დამთრგუნველი და დამაჰიპნოზებელი. ახლა კუბრიკის ეკრანიზაციაც უნდა ვნახო ისე !
LikeLike
‘და თუ ეს ნაპერწკალი გულში ჩაგივარდათ, მაშინ “ლოლიტას“ სკანდალური სიუჟეტის მიღმა ვირტუოზულ სიტყვათა თამაშსაც ჩაწვდებით, ავტორის დახვეწილ ლიტერატურულ ტექნიკასაც, პერსონაჟების ღრმა ემოციურ მდგომარეობასაც, მათთან ერთად ივლით გაუვალ ბილიკებზე და წიგნს რომ დახურავთ, სიამაყეს იგრძნობთ იმის გამო, რომ გაცილებით მეტი ხართ, ვიდრე, უბრალოდ, მკითხველი. ‘ <3
LikeLiked by 1 person