Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი 6th, 2013

ლადიმირ ნაბოკოვი. "ლოლიტა". მსოფლიო კლასიკა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ამბობენ, ავტორი სახელის გამჟღავნებას არ აპირებდა, მაგრამ პარიზის რომელიღაც უბადრუკ, საეჭვო რეპუტაციის გამომცემლობაში დაბეჭდილმა წიგნმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მწერალი ჩრდილიდან გამოვიდაო.

გამოიწვევდა, აბა, რა იქნებოდა – მოწიფული მამაკაცის უკიდეგანო გატაცება თორმეტი წლის გოგონათი – 1955 წელს კი არა, ახლაც მოლოტოვის კოქტეილის ეფექტს მოახდენდა ზნეობრივი პრინციპებით დახუნძლულ კეთილშობილ საზოგადოებაში.

თუმცა, მკითხველების სასახელოდ, უნდა ითქვას, რომ სკანდალს ისეთი სახე არ მიუღია, ავტორის შემდგომ კარიერაზე უარყოფითად ემოქმედა – უფრო პირიქით.

კაცმა არ იცის, სიუჟეტმა უფრო დააინტრიგა პუბლიკა თუ მწერლის პიროვნებამ – თავად ვლადიმირ ნაბოკოვი ხომ ასე ახასიათებდა საკუთარ თავს: “მე ამერიკელი მწერალი ვარ, რომელიც რუსეთში დაიბადა, განათლება ინგლისში მიიღო, იქვე შეისწავლა ფრანგული ლიტერატურა და გერმანიაში გადასახლდა… ჩემი გონება ინგლისურად საუბრობს, გული – რუსულად, ყური კი – ფრანგულად“-ო.

აი, ასეთმა უცნაურმა კაცმა, ნევრალგიის გამო საწოლს მიჯაჭვულმა და ტკივილისაგან გატანჯულმა, დაიწყო მეოცე ასწლეულის ერთერთი ყველაზე შოკისმომგვრელი რომანის წერა და ახლა, თითქმის სამოცი წლის შემდეგ, უკვე ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ საქმეს ჩინებულად გაართვა თავი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: