ამქვეყნად ყველაზე მეტად ჩემი ბიბლიოთეკა, ჟოლოს ნაყინი და შაბათ-კვირა მიყვარს.
ბიბლიოთეკა და ნაყინი გასაგებია, მაგრამ შაბათ-კვირა აქ რა მოსატანიაო, მხარს აიჩეჩს, ალბათ, ვინმე.
თუმცა, შესაძლოა, არც არავის გაუკვირდეს, მით უმეტეს, მათ, ვისაც ჩემსავით აუტანელი რეჟიმი აქვს.
დილიდან გვიან ღამემდე რომ მუშაობ, ოციოდე გვერდის წაკითხვას მხოლოდ სამარშრუტოში ახერხებ და შინ დაბრუნებული, ტელევიზორს მხოლოდ იმისთვის რთავ, საფეხბურთო მატჩის ფონზე მკვდარივით რომ ჩაგეძინოს, რა გასაკვირია, თუ უიქენდს ციურ მანანასავით ელოდები.
მეც რა გული მომითმენს, ამ ბედნიერ დღეებზე ერთი პოსტი მაინც არ დავწერო და სტუმრებს მოლის ნეტარი უსაქმურობის ამბები არ გავუზიარო.
კართაგენელი ბლოგერების ძველთაძველი ანდაზაა – შაბათ-კვირისთვის მზადება პარასკევს უნდა დაიწყოო და, სულო ცოდვილო, მართალიც კია. ოღონდ, ამ ოხერი სამსახურის გამო, პარასკეობით იმდენი საქმეა ხოლმე, მოსალოდნელი განცხრომით წინასწარ ტკბობას ვინ ჩივის, სახლისკენ ძლივს მოვლასლასებ.
ჰოდა, ცხადია, რომ პარასკევ საღამოსაც ვერ ვირგებ. იმის ნაცვლად, სადმე, რომელიმე მყუდრო ბარში Irish coffee-ს, მარტინის ან, სულაც ვისკის ვაგემოვნებდე, ქანცგაწყვეტილი ლამის ბალიშზე თავის დადებამდე ვიძინებ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ წინ ურცხვი სიამოვნების ორი დღე მელის.
მერამდენე წელია, ყოველ პარასკევ ღამეს საკუთარ თავს პიონერულ სიტყვას ვაძლევ, რომ შაბათს თორმეტ საათამდე თვალს არ გავახელ, მაგრამ რად გინდა… ხან ტელეფონის ნომერი ეშლებათ, ხან ახალი ჟურნალები მივიღეთო, მირეკავენ… მაღვიძებენ დილის ათზე და ვწევარ მერე გაავებული და მთელ ქვეყანაზე გაბოროტებული – ძილის შებრუნებას აზრი არ აქვს და ადგომაც ღრმად მესიკვდილება.
მერე როგორღაც ვახერხებ და წელს ავითრევ ხოლმე :) ნაღებიანი ყავის და სიგარეტის თანხლებით ფბ-ს რამდენიმე დახურულ ჯგუფს ვათვალიერებ; მერე ან თაროებს ვალაგებ, ან მაგნიტების კოლექციას, მულტფილმებს ვუყურებ ან რომელიმე ახალ ფილმს ვიწერ, “ქინდლს” ვაწესრიგებ, ელექტრონულ ბიბლიოთეკას ვავსებ, ან, უბრალოდ, საწოლზე ნებივრად წამოწოლილი ვკითხულობ… და ასე, სამ-ოთხ საათამდე.
დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელ დღეს ამგვარ აბსოლუტურ ნირვანასა და სასიამოვნო ფუსფუსში, მაგრამ, შაბათი, მოგეხსენებათ, შოპინგისთვის, წიგნების მაღაზიებში ბოდიალისთვის, კინოში წასვლისთვის ზედგამოჭრილია.
პაემნებისთვისაც, სხვათა შორის.
გვიან ღამით, როგორც წესი, ორშაბათის ბლოგპოსტს ვწერ, კლავიატურას გამწარებული ვუკაკუნებ, ენას აინშტაინივით ვყოფ გარეთ ზედმეტი მონდომებისგან, კეფას ვიქექავ გენიალური იდეების მოსაზიდად და ვალმოხდილი ვუბრუნდები საწილს და ტელევიზორს.
კვირას შაბათივით უსაქმურობაში ვატარებ. ისევ ფეისბუქი, ბიბლიოთეკა, კოლექციები, მულტფილმები, ნაშუადღევის (ყველაზე გემრიელი) ძილი და ტელეფონზე ქაქანი. ოღონდ, ის არის, რომ საღამოს ისევ მიფუჭდება განწყობა – მძიმე ორშაბათი მოდის და იმიტომ.
გამოუსწორებელი უქნარა ყოფილხარო, არ მითხრათ. დიდი ხანია, ვიცი და ნუ შეწუხდებით :) ჯობია, ის მომიყვეთ, თავად როგორ ატარებთ უიქენდს, ორი დღე კატასტროფულად არ მყოფნის და, იქნებ, თქვენი რჩევები გამომადგეს.
უიქენდი და მულტფილმები :)
წინა უიქენდზე სამი ბოგატირის ამბავი ჩავაბულბულე – დობრინია ნიკიტიჩის, ალიოშა პოპოვიჩის და ილია მურომეცის ;)
და შუადღემდე ძილი <3
წმიდათაწმიდა რიტუალია <3
LikeLike
მაგარი მულტფილმია ეს დობრინია და მურომეცი ) მოვკვდი სიცილით.
ძილი <3
LikeLike
მე ვერ ვიტან შაბათ კვირას,საკუთარი ეგოისტური მოსაზრებების გამო.თუმც ამ ვიქენდზე საშემოდგომო შოპინგი დავგეგმე იმედია არ დაიქცევა ქვეყნიერება. კითხვა კინოში,სასეირნოდ სიარულიც კარგია ვიქენდზე.ძილი და ლოგინში ნებივრობის უფლება ავადმყოფობის დროსაც არ მაქვს.მოკლედ რთულია ცხოვრება,კვირის ნებისმიერ დღეს,შაბათს-კვირასაც.
LikeLike
ახალი გრავატარი, თამი? მშვიდობაში :)
შენ დაკავებული გოგო ხარ :) მიზეზებიც გასაგებია :)
LikeLike
არა არ მაქვს ახალი გრავატარი. ძალიან მსურს შენი ვიქენდის :-) გულწრფელად მშურს ვაღიარებ.
LikeLike
მოკლეა, თამი :(
LikeLike
მეგონა მხოლოდ მოსწავლეები ვიყავით ასეთ რეჟიმში და სკოლის დასრულების შემდეგ ამოვისუნთქებ მეთქი, მაგრამ თურმე როგორ ვცდები… რამდენი საერთო გვქონია უიქენდთან დაკავშირებით: )
P.S. მოლი პაემანზე<3
LikeLike
არა, რაის ამოსუნთვა ) მოსწავლეობისდროინდელი გრაფიკი ტკბილ სიზმრად მახსენდება :(
LikeLike
შაბათ (ადრე) დილას გამღვიძებელი ადამიანები :@ ერთ კონად უნდა შეკრა, თაფლი წაუსვა და ფუტკრები უნდა შეასიო :@
LikeLike
აშკარად :) და ყველაზე მეტად თაფლი დამენანება :)
LikeLike
არ გამომაპაროთ ეგ ღონისძიება, ძალით თუ არა, ნებით წავისვამ თაფლს და ფუტკრებს შევისევ :)
LikeLike
უკვე მეორე წელი დაიწყო შაბათი დღე აღარ მაქვს, დილის 10 საათზე ლექციაზე გავრბივარ (მთელი კვირის ნამუშევარ–ნასწავლი) და 4–მდე იქ ვყურყუტებ. არ ვიცი რატომ მაგრამ შაბათ–კვირა გემრიელ საჭმელთან ასოცირდება ჩემთვის, ოღონდ სადმე ნაჭამ გემრიელ საჭმელთან კი არა, სახლში მომზადებულ სასუსნავებთან, ამიტომ მენიუს ყოველთვის წინასწარ ვადგენ. ერთი ეგაა, ყოველ ჯერზე ვოცნებობ კვირაზე, მთელი დღე რომ სახლში გავატარო და გარეთ ფეხი არ გავადგა, თუმცა დაღამებისას ვხვდები რომ ეს ცუდი იდეა იყო, დასვენების დღეებში, თუ მთელ დღეს სახლში ვატარებ, ღამე ვერ ვიძინებ და საკუთარ თავს ვლანძღავ იმისთვის რომ იგივე შეცდომა დაუშვა :) ასეთ შემთხვევებში ცოტა ალკოჰოლი მისწრებაა ხოლმე :)
LikeLike
ერთ დროს ჩემთვისაც შინ მომზადებულ სასუსნავთან და საგანგებო მენიუსთან ასოცირდებოდა უიქენდი.
ჰოდა, შედეგიც მივიღე :(
LikeLike
მერე მთელი კვირა ვცდილობ შაბათ–კვირა ჩამოვიფერთხო ტანიდან :(
LikeLike
არ მყოფნის ერთი კვირა, თორემ კი :(
LikeLike
ყველაზე ცუდი შაბათ-კვირა მაშინ მაქვს, როცა სადმე ვარ წასასვლელი. მირჩევნია სახლში ვიბოდიალო და თავს მივხედო, ვიდრე სადმე გასართობად ან საქმეზე წავიდე. აი, მეც ასეთი გამოუსწორებელი ვარ :D
LikeLike
მეც მირჩევნია, მაგრამ შაბათ-კვირას თუ არ გავედი, სამუშაო დღეებში მით უფრო არ მცალია და :(
LikeLike
რა ბედნიერები ხართ ვისაც პარასკევის დადგომა გიხარიათ:))) ჩემთვის შაბათი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა,სრული განაკვეთით, აგერ უკვე 3 წელია :( კვირას გამოფხიზლებას ვერ ვასწრებ ისევ ორშაბათია ხოლმე
LikeLike
შენ მძიმე დღეში ყოფილხარ, ანიკა :( შაბათიც რომ არ მქონდეს, გავგიჟდებოდი :(
LikeLike
უმძიმესში:) მეტსაც გეტყვი,არც დასვენების დღეები მიხარია,სვეტიცხოვლობა,გიორგობა, 8 მარტი…ასეთები ჩემთვის არ არსებობს
LikeLike
ვაი :((
LikeLike
მე ბუნებაში გასვლას არაფერი მირჩევნია. მთელი დღე სახლში ყოფნა, მაგიჟებს. ვერაფრით ვეგუები. სულ მცირე, სახლში თუ ვარ მეგობრები მაინც უნდა შევიკრიბოთ პიაცზე და ცივ ყავაზე. :)) ზოგჯერ, თევზზე და ლუდზეც. ამინდის მიხედვით. :) ერთხელ, მეც დავწერ უფრო სრულად როგორ ვატარებ ხოლმე მაგ ნანატრ და კატასტროფულად არასაკმარის უქიენდს…
LikeLike
შენ დაწერე, ჩვენ წავიკითხავთ :)
LikeLike
ჩემთვის უკვე წლებია შაბათი არ არსებობს, იმიტომ რომ ნახევარი დღე ვმუშაობ და დაკარგული მაქვს დღე ფაქტიურად. დღის მეორე ნახევარში საჭმელს ვაკეთებ რამდენიმე თავს :) რომ მომდევნო კვირაში ამაზე მაინც არ ვიფიქრო :) და სახლს ვალაგებ. კვირას, ისევე როგორც ყოველდღე, ადრე მეღვიძება, მაგრამ არ ვდგები სანამ საუზმის მოთხოვით არ შემაწუხებენ ოჯახის წევრები :) კვირას სახლიდან გასვლა არ მინდა საერთოდ, ხან ვკითხულობ, ხან ფილმებს ვუყურებ ან მეგობრებს ვმასპინძლობ :)
LikeLike
შენ ჩემზე უარეს დღეში ყოფილხარ, თეო :( მე შაბათიც მაქვს და…
LikeLike
მე ორი არა, ერთი დღე მაქვს ვიქნედისთვის და ზოგჯერ ისიც არ მაქვს ხოლმე და ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებ.
ვაიმე, რამდენი უარყოფითი ნაწილაკი გამოვიყენე :))
LikeLike
საჯარო სამსახური ჩვენი თანთია :((
LikeLike
მთელი 5 დღე ვფიქრობ იმაზე, რა კარგად გავატარებ შაბათ-კვირას, ვუყურებ რამეს ფილმების ლისთიდან, დავლევ ბევრ რძიან ყავას და ვიუსაქმურებ. მაგრამ ეს ყველაფერი 3-4 საათამდე მიმყვება და მერე თუ სადმე არ გავედი ცუდად ვხდები :)
მგონი, კარგად ვერ ვიღლები :)
LikeLike
ნება რომ მომცე, შინ უიქენდს კი არა, მთელ კვირას გავატარებ :))
LikeLike
უცებ ვიგრძენი, რომ უმუშევრობასაც ახლავს რაღაც ბედნიერება – 7-დღიანი უიქენდი… :))) გასაუბრებებზე სხვები რომ ხელფასით ინტერესედებიან, მე შაბათის ამბავი უფრო მადარდებს – ორი დღე რაღაა და ერთი ხომ მთლად კატასტროფა იქნება :)
LikeLike
რა ცუდად მეხერხება სიტყვებით რამის აღწერა, სულ მინდა რაღაც კომენტარი დავწერო, ავკრიფავ ტექსტს, მაგრამ მერე ვშლი, რადგან ცუდი გამოდის. თუ ათასში ერთხელ რამე კომენტარი დავწერე მერე სირცხვილით ვკვდები რა სისულელეების დამიწერია-მეთქი :( ახლაც ასე ვარ :(
LikeLike
უქნარა არა ისა კიდევ.
ნეტავ მე მქონდეს იმდენი წიგნი წაკითხული, რამდენიც შენ გაქვს.
თუმცა, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ზედმეტად წიგნებში ხარ.
გართობაც საჭიროა ჩემის აზრით.
შენი ბლოგი მომწონს, მაგრამ სულ მეშინია ხოლმე შემოსვლა. სულ წიგნები, წიგნები და მე თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე. არ მაქვს ის კონკრეტული წიგნი წაკითხული და იმიტომ.
წარმატებები და ბევრი ძილი. ბევრი დასვენება. ბევრი რა, მეტი. თორემ ბევრი დასვენებაც არ ვარგა.
LikeLike
ვერთობი კიდეც :) არ ვიკლებ მე გართობას და უსაქმურობას :)
მადლობა და ველქამ :)
LikeLike
მაგარია მერე. ყველაფერი საჭიროა.
ადამიანი ყველაფერი უნდა იყოს ცოტ-ცოტა. :D
მადლობა შენ.
LikeLike
მეც ასე მგონია :) ცოტ-ცოტა ყველაფერი :) всё можно, если осторожно.
LikeLike
აბა რა.
LikeLike
მე მოსწავლე ვარ და მაინც მემგონი ძალიან დატვირთული ვარ. არამგონია ამაზე მეტი დატვირთვა შეიზლებოდეს.. მაგრამ შაბათ-კვირას ვცდილობ ჩემი თავი დავასვენო უბრალოდ ხან წავიიკთხო ხანაც ისეთ “გასართობებს” მივყო ხელი რომლის შესრულებაც სახლში თბილად წყნარად აურზაურის გარეშე შეიძლება. გართობისთვის პარასკევი მაქვს. სკოლიდან მოსული მთელ კვირას გადავხედავ ხოლმე გონებაში თან თავს ვიმხნევებ და მოტივაციებსაც ვაფრქვევ და სადღაც 6 საათიდან გავდივარ გარეთ ნაცნობებს ვნახულობ სადმე ნორმალურ კაფეში მყუდრო ადგილას ან რამე ალტერნატიულ კონცერტზე მივდივართ და ერთგვარ განტვირთვას ვუწყობ ჩემს თავს ვცეკვავ ვმღერი და ვივიწყებ ყველაფერს ვეწევი ისე რომ მსიამოვნებს და თვალებს ვხუჭავ რომ დავიმახსოვრო თუ რა ბედნიერი და თავისუფალი ვარ პარასკევის წამებში. შაბათს და კვირას უმეტესად როგორც ავღნიშნე სახლში ვატარებ და ვმეცადინეობ იმიტომ რომ შემდეგ სკოლის დღეებში ვერ ვასწრებ ყველა საგის მომზადებას. პარასკევია ჩემი შაბათიც და კვირაც . :3
LikeLike