დავით აღმაშენებელზე ახალი რაღა უნდა დაწეროს კაცმაო – ალბათ, ბევრი მკითხველი გაივლებს გულში.
თითქოსდა, მართლაც… რაღა უნდა თქვა ლეგენდარულ მეფეზე, რომლის საქმენი საგმირონი და ზნენი სამამაცონი პატარა ბავშვებმაც იციან.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების, კლდეკარის საერისთავოს დამარცხების, სააჯო კარის, ყივჩაღთა ჩამოსახლების, თბილისის აღების და დიდგორის ბრძოლის ამბავს ვინ არ გიამბობს.
გელათის აკადემიაზეც ჩამოაგდებენ სიტყვას, “გალობანი სინანულისანიც“ გაახსენდებათ.
დარუბანდის კარის ჩამოხსნას და გელათში ჩამოტანასაც სიამაყით მოიგონებენ.
ოღონდ საკუთარი სამეფოს დედაქალაქში მალულად შეპარული უფლისწულის შესახებ არ გეტყვიან არაფერს…
მინდობაი არაბიძეზე, ბივრიტელსა და გორდოზეც დუმს ისტორია…
ესპანელზეც, თბილისის კედლებს მიღმა დარჩენილ ლეილს ორმოცი წლის მერე რომ დაუბრუნდა და ვაი, იმ დაბრუნებას…
იმ იდუმალ ალქაჯებზეც ვერავინ მოგიყვებათ, შავ სამოსელში გამოხვეულები სიკვდილის ანგელოზებივით რომ დაჰქრიან…
დავითისა და გურანდუხტის პირველ შეხვედრასაც ვერ შეასწრებთ თვალს და უბით ნატარები დამჭკნარი ყვავილების სუნიც არ დაგახვევთ თავბრუს.
იმ უცნაურ ბერებზეც ვერაფერს გაიგებთ, სელჩუკების ბანაკში შესვლა და თვით სარდალ ილღაზამდე მიღწევა რომ შეძლეს.
და ვერც ჩემსავით ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლით დიდგორისაკენ მიმავალ სისხლიან და ეკლიან გზას, თუ დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე“ არ წაიკითხეთ.
თუ წაიკითხეთ და… ბევრ რამეს დაინახავთ სხვანაირად.
გიორგი მეფესაც, აჯამეთის ტყეებში ნადირობა ფრიად რომ ჰყვარებია.
თავად დავითსაც, მთლად ყმაწვილს რომ აჰკიდეს ჯოჯოხეთური ტვირთი.
იმასაც ისწავლით, რომ “ყველანი არ ჩნდებიან სიყვარულისთვის, მით უმეტეს – კარგი მეფეები“.
და აუცილებლად ჩაგრჩებათ გულში ყივჩაღური სიბრძნე: “დაკარგული და წართმეული თვითონ უნდა დაიბრუნო – სხვა ვერ მოგცემს იმას, რაც შენია“.
დასაბრუნებლად კი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად გაიმეტო სიცოცხლე, სიყვარული, ახალგაზრდობა, ბედნიერება და სილაღე…
უნდა გაიმეტო, რომ ტყეებში გახიზნული, დამშეული და ჩამოძონძილი საქართველოს ხელისუფალიდან ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყნის სიუზერენად იქცე და ხალხმა აღმაშენებელი გიწოდოს, ისტორიამ კი – “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“.
რომ ბოლოს, მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე ხმალი მოისროლო და ვალმოხდილი დაადგე უკანასკნელ ბილიკს.
მერე, რა, თუ ვერ გაიგებთ, სად მთავრდება ლეგენდა და სად იწყება რეალობა… ან რა საჭიროა, ისტორიის აბურდული გორგალის გამოხსნა სცადოთ – უბრალოდ, გადაშალეთ სცენარად ჩაფიქრებული ეს კინორომანი და როცა ბოლომდე ჩახვალთ, მიხვდებით, რატომ არის, რომ “დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს…“
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ძლიერი და დადებითი ისტორიული პიროვნება. რაც მეტი და კარგად დაიწერება მასზე, მით უკეთესი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ!
წიგნი ჯერ არ ვიცი და პოსტი კი ძალიან კარგია. წარმატებები, მოლი!!! :)
LikeLike
როგორც კი წიგნის შესახებ გავიგე, მაშინვე დავინტერესდი, მიუხედავად იმისა რომ აღმაშენებელზეა და მართლაც, თითქოს ახალი რა უნდა ყიფილიყო, მაგრამ რახან აქ ტურაშვილიც ფიგურირებდა, მაშინვე მივხდი, რომ რაღაც საინტერესოსთან და სრულიად განსხვავებულთან მქონდა საქმე და სამომავლო გეგმებშიც ავტომატიურად ჩაეწერა… ამ პოსტის შემდეგ კი ლამის “კაჭკაჯაფარისა” და “ჯანქისთვის” გამოზოგილი ფული გავიმეტო, მეც რომ მივხდე რატომ არის, რომ “დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს…“
LikeLike
ბრავო, მოლი! უბრწყინვალესი ანოტაციაა! სიტყვები არ მყოფნის დადებითი შეფასებისათვის…
პ.ს. ჩავინიშნე “ტყეების მეფეც”.
LikeLike
ჩავინიშნეო? :)
შაბათს წამოვიღე “სანტა ესპერანსადან” და სწავლა ცოტა ხნით გვერდით გადავდე ;)
მადლობა, მოლი.
LikeLike
ძალიან კარგი :) მიხარია, პოსტი რომ გამოგადგა, ტაბუ :)
LikeLike
ძალიან გამიხარდა ამ წიგნზე რომ ვნახე ანოტაცია, ამ წიგნის მაღაზიაში ნახვამაც საკმაოდ გამახარა, სულ მწყდებოდა გული, რომ დავითზე დღეს-დღეისობით ბევრი არაფერი იქმნებოდა, იმედია მალე ფილმსაც გადაიღებენ :) ძალიან ლამაზი ანოტაციაა მოლი :)
LikeLike
დათომ ბუღალტრული გატარებების წერაც რომ დაიწყოს, ისე იზამს, რომ იმასაც შეგაყვარებს ადამიანს <3
საყვარელი ბლოგერის პოსტი საყვარელ მწერალზე–ეს უკვე ფუფუნებაა მკითხველისთვის ^_^
LikeLike
:))))) უკომენტარესი! <3
პ.ს. ერთი სული მაქვს, როდის ვიყიდი <3
LikeLike
მე ანოტაციას დავასწარი, მაგრამ მოლის პოსტმა ისე მომხიბლა, ალბათ, მეორედაც გადავიკითხავ :)
LikeLike
ეს წიგნი მეც მაქვს .
ცოტა ხნის წინ მაჩუქეს და აუცილებლად ჩავუჯდები ყავასთან ერთად! ^_^
LikeLike
ამაზე კარგი ანოტაცია რა უნდა იყოს ამ კვირაში, არ ვიცი :) მიხარია, რომ კონკურსანტი არ ვარ :D
LikeLike
რა ცუდია, რომ არ ხარ, რუსო :( ზუსტად მეცოდინებოდა, ვისთან წაგება გამახარებდა )
LikeLike
ეს წიგნი პირველად რომ გამოჩნდა ლიტჯიზე სათაურმა რარაც ყური მომჭრა…
ახლა მივხვდი, რატომაც – ამ სათაურზე ჯუნგლების მეფე მახსენდებოდა სულ :)
LikeLike
მე არ მომეწონა. არაა დათოს საქმე ისტორიული რომანი, თავის სტილში იმუშაოს ისევ.
LikeLike
ვფიქრობდი წამეკითხა თუ არა, მადლობა მოლი მომანდომე აუცილებლად წავიკითხავ. ყოველთვის მანდომებ ხოლმე ნებისმიერი წიგნის წაკითხვას რაზეც გიწერია <3 ძალიან ლამაზად წერ <3
LikeLiked by 1 person
მადლობა ეთო :)
LikeLike
საოცარი მეფე იყო დავითი.იშვიათად დიდებული მეფე. მადლობა ტურაშვილს საინტერესო წიგნისთვის და მადლობა მოლის საინტერესო სტატიისთვის
LikeLike
ბევრი საინტერესო საკონკურსო პოსტი დამხვდა, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია – დათოს წიგნი (აკას მხარდაჭერით) დავით აღმაშენებელზე… უკვე რომ არ მქონდეს, სასწრაფოდ “დავლაშქრავდი” მაღაზიას :))
LikeLike
ძალიან სუსტი წიგნია იმჰო. ტრაფარეტული, უსიცოცხლო პერსონაჟები, დანაწევრებული თხრობა, უაზრო დიალოგები. სომნაბულასავით გარინდული, პასიური დავითი, რომელსაც მუდამ სხვები ეუბნებიან რა აკეთოს. ბატალურ სცენებში ჩანს რამდენად ცუდად ერკვევა ავტორი როგორც აღსაწერ ქმედებაში ასევე კინოს სპეციფიკაში.წიგნში საერთოდ არ ჩანს რატომ იყო დავითი გამორჩეული და რითი შეძლო ამდენის მიღწევა. ასე გგონია თავისით მოხდა ყველაფერი და დავითი უბრალოდ “იქ იყო ამ დროს”.
წიგნი არც რომანად ვარგა და მითუმეტეს კინოსცენარად ხომ საერთოდ გამოუსადეგარია ჩემი აზრით.
LikeLike
მოლი, შენი ანოტაცია ბევრად ცოცხლად და საინტერესოდ იკითხება ვიდრე თავად წიგნი :) რაღაც იმედები გამოცრუა.
LikeLike
ისე მომინდა წაკითხვა ისეე , ერთი სული მაქვს. :)
LikeLike