ჩემს ქალაქზე უსასრულოდ რომ შემიძლია ქაქანი, აქაურებს კი გეცოდინებათ, მაგრამ ზაფხულის მიწურულს ყველა ზღვისპირეთსა და არდადეგებზე წერს და ახალი ბლოგერული სეზონის პირველი პოსტი სტანდარტულ პოსტსაშვებულებო რევიუს რომ არ დაემსგავსოს, მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც ჩემი ბავშვობის ქუჩებში ერთკვირიანი ხეტიალისას ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
მატარებელში, თურმე, თამბაქო აკრძალულია და პირველი, ყველაზე გემრიელი ღერი იქითობისას წიფის უკაცრიელ ბაქანზე მოვწიე, აქეთობისას – ზესტაფონში.
ბათუმისკენ ესტონელი წყვილი დამემგზავრა. რამდენიმე სიტყვით მოვიკითხეთ ერთმანეთი და მომდევნო ხუთი საათი, როგორც ჭეშმარიტ ესტონელებს შეეფერებათ, ხმა აღარ ამოუღიათ – ეძინათ.
ჩასვლის ღამესვე, სამის ნახევარზე, ნამდვილმა წარღვნამ გამაღვიძა. ღუნღულა ხალათში გავეხვიე, აივანზე, სავარძელში მოვკალათდი, გავაბოლე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის მართლაც ძალიან ცოტა ჰყოფნის.
ჩემი ფანჯრებიდან სოფლის მეჩეთის მინარეთი ჩანდა და ყოველღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ უთენია მუეძინი გამაღვიძებდა. სამწუხაროდ, მის ენერგიულ მოძახილს მხოლოდ ერთხელ მოვუსმინე.
ორმა ბათუმელმა გოგომ სულ სიცილ-სიცილით მასწავლა მწვანე ავტობუსში ბილეთის აღება (კომპოსტირების აპარატში გულმოდგინედ ვჩურთავდი ორმოცდაათთეთრიანს!) და ჩასვლისას არც “კარგად ბრძანდებოდეთო“ დავიწყებიათ.
“წიგნები ბათუმში“ დავლაშქრე, მარის საფირმო ცივი ჩაი დავაგემოვნე და სავსე ზურგჩანთა ძლივს მივათრიე სასტუმრომდე.
ვნახე, როგორ დაიჭირა ულვაშა ძიამ ახალი ბულვარის ტბაში პირველი თევზი.
საჰაერო გონდოლით 5172 მეტრი გავიარე და ბათუმს ფერიას მთიდან გადმოვხედე.
“ეშმაკის ბორბალს“ კენწეროზე მოვექეცი.
პორტში ვიბოდიალე და თვალებდაჭყეტილმა ვუყურე, როგორ მოადგა ნაპირს დიდი გემი.
კომკავშირის ქუჩაზე ჩემს ძველ სახლს ჩავუარე. ეზოში აღარ შევსულვარ, ნიკაპი ისედაც საეჭვოდ მიცახცახებდა.
“აჭარულ სახლში“ ჩაქონდრილი, იახნე და აპოხტი გავსინჯე, “ლაგუნასა“ და „რეტროში“ – აჭარული ხაჭაპური.
“- Вам меню на Русском языке или на Грузинском?“ – დაინტერესდნენ ერთგან.
“A Song of Ice and Fire“ დავამთავრე.
ლიტერატურული კაფეს სიმპათიურმა გოგონამ, საფერფლე რომ ვთხოვე, სანთებელაც ხომ არ გნებავთო, მკითხა.
სარფში, ზედ საზღვართან, თავსხმა წვიმაში, ციცქნა კაფეს ქოლგას შეფარებულმა, ნამდვილი ბათუმური ყავა დავლიე.
კიდევ რა გითხრათ… ბათუმისა და კვარიათის პლაჟებზე მზეს ვეფიცხებოდი; დღისით კოლონადებთან ვიჯექი ბულვარში, საღამოობით – რომელიმე კაფეში, ცივ ლატეს მივირთმევდი და ნეტარებით ვნაბავდი თვალებს; ბევრი მეძინა, ბევრს დავბოდიალობდი ფეხით… არც პატარ-პატარა ცუღლუტობებზე მითქვამს უარი, მაგრამ მართლა ყველაფერს ხომ ვერ გიამბობთ.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გული დედამიწის ზურგზე საუკეთესო ქალაქში დავტოვე და ახლა უკვე ზამთრის, მშვიდი და მყუდრო ბათუმის ნახვა მეჩქარება.
ბათუმი-თბილისი
2013 წლის აგვისტო
მოლი იზ ბექ <3 <3
ერთზე დამწყდა გული ბათუმში ისვენებდი და "მეგრულ-ლაზურში" არ ყოფილხარ? :(
LikeLike
ერთ კვირაში ყველაფერს ხომ ვერ მოვასწრებდი ))
LikeLike
მმმ… ეს რა გამახსენე, თაია. კინაღამ მზარეულს დავუძახე ხელების დასაკოცნად :D
LikeLike
:დდდდდდდდდდ
LikeLike
მოლიმოლიმოლი <3
წიგნების მაღაზიებსა და რამდენიმე ჩემს საყვარელ კაფეში, ახალ (ან შენი რომ მგონია ისეთ) სახეებს ვაკვირდებოდი :) მე მგონი არ შემხვედრიხარ, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო, სადღაც ძალიან ახლოს რომ მეგულებოდი <3
LikeLike
ყველა წიგნის მაღაზიაში შევიხედე ) იქაც კი, სადაც წესით არაფერი მესაქმებოდა. სულ პატარა ოთახი ვიპოვე პორტთან დ იქაც )))
ნუ, მხოლოდ პროფესიულ-ბლოგერული ინტერესის გამო, თორემ მარის და ირაკლის მაღაზიის შემდეგ სხვაგან არც მჭირდებოდა შევლა.
LikeLike
მოიცა, მეჩვენება, თუ ერთსა და იმავე დროს ვიყავით ბათუმში? ანუ, წინა შაბათს იქ იყავი? კიდევ კარგი, არ ვიცოდი, თორემ იქაც შიზოფრენიკივით დავიწყებდი ყველა გამვლელში მოლის ამოცნობას :D :D
LikeLike
წინა შაბათს იქ ვიყავი, კი ) და ზუსტად ერთი კვირის წინ ჩამოვედი, ორშაბათს )
მე გიცნობდი აუცილებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, სადღაც ავცდით )
ჰოდა, ზუსტად წინა შაბათს დაიქცა ქვეყანა მანდ. ცა ფეხად ჩამოდიოდა ))
LikeLike
მეც შაბათს ჩავედი დილით და კარგი ამინდი იყო. საღამოს კი ისე დასცხო, მაგრად შემეშინდა. და მეც ორშაბათს დავბრუნდი. აუუ, ერთად ვყოფილვართ ბათუმში :D
LikeLike
მაგას დასცხო აღარ ერქვა ) ვინ საით გარბოდა და რას ეფარებოდა, ვერ გაიგებდი ))
ერთად ვიყავით და ერთად დავბრუნდით )
LikeLike
მოლი დაბრუნდააა!
შამპანურს ვხსნი^_^
დროის სიმცირის მიუხედავად, შესაძლებელზე უკეთ გაგიტარებია შვებულება: )
კიდევ კარგ დროს გამოასწარი, თორე წარღვნა დღეს უნდა გენახა ბათუმში… ავტობუსში მეც მქონია მსგავსი შემთხვევები:/ მე რატომ არ ვიყავი მაშინ იმ ავტობუსშიXD ამ ხნის მანძილზე კი სულ თავაზიან გარემოცვაში ყოფილხარ^^ “პატარ-პატარა ცუღლუტობები” რა დაიმაინტრიგებლად ჟღერსს… თუმცა ისიც მეყოფა რომ დაბრუნდი და შემიძლია ისევ ველოდო ახალ პოსტს ხოლმე 00:00 საათზე: )
LikeLike
გუშინ რომ დაიწყო, ჯერ არ გაჩერებულაო, მითხრეს უკვე ))) მე <3 ბათუმის წვიმა )
და იშვიათად კომუნიკაბელური ხალხია მანდ ) არავინ შემედავოს )
დავბრუნდი, ვამპირ )
LikeLike
ბათუმში ისეთი მომსახურებაა, თბილისს შეშურდება :) …ამინდიც რომ ასეთივე იყოს…
LikeLike
ხალხია ბათუმში კარგზე კარგი ) სერვისიც მშვენიერი აქვთ, კი. და ამინდსაც არ ვემდური. ჩემთვის ბათუმი აუზი არ არის, მაინცდამაინც საბანაოდ და გასარუჯად ჩავდიოდე ) ბათუმს წვიმაც ძალიან უხდება )
LikeLike
ზანტი, საყვარელი ესტონელები <3
შენს ძველ სახლზე ალბათ ას პოსტს დაწერ კიდევ, იმდენი გექნება გასახსენებელი. წარმომიდგენია…
მე კი არასოდეს ვყოფილვარ ბათუმში რამდენიმე დღით :(
LikeLike
ერთ თემატურ ბლოგს ავაწყობდი, იმდენი მაქვს ბათუმზე მოსაყოლი )
LikeLike
ძალიან მაინტერესებს ვინ დგას მოლი ბლუმის უკან :) დავეძებ,დავეძებ და ვერსად ვერ ვიპოვე ნამდვილი მოლი,მისი სურათი :) რაღაც წარმომიდგენია,რომ არის “ამელის” მთავარი პერსონაჟის,ამელის მსგავსი,ვიზუალურად. ჰაეროვანი,ფრანგული ბერეტის მოყვარული და მისი მუდმივი მატარებელი,რატომღაც მგონია,რომ წიგნის მრავალგვერდიანი ფურცლებიდან და პერსონაჟების საოცარი თამაშიდან გაოცებული და ძლივს-ძლიობით ამოხლართული და რეალობას დაბრუნებული მოლი,მის თეთრ პიანინოს მიუჯდება ხოლმე და ამ უკანასკნელის საოცარი ჟღერადობის მორევში ეხვევა,მორევი იტაცებს და მის საოცარ სამყაროში აქეთ-იქით ატრიალებს! მე მოლი წარმომიდგენია,სადღაც შარდენის მსგავს ქუჩაზე მცხოვრები,მოკლე ქუჩაზე,რომელსაც ფილაქნები ამშვენებს (ფილაქნებს კი საოცარი სუნი ასდით,ისინი გაბრუებულები არიან მოლის ვერნისაჟის სურნელით) ,რომელსაც აქეთ-იქით ვარდის,ყავის,თეთრი ფერის სახლები ამშვენებენ,აქიდან ერთ-ერთში პირველ საერთულზე კი ცხოვრობს მოლი!
მე კი,მოლის 15 წლის მკითხველი ვარ,რომელიც მის რჩევებს გამუდმებით ითვალისწინებს და პირველად აკომენტარებს! მე ლუკა ვარ,გამარჯობა მოლი! :)
LikeLike
გაგიმარჯოს ლუკა )
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე )
შემოიარე ხოლმე )
LikeLike
საყვარელია :)
LikeLike
აი, კომენტარი! აი, ერთგული მკითხველი! :)
LikeLike
ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი :)
LikeLike
მეც მიხარია, აქ რომ გხედავთ ყველას )
LikeLike
მონატრებული მოლი <3
კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბლოგერული არდადეგებიდან.
დარწმუნებული ვარ, ყველა შენი სტუმრის სათქმელს ვიტყვი: მოგვენატრე!
LikeLike
მადლობა, ტაბუ )
მეც მომენატრეთ. თქვენც და აქაურობაც )
LikeLike
მმმმ, მე წინ მელოდება ეგეთი დღეები :)))
LikeLike
ბედნიერი ბავშვი <3
LikeLike
ვუერთდები საყოველთაო სიხარულს მოლის დაბრუნებათან დაკავშირებით <3 ურა ურა ურა <3
უკვე ორი წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ და რაღაცნაირად არც მინდოდა, მაგრამ შენმა პოსტმა მომანდომა… ისე "წიგნები ბათუმში"–ს ნახვა იმის მერე მინდა რაც ფესტივალზე მათი სტენდი ვნახე <3
მოკლედ რა კარგია, რომ დაბრუნდი ^_^
LikeLike
მეც მიხარია, აქ რომ გხედავ, მარიშკალია )
LikeLike
ცუღლუტობებმა დამაინტერესა :პ და
LikeLike
:გაწითლებულიმოლი:
LikeLike
შენი ქუჩის ახლოსაც დაგინახე.
LikeLike
რაკი შენ ამბობ ამას, კარგად დამიწერია )
LikeLike
წვიმაში ქოლგა შეფარებული წარმოგიდგინე
LikeLike
ისე წვიმდა, სხვა გზა არ იყო ))
LikeLike
უფ, ლაკონური და გემრიელი იყო. მიხარია, რომ შენი შვებულება მორჩა :)) ბოროტი მე :)
LikeLike
ჰო ) ლაკონური ) უფრო ჩანაწერები იყო, ვიდრე კლასიკური პოსტი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული.
მეც მიხარია შვებულების დასრულება. მომანტრებია აქაურობა.
LikeLike
შვებულებას ამ პოსტის ხათრით გპატიობ :შერიგებისსმაილი:
LikeLike
შევრიგდით )
LikeLike
moli megobrebtan eratd iyavi tu marto ? marto ram wagiyvaan zgvaze ?
LikeLike
და რა პრობლემაა? მარტო კოლექტიური პახოდია დაშვებული?
LikeLike
პარასკევს იყო მოძახილი?
მე არ გამიგონია, თუმცა შორს ვიყავი მეჩეთიდან. კათოლიკურთან ვცხოვრობდი. მაგრამ კი უნდა იწმოდეს წესით.
LikeLike
პარასკევს იყო, კი )
ოღონდ, ბათუმში არა. კვარიათთან, სოფელში.
LikeLike
მაშინ გასაგებლარია.
LikeLike
მე ყოველდღე მინდოდა (
:ნახევრადპოლიტიკურიგანცხადება:
LikeLike
[…] ბათუმური შვებულების მეორე დღესვე ფრიად ტევადი და […]
LikeLike
[…] ბათუმური შვებულების დროს იმდენი მოვახერხე, ახალდამუხტული ქინდლი ერთ კვირაში დავცალე. ვიჯექი ჩემთვის, კოლონადებთან ან ლიტერატურულ კაფეში, ქინდლს ყავას ვაყოლებდი და, დედას გეფიცებით, A Song of Ice and Fire ზუსტად ასე უნდა იკითხო – ნეტარი უსაქმურობის ჟამს, ზღვისპირა ქალაქში, ლატესთან ერთად. სცადეთ – დამიჯერეთ, არ ინანებთ. […]
LikeLike
[…] ოღონდ, შენ კი იცი და, მკითხველმა ისე არ გამიგოს, თითქოს მხოლოდ დეკემბრის მიწურულს გეხმიანებოდე. მეგობრებთან ასე მოქცევა ვის გაუგონია! ტელეფონის ნომრები დიდი ხანია გავცვალეთ და ლაპლანდიასთან დაკავშირებაც არ მიჭირს. ახლა, მთელ მიმოწერას ვერ გამოვაქვეყნებ, უხერხულია, მაგრამ იმას კი უნდა მოვყვე, ბათუმში რომ გნახე, ამ ზაფხულს. […]
LikeLike
[…] ერთ სეზონზე “ოქროს გასაღები” მიქეს; შარშან “ლაგუნასა” და “რეტროში” გეახელით; […]
LikeLike