ლეგენდარული და თითით საჩვენებელი ზარმაცი რომ ვარ, ათასჯერ მითქვამს და, მგონი, უკვე ყველამ იცის.
პროფესიაც ჩემი გემოვნებით მაქვს შერჩეული და სპეციალობაც. არც სამსახურს ვემდური, მაგრამ რა ვქნა, უიქენდს მაინც ღვთის წყალობასავით ველოდები. თავადაც მოგეხსენებათ, პარასკევი საღამო ფანტასტიურია, შაბათი – ძალიან კარგი, კვირა დღეს არა უშავს და საღამოს ათი საათიდან ისევ მიფუჭდება განწყობა… და ასე, მომდევნო პარასკევამდე. ერთი დაფა მჭირდება აუცილებლად, აი, ისეთი, ამერიკულ სასწავლებლებში რომ აქვთ გამოკრული საბრალო, თვალებამოღამებული სტუდენტების გასამხნევებლად – “გამაგრდი, მალე პარასკევი მოვა!”
უკვე შეამჩნევდით, მთლად გადასარევ გუნებაზე ვერ ვარ და დიდხანს და საგულდაგულოდ უნდა გეწუწუნოთ. თქვენც, მეტი რა გზა გაქვთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და ამიტანოთ – მეგობრობა, სილამაზისა არ იყოს, მსხვერპლს მოითხოვს.
აგვისტოს ბოლომდე მშვიდი ძილი რომ არ მეღირსებოდა, აქამდეც ვიცოდი (ყოველ წელს ასეა) და შეგუებულიც ვიყავი, მაგრამ დილით სამსახურის ჭიშკართან რომ დაამუხრუჭა ყვითელმა სამარშრუტომ, გოგი გვახარიას უგემრიელესი “ცრემლიანი სათვალე” რომ დავხურე და მივხვდი, გვიან საღამომდე ვეღარ გადავშლიდი, მთლად მოვიშხამე.
ჰოდა, მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რა მოხდება, უსაქმური რომ ვიყო და დილაობით თავქუდმოგლეჯილი არ გავრბოდე საშოვარზე-მეთქი.
მშვენიერი რამ გამოვიდა, მინდა გითხრათ. არც არაფერი დაეწუნებოდა. ისეთი გრაფიკი ჩამოვაწიკწიკე ოცნებაში, თითებს ჩაიკვნეტს კაცი.
ვიძინებდი დიდხანს, ღრმად და უსიზმროდ, თერთმეტ… არა, თორმეტ საათამდე. ძილბურანში მყოფი, ხელის ფათურით მოვძებნიდი პულტს, რომელიმე საბავშვო ტელეარხს ჩავრთავდი და მხიარული მულტფილმის ფონზე ურცხვად ვიბრუნებდი გვერდს. მერე ნელ-ნელა ავიზლაზნებოდი, საყვარელი ხალათით მივუჯდებოდი კომპიუტერს და დახურულ ფბ-ჯგუფში A Feast for Crows-ის მორიგ ეპიზოდს გავარჩევდი.
შინ ნაღებიანი ყავით და ანანასის ფრეშით ვისაუზმებდი, აი, სალათს, პიცას ან ხაჭაპურს უკვე რომელიმე ღია კაფეს ვერანდაზე დავაგემოვნებდი. თან რამეს წავიკითხავდი. ახალ პოსტსაც, თუ ძალიან არ დამეზარებოდა, იქვე დავწერდი.
დროდადრო რომელიმე კინორეჟისორის უწყვეტ რეტროსპექტივას მოვაწყობდი. ჯერ ტარანტინოს ყველა ფილმს ვნახავდი, მერე – კოპოლას, ან Утиные истории-ის ყველა სერიას (მეტი არ მინდა, რომელიმე თქვენგანის ხითხითს მოვკრა ყური – ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებთ).
საღამოს რომელიმე ახალი წიგნის პრეზენტაციაზე შევყოფდი ცხვირს, მერე სადმე მოვკალათდებოდი და გემრიელი სტეიკის თანხლებით ღამეს დავგეგმავდი… ყველაფერს ხომ არ მოყვება კაცი, ბოლოს და ბოლოს, არასრულწლოვანი სტუმრები დასეირნობენ აქ.
აი, ასეთ ფიქრებში გავატარე მთელი სამშაბათი და რა გასაკვირია, რომ ახლა მწარედ ცხვირჩამოშვებული მივჩერებივარ მონიტორს, თან შიგადაშიგ “მეტრო გოლდვინ მაიერის” ლომივით ვიღრინები.
გადი შვებულებაში და გინდა იძინე, გინდა დომინო ეთამაშე ინდონეზიელებსო, მეტყვის ვინმე. ეჭვი მაქვს, ახალზელანდიური სარიტუალო ცეკვის შესრულებასაც არავინ დამიშლის.
შვებულებაში კი გავალ, მაგრამ ეს ოხერი 14 დღე ისე შემომეფქცვნება ხოლმე ხელში, მოხედვასაც ვერ ვასწრებ. პირველი კვირა იმის გააზრებას ვუნდები, რომ თავისუფალი ვარ და უთენია წამოხტომას არავინ მავალდებულებს, მეორე კვირა – იმაზე დარდს, რომ ნეტარი უსაქმურობის ხანა დასრულდება და ისევ მთელი წელი უნდა ველოდო..
ოღონდ, სხვა საშველი მაინც არ არის, ისევ შვებულების იმედად ვარ და შინ ისეთი ქანცგაწყვეტილი მოვდივარ, ერთადერთი ეროტიკული ფანტაზია ყველა პოზაში გამოძინებაა :(
რაო, რას ამბობდა მათხოვარი ენგელსი, შრომამ შექმნა ადამიანიო?
როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, ისე მაგას დაუმშვენდა ცხვირი!
აუ მართლა რა კარგი ყოფილა უსაქმურობა, თან ფულიც რომ არ გაქვს საწუწუნო. აი ნამდვილად დიდებულია. ფიტნესი, აუზი, წიგნები, ფილმები, შოპინგი , მოგზაურობა-ბოლოს კი ვწერ მაგრამ უსაქმური ფულიანი, რომვიყო ქველმოქმედებასაც სათანადო დროს, ყურადღებას და ფულს დავუთმობდი.
LikeLike
უმაგრესი )
LikeLike
უსაქმურობაც ძალიან მომაბეზრებელია, როგორც ჩემი ბევრი ბრძენი ნაცნობი ამბობს, მაგრამ ისეთი რამე აღწერე, მაგას უსაქმურობა კი არა, საკუთარი თავისთის სასარგებლო შრომა ქვია :)))
LikeLike
ასეთ შრომაზე თანახმა ვარ )
LikeLike
2 დღეა შვებულებაში გახვედი და უკვე მოგბეზრდა? :))))
LikeLike
მე არ ვუსაქმურობ :P
LikeLike
პარასკევი საღამოს ლოდინი მკლავს მეც. პარასკეობით დილიდან კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, ვცდილობ დროზე მივიდე სამსახურში და მერე მთელი დღე საათისკენ ვაპარებ თვალს, თან საკუთარ თავს ვმოძღვრავ – რაც უფრო ხშირად შევხედავ, მით გვიან გადის დრო–მეთქი. 7–ს რომ სულ რამდენიმე წუთი დააკლდება, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ შაბათი წმინდა დღეა, 12–მდე დარეკვა არ გაბედონ :)))
LikeLike
სამოთხეში, ალბათ, სულ შაბათია და 12 საათი <3
ნამდვილად წმინდა დღეა )
LikeLike
ჩემს გულში იჯექი , მოლი.
ახლა გავიაზრე , ნახევარი ზაფხული ისე გავიდა, რისი წაკითხვა და ყურება მინდოდა თავი ვერ მოვაბი. ამიტომ ფეისბუქზე დეაქტივაცია მოვახდინე და წიგნებში და ფილმებში თავით გადავეშვი.
ახლა ერთ ოთახში სტივენ კინგის კოლი ენტრეგანი დარბის , მეორეში ტაილერი ხარშავს საპონს, პერიოდულად ერთმანეთს ვივიენ ლი და ტომ კრუზი ენაცვლებიან. (ცოდვა გამხელილის სჯობსო და მარტინს სულ ავუშვი ხელი, სამაგიეროდ “ადრიან მოულის საიდუმლო დღიურზე” ვგეგმავ იერიშის მიტანას)
თქვენ საქმიანმა ხალხმა იმუშავეთ, მე რა მენაღვლება :დევილ: 3:)
LikeLike
შენ რა გიჭირს, თაია ) ნეტა, მეც სკოლაში ვსწავლობდე )
LikeLike
ეს პოსტი ჩემს უსაყვარლეს პოსტთა სიაში ჩაიწერა, ვკითხულობდი და ასე მეგონა საკუტარ ფიქრებს ახმოვანებდა ვიღაც… სულმოუთქმელად ველი ჩემს შვებულებას და ზუსტად ვიცი როგორ უცებ შემომადნება ხელში 14 დღე…
დილის 9–იდან 7–მდე შესვენების გარეშე მუშაობის და დასვენების მხოლოდ 1 დღის ფონზე “მეტრო გოლდვინ მაიერის” ლომივით ვიღრინები” და “ერთადერთი ეროტიკული ფანტაზია ყველა პოზაში გამოძინებაა” ნამდვილად :(
LikeLike
ერთ დღეში ვყოფილვართ მე და შენ )
LikeLike
ამ ყველაფერს იმასაც, თუ დავუმატებ, რომ შაბათს ნახევარი დღე ვმუშაობ… ხო წარმოგიდგენია რა დღეში ვარ :( უსაქმურობა მოსაწყენია, მაგრამ თავაისუფალი დრო რომ გაქვს ადამიანს და სასარგებლოდ ანაწილებ, მაგას არ ქვია უსაქმურობა :)
LikeLike
შაბათს რომ ვმუშაობდე, გავგიჟდებოდი ალბათ :(
LikeLike
გული დამწყდა, რომ ბოლო არდადეგები მაქვს :( ორი კვირა რა არის – სამი თვეც არ მყოფნიდა კითხვის, ფილმების ყურებისა და “ბოდიალისთვის” :(
LikeLike
ანუ, პეპის არ იყოს, უნის მორჩები და არდადეგებიც არ გექნება )
LikeLike
“უიქენდს მაინც ღვთის წყალობასავით ველოდები. თავადაც მოგეხსენებათ, პარასკევი საღამო ფანტასტიურია, შაბათი – ძალიან კარგი, კვირა დღეს არა უშავს და საღამოს ათი საათიდან ისევ მიფუჭდება განწყობა… ” მეგონა ჩემს ნაწერს ვკითხულობდი –_–
LikeLike
ერთ-ორ პუნქტს დავუმატებდი ამ ოდას და სულ ტამტამების რიტმზე ცეკვით შევუერთდებოდი სიამოვნებით :)
LikeLike
ჰო. ტამტამების დაკვრას და ცეკვას ვისწავლიდი აუცილებლად ))
LikeLike
“თან შიგადაშიგ “მეტრო გოლდვინ მაიერის” ლომივით ვიღრინები.” მოლი! ასე ძალიან თუ გამამხიარულებდა რამე მაგას როგორ წარმოვიდგენდი :D ჰოდა, კიდევასე ძალიან თუ დაემთხვეოდა რამე ჩემ განწყობას. ეეჰ, უსაქმურობავ :)))
LikeLike
უსაქმურობა ( ბუნდოვნად მახსოვს (
LikeLike
ეეჰ, მეც :( მაგრამ იმედი მაქვს ეგ დღეს დადგება, ცოტა ხნით მაინც რომ შევირგებ სასიამოვნო უსაქმურობას :))
LikeLike
მეც ამ იმედით ვარ, ფინიკი. იყოს ის 14 დღე, ჯანდაბას, ოღონდ შემერგოს.
LikeLike
“ისე მაგას დაუმშვენდა ცხვირი” ^_^
LikeLike
ნეტა ყოველ მეოთხე დღეს პარასკევი იყოს და მე თვითონ ჩამოვურიგებ კატებს ძეხვებს :))
LikeLike
ხანდახან რა მაზალო ხარ :)
LikeLike
ხანდახან კი )
LikeLike
paraskevi aris wminda dge.. da saertod, axali iniciativit chamovdivar aqedan 12-ze damtavrdes samushao dge paraskevs, rogorc es xdeba aq!!!!! ai ase… 3 dge kvirashi meyofa. sagamos wavidodi sadme agarakze. kviras chamovidodi. mteli weli! :)))
LikeLike
უმაგრესი ინიციატივაა )
LikeLike
მამაჩემს ეს გამონათქვამი უყვარს ძალიან “შრომამ შექმნა მაიმუნისგან ადამიანი და ადამიანისგან ვირი” :)))))
LikeLike
So true )
LikeLike